ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 25 » საბურთალოზე მოსეირნე მტაცებელი "გოგო"    

11:54:56
საბურთალოზე მოსეირნე მტაცებელი "გოგო"
საბურთალოზე მოსეირნე მტაცებელი "გოგო"
 
 
საბურთალოზე მოსეირნე მტაცებელი "გოგო"

თბილისში, საბურთალოზე, მტაცებელ ფრინველთან ერთად მოსეირნე 29 წლის მიშკა ბესარაშვილს ხშირად შეხვდებით. ამჟამად უკვე ყოფილ ფეხბურთელს, ბაზიერობისთვის უკრაინის გუნდში თამაშის დროსაც არ დაუნებებია თავი. 
მიშკასთან საუბრისას, მტაცებელი ფრინველის მოვლასთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ინტერესის შემთხვევაში, ჩვენი რესპონდენტი და მისი სამეგობრო მტაცებელი ფრინველების მოყვარულთათვის დასახმარებლად მზად არიან. 

მიშკას ამჟამინდელ ფრთოსან მეგობარს - მშვენიერ მტაცებელ "გოგოს" ვახშმის შემდეგ ვეწვიეთ. ვახშმად მტრედი მიურთმევია... რაღა დაგიმალოთ და, ნაკლებად სისხლისმსმელი ფრინველების მოყვარულსა და მტკიცე ვეგეტარიანელს, ბაზიერთან საუბარი და "სისხლიანი ამბების" მოსმენა დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა, თუმცა, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- 13 წლის ვიყავი, როცა შემთხვევით, პატარა შევარდენის - კირკიტას ბუდე "გეპეის" სახურავზე ვიპოვე. შემდეგ ბაზიერები გავიცანი, ნელ-ნელა რაღაცები ვისწავლე. ფეხბურთელი გახლდით (ახლა სპორტს თავი დავანებე). თამაშსა და ბაზიერობას ერთმანეთს ვუთავსებდი.

- თქვენი ამჟამინდელი ფრთოსანი მეგობრის შესახებ გვიამბეთ.
GzaPress- ეს გახლავთ დედალი ქორი. თვე-ნახევრის ბარტყია. სამეგრელოში დაიჭირეს და საჩუქრად გამომიგზავნეს. ერთი კვირის იყო. ჩემი ხელით ვაჭმევდი. უკვე დიდი "გოგო" გახლავთ.

- რას აჭმევთ?
- ქორმა ბუნებრივი საკვები უნდა ჭამოს: მტრედი, ჩიტები, კურდღელი... გამოდის, რომ ამ ქორის "დედა" (გამზრდელი) ვარ.

- საკვებად ფრინველებს თქვენ უკლავთ?
- დიახ, "კისტის" თოფით. როცა მტაცებელი ფრინველი გიყვარს, ასე უნდა მოიქცე. ბუნებრივი საკვებით თუ არ გამოკვებე, არ დაიგეშება.

- ახლა ისევ თქვენ აჭმევთ?
- ხორცს დავუდებ და თვითონ ჭამს. ჯერ ფრენა კარგად არ იცის. 2 თვეში უკვე უფრო დიდი "გოგო" იქნება და მისი სანადიროდ წაყვანაც შეიძლება.

- ფრინველი ან ცხოველი თავად ჯერ არ მოუკლავს?
- მესამე დღეა, რაც მტრედს ვუსვამ - თვითონ კლავს და ჭამს. თუ არ მოკლა, ინსტინქტი არ ექნება, რომ ინადიროს. ბუნებაში ფრინველის მოკვლას დედა ასწავლის: ფრინველს, მაგალითად - მტრედს დაიჭერს, მაგრამ არ კლავს: ბუდესთან მიიყვანს, სადაც მშიერი ბარტყები სხედან. შვილებს ნანადირევს დაანახვებს. ბარტყები დედას მიჰყვებიან, ქორი მათ მტრედს უგდებს, ბარტყები კი იჭერენ და ნადირობას ასე სწავლობენ.

- თქვენს ქორს რა ჰქვია?
- კირა. დედალი ქორი პირველად მყავს. წინათ ძირითადად, შევარდენი და მიმინოები მყავდა. მეოთხე წელია, ქორებით დავინტერესდი - 3 მამალი ქორი მყავდა.

- ის მამალი ქორები ახლა სად არიან?
- ბუნებას დაუბრუნდნენ, როგორც ხდება ხოლმე: მწყერზე, მტრედებზე რომ დავგეშავ, ვანადირებ, შემდეგ - სამსახურისა და ბავშვების გამო, აღარ მცალია. ამიტომ ქორებს ან ბუნებაში ვუშვებ, ან - მეგობრებს ვჩუქნი, მათ კი ხშირად უფრინდებათ.

- კირას როგორ წვრთნით?
- დასავლეთ საქართველოში ასეთი ტრადიცია არსებობს: აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე, სპეციალურ გალიაში ჭიას - მახრას აბამენ. პატარა ჩიტი - ღაჟა ტყუვდება და გალიაში შედის. ჩიტს იჭერენ. შემდეგ მეტრნახევრიან ჯოხზე სვამენ. 2 კვირის შემდეგ ჩიტი ჯოხზე თავისუფლად ზის - ეჩვევა. ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ, საქართველოში ფრინველების გადაფრენის პერიოდი იწყება. ბაზიერები მთებზე, სპეციალურ ადგილებზე ადიან, ქოხებს აკეთებენ. ღაჟას თვალებს ისე უკრავენ, რომ ჩიტი მხოლოდ ჯოხს ხედავს - მტაცებელი ფრინველი არ უნდა დაინახოს. მაგალითად, ქორი რომ გამოჩნდება, ქოხიდან ღაჟას აუთამაშებენ. მტაცებელს ჩიტი დაჭრილი ჰგონია, კამარას კრავს და მაშინვე ღაჟას დასაჭერად მოფრინავს, მაგრამ სპეციალურად გაბმულ სამკუთხა ბადეში ხვდება. შერჩეულ მტაცებელს (ლამაზი ყელი, ნისკარტი უნდა ჰქონდეს) ხელზე ისვამენ, ფეხზე ტყავის სახამლავებს უკეთებენ და მთელ ღამეს უთენებენ. მეორე დილით მტაცებელი მშიერია. ხორცს ფეხებთან მიაწვდი; თუ შეჭამა, ე.ი. კარგი ხასიათის არის და ამ დღიდან მისი ეტაპობრივი წვრთნა იწყება.

- თუ ხორცი არ შეჭამა?
- ერთ-ორი დღე დაელოდები. თუ მაინც არ შეჭამა, სახამლავები უნდა მოხსნა და გაუშვა, რადგან ჯიუტი ხასიათი აქვს და დასაგეშად არ გამოდგება... ორი-სამი დღის შემდეგ ქორს ხალხმრავლობას მიაჩვევ, მერე კი შემაღლებულ ადგილას - ქანდარაზე დასვამ,Mმშიერს მეტრ-ნახევარი სიგრძის თოკს მოაბამ, ხორცს დაანახვებ და დაუსტვენ, რომ გადმოხტეს. თუ გადმოხტა, ხორცის პატარა ნაჭერს აჭმევ. თოკის მანძილს ყოველდღიურად, ნელ-ნელა 100 მეტრამდე ზრდი. 10 დღის შემდეგ, როცა ფრინველი დასტვენისთანავე შენთან მოფრინავს, მისი ახსნა და მინდორში წაყვანა უკვე შეგიძლია. ამ დროს ქორი ხელზე გიზის. თანმხლები პირი კურდღელს, ქათამს ან მტრედს ისე "ამოათრევს", რომ თავდაპირველად ქორმა ვერ დაინახოს. შემდეგ ის მსხვერპლს გაეკიდება - ინსტინქტურად მიჰყვება. დაიჭერს. ადგილზევე შეაჭმევინებ, რომ კარგად გაძღეს. ამ დროს ჩათვალე, რომ ფრინველი უკვე დაგეშილია. შეგიძლია, მეორე დღეს სანადიროდ წახვიდე. ფრინველს როცა გეშავ, ფეხსა და კუდზე ეჟვნებს - ზარებს უკეთებ: მშიერი ქორი თავისი კუჭისთვის ნადირობს. სანადიროდ ძაღლით მიდიხარ, რომელიც მწყერს, ხოხობსა თუ კაკაბს ბალახში, ბუჩქებში ეძებს.Aროგორც კი მწყერი ამოფრინდება, ქორი მაშინვე მიჰყვება, დაიჭერს და ბალახში ჩაჯდება. სანამ მსხვერპლს პუტავს, ეჟვნების ხმით ხვდები, ქორი სად ზის. მიდიხარ, ნანადირევს ართმევ, მაგრამ მცირე ლუკმასაც აჭმევ. ქორი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვო, თორემ თუ საათ-ნახევარი ეძებე, გაძღება და წავა, მერე კი ან იპოვი, ან - ვერა.

- ნანადირევიდან ქორს მხოლოდ მცირე ლუკმა რომ ხვდება, არ აპროტესტებს?
- არა. ერთი-ორი ლუკმა უნდა გაასინჯო. ძირითადად, საჭმელად მსხვერპლის თავის ტვინს ვაძლევთ. რომ შეჭამს, უფრო აზარტში შედის. მერე კიდევ ორ-სამ მწყერს რომ დაიჭერს, აღარ აჭმევ. რამდენიმე მწყრის მონადირების შემდეგ ისევ უნდა აჭამო, რომ აზარტი არ დაეკარგოს...

- ამჟამად, კირა წვრთნის რა ეტაპზეა?
- ახლა სამსახურში დამყავს, რომ ხალხს მივაჩვიო. მანამდე გარაჟში მყავდა: მისთვის სპეციალური დასაჯდომი მაქვს მოწყობილი.

- სად მუშაობთ?
- სამშენებლო ობიექტზე. კირა ეზოში ზის ხოლმე. სპეციალური ქანდარა ბუდესავით გავუკეთე. ეზოში ძაღლი გვყავს, რომელიც ობიექტს იცავს, კირა კი ძაღლს ეჩვევა. ფრინველს ძაღლის არ უნდა ეშინოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნადირობა არ შედგება.

- თქვენმა ქორმა და ძაღლმა ერთმანეთს იოლად გაუგეს?
- 5 დღის წინ კირა სამსახურში რომ მივიყვანე, ძაღლმა მისკენ გაიწია - უნდოდა ეკბინა, მაგრამ კირამ ცხვირში ერთ-ორი კლანჭი მიარტყა.Aახლა მეგობრობენ, ოღონდ - შორიდან. ჯერჯერობით, კირა ხალხთან ახლოს ზის, ეჩვევა, თავისთვის დაბაჯბაჯებს...

- თოკით დაბმული გყავთ?
- არა. საერთოდ, ქორს რომ ვგეშავ, მხოლოდ ჭამის დროს ვაბამ. მისი თავისუფლად ყოფნა სახიფათოც არის - შეიძლება, გაფრინდეს, მაგრამ ბარტყობიდან ერთსა და იმავე ადგილას რომ არის, ბრუნდება. მშიერი მყავს გაშვებული. მაძღარს თუ გაუშვებ, შეიძლება, გაგიფრინდეს და დაკარგო, მით უმეტეს - თბილისში: სადმე კორპუსში შეფრინდება და ვეღარ დაინახავ.

- კირას სპეციალური ქუდი რატომ ახურავს?
- ძველად ქუდს მტაცებელ ფრინველს იმიტომ ახურავდნენ, რომ სანადიროდ მინდორში გასვლამდე, ყურადღება არ გაჰფანტოდა. კახეთში, სოფელში მანქანით ხშირად მივდივარ. ქორმა გზაში რომ არ იფრთხიალოს, ქუდს ვახურავ. უკანა "სიდენიაზე" კირასთვის ადგილი გამზადებული მაქვს - იქ წყნარდ ზის ხოლმე.

- არ გებრალებათ?
- არა, რატომ? თავისუფლად გაშვებული მყავს. ფრინველია და შეიძლება, ტვინი "გადაუბრუნდეს" - გაფრინდეს. ბევრიც გამქცევია. როცა ბაზიერი ხარ, მიჩვეული უნდა იყო, რომ შეიძლება, ფრინველი ნებისმიერ დროს გაგიფრინდეს.

- ქორი რამდენ წელს ცოცხლობს?
GzaPress- ფოთში მყავს მეგობარი - სოსო ჯღამაძე, რომელსაც ქორი, თუ არ ვცდები, 13 წელი ჰყავდა. წლების განმავლობაში, ეს ფრინველი უფრო და უფრო თეთრდება - ადამიანივით ჭაღარავდება. ახლა ჩემი ქორი ხომ "რიჟაა"? გაისად მონაცრისფრო გახდება, შემდეგ უფრო ღია ფერს მიიღებს და ა. შ.

- კირას "ქმარი" ხომ დასჭირდება?
- რა თქმა უნდა. მარტის შუა რიცხვებში შეჯვარების პერიოდი ეწყებათ. ამ დროს უნდა ეცადოთ, რომ ერთი-ორი თვე ფრინველი არ გაუშვათ, რადგან შეიძლება, სადმე მამალი მოძებნოს და გაგექცეთ. მოთხოვნილება აქვს, მაგრამ რა ქნას? თავს იკავებს, როცა დაბმულია.

- მამალი ქორი რომ მოუყვანოთ?
- სხვათა შორის, ჩემმა მეგობარმა - ბექა ელიაშვილმა კონკურსში გაიმარჯვა და ახლა ზოოპარკში შევარდენის ვოლიერს აკეთებს. ფრინველები ჰყავს, რომლებიც უნდა, რომ შეაჯვაროს, მაგრამ ამას შესაფერისი პირობები სჭირდება: ვოლიერი დიდი უნდა იყოს, გარემო - ბუნებრივთან მიახლოებული. დედალ-მამალი კარგა ხანს (მინიმუმ - ერთი წელი) ერთად უნდა გყავდეს, რომ ერთმანეთს შეეგუონ. მაგალითად, შევარდენს მეწყვილე სამუდამოდ ჰყავს - ერთმანეთს არ ღალატობენ, სანამ რომელიმე არ დაიღუპება.

- ერთმანეთს ქორებიც არ ღალატობენ?
- ისეთი ერთგულები არ არიან, როგორიც შევარდენები. ქორები "გვერდზეც იხედებიან".

- ბარტყს რომელი უვლის?
- კვერცხებზე დედალი ჯდება, მამალს საჭმელი მიაქვს. ბარტყები რომ გამოიჩეკებიან, რამდენიმე დღის განმავლობაში, დედალი მაინც ბუდეში ზის, სხვა მტაცებელი რომ არ მიეპაროს.

- შესაძლებელია, რომ ქორმა ქორი შეჭამოს?
- ადვილი შესაძლებელია, ოღონდ - როცა ბარტყებს გამოჩეკენ და დააფრთიანებენ. შეჯვარების პერიოდში ერთმანეთს არ ერჩიან. 

- ზოგს ბარტყების ბუდიდან ამოყვანა ბრაკონიერობად მიაჩნია.
- ბუდიდან ყველა ბარტყი არ უნდა ამოიყვანო - დედასთან ერთი მაინც უნდა დატოვო, რომ ფრინველს დედობრივი ინსტინქტი დარჩეს და გაისად ბუდე იმავე ადგილას გაიკეთოს. ქორი სოფელს თუ მიეჩვია, წიწილებს სულ "გამოხიკავს" - მელიასავით არის. გუშინ მეგობარმა დამირეკა, - 100 "ფრთიდან" 80 ქორმა შეგვიჭამაო. ბრაკონიერობა ის უფროა, როცა სოფლის მცხოვრებლები ქორის მოსაკლავად მიდიან. ბიჭებს ბუდეში ჩახოცილი დედალ-მამალი ქორი (თავისი ბარტყებიანად) ხშირად უნახავთ... საერთოდ, ბუნებრივ პირობებში, ოთხი ბარტყიდან ოთხივე ვერ იზრდება; ორი მაინც თუ გადარჩა, ძალიან კარგია. როცა პატარები არიან, მათ დედა აჭმევს, მაგრამ როცა დაფრთიანდებიან, მოხერხებულები მაინც ვერ არიან და იღუპებიან. ფრინველი გასაზრდელად იმ შემთხვევაში უნდა აიყვანო, თუ მისი მოვლა იცი და გიყვარს. პირადად მე, დილის 6 საათზე იმიტომ ვდგები, რომ კირას საჭმელი გავუმზადო, გავასეირნო, ვაჭამო, სამსახურში წავიყვანო... საქართველოში არსებობენ ბიჭები, რომლებიც ბუდიდან ბარტყების ამოყვანისას, დედას ერთ-ორ შვილს უტოვებენ, რომ ფრინველები გამრავლდნენ. ასე რომ, მათ გადარჩენაში, გარკვეული წვლილიც მიგვიძღვის. მაგალითად, წელს დასავლეთ საქართველოში ბიჭებმა 10 ბუდე გადაარჩინეს, რადგან სოფლის მცხოვრებლები ქორების მოსაკლავად მიდიან - ქათმებს გვიხოცავენო...

- ქუჩაში სეირნობისას კირა არავის ერჩის?
- არა. მასთან უშუალო კონტაქტი თუ არ გექნება - ხელს თუ არ ახლებ, არაფერს დაგიშავებს. საერთოდ, ქორს მოფერება არ უყვარს.

- არც თქვენს კირას?
- თავიდან არ მოსწონდა. ახლა ხელზე რომ დავისვამ, წყარად არის. მკერდზე (ბუმბულზე) რომ ვეფერები, მოსწონს. ამით ვიჩვევ, რომ არ ეშინოდეს. როცა სახლში ვარ, ეზოში (ღია სივრცეში) მიზის. სადაც მივდივარ, თან დამყავს. არ ვაბამ - მინდა, რომ თავისუფლად ფრენას მიეჩვიოს...
ეთო ყორღანაშვილი


წყაროhttp://gzapress.ge
კატეგორია: ბაზიერი | ნანახია: 2895 | დაამატა: Admin | ტეგები: გოგო, მიშკა ბესარაშვილი, ბესარაშვილი, besarashvili, მტაცებელი, მოსეირნე, საბურთალოზე, მიშკა, mishka | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 kinkrixo   (07.08.2015 10:46:13) [მასალა]
ვყიდი არწივის წრევანდელ ბარტყს პრენას ეხლა სწავლობს მსურველი გამომეხმაუროს ნომერზე 599146849

0   Spam
6 tete   (21.07.2015 17:06:06) [მასალა]
სად შეიძლება შევიძინო ქორი? 23

0   Spam
5 falconer   (24.06.2015 22:13:45) [მასალა]
ხო ვერ დამეხმარებით სად შეიძლება შევიძინო მიმინო ან ქორი

0   Spam
4 daviti911   (28.02.2015 17:39:49) [მასალა]
ხო ვერ დამეხმარებით სად შეიძლება შევიძინო მიმინო ან ორი 090

0   Spam
3 mere   (28.02.2015 16:57:37) [მასალა]
10 10 10

0   Spam
2 paitona17   (28.02.2015 15:55:42) [მასალა]
მიშა შე კირა 39 gimili gimili

0   Spam
1 Falconry   (27.02.2015 17:53:40) [მასალა]
39 39 166 166 166 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика