ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 28 » ბრაკონიერობა -ნაციონალური სენი    

18:36:51
ბრაკონიერობა -ნაციონალური სენი
ბრაკონიერობა -ნაციონალური სენი



მართალი რომ გითხრათ ამ სტატიის დაწერაზე საკმაოდ ვიწვალე. ალბათ იმიტომ, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს მინადგურებენ (მე ბრაკონიერობას ასე აღვიქვამ და მხოლოდ ასე) და ამას გადამთიელი მტერი კი არა, ქართველები აკეთებენ, ის ქართველები რომლებიც ცრემლებით თვალზე მშობლიური მიწა წყლის სადღეგძელოს სვამენ... მათთან მებრძოლი "ორგანო" კი იმდენად სუსტი, არაორგანიზებული და არამოტივირებულია რომ საერთოდ გასაკვირია ქვეყნის ევროპისკენ და საერთოდ ცივილიზებურობისკენ საერთო სწრაფვის ფონზე, რატომ არ ხდება მათი რეორგანიზაცია ან სხვა, უფრო ქმედით უწყებასთან შერწყმა... არადა ქვეყნის ცივილიზებურობაზე მიუთითებს სწორედ საკუთარი ბუნების სათუთი გაფრთხილება და რაციონალური მიდგომა მის რესურსებთან... სწორედ ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო საკმაოდ გამიჭირდა სტატიის დაწერა, ისეთი არასასიამოვნო და სამარცხვინო სურათი გამოაშკარავდა რომ ნორმატიული ლექსიკა არ მყოფნის არც ბრაკონიერების ასაღწერად და არც მათთან მებრძოლი სახემწიფო უწყების მოსახსენიებლად.

გადავდებ ემოციებს და ამ სტატიის ფარგლებში შევეცდები მაქსიმალურად განვმარტო ის ზიანი, რომელსაც ბრაკონიერები აყენებენ ჩვენს წყალსატევებს.

უთუოდ, ყველაზე გამანადგურებელია წყალსატევის მოწამვლა. მოწამლვისას წყალსატევის დიდ მონაკვეთზე ან მთლიანად წყალსატევში იღუპება ყველა ცოცხალი ორგანიზმი. საბჭოთა ეპოქაში მომწამვლელთა პირველობა ყოველთვის წყალსატევის პირას განლაგებულ საწარმოებს (ქარხნებს, ფაბრიკებს, მეფრინველეობის ფერმებს) ეკავათ, რომლებიც რეგულარულად უშვებდნენ წყალში მომწამვლელ ნივთიერებებს და აწყობდნენ ლოკალურ ეკო კატასტროფებს. არც სოფლის მოსახლეობა აკლებდა პატარა მდინარეებს და ღელეებს, აქ ისენი ყრიდნენ აზოტის სასუქს, რომელიც საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად მუქთი იყო.
გავიდა წლები, სასუქი გაძვირდა, ქარხნები დაინგრა და საბედნიეროდ წყალსატევების მოწამვლამაც იკლო. თუმცა ის ახალი საწარმოები, რომლებიც ახლახანს შეიქმნა, ტრადიციას არ იტეხენ და იმის მაგივრად რომ გასაფილტრი სადგურები შეიძინონ, რეგულარულად ღვრიან ტოკსიკური ნარჩენებით გაჯერებულ წყალს მდინარეებში, ამას აკეთებენ როგორც წესი ღამე და მღვრიე წყლის დროს, რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს. ასე მაგალითად მდინარე ხრამზე განლაგებული საამქრო რამოდენიმეჯერ სეზონში წამლავს მდინარეს
აი დამადასტურებელი ფოტოები შარშანდელი კატასტროფიდან.



ელექტრო ანკესი (ელექტრო შოკი), უთუოდ ჩვენი ქვეყნის სენი და ყველაზე პოპულარული ბრაკონიერული მეთოდია. ამ ჯოჯოხეთურ ხელსაწყოზე და იმაზე თუ რა ზიანს აყენებს იგი ბუნებას პოპულარულად განვმარტავ და დამეხმარება ამაში ჩემი მეგობარი სანქტ-პეტერბურგიდან იქტიოლოგი, პროფესორი სერგეი ანადსკი.
ელექტრო ანკესი (ელექტრო შოკი) - ეს არის საშუალო ზომის ხელსაწყო, ტრასფორმატორი, რომელიც აკუმულატორის დენს რამოდენიმე ათას ვოლტამდე ტრანსფორმირებს. კილოვოლტები ქვედა ბადის საშუალებით ხვდებიან წყალში და "აყუჩებენ" თევზს. ამ ხელსაწყოს მოქმედების რადიუსი ათ მეტრსაც აღწევს.
ემოციებს თავი რომ ავარიდოთ, შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ 80-იან წლებში მოსახლეობაში გაჩენილმა ელექტრო ანკესმა პრინციპიალურად შეცვალა ბრაკონიერობის სტრუქტურა და მაშტაბები მცირე და საშუალო წყალსატევებზე. თუ ადრე ბრაკონიერული ნადავლის ნაერსახეობრივი და ზომის პარამეტრები განისაზღვრებოდა ბადის თვალის ზომით ელექტრო ჭერის დროს კი ტოტალურად ნადგურდება ყველა ნაირსახეობის და ზომის თევზი, გარდა ამისა სხვა ცივსისხლიანი ორგანიზმები, მწერები, წყალმცენარეები და მიკროორგანიზმები.



ელექტრო ანკესის მოქმედების პრინციპი: როდესაც ცივსისხლიანი ცხოველი (თევზი, ბაყაყი, ტრიტონი), დენის მოქმედების ველში ხვდება იგი აქტიურად ცდილობს გამოვიდეს ამ ველიდან. თუ დენის ველი სუსტია თევზი მას თავს აღწევს, თუ ველი ძლიერია თევზი იღუპება. თუ ველი არც ძლიერი და არც სუსტია მაშინ თევზს ე.წ "ანოდური რეაქციას" ავლენს, იგი აქტიურად იბრძვის ველიდავ თავის დასაღწევად, მაგრამ დეზორიენტირებულია და მოძრაობს ძაბვის ზოლის გასწვრივ ანოდისკენ, რომელსაც ქვედა ბადის რკინის ჩარჩო წარმოადგენს.
თევზის მდგომარეობას როდესაც იგი თავისით მოცურავს ანოდისკენ "ჰალვანოტოქსისი" ჰქვია, მაგრამ როდესაც დენით სრულიად დეზორიენტირებული თევზი უახლოვდება ანოდს (ქვედა ბადის რკინის ჩარჩოს), ველი ხდება მისთვის მომაკვდინებელი ძალის და თევზი იღუპება ("ჰალვანონარკოზი")

არსებობს მთელი რიგი შეცდომითი მცნებები, რომლებითაც ბრაკონიერები თავს იმართლებენ, თითქოს დენდარტყმული თევზი უკან რო გაუშვა იგი -როგორც არაფერი ისე გაცურავს-, აი სურათები ამ "ჯანსაღი" გადარჩენილი თევზების...




გარდა ამისა ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ დენის ველში მოხვედრილი თევზის უმეტესობა სტერლიზდება, ანუ აღარ მრავლდება საერთოდ ან მის მიერ დადებული ქვირითის ცხოვრებისუნარიანობა გაცილებით უფრო დაბალია. ეს გამოწვეულია დენის ზემოქმებებით მომხდარი კრუნჩხვების გამო, რომელიც არა მარტო ხერხემლის დეფორმაციას იწვევს, არამედ შინაგანი ორგანოების, მათ შორის საქვირითე მილის დისფუნქციაც (გახეთქვას), სურათზეც კარგად ჩანს თუ როგორი დეფორმაცია აქვს განცდილი თევზის სხეულს.

სხვადასხვა ჯიშის თევზი განსხვავებულად რეაგირებს დენის ველზე.
ასე მაგალითად:
კობრი, კარჩხანა და გოჭა ძალიან მგრძნობიარენი არიან დევის მიმართ. ისინი გვერზე წვებიან და შემდეგ ნელა იძირებიან.
გუწუ დენის ველში მოხვედრისას მომენტალურად ეშვება ფსკერზე და ცდილობს შლამში დაიმალოს.
ქაშაპი წყლის ზედაპირზე წვება.
კაპარჭინა რჩება წყლის იმ შრეში სადაც მას დენი მოხვდება.
ქარიყლაპია მცირე ველისგანაც იღუპება.
ფარგა იღუპება მცირე ველისგანაც და ფსკერზე რჩება.
ლოქო დენის ველში მოხვედრისას ამოდის ზედა შრეში ღია პირით.
კალმახი იოლად იღუპება მცირე დენის დარტყმით და ზედაპირზე ამოდის.

სახლართი სინთეტიკური ბადეები გვაჩუქეს ჩინელმა ბრაკონიერებმა, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა! ამ მეთოდის ყველაზე სავალალო შედეგი ისაა, რომ სიიაფის გამო (30 თეთრი 1 მეტრი) ბრაკონიერები მას ტოვებენ წყალში, ან მისგან გაკეთებულ "ეკრანებს", "პარაშუტებს" და "ტელევიზორებს" ხშირად წყვიტავენ და ეს ბადე აგია ფსკერზე არაერთი წელი, მასში გახლართული თევზი კი იღუპება და ლპება.



ასაფეთქებელი ნიბთიერებებით ბრაკონიერობა საერთოდ ყველაზე განუვითარებელ და ჩამორჩენილ ქვეყნებში ხდება, იქ სადაც ვერ კონტროლდება კუსტარულად ასაფეთქებელი საშუალების დამზადება. მომილოცია ჯერ-ჯერობით ჩვენ ამ ქვეყნების რიგში ვართ. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ თვალსაზრისით კახეთის რეგიონი. თუმცა ჩვენი მტკვარზე (წითელ ხიდთან) ლაშქრობის დროს ბრაკონიერებმა აფეეთქეს ჩვენგან სადღაც ერთი კილომეტრის დაშორებით, დინების ზემოთ, რასაც მკვდარი ხრამულების დინებით გამორიყვაც მოჰყვა...
ასაფეთქებელი ნივთიერებით ბრაკონიერობა იწვევს თევზის საცურაო ბუშტის გახეთქვას, რაც თავის მხრივ მისი დაღუპვის მიზეზი ხდება. ასეთი ტიპის ტრავმით მოკლული თევზი მომენტალურად იძირება, ამას მიამატეთ აფეთქებით ამღვრეული წყალი და თქვენ მიხვდებით რომ ბრაკონიერების ხელში მოკლული თევზის 10% პროცენტიც კი არ ხვდება.

დღეს დღეობით არ არსებობს არავითარი სტატისტიკური მონაცემები, თუ რა ზიანი აქვს მიყენებული საქართველოს იქთიოფაუნისთვის ბრაკონიერობის მრავალწლიან განუკითხაობას. არსებული წითელი ნუსხა http://www.red-list.ge/index.php?type=redlist&N=0 აშკარად კორექტირებას ითხოვს. ასე ჩვენი კლუბის წევრების დაკვირვებიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ -ფარფლწითელა, კაპარჭინა, მურწა, წვერა, ჭანარი, ქორჭილა- პრაქტიკულად ძალიან იშვიათი გახდნენ მეთევზეთა ნადავლში. ფარგაზე შეიძლება ითქვას რომ იგი საერთოდ განადგურდა.

აი ესეთი სავალალო რეალობის წინაშე ვდგევართ საქართველოში. სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობა არანაერად არ წუხს ამ საკითხთან დაკავშირებით (პირადად მე მუდმივად მაქვს შეხება მოსახლეობასთან ამ საკითხზე). არც გარემოს დაცვის ინსპექცია წავიდა შორს ჩვენი მოსახლეობისგან და ბრაკონიერობაზე მსუბუქათ რომ ვთქათ თვალს ხუჭავენ.

არის თუ არა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან?
რა თქმა უნდა არის.
პირველი გამოსავალი არის ის, რასაც ჩვენი კლუბი უკვე ორი წელია აკეთებს, ეს არის სამოყვარულო თევზჭერის პოპულარიზაცია. რა თქმა უნდა ბრაკონიერს ეს არ გადააგდებინებს ელექტრო ანკესს, მაგრამ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ მით უფრო შევზღუდავთ მათ ქმედებას.

მერო გამოსავალი პირველიდან გამომდინარეობს. მოყვარულ მეთევზეთა მატება ავტომატურად იწვევს კერძო ტბების სიმრავლეს. კერძო ტბაზე მოგეხსენებათ ბრაკონიერს არავინ გაახარებს.

მესამე გამოსავალი კანონმდებლობის გამკაცრებაა. მოქმედი კანონმდებლობით დენით თევზაობისთვის ჯარიმაა 400 ლარიდან 1000 ლარამდე, თანაც ჯარიმის ზომას მიყენებული ზარალის შესაბამისად ადგილზე განსაზღვრავს გდი-ის თანამშრომელი (ამ კანონის შემქმნელი საერთოდ არაა საქმის კურსში მე თუუ მკითხავთ). მეორე დაკავების შემთხვევაში ჯარიმა უკვე 5000 ლარია. ამავე დროს კანონით არ იკრძალება არც ელექტრო ანკესის გაყიდვა და არც შენახვა.
იმ შემთხვევაში თუ კანონში შევა ცვლილება, რომლის თანახმად აიკრძალება სინთეტიკური სახლართი ბადის თავისუფალი გაყიდვა და დენით თევზაობისთვის ჯარიმა იქნება 5000 ლარი (თუ ვერ იხდი ციხე), ტრანსფორმატორის გაყიდვისთვისაც შესაბამისი ჯარიმა, აი მაშინ ნამდვილად გვეშველება! 

სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია)


წყაროhttp://www.fisher.ge/index.php?showtopic=732
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 8552 | დაამატა: Admin | ტეგები: აპარატი, ელექტრო, თევზი, ბრაკონიერ, სენი, ნაციონალური, ობა, შოკის, ები, თევზაობა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 baxaie   (02.08.2013 22:52:48) [მასალა]
არაფერი არ გამოვა თუ კანონი არ შესრულდა და არ გამკაცრდა,ჩემი აზრით სერიოზული ჯარიმაა შემოსაღები განმეორებაზე პატიმრობაც უნდა იყოს. ასე ბუნების უსუსურ მდგომარეობაში ყოფნა სადამდე უნდა გაგრძელდეს მალე სტერილური იქნება ყველა მდინარე და წყალსაცავი.

0   Spam
4 gochatula   (13.02.2013 18:44:23) [მასალა]
ეს ყველაზე დიდი პრობლემაა და მიზეზი თუ რატო გაწყდა თევზი მდინარეებში,ბადით და ანკესით თევზს ვერ გამოლევ მარა დენით საეღტოდ გაჟლეტავ,,,,,გამოსავალი ძალიან მარტივია ამათ დანდობა არ უნდა ქონდეს რაღაც ძალიან მაგრად უნდა დაისაჯნენ და სხვა აღარ იზავს

+1   Spam
3 giohunt1982   (29.09.2012 16:50:46) [მასალა]
სანამ რეალურად უმკაცრეს კონტროლზე არ იქნება აყვანილი დენით თევზაობა მანამდე ამ პრობლემას არაფერი ეშველება. გაზრდილი ჯარიმების და ციხის თუ შეეშინდებათ ბრაკებს თორე დანარჩენი რო მაგრად კიდიათ ყველა ვხედავთ

0   Spam
2 gogita12   (28.09.2012 18:42:11) [მასალა]
ეს თემა მე განვაახლე და გასაკვირი ის არის რომ მხოლოდ ერთი კომენტარი აქვს ასეთ უმნიშნოლოვანეს პრობლემას.
ნუთუ ეს არ მიგაჩნიათ აქტიურ თემად?
არ მოგწყინდათ ტყუილუბრალოდ მდინარეზე ანკესით სიარული სადაც ზუსტად ასეთ დამახინჯებულ თევზებს იჭერთ ან საერთოდ ვერ იჭერთ.
ან აღარ მოგწყინდათ მანოკით ნადირობა სადაც ძაღლს უკვე ფუნქცია აღარ ააქვს.... ამდენი ხოცვა?
მივხედოთ ამ პრობლემას და ეხლა არის შანსი რომ ეს საკითხი აღარ არი ხაჩიძის გადასაწყვეტი. ახალი მინისტრია და მას მივწეროთ წერილები და აუხსნათ და დავანახოთ თუ რატომ უნდა მიექცეს ყურადღება ბრაკონიერებთან ბრძოლას.
გააქტიურდით.

0   Spam
5 gio10010   (04.03.2013 10:49:18) [მასალა]
გეთანხმები გოგიტა,ბრაკონიერები ისეთ წარმოდგენას ტოვებენ რომ მარტო მე და სხვა ყველაფერი წყალს წაუღია,რომ მისცე საშუალება მთელ მდინარეებს ამოაშრობენ,ასეთი კატეგორიაც არის

+1   Spam
1 nukri06   (23.08.2012 14:33:30) [მასალა]
არ სჰეიდზლება დენიტ ნადირობა რატო ნადირობენ ტა.. DELFINEBI

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Admin, Levani14

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика