მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [152]
საიტის ამბები [80]
ბაზიერი [29]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [266]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [477]
უცხოეთის ამბები [325]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [54]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [111]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [359]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
westernპასუხების რაოდენობა: 4106
დენთი (თოფის წამალი)   
პედიატრიპასუხების რაოდენობა: 838
იარაღები   
gio90პასუხების რაოდენობა: 5586
თავისუფალი თემა   
kakhuraპასუხების რაოდენობა: 235
მოსინის სნაიპერული შაშ...   
bs404პასუხების რაოდენობა: 32
წაიკითხეთ ყველამ   
avtandilპასუხების რაოდენობა: 7

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » აპრილი » 26 » პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე    

14:59:34
პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
ტრაგიკული ამბავი მოხდა დანიაში, სადაც მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც  ხელისუფლებამ პიტბულის ჯიშის ძაღლი ჩამოართვა  და ძაღლს ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაუკეთა. 

მიზეზი დანიაში ამ ჯიშის ძაღლების აკრძალვაა. ძაღლს არაფერი დაუშავებია. "დანაშაული" მხოლოდ მისი არსებობა იყო იმ ქვეყანაში, სადაც ეს ძაღლები აგრესიული ჯიშის რიგებში არიან შეყვანილნი. 

ძაღლს ერქვა ზანტო, რომელიც ეკუთვნოდა 27 წლის მამაკაცს დენისს. პატრონი 8 დღე იბრძოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ჯიშის ძაღლებს ადამიანებისთვის საფრთხე არ მოაქვთ, თუმცა, ამაოდ. უდანაშაულო ზანტო ევთანაზიისთვის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. 

დენიმ ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, რაც თავისი ძაღლის დაკარგვამ გამოიწვია და ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების მიღებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Zooclub

19 აპრილს Facebook-ის ძაღლების მოყვარულთა გვერდზე დაიწერა შემდეგი ტექსტი:

"ზანტო გამოგლიჯეს დენის ხელიდან, რადგან მისი ჯიშის ძაღლების ყოლა სახელმწიფომ აკრძალა. ზანტოს არაფერი დაუშავებია. ის იყო თბილი, კეთილი, მხიარული ძაღლი. მისი პატრონი 8 დღე ცდილობდა ძაღლის გადარჩენას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, რადგან კანონის წინაშე უძლური იყო."

2014 წლის ივლისიდან დანიაში ამოქმედდა "აქტი ძაღლებისთვის", რომელიც შეიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალოს შემდეგი ჯიშის ძაღლები:

პიტბული

ტოსა ინუ

ფილა ბრაზილეირო

არგენტინული დოგი

ამერიკული ბულდოგი

ბურბული

კანგალი

ტორნიაკი

შუა აზიური ნაგაზი

სამხრეთ რუსული ნაგაზი

ქართული ნაგაზი

ჩამონათვალიდან, რამდენიმე ჯიშის ძაღლი 1991 წლიდან არის აკრძალული დანიის ტერიტორიაზე.

ეს ტრაგიკული ისტორიაა დენისა და მისი პატრონის შესახებ. ისინი სახელმწიფოში არსებულ დაუნდობელ წესებს შეეწირნენ.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 1664 | დაამატა: Falconry | ტეგები: მან, რის, თვითმკვლელობით, სიცოცხლე, შემდეგაც, სახელმწიფომ, მოუკლა, ძაღლი, დაასრულა, პპატრონს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0  
7 nugomonadire   (28.04.2015 08:23:40) [მასალა]
საშნიელი ტრაგედიაა წაართვა და მოუკლა ვინმეს საუკეთესო მეგობარი. თუმცა ადამიანმა თვითმკვლელობა არ უნდა ჩაიდინოს. ეს უდიდესი ცოდვაა...

+1  
6 giorgi1998   (27.04.2015 21:14:57) [მასალა]
ისე ვერ ვიტყვით რომ პიტბული კაციჭამია ძაღლია. ნუ დაგვავიწყდება რომ ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული, ბევრჯერ მინახავს დრათხარი ნაგაზივით იწევდა კაცსკენ(პატრონმა ეგრე გაზარდა) მეც მყავდა პიტბული მაგრამ არავისთვის არაფერ დაუშავებია და ეხლა როგორია ეგრე გაზრდილ ძაღლს რომ მოგიკლავენ თან რისთვის?! არ გაუმარტლა რომ პიტბულად დაიბადა?! ეს სადიზმია აბა რაარის? კი ბევრია შემთხვევა რომ პატრონი სასიკვდილოდ დაკბინა პიტმა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯიშე შური იძიო. თან მესმის ამ ძაღლს ვიღაცა დაეკბინა და მერე მიეღოთ ეგეთი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არ გავამტყუნებდი მაგრამ სრულიად უწყინარ ძაღლს ესე სადისტურად რომ გაიმეტებ არაა სწორი.

0   Spam
5 kucuna1   (27.04.2015 18:11:52) [მასალა]
ძალიან ძლიერი სახელმწიფოა,მაგას დაკვირვება სჭირდება რომ მიხვდე,ჟირაფებით რატომ გამოკვებეს ლომები და ამავე ზოოპარკში რატომ მოკლეს ოთხი ახალგაზრდა ლომი,როცა რომ სხვა ბევრი ქვეყნის ზოოპარკს ბებრებიც არ ყავს.
ვინ რა უთხრათ და რა დააკლო მაგ ყოველივეს შემდეგ?ერთმა მოიკლა თავი თირემ,იმიტომ მიიღეს ეგ კანონი რომ ბევრი გააუბედურეს მაგ ქვეყანაში მაგ ძაღლებმა.მაგათი დედა ვატირე მაგრამ მაგარი ქვეყანაა.ბედნიერი ვიქნებოდი ჩემი სამშობლოც მასეთი აღორძინებული რომ იყოს.

0  
4 akson777   (27.04.2015 14:10:12) [მასალა]
საშინელებაა ეს დანია. პატარა ჟირაფს რაღაც დაავადება სჭირდა და ყველას თვალწინ მოკლეს ამ უნამუსოებმა

0   Spam
3 tarxana   (26.04.2015 22:38:58) [მასალა]
ხო პიტბულებს დააძინებენ საშიშია საზოგადოებისთვის და ატას გარყვნილის და პიდარასტის უფლებებს დაიცავენ 48

0   Spam
1 solomon   (26.04.2015 18:59:28) [მასალა]
უნამუსო კანონი ქონიათ...

0   Spam
2 Falconry   (26.04.2015 19:09:38) [მასალა]
დანიაა მეგობარო და აბა რა იქნება... სადისტები არიან...ის მიშლის ნერვებს რასაც დელფინებს უკეთებენ ამათი 48 48

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    akson777, LASHA323, ForLorn

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика