ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივლისი » 24 » ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა    

12:42:51
ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა
ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა (+ვიდეო)
ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა (+ვიდეო)
მათ ერთმანეთი 5 წელი არ ენახათ – და აი, შეხვდნენ. ბობიკის წარმოუდგენელი შეხვედრა პატრონთან შედგა. 
ძაღლი, სოფლის მცხოვრებლების აზრით, ჯერ კიდევ ზაფხულში ვიღაც უცხომ მანქანიდან ლუცკ-იაგოტინის (უკრაინა) ტრასაზე გადმოაგდო. 

მას მერე ძაღლი ყოველდღე იჯდა გაჩერებაზე. გადაიტანა სიცივე და შიმშილი და აი, მას ნამდვილმა პატრონმა მოაკითხა.

მაიაკებში დიდი გაცილება მოუწყეს ბობიკს. ხალხმა ერთად გააცილა ძაღლი, რომელიც მოესწრო პატრონის დაბრუნებას.

ნახევარი წლის წინ შავ-თეთრი ძაღლი ადგილობრივ ავტობუსის გაჩერებაზე დასახლდა. ყოველდღე ყურადღებით იხედებოდა ყველა ავტომობილში. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოველი დაიკარგა. ხან პუშოკს ეძახდნენ, ხან – მოპსიკს. აჭმევდნენ და პატარა სახლიც კი გაუკეთეს პირდაპირ ტრასასთან. არც ერთ იქაურ მცხოვრებს ძაღლი სახლში არ მიჰყვებოდა. 

სიუჟეტი ძაღლზე გოლემბიევსკების ოჯახმა ნახა ივანო-ფრანკოვსკის ოლქიდან და თავისი ბობიკი მაშინვე იცნეს. იგი ხომ მათ ბაბუასთან ცხოვრობდა, რომელიც 5 წლის წინ დაიღუპა. დაღუპვიდან 1 თვის შემდეგ კი ძაღლიც დაიკარგა. მთელი ეს პერიოდი მათ სულ ახსოვდათ ის, მაგრამ მისი ნახვის იმედი აღარ ქონდათ. ძაღლს წასაყვანად დაღუპულის შვილიშვილმა ჩამოაკითხა. 

"მამამ ტელევიზორში ნახა, დამირეკა, მითხრა რომ იცნო. გამაგებინა ოლქი, სოფელი, სადაც იყო ჩვენი ძაღლი. მთხოვდა: "როგორც კი დროს გამონახავ, აუცილებლად ჩააკითხეო", – ჰყვებოდა სტეფანე გოლემბიევსკი.

Zooclub

"ერთ საღამოს, გვიან, შემოვიდა ჩემთან ახალგაზრდა კაცი. მან მაშინვე დამიდო ფოტო მაგიდაზე, სადაც ის და ბობიკი ერთად არიან გადაღებულები. ბობიკი ამ ფოტოზე 3 წლისაა. ვუყურებდი და მართლაც, ჩვენი გაჩერების ძაღლს ჰგავდა, ოღონდ პატარაობისას", – ამბობდა ტატიანა პლიუშკო.

ძაღლის წასაყვანად სტეფანეს მაიაკებში ორჯერ მოუწია ჩასვლა. პირველად ის უშედეგოდ ელოდა ძაღლს გაჩერებაზე რამდენიმე საათი. სახლში ხელცარიელი დაბრუნდა, მაგრამ სულ მალე მას დაურეკეს და აცნობეს, რომ ძაღლი ისევ გაჩერებაზე იყო და ისევ გამვლელ მანქანებს ათვალიერებდა. სტეფანემ ისევ ჩააკითხა ძაღლს. ბობიკმა, იმის მიუხედავად, რომ მას ადგილობრივები უვლიდნენ და ეფერებოდნენ, ძველი მეგობარი არ დაივიწყა. 

ბედნიერი დასასრულით გამოწვეულ ცრემლებს მაიაკების მცხოვრებლები არ მალავდნენ; უხაროდა ბობიკსაც.

ბობიკის გაცილების შემდეგ ის მის ახალ პატრონთან ერთად კიდევ ერთხელ დაბრუნდა სოფელში. ეს სტეფანემ მოუტანა საჩუქრები იმ გულისხმიერ მცხოვრებლებს, რომლებმაც გადაარჩინეს მისი ოთხფეხა მეგობარი სიცივისა და შიმშილისგან. 
 



წყაროhttp://www.zooclub.ge/
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2678 | დაამატა: mtacebeli | ტეგები: მას, პატრონმა, და, მოაკითხა, გაჩერებაზე, პატრონს, ელოდა, წელი, ძაღლი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 basheli   (10.10.2017 21:41:03) [მასალა]
10 10 10 10 10 10 10 39

0   Spam
3 koshia   (30.07.2014 22:02:37) [მასალა]
ცრემლები მომადგა :( :( :( ძალიან ერთგულები არიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები 10 10

0   Spam
2 akson777   (26.07.2014 22:13:21) [მასალა]
საოცარია 23

0   Spam
1 dimi   (25.07.2014 10:28:08) [მასალა]
როგორ ერთგულებაც გააჩნია ადამიანის ძაღლს, ისეთი ერთგულება, რომ გააჩნდეს ადამიანს ღმერთის მიმართ, ჩვენი ყველანი ვცხონდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სხვაა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика