მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [108]
ცხოველები და ფრინველები [256]
ძაღლები [126]
საქართველოს ამბები [415]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [352]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მონადირე ძაღლის დაავად...   
boika555პასუხების რაოდენობა: 378
შეკითხვა ვეტერინარს   
boika555პასუხების რაოდენობა: 96
ტყის ქათამზე ნადირობა   
gioqutaiskiპასუხების რაოდენობა: 3629
იარაღის მოვლა   
HPBT338LMპასუხების რაოდენობა: 270
Sarsilmaz   
hunter96პასუხების რაოდენობა: 138
ქედანზე ნადირობა   
monadire-20პასუხების რაოდენობა: 436

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » აგვისტო » 15 » გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება    

10:59:35
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

 
 
 
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:
ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკისკოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინოკოდი: 3033.
განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველიერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია დანიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმთვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადადკოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახისგანმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033;ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:
ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი,გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);
 
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით
 
რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 3 ცალი.
 
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით
რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 5 ცალი.
ტყის ქათამი (Scolopax rusticola)  3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);
 
ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
 
ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

 



წყაროhttp://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3891
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 4137 | დაამატა: Gia | ტეგები: ნადირობის, აგვისტოს, გადამფრენ, იწყება, 15, წლის, სეზონი, ფრინველებზე, 2015 | რეიტინგი: 3.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 261 2 »
0   Spam
26 ვალერი-54   (15.08.2015 13:21:46)
ყველა მონადირეს გილოცავთ სეზონოს გახსნას MONADIRE

0   Spam
25 baqro555   (15.08.2015 01:25:32)
გილოცავთ!!!! ბიჭებო სეზონის გახსნას, კარგ ნადირობის სეზონს გისურვებთ. gimili gimili gimili იმედია მანოკებ დაივიწყებენ :)

0   Spam
24 kuku   (13.08.2015 20:06:27)
ბანკსჰიც ვიყავი .ვის უნდა მივმართო

0   Spam
23 kuku   (13.08.2015 20:03:43)
ლიცენზია როგორ ავიხო დამეხმარება ვინმე

0   Spam
22 dato-100   (11.08.2015 14:50:10)
გამარჯობა ყველას. თქვენო დახმარება მჭირდება ბანკში მითხრეს, რომ მიუთითეო ადგილი სადაც მიდიხარ სანადიროდო და რა მნიშვნელობააქვს სად ვინადირებ რაჭაში თუ სურამში

0  
21 akson777   (10.08.2015 00:09:27)
არა ახალი უნდა აიღო

0   Spam
20 alia   (09.08.2015 13:47:49)
მაინტერესებს დეკემბერში მაქვს აღებული ნებართვა გადამფრენ ფრინველებზე და ძალა თუ ექნება ახლა,თუ ახალია საჭირო

0   Spam
17 lasha2626   (04.08.2015 12:31:59)
ბიჭებო, დახმარება მჭირდება)) აქ მითითებული სახაზინო კოდიდან რომელზე უნდა გადავრიცხო? სადაც ვარ ჩაწერილი თუ როგორაა, ბანკში არ ვიცითო. ტუ არ აქვს მნიშვნელობა?

0  
18 IKAHUNTER   (05.08.2015 00:10:26)
lasha2626 ლაშა თბილისის სახაზინო კოდზე შეიტანე რახან თბილისში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ჩაწერილი. ეგ ლიცენზია მაინც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გამოგადგება მთელი სეზონის განმავლობაში

0   Spam
19 lasha2626   (05.08.2015 09:59:17)
ისევ შენ თუ მიშველი რა))) მადლობა ძმა 39

0   Spam
16 zaali746   (01.08.2015 17:42:26)
თუ ნამდვილი დაკარგი მონადირე ხარ ყველამ უნდა დავიცვათ კანონო და ნადირობის წესები 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
14 julakidze90   (29.07.2015 15:48:40)
სეზონი ნამდვილად გადმოწიეს 15 თებერვლამდე თუ აქ არის შეცდომა?

0  
13 IKAHUNTER   (29.07.2015 15:00:17)
ბიჭებო როგორც მე მაქვს ინფორმაცია ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდნენ შესაბამისი სამსახურები, მას შემდეგ, რაც მემორანდუმი გაფორმდა გარემოს დაცვის, შსს-ს და ფინანსთა სამინისტროებს შორის. უბრალოდ აქ ერთი მომენტია, მოქალაქეთა აქტიურობა და თანამშრომლობა ამ მხრივ არის გადამწყვეტი, კერძოდ: ბრაკონიერობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე, დააფიქსიროთ ზარი და მიაწოდოთ ინფორმაცია ბრაკონიერობის ფაქტის და ადგილსამყოფელის შესახებ. ბოლო პერიოდში გამიგია ბევრი შემთხვევა, რომ მსგავს შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები საკმაოდ ოპერატიულად რეაგირებენ. მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში არ დაგეზაროთ 112-ზე დარეკვა.

0   Spam
12 daviti911   (29.07.2015 13:17:43)
განსაკუთრებით ბევრი ბრაკონიერია დასავლეთისკენ

0   Spam
15 jina12   (30.07.2015 23:53:29)
ბევრი კიარა უამრავია მარა ვინაა პატრონი

0   Spam
11 civilioni   (29.07.2015 13:17:05)
ყვლა ნამუსიან მონადირეს გილოცავთ წინასწარ სეზონის დადგომას.ყველას კარგ სეზონს გისურვებთ,დარწმუნებული ვარ ჩემზე არა ნაკლებ ელოდებით 15 აგვისტოს

0   Spam
10 malkhazgochelashvili1982   (29.07.2015 11:27:35)
ვინც მონადირეა ის არასოდეს არ მიაყენებს ბუნებას ზიანს, მაგრამ ამ მასიურ ბრაკონიერებას რატომ არაფერი არ ეშველა ? მანოკები როგორც იყო ისევ არი აკტუალური, ან როგორ ვერ აგნებენ? 5 კილიმეტრზე გაისმის ხმა... ერთი თვით ადრე იცყებენ ნადირობას , რა მოუთფენლობა ჭირს ამ ხალხს? ტყის ქათამს ღამით ფარით ანადგურებენ, ძაან ბევრი მეხირცეებია საქართველოში...

0   Spam
7 firali81   (28.07.2015 21:26:37)
არ არს დაშვებული მანოკით ბრაკონიერობა. მანოკი უნდა გაურჭო მაგ ბრაკებს ერთ ადგილას. რით ვერ გაძღა მაგათი მუცელი.

0   Spam
9 Falconry   (29.07.2015 10:54:37)
არ შემიძლია არ დაგეთანხმო 48 48 48 48

1-15 16-21
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 6
    მონადირე: 4
    lasha2626 , კიკო , gadarchenili , ttg

    დღეს საიტზე იყვნენ
    sukre17, raptor, aleko, kiklich, guguna, boika555, beso-1, dh, bparcvania, koba30, კიკო, jentile5, hunter7

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    vipgio777(36) , baxsara(44) , majajoo(41) , Kulinari(27) , maria(24) , sergo(29) , seter2009(43) , badri-sixarulidze(55) , WVOLGA21W(49) , rugby91(26) , paata123123(22) , giorgi_1994(23) , Kneina(32) , beqa71(27) , gio-gio(24) , Mister(27) , ramaz76(41) , badribadri(55) , shak(29) , mamukadzagania(30) , hunter-1996(21) , ramaz2525(41) , ABG(20) , NEKA(20) , gi(23) , sopo00(21) , tinatin555(52) , hanter-1996(21) , lelachka73(44) , mamuka1987(30) , [სრული სია]

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика