ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » აპრილი » 8 » 2015 წლის 25 აპრილს რუსეთში, ომსკის მხარის სამხრეთ ნაწილში იწყება საგაზაფხულო ნადირობა.    

20:50:50
2015 წლის 25 აპრილს რუსეთში, ომსკის მხარის სამხრეთ ნაწილში იწყება საგაზაფხულო ნადირობა.

 
      ომსკის მხარის გუბერნატორის 2015 წლის 7 აპრილის №54 ბრძანებით,  წყალმცურავების ბუდობის პერიოდში, მათი შეწუხების ფაქტორის შემცირებისათვის, მათი მოფრენისა და კლიმატური მდგომარეობის გათვალისწინებით, საგაზაფხულო ნადირობის ვადა შემცირდა  5 დღით ომსკის მხარის სამხრეთ და ჩრდილოეთ მუნიციპალურ რაიონებში. 
    2015 წლის 25 აპრილს რუსეთში, ომსკის მხარის სამხრეთ ნაწილში იწყება საგაზაფხულო ნადირობა. ამ რაიონებში ნადირობა დაიშვება დიდ თეთრშუბლა ბატზე, გარეულ (ხარაზულ) იხვზე, ყვავზე, ჭილყვავზე და ჭკაზე.
    საგაზაფხულო ნადირობის პერიოდი ამ ფრინველებზე, გაგრძელდება 29 აპრილამდე.
    ომსკის მხარის ჩრდილოეთის რაიონებში კი წყალმცურავებზე ნადირობა დაშვებულია 30 აპრილიდან 4 მაისამდე.
     გარეულ  (ხარაზულ) იხვებზე ნადირობა დაშვებული საფარიდან, სატყუარა ცოცხალი იხვის (подсадной утка) ან ფიტულების გამოყენებით, გუნდზე სროლის აკრძალვით.
     ტყის ქათამზე, მამალ როჭოზე ნადირობა გაიხსნება 25 აპრილს ომსკის მხარის გუბერნატორის 2014 წლის 31 ივლისის №90 ბრძანებაში ჩამოთვლილ რაიონებში.
      ნადირობის ლიცენზია მოსაპოვებელ სანადირო რესურსზე გაიცემა როგორც ქ. ომსკში, ასევე ომსკის მხარის რაიონულ ცენტრებში.
      ომსკის მხარის გარემოს დაცვის სამინისტრო აფრთხილებს მონადირეებს სანადირო სავარგულებში თან იქონიონ შემდეგი საბუთები: ფედერალური ტიპის სანადირო ბილეთი, ნადირობის ლიცენზია, იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვა.
        


წყაროhttp://mpr.omskportal.ru/ru/RegionalPublicAuthorities/executivelist/MPR/news/1428403718296.html
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 2923 | დაამატა: Admin | ტეგები: ნაწილში, 25, ომსკის, მხარის, აპრილს, სამხრეთ, იწყება, წლის, რუსეთში, 2015 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 giorgiarsenidze1990   (11.05.2015 01:30:34) [მასალა]
საქარტველოში ეგ არ უნდა დაუშვან ეგხა აკლია ჩვენს ბუნებას ეხლა

0  
13 akson777   (20.04.2015 14:53:34) [მასალა]
მოკლედ ამ თემაზე არ დავიწყებ დიდხანს კამათს, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ საგაზაფხულო ნადირობის ორგანიზება საქართველოში შესაძლებელია(ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე), თუ ყველა დანარჩენმა ქვეყანამ შეძლო, რატო ვერ შევძლებთ ჩვენ?! ბრაკონიერობის რიცხვი რადგან არის მაღალი?! ჩვენ ეთადერთი ქვეყანა არ ვართ სადაცა ბრაკონიერობის რიცხვი მაღალია! დამიჯერეთ ბევრ ისეთ ქვეყანაშია საგაზაფხულო ნადირობა სადაც ბრაკონიერობა ასმაგად ხშირია ვიდრე საქართველოში და იმათმა თუ აწარმოეს საგაზაფხულო ნადირობა ბიომრავალფეროვნების ზიანის მიყენების გარეშე, ესეიგი ჩვენც შეგვიძლია! მთავარია გარემოს დაცვის აქტიურობა , სწორი კონტროლი და სწორი კსნონმდებლობა და ყველაფერი კარგად იქნება...

0   Spam
12 zaali746   (19.04.2015 21:47:45) [მასალა]
ნადირობის სეზონი რომ არის მაშინ ვერ არჩევენ იხვს და ბაკლანს,ასეთი მონადირეებისთვის .სულ ერთია მამალი და დედალი 23 23 23 23 23 23

0   Spam
11 chale88   (10.04.2015 22:29:15) [მასალა]
საგაზაფხულო ნადირობა რომ დაუშვან ბევრი ძალიან ცუდად გამოიყენებს და ისეთ ფრინველსაც მოინადირებს რომელზეც აკრძალვა იქნება. და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება დარწმუნდება მაშინ როდესაც მსგავს კანონს მიიღებენ და ბრაკონიერები ამოქმედდებიან უფრო თავისუფლად.

0  
10 akson777   (10.04.2015 21:59:38) [მასალა]
chale88 საგაზაფხულო ნადირობა უნდა იყოს ჩვენთანაც მეგობარო, ოღონდ სწორი კანონდებლობის ჩამოყალიბება უნდა და ორგანიზება ყველაფერს. ნუ გეშინია ლაპარაკია გადამფრენ ფრინველებზე (დუპელი, ბეკასი ,იხვი) ნადირობაზე და მათ რაოდენობას არაფრერი არ ემუქრება როგორც არ უნდა ინადირონ საქართველოში იმდენად ცოტა შემოდის გლობალურ პოპულაციასთან შედარებით რომ რაც დაჯდება საქართველოში ყველა რომ მოკლა მაინც არ აისახება ეს ფრინველთა რაოდენობის დინამიკაზე. აქ სანერვიულო ისაა რომ ვიღაეებმა არ მოიმიზეზონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა და არ დაერიონ მობუდარ ფრინველებს რაც ძალზე ცუდი იქნება და ამას გაკონტროლება დასჭირდება.

Gia კი მართალი ხარ უმეტესობა არ მიაქცევს ყურადღებას და დედალ იხვსაც ესვრის, მაგრამ მაინც უნდა იყოს ამკრძალავი ნორმა რომ იმ 5% მაინც შეასრულოს და ყველა დედალ იხვს არ დაერიოს.

არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ მაგრამ ჩემთვის საკმარისი იქნება თუნდაც მხოლოდ დუპელზე ნადირობა რომ შემოიღონ საგაზაფხულოდ. გასაკონტროლებლადაც ადვილი იქნება მეტყევეებისთვის რადგან ყველამ იცის სადაა "სადუპელეები" და თან მონადირეებიც მოიკლავენ წყურვილს აგვისტომდე, და ამით ჩემი აზრით სეზონამდე ბრაკონიერობის რიცხვი შემცირდება.

0   Spam
9 chale88   (10.04.2015 20:43:28) [მასალა]
საგაზაფხულო ნადირობა არ უნდა იყოს ჯერ ისედაც ცოტაა ფრინველი და მერე ხო საერთოდ შემცირდება. არავინ დაუწყებს დედალ მამლს გარჩევას ეს ყველამ კარგად ვიცით. ერთი ორმა შეიძლება გაარჩიოს ხოლო დანარჩენმა 99% უნდა გაწყვიტოს დედიან ბუდიანად რაც ძალზე ცუდ შედეგს მოიტანს.

0   Spam
7 ahsal777   (10.04.2015 01:36:33) [მასალა]
48 48 48 48 მალე მოვა აგვისტოოოც,,,

0   Spam
6 gugalo   (10.04.2015 01:15:50) [მასალა]
რასიზამ მონადირეებო ჩვანთან ნადირობა არ არსებობს.მონადირეთა კავშირი გაუქმებულია და კიდევ კარგად უძლებს ჩვენი ბუნება ამ ყველაპერს 23 23

0   Spam

0   Spam
4 mixeil1981   (08.04.2015 23:34:25) [მასალა]
გაზაფხულზე ნადირობას კი არა ეს მთავრობა საერთოდ არ აგვიგდზალავდეს ნადირობას ყველაფერი იგობება მალე სანადირო ადგილები აგარ იქნება
ამაზე ვიფიქროდ

0   Spam
3 iakaniiakani   (08.04.2015 22:49:23) [მასალა]
ხელმოწერები შევაგროვოთ და მოვითხოვოთ,ბოლოსდაბოლოს,ჩვენ ავირჩიეთ ეს მთავრობა და ჩვენს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.ესენი ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებულნი და სულ არ აინტერესებთ,არც საქართველოს ბუნება,არც ნადირფრინველი და არც მონადირე.სჯობია რაღაცრაღაცეების შეუსწავლელად და უცოდინრობით ამკრძალავი კანონის მიღებას,ტყეს გაუფრთხილდნენ,რომ იჩეხება უმოწყალოდ და,მიწა შეინარჩუნონ რომელიც გროშებად იყიდება,არაბების,თურქების,ინდოელების და ჩინელების ხელში არ გადავიდეს ჰაერიც,რომლითაც ვსუნთქავთ.

0  
1 akson777   (08.04.2015 22:09:45) [მასალა]
საგაზაფხულო ნადირობა თითქმის ყველა ქვეყანაშია საქართველოს გარდა. საქართველოშიცუნდა იყოს წესით მაისის თვეში დუპელზე, ბეკასზე და იხვზე (დედალზე არა) ორკვირიანი საგაზაფხულო ნადირობა ორგანიზებული რა უნდა მაგის გაკეთებას? გააკეთონ სადღაც 5 ლარიაი ლიცენზიები, ვინ არ იყიდის, მონადირეები წყურვილს მოიკლავენ თან დამატებით ფული შევა ბიუჯეტში მარა ვინაა პატრონი...

+1   Spam
2 solomon   (08.04.2015 22:24:23) [მასალა]
ჩვენთან ყველაფერი არასწორი უნდა ხდებოდეს.. რო იყოს 10-12 დღიანი საგაზაფხულო სეზონი არაფერი არ დაშავდება, მარა ფიქრობს მაგას ვინმე? პენსიონერები არ აინტერესებთ და მონადირე ვის ანაღვლებს?! თან ამ დროზე რო იხვი იცის ისე იანვარში არაა ჩვენთან, და იყოს მარტო მამალზე სროლა, არ შეიძლებოდეს ღამის "პერელიოტზე" სროლა ..

+1  
8 Admin   (10.04.2015 18:46:57) [მასალა]
მონადირეთა დიდმა უმრავლესობამ ლიცენზიით რაზე უნდა ინადიროს, თოფს რას უმიზნებს ის არ იცის და დედალ იხვს გაგირჩევს გაზაფხულზე?? რაღაც მეეჭვება. საგაზაფხულო ნადირობა დასაშვებია, თუმცა ის რომ მამალი უნდა მოვკლათო, ქაღალდზე დაწერილი თავის მოტყუება იქნება. 5 % ის გარდა მაგ წესის დამცავი არავინ იქნება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика