მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [120]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [159]
მოიპარეს-დაიკარგა [110]
ცხოველები და ფრინველები [258]
ძაღლები [127]
საქართველოს ამბები [423]
უცხოეთის ამბები [313]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [108]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [353]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ვაზნები   
vanichka03პასუხების რაოდენობა: 2101
ქველმოქმედება   
goga-giorgiპასუხების რაოდენობა: 21
Armsan A612   
jentile5პასუხების რაოდენობა: 61
ტყის ქათამზე ნადირობა   
kobaxidzeპასუხების რაოდენობა: 3798
იარაღები   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 5465
ARMSAN PHENOMA   
jentile5პასუხების რაოდენობა: 150

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » აგვისტო » 30 » ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, არიან დაშავებულები    

23:37:30
ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, არიან დაშავებულები
ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, არიან დაშავებულებიბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დელფინარიუმის შოუს წამყვანმა და პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 6 ახალგაზრდა ამბობდა, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.
დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. 
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას. 
დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად "6 მაისის პარკში" არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!
ცნობისათვის, შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.

 ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ შეიჭრა დელფინარიუმში და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა. 

 ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტში უცხოელი ცხოველთა უფლებადამცველებიც მონაწილეობდნენ"ცხოველთა დაცვის ფედერაცია" ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტზე განმარტებებს აკეთებს. როგორ "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყეპიანმა განუცხადა, სხვადასხვა ქვეყნის 10 წარმომადგენელი ცხოველების დატყვევებას აპროტესტებდა, რა დროსაც ბათუმის დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. მისივე განმარტებით, ცხოველთა დამცველს პილპილის შემცველი ნივთიერება ჰქონდა, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოიყენა. თემურ ლაჭყეპიანის თქმით, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
"ჩვენ ვაპროტესტებდით ცხოველების გამოყენებას ექსპლუატაციის მიზნით. იცით, რომ ხდება ცხოველის დატყვევება მისთვის უჩვეულო გარემოში. თავდაცვის მიზნით ჩვენს აქტივისტს ჰქონდა წიწაკის შემცველი ნივთიერება. როცა დაცვის თანამშრომლები სცემდნენ ცხოველთა დამცველს, მან თავდაცვის მიზნით გამოიყენა ეს საშუალება და მოიგერია ის პირი, ვინც მას სცემდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების 10 წარმომადგენელი, მათ შორის, ბელორუსის, თურქეთის, რუსეთის, ირანის ცხოველთა უფლებების დამცველები ვიყავით მისული ლოზუნგებით "თავისუფლება ცხოველებს", "ჩვენი განწყობა - მათი წამება". დაცვამ გვცემა, შემდეგ პოლიცია მოვიდა და ახლა განყოფილებაში მიმდინარეობს დაკითხვა", - აღნიშნა თემურ ლაჭყეპიანმა.
ბათუმის დელფინარიუმში დღეს 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დელფინარიუმის შოუს წამყვანმა და პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა, ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.
დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. 
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას. 
დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად "6 მაისის პარკში" არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!
ცნობისათვის, შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.
 

წყაროhttp://interpressnews.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 785 | დაამატა: Gia | ტეგები: და, ბათუმის, მოითხოვა, შეიჭრა, მამაკაცი, დელფინების, დაშავებულები, დელფინარიუმში, გათავისუფლება, არიან | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 Hunter77   (03.09.2015 16:27:08)
1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3 1p3

0   Spam
3 civilioni   (01.09.2015 13:32:43)
23 25

0   Spam
2 MateMonadire   (31.08.2015 19:53:14)
გამიხარდება ეს ხალხი თუ შეიჭრება სუპერმარკეტებში და პატარა აკვარიუმებში გამომწყვდეულ კალმახებს გაანთავისუფლებს :) ჩვენც უნდა შევუერთდეთ! სტატიაში ეთიკაზეა საუბარი და შესაბამისად არაეთიკურია ის რაც სუპერმარკეტებში ხდება ამ მხრივ ... დელფინებთან მიმართებაში ვერაფერს ვიტყვი ...

0   Spam
1 ნუგომონადირე   (31.08.2015 09:05:29)
ესენი ვერ არიან???

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    giorgi_niqo, misha59, daviti911, vanichka03, mamuka36, bubusicha, jentile5, hunter7

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    lkl018(40) , VANSKI(28) , bk(31) , chinka-bika(26) , Temur(35) , bumbino78(39) , gogagoga9494(26) , vasili(29) , guga1985(32) , mishiko(25) , guga_guga1985(32) , gugaguga1985(32) , xxxxxx(30) , muqi66(22) , Best_Hunter(15) , baro(34) , rostomi_macharashvili(32) , guga80(32) , cxrawyaro(28) , gia-044(55) , zamtara(60) , huntingtrainer(40) , gurami1812(32) , Lukaluka1812(15)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика