ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » აგვისტო » 21 » გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს იწყება. ნადრობის სეზონი გაგრძელდება 2017 წლის 01 მარტამდე.    

23:31:28
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს იწყება. ნადრობის სეზონი გაგრძელდება 2017 წლის 01 მარტამდე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

 

პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს;

 

  1. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი.
  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი:

 

  • ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • ანგარიშის ნომერი: ხაზინის ერთიანი ანგარიში;
  • ბიუჯეტის შემოსულებების სახაზინო კოდი: 3 0077 3033

 

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ოთხნიშნა ციფრი (ამ შემთხვევაში 0077 აღნიშნავს თბილისს) განსხვავებულია თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად.

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი მოთხოვნები:

 

ნადირობა აკრძალულია:

 

-  სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში;

- საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

 

აკრძალულია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას შემდეგი მეთოდების გამოყენება:

 

  •  მცენარეული საფარის დაწვა;
  • გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
  • ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
  • ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
  • მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).

ნადირობისას დაშვებულია:

 

  • მონადირე ძაღლების გამოყენება;
  • მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) მთელი წლის განმავლობაში ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. (პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები).
  • სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

 

 

ნადირობა დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის წესების დარღვევად ითვლება: 

ნადირობა შესაბამის დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით.
ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები;
ამასთან, გარეული ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია ასკ 86-ე და 893-ე მუხლებით;
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებული
სსკ 301-ე მუხლით.

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

 

ლათინური დასახელება

ქართული დასახელება

  ვადები        

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

1

Anser anser

რუხი ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

2

Anas strepera

რუხი იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

01.11 – 01.03

5 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

5

Anas querquedula

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

01.11 – 01.03

3 ცალი

6

Anas clypeata

ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

7

Fulica atra

მელოტა

01.11 – 01.03

6 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი

01.11 – 01.03

3 ცალი

9

Anas penelope

თეთრშუბლა იხვი

01.11 – 01.03

6 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

01.11 – 01.03

5 ცალი

11

Aythya ferina

წითელთავა ყვინთია

01.11 – 01.03

3 ცალი

12

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

01.11 – 01.03

5 ცალი

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1

Anser anser

რუხი ბატი

10.09 – 10.11

3 ცალი

2

Anas strepera

რუხი იხვი

10.09 – 10.11

2 ცალი

3

Anas crecca

ჭიკვარა (სტვენია იხვი)

10.09 – 10.11

3 ცალი

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

10.09 – 10.11

5 ცალი

5

Anas querquedula

იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

10.09 – 10.11

2 ცალი

6

Anas clypeata

ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი

10.09 – 10.11

2 ცალი

7

Fulica atra

 

მელოტა

10.09 – 10.11

5 ცალი

8

Anas acuta

კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი

10.09 – 10.11

2 ცალი

9

Anas penelope

თეთრშუბლა იხვი

10.09 – 10.11

3 ცალი

10

Anser albifrons

დიდი თეთრშუბლა ბატი

10.09 – 10.11

3 ცალი

11

Aythya ferina

წითელთავა ყვინთია

10.09 – 10.11

2 ცალი

12

Aythya fuligula

ქოჩორა ყვინთია

10.09 – 10.11

3 ცალი

სხვა ფრინველები

1

Scolopax rusticola

ტყის ქათამი

15.10 – 01.03

3 ცალი

2

Gallinago gallinago

ჩიბუხა

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

3

Coturnix coturnix

მწყერი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

20 ცალი

4

Columba palumbus

ქედანი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

5

Columba livia

გარეული მტრედი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

6

Columba oenas

გულიო (გვიძინი)

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

7

Streptopelia turtur

ჩვეულებრივი გვრიტი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

 



წყაროhttp://www.moe.gov.ge/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3437 | დაამატა: Admin | ტეგები: ნადირობის, აგვისტოს, გადამფრენ, გაგრძელდება, 20, ნადრობის, სეზონი, ფრინველებზე, იწყება. | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 neo   (30.08.2016 00:58:14) [მასალა]
ღალღა არაა აბა?ცვლილებაო და დაემატა ღალღა ტუ არა.

0   Spam
1 surameli   (19.08.2016 21:23:38) [მასალა]
წინასწარ მოგილოცავთ და შედეგიან, ბედნიერ სეზონს გისურვებთ! gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика