ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » მარტი » 20 » სოფელ კაწალხევში მგლებმა 55 წლის მამაკაცი შეჭამეს    

18:29:38
სოფელ კაწალხევში მგლებმა 55 წლის მამაკაცი შეჭამეს

დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევში მგლებმა სოფელ ინოში მცხოვრები 55 წლის მამაკაცი შეჭამეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაღაროსკარში გამგებლის წარმომადგენელმა როლანდ ზურაბაშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, მამაკაცს მგლების ხროვა თავს მაშინ დაესხა, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. მამაკაცის ცხედარი ტანსაცმლით ამოიცნეს.

გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მტაცებელი ცხოველები სოფელში თავისუფლად გადაადგილდებიან. მისივე თქმით, მგლების მოკვლის მიზნით მაღაროსკარის თემის მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფების გამოყოფას ითხოვს.

„მამაკაცის ცხედარი გზაზე ბავშვმა ნახა. შემდეგ დამიკავშირდნენ და ადგილზე მისულებს ტანსაცმელი და თავის ნაწილი დაგვხვდა. მგლების გამო, ხალხი სოფელში ტრანსპორტის გარეშე ვერ გამოდის. ზაფხული მოდის და შესაძლოა ხალხი საქონლის გარეშე დარჩეს. მომხდარის შემდეგ დავურეკე დუშეთის გამგებელს და მონადირეთა ჯგუფის გამოყოფა ვთხოვე. საქმეს პოლიციაც სწავლობს“,- განაცხადა როლანდ ზურაბაშვილმა.



წყაროhttp://ick.ge/rubrics/society/26518-i.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3578 | დაამატა: giohunt1982 | ტეგები: წლის, მგლებმა, კაწალხევში, სოფელ, შეჭამეს, მამაკაცი, 55 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 161 2 »
0   Spam
16 civilioni   (25.03.2016 12:08:53) [მასალა]
ღმერთმა აცხონოს ის ცხონებული......მგლების ხროვასში უნდა ჩააგდო ის ადამიანი ვინც მგლების ტურებისა და მელიების ბუნებასში დარეგულირების პროცესს ხელს უშლის,დავიჯერო ვერ ხედავენ რო საქართველოს ბუნებაში აღარაა სასარგებლო ცხოვე ფრინველი...?განა რა გახდა ეს არა სამთავროები?მარტო მაგათმა როგორ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ფლორისა და ფაუნის მდგომარეობა საქართველოში? მივიდნენ ეხლა და დაუბრუნონ ის კაცი ცოცხალი და უვნებელი ოჯახს. f60d a5 31

0   Spam
15 STELS   (24.03.2016 20:05:14) [მასალა]
არა არ დაუშვებენ მგლები ხალხსზე ძალიან უყვართ გარემოს ვითომ დამცველებს 48

0   Spam
14 Gochahaha   (22.03.2016 11:48:28) [მასალა]
რა უბედურებაა, ამას წინათ სოფ. ვარციხეში შუა სოფელში ასფალტზე მიძუნძულებდა... მართლა პარლამენტში უნდა შეცვივდნენ მგლის ხროვები, რომ გამოფხიზლდნენ ჩვენი კანონმდებლები?

0   Spam
13 kiro   (21.03.2016 22:25:21) [მასალა]
აჰა ესეც მაგენენი შეუჭამია სუყველა. რო თქვა გეტყვიენ თქვენ ნადირობა და გართობა გინდათო ცოტაც მოიცადონ კიდე და პარლამენტის წინ კია საბალახოები და ჩამოუდენიან ცხვარს და მაგენმა აკვნესონ მერე სალამურები AllSmail133 და გადაუგონ მგლებს სურათები უხ მე მაგათი 48

0   Spam
12 dato75   (21.03.2016 19:35:59) [მასალა]
მტაცებლები უნდა განადგურდეს თორე მთლად დაიცლება სოფლები მგლების შიშით ხალხი ღამით გარეთ ვეგარ გამოდის.

0  
11 brakonieri   (21.03.2016 13:17:26) [მასალა]
ზაფხულში ვიყავი ამ სოფელში 2-3 დგით , ხალხი მაშინაც ლაპარაკობდა ამ პრობლემაზე მარა ყურადგება ნოლი იყო... ისე ულამაზესი ბუნებაა, სოფელში ძირითადად ასაკოვანი ხალხია და შესაბამისად ვეგარ ნადირობენ და თავსაც ვერ იცავენ.. სამწუხარო ამბავი მოხდა და იმედია რაიმე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოყვება

0   Spam
10 ttg   (21.03.2016 12:03:38) [მასალა]
რამდენჯერ დავწერე,რომ არ არიან ხალხისა და ბუნების დამცველები გარემოს დაცვის სამსახურში და ზემოთ. მონადირე, რომ ერიოს ვინმე, მაშინ ის დააყენებდა საკითს და დიდი ხნის წინათ შეიქმნებოდა მგლებზე მონადირე ჯგუფები. ეხლა წერე და იკითხე.

0   Spam
9 firali81   (20.03.2016 23:50:19) [მასალა]
როდემდე? აღარ უნდა დასრულედეს საქართველოში გრანტიაჭამია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაკრესის" ბოგინი? ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გამალებით იცავს მგლებს, ტურებს და სხვა მტაცებლებეს. ამათ გრანტებს ხომ არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს ფლორა და ფაუნა. შველი აღარ მრავლება, ირემი, კურდღელი და ა.შ. ამაზე თუ დაფიქრებულა ვინმე? ეს ორგანიზაცია ამტკიცებს, ასევე იცავს ირემს, შველს, და ა.შ. მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ამდენი მტაცებლების ხელში ირემს რა გაამრავლებს?. ან შველს? მტაცებლების მომრავლება ჩვენს ფაუნას კარგს არაფერს უქადის. დავუშვათ მტაცებლებზე ნადირობა და ვებრძოლოთ ბრაკონიერებს! ესაა გამოსავალი.

0   Spam
8 monomaxi   (20.03.2016 22:12:01) [მასალა]
ამათი დედავატირე მე აი რაქამდე მიგვიყვანა ამათმა სისულელეებმა, ამ ფაქტის შემდეგ დაუშვებენ მხოლოდ ექვსი მგლის ამოღებას ახლა... 25

0   Spam
7 beqakakabadze   (20.03.2016 22:09:05) [მასალა]
გმერტმა გაანატლოს ის ადამიანიი,სანამ მაგატ არდაგლიჯავს მანამ ესე იკნება, მარა მაგატ რასუზამს პანჯრებიდან იშვრიტებიან

0   Spam
6 Telaveli   (20.03.2016 21:56:13) [მასალა]
რა ენაღვლებათ რბილ თბილ კაბინეტში ხომ ჯერ არ მისულან , იტყვი კაცი მტაცებლების დიიდი რაოდენობაოო და ამოსაღებიაო წაგვწვდებიან ყელში .. ფრიად სამწუხარო ფაქტია და ვუათანაგძნობ ოჯახს . იქნებ ამ ფაქატმაგამოაფხიზლოსს ზემოთმსხდომნი !!

0   Spam
5 atuli77   (20.03.2016 21:31:17) [მასალა]
ესენი კიდე მგლებს ისე უფრთხილდებიან აწი ძეგლებსაც დაიდგავენ პარლამენტში და გარემოსდაცვის სამინისტროში ერთი მაგათ რატოარ შეუარდებიან კაბინეტებში მერე ნახონ

0   Spam
4 gadarchenili   (20.03.2016 21:21:27) [მასალა]
ესეგი ხალხსაც აღარ ერიდებიან

0   Spam
3 zao1994   (20.03.2016 19:33:23) [მასალა]
ნეტავ მიხვდებიან რომ უნდა დაუსჰვან მგელზეე ნადირობაა. რომ ცოტაა სჰემციირდეს ნადირიიი 48 48 48 48 48

0   Spam
2 GioXp   (20.03.2016 19:11:54) [მასალა]
48

1-15 16-16
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика