მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [129]
საიტის ამბები [76]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [164]
მოიპარეს-დაიკარგა [114]
ცხოველები და ფრინველები [263]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [448]
უცხოეთის ამბები [318]
საქართველოს წარსულიდან [41]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [51]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
AKDAS-SIBERGUN   
jentile5პასუხების რაოდენობა: 18
დრათჰაარი   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 3720
ნადირობა იხვზე   
პედიატრიპასუხების რაოდენობა: 6203
მგლებზე ნადირობა და მა...   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 750
ნაკლებად ცნობილი თურქუ...   
eagleპასუხების რაოდენობა: 47
ტყის ქათამზე ნადირობა   
gio96პასუხების რაოდენობა: 4003

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 20 » "ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"    

15:32:22
"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"
"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"
"ჩემი ძაღლი მოკლა, თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია"
19-11-2013
ბიბი მხოლოდ და მხოლოდ ყეფის გამო გამო მოკლეს.”

"იმუქრებოდა, მოვკლავო, რადგან მისი ყეფა აღიზიანებდა და აასრულა კიდეც, დაამტკიცა, რომ ვაჟკაცია"

"პატრულში დარეკვა და მეზობლის დაკარგვა ძაღლის გამო იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელია."


"ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი"  ცხოველისადმი სისასტიკის მართლაც შემზარავი ფაქტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 11 ნოემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მცხოვრებმა თამაზ ხუსკივაძემ ორლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი, ხვადი ბიბი, ნაჯახით თავი მოაჭრა, შემდეგ კი ცხოველის მოჭრილი თავით ხელში სურათები გადაიღო.საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე ამბობს, რომ ფოტო დამნაშავის ინიციატივით იქნა გადაღებული და გავრცელებული. იგი შემთხვევის დეტალებზეც გვესაუბრა.


ვახტანგ მამალაძე:

- ეს ფაქტი ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში დაფიქსირდა. თამაზ ხუსკივაძემ ქართული ნაგაზის ჯიშის ძაღლი იარაღით მოკლა და შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა. მერე გამართა ფოტოსესია, ყველას აჩვენებდა, თუ როგორი ვაჟკაცია და როგორ იძია შური ძაღლზე. სანამ ამ შემზარავ ქმედებას ჩაიდენდა, იმუქრებოდა, რომ ამ ძაღლს მოკლავდა, რადგან ის უყეფდა ხოლმე. კი არ იკბინებოდა, მხოლოდ უყეფდა. თამაზ ხუსკივაძე "თავისებური" ბიჭია, ის 20 წლის ახალგაზრდაა.

- შურისძიება ახსენეთ. შური რის გამო იძია? ძაღლმა მის რომელიმე ახლობელს რამე ხომ არ დაუშავა?

- აბსოლუტურად არაფერი, მსგავსი რამ არ მომხდარა. ბიბი მხოლოდ და მხოლოდ ყეფის გამო გამო მოკლეს. 

- არის შემთხვევები, როცა ექიმები ძაღლის თავს ითხოვენ იმის დასადგენად, ცხოველს ცოფი ჰქონდა თუ არა. იქნებ, თავის მოჭრის მიზეზი ეს იყო?

- არა, ძაღლს ცოფის ნიშნები არ ჰქონდა. თანაც, არავისთვის უკბენია. მან უბრალოდ ძაღლს ”აჯობა”, მოკლა, მერე ტანიც და თავიც იქვე, ხეებში მიაგდო. განახორციელა, შეასრულა ის მუქარა - ძაღლს მოვკლავო. ეს არის და ეს. 

- ცხოველების გადარჩენის სახალხო ფრონტის განცხადებაში ნახსენებია, რომ ხუსკივაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით უნდა გასამართლდეს. რას ითვალისწინებს ეს პუნქტი?


- 259-ე მუხლი ითვალისწინებს ან ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. როგორ კვალიფიკაციას მიანიჭებენ და რა დაემუქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. 

ბიბის პატრონი, ლეილა კიკნაველიძე:

- ჩვენთან, სოფელში რკინიგზის სატვირთო სადგურია. მატარებლებს ძალიან ხშირად მოჰყვებიან უპატრონო, მაწანწალა ძაღლები. პატარა ბიბი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, სოფელში ძალიან მოწყენილი დაბოდიალობდა, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და თავზეც ტრავმა ჰქონდა მიღებული. როგორც ჩანს, ბავშვები რაღაცებს ესროდნენ. მე და ჩემმა მშობლებმა შევიფარეთ და ვუმკურნალეთ. დეპრესია ჰქონდა, რადგან სულ ძველ პატრონს ელოდებოდა. ეტყობოდა, რომ ჭკვიანი და გაწვრთნილი, გაწონასწორებული ძაღლი იყო. არავის არაფერს ერჩოდა, ცოფზე აცრილი გვყავდა. 

- გარეთ უპრობლემოდ უშვებდით? არ გეშინოდათ, რომ ვინმეს ზიანს მიაყენებდა?

- ხანდახან ჩვენ თვითონ ვუშვებდით. არ გვეშინოდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ აბსოლუტურად არავის არაფერს ერჩოდა. მაგ ბიჭს, თამაზ ხუსკივაძეს, როცა ნასვამი იყო, უყეფდა ხოლმე და ერთი-ორჯერ გამოეკიდა კიდეც, მაგრამ ნამდვილად არ უკბენია. არა მარტო მისთვის, საერთოდ არავისთვის უკბენია. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ ჩემი ბავშვების თვალწინ ამ ბიჭმა ძაღლს ქვები ესროლა. რა თქმა უნდა, შენიშვნა მივეცი, რომ ბავშვების წინ ნუ აკეთებდა და საერთოდაც, ნუ ესროდა ქვებს. მითხრა, შენი ძაღლია და მაშინ სახლში შეიყვანეო. ბიბი ერთხელ გასული იყო გარეთ, ეს ბიჭი ისევ ნასვამი იყო, თანაც ძალიან და ამ დროს მოხდა ეს ფაქტი. მე თბილისში ვცხოვრობ და არ შევსწრებივარ. მითხრეს, რომ ბიბის ჯერ თოფი ესროლა, მოკლა, მერე თავი მოაჭრა და ყველას აჩვენა, რომ მაგარი ბიჭია.

- ამ ამბავს ან თქვენი მშობლები, ან სოფლის მაცხოვრებლები არ შესწრებიან, რომ მისი მოქმედებისთვის ხელი შეეშალათ?

- ჩემი მშობლები ადგილზე არ იყვნენ, რადგან დილიდან საღამომდე მუშაობენ. ფაქტს, ალბათ, არავინ შესწრებია ან მოსახლეობა იყო, მაგრამ იქ პატარა დასახლებაა და პატრულში დარეკვა და მეზობლის დაკარგვა ძაღლის გამო იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელია. მაგდენი ბევრს არ ესმის, ხომ ხვდებით.

- ხომ არ იცით, ახლა თვითონ ხუსკივაძე რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით?


- ვიცი, რომ ძალიან დათრგუნვილები არიან მისი მშობლები. დედამისი არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ და როგორც კორპუსში კარის მეზობელი, დაახლოებით ისეთი მეზობლები ვართ. თვითონ თამაზი, როგორც გავიგე, სახლშია და ძალიან განიცდის, რადგან ხალხისგან ამ ყველაფერს ასეთი ცუდი რეაქცია მოჰყვა.

- შურისძიება ასეთ წვრილმანის გამო უცნაურია...

უბრალოდ, დაუმტკიცა ყველას, რომ მაგარი ბიჭია და შეუძლია, ასე უმოწყალოდ მოექცეს ძაღლს. მე მეტ ახსნას ვერ ვუძებნი.

- რაიმე ფსიქიკური პრობლემა ხომ არ ჰქონდა?

- არ ვიცი. მისგან საეჭვო არავის არაფერი ახსოვს, ამიტომ, ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი იყო. 

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3545 | დაამატა: mtacebeli | ტეგები: მაგარი, რომ, ყველას, და, ჩემი, აჩვენა, მოაჭრა, მოკლა, თავი, ძაღლი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 351 2 3 »
0   Spam
35 civilioni   (26.02.2016 10:19:16)
მოკვლა რათქმაუნდა დაუშვებელია და თავის მოკვეთა და რაღაც სისატიკეც არაა დასაშვები მაგრამ ჩემი აზრით ძაღლის პატრონიც ტყუის,თუ ესეთი აგრესიული იყო ძაღლი ადამიანების მიმართ და პირუტყვის მიმართ მაშინ ან უნდა დაება ან უნდა დაემწყვდია ან ისეთი ღობე უნდა ჰქონოდა რო არ გამძვრალიყო ან არ არ გადამხტარიყო ეზოს გარეთ და ხალხს თავზე არ დასხმოდა მითუმრტეს გაუფრთხილებიათ,კიდევ ვამბობ,მოკვლა და დანაწევრება დაუშვებელია მაგრამ პატრონსაც უნდა გაეთვალისწინებინა გაფრთხილება,

0   Spam
34 Alex-13   (17.12.2013 00:52:33)
48 48 48 48 48

0   Spam
33 Alex-13   (17.12.2013 00:52:06)
ესეთი სადისტი როგორ უნდა იყო.. .

0   Spam
32 tiniko1978   (16.12.2013 13:05:17)
მონადირე კაცმა ძაღლს თოფი როგორ უნდა ესროლოს??? მას მონადირე არ ქვია. ჯვარი მეწეროს ჩემს ძაღლს ერთი ბეწვი რომ ჩამოუარდეს თავს მოვჭრი იმ ადამინს.. შუბლს გაუხვრიტავ, ცოცხალი არსებაა ვერ ლაპრაკობს გული სად ქონდა მაგ უბედურს რა გუმლმა გაუძლო თავი რომ მოჭრა?? არანორმალური.. უნდა დაისაჯოს , ის არც ადამინებს დაზოგავს, თუ შიოდა ერთი ნაჭერი პური რომ გადეგდი არ დაააქცევდათ იმ სოფლელებს, სიკვდილისთვის ცოდოა თან ესეთი სადისტური სკვდილისთვის, საცოდავი ძაგლი..

0   Spam
31 BAQARI@123   (24.11.2013 14:41:22)
თქვენი აზრით უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი
??????????????????

0   Spam
30 giohunt1982   (23.11.2013 14:13:58)
გასაგებია, ყველას ემოცია, მაგრამ კომენტარებში იყო წარმოუდგენლად უწმაწური სიტყვები. მონადირეების საიტზე ხართ! და რა პორნო საიტზე!!! ყველა ასეთი კომენტარი წაიშლება! ავტორი კი მიიღებს ბანს!

0   Spam
29 buda   (23.11.2013 12:48:12)
ტქვენი მუხლე ბი და კაონები დაიწვა ცეცხლსში ის ტუ ისჯება მაწანწალას რომ მოკლავ ის ტუ იციან რომ გარეტ გამოუშვებ უპატრონოდ და დაწანწალწბს მასინ უნდა ისჯებოდეს კანონიტ და აგარ აიყვანს ისე ჰაერზე ზაგლს არავინ საზგვარგარეტ ესეა

0   Spam
28 buda   (23.11.2013 12:34:19)
დაება სახსჰი და აგარ ესროდა ესაა მტავარი მაგას ძაგლიც უნდოდ ტან არ ეჭმია გამოეგდო გარეტ მოკლავდენ აპა რას იზამდენ ჯერ რამ შეაქნევია ამხელა ამბავი მაგის მაწანწალა დედაც ვატირე ერტი ვიგაცა ვიტომ ცხოველტა მოსიყვარულე ლეილა არა ის კიდე თუ ესე ირეოდა ვერ წაიყვანა სახსჰი და დააბა მარა ტავის მოჭრა ეგ მარტლაც სადიზმია ტუ ეგ ეგრე იყო მარა ასე გასაჯაროვება ლეილას მხრიდან მარწმუნებს იმაში რომ პაჯიგაწელია უფრო

+1   Spam
27 ბაქარი   (22.11.2013 17:45:26)
26 goga_123 იმედია ჩემი პოსტი კარგად წაიკითხე 23 იქ ეწერა (თუ მართალია) ის ფაქტი რო 20 წლის ადამიანმა შინაური ცხოველი მოკლას თავი მოაჭრა და თავით ხელში სურათი გადაიღოს მის ფსიქიკურ პრობლემაზე (სადიზმი) მიუთითებს თუნდაც იმ გოგონაზე შურისძიების მიზნით გაეკეთებინა, თავდაცვის მიზნით კი ძაღლის მოკვლა ისეთივე დანაშაულია როგორც ქათმის დაკვლა, ხეხვას რაც შეეხება სიტყვის მასალად იყო გამოყენებული და ციხეში ჯდომას გულისხმობდა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და არა მარო იმიტო რო ვიღაცის პირადი ცხოველი მოკლეს არამედ იმიტომაც რომ სისადისტე ცხოველების მიმართ სამომავლოდ აუცილებლად გამოვლინდება დაუცველი ადამიანების მიმართ 25 და ბოლოს არავინ იცის რა როგორ იყო უბრალოდ ყველა პოსტი ერთი მხარეს იხედებოდა და ამოტომაც დავწერე ჩემი აზრი 23_30_126

+2   Spam
26 butatino   (22.11.2013 15:00:48)
შეიძლება ტავაცვის მიზნით ესროლოს კაცმა მაგრამ თავის მოჭრა და მერე ფოტოების გადაღება უკვე ყველა კითხვას სცემს პასუხს რო ეს ადამიანი სადისტია, თუ რა იტყვის სამურაის ხმლით მიდიოდა ამ დროს ძაღლი გამოეკიდა და თავი მოჭრა? მარჯვენა ხელი უნდა მოჭრა ასეთ ადამიანს ჩემს ძაღლს რო მსგავსი რამ გაუკეთოს ვინმემ ჩათვალოს იგივეს გავუკეთებ მას , რამ გაუყინა ადამიანებს სისხლი და რამ გაამხეცა ასე

0   Spam
24 ბაქარი   (22.11.2013 14:13:23)
ძალიან ცუდია, მოკვლას რაც შეეხება მე გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ( იმის იმედით რო არამონადირე ძაღლს ხმის შეეშინდება) დაუფიქრებლად ვერსვრი ჩემ სოფლეში მცხოვრებ რამდენიმე ძაღლს იმიტო რო ვიცი ან დამკბენს (არაერთი დაუკბენია) ან ლეკვს დამიხრჩობს.ძაღლი მითუმეტეს მასეთი ზომი და მითუმეტეს თუ აგრესიულია თუნდაც ცხოველების მიმართ, დაბმული უნდა იყოს ან ეზოს გარეთ ვერ გადმოდიოდეს. რაც შეეხება თავის მოჭრის ფაქტს ეგ არავის დაუნახია და შესაძლებელია დაჭრილი ცხოველი მატარებელს მოეკლა, სურათი კი იდიოტის გადაღებულია იდიოტისვე თხოვნით 25 დანარჩენი კი ჟურნალისტების საუშაოა. არავის ვამართლებ! მხოლოდ ცოტა სხვა კუთხით დავინახე და თუ სიმართლეა მსგავსი საქციელის ჩამდენი იმდენხანს უნდა ხეხავდეს ციხის ტუალეტს რამდენსაც ეგ საწყალი ცხოველი იცოცხლებდა.

0   Spam
25 goga_123   (22.11.2013 14:30:19)
.

0   Spam
23 goga_123   (22.11.2013 12:31:02)
.

+2   Spam
22 leksogori   (22.11.2013 12:04:12)
ეს ადამიანი სიცოცხლის ღირსი არა. დახვრიტეთ 48 48 48

0   Spam
18 dato75   (20.11.2013 23:00:14)
ავადმყოფია ასეტი ადამიანი. 54 48 19

0   Spam
17 racha123   (20.11.2013 22:50:52)
ვახ ეს რა ვნახე საწყალი დზაგლი რა სადიზმია ეს რა არის ასე გიტლერი არ გაიმეტებდა დზაგლს 25 25

0   Spam
19 tatoxoni   (20.11.2013 23:35:49)
რას ამბობ ჰიტლერს ძაღლები უყვარდა ებრაელები არ ევასებოდა თორე ისე კაი (გერმანული ნაგაზები ყავდა)

1-15 16-30 31-31
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 9
    მონადირე: 2
    gio22 , aleko

    დღეს საიტზე იყვნენ
    rati, raptor, temo-niko13, giohunt1982, beso-1, toria771, Marco-Polo, gio22, beqa123, koba30, bashi777, ნუგომონადირე, bubusicha, jentile5, gio96, STORME, ხიზი, Hunting005, zazalataria

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика