ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 20 » ბრაკონიერობა მალთაყვაში    

23:47:12
ბრაკონიერობა მალთაყვაში
    ქალაქ ფოთის უბანი მალთაყვა, აღმოსავლეთის ქარის დროს მტაცებელი ფრინველების გადაფრენის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ადგილია.   პალიასტომსა და შავ ზღვას შორის ყველაზე ვიწრო ადგილი  მალთაყვაშია, მდინარე კაპარჭას ხიდი და მისი მიმდებარე ადგილები. აქ აღმოსავლეთის ქარის დროს, ნაძვნარის ზოლის თავზე ათეულ ათასობით მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს.  მათთან ერთად თბილი ქვექნებისკენ მიფრინავს უამრავი სხვა ფრინველი: მტრედისნაირები,მერცხლები და სხვადასხვა ჯიშის ჩიტები. სწორედ მტრედისნაირების გადაფრენა იზიდავს ბევრ მონადირეს მალთაყვის ტერიტორიაზე, თუმცა მათ შორის უმრავლესობა ყველანაირ მოძრავ ობიექტს ესვრის. ამ ბრაკონიერების  ნამოქმედარის შეფასება თქვენთვის მოგვინდია ქვემოთმოყვანილ ფოტო-მასალაზე. 
     ამ არაადამიანების გაჟლეტილი ფრინველების დიდი ნაწილი ცოცხალი,ზეზეულად ლპება.  
     გარემოს დაცვას როგორც ყოველთვის ძინავს, ამ ხელისუფლებაში იქნება ეს თუ ძველში იყვნენ. მათი არგუმენტები რომ თითქოსდა სამინისტროში პრობლემები აქვთ და ბრაკონიერობასთან ბრძოლისთვის ვერი იცლიან, არ დაილია. მათი ძირითადი პრობლემა რომ საახლობლოთი გავსებული ინსპექცია და ხალხის თვალის ასახვევად ჩატარებული მისაღები გამოცდებია  ვერ თუ არ ხვდებიან. 
ჩვენი რეკომენდაცია გარემოს დაცვის სამინისტროს: აღმოსავლეთის ქარის დროს მიავლინოს ჯგუფი მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაენახვოს იქ მყოფ მონადირეებს, იქნებ მიხვდეს ხალხი გარემოს დაცვის სამინისტრო რომ ცოცხალია. ფორმით მყოფი გდი-ს თანამშრომლების იქ ხშირი გამოჩენა გარკვეულ დონეზე აღკვეთავს ასეთი ტიპის ბრაკონიერობას. უფორმოდ, გამოსაცნობი ნიშნის გარეშე შესული გდი-ს თანამშრომლების შესვლა კი ბიუჯეტსაც შეავსებს და ამ არამონადირეებში შიშის ფაქტორსაც დათესავს. ეცოდინებათ რომ მათი ბრაკონიერული საქციელი დაუსჯელი არ დარჩება.

წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს: 1 დღე მალთაყვაში.


მალთაყვა. მდინარე კაპარჭინას მიმდებარე ტერიტორია.


მალთაყვა. მდინარე კაპარჭინას მარცხენა სანაპირო.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. ბრაკონიერების მიერ დალაგებული მათი მოპოვებული ნადავლი: 5 მიმინო, 1 კრაზანაჭამია არწივი.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. ბრაკონიერების მიერ დალაგებული მათი მოპოვებული ნადავლი: 5 მიმინო, 1 კრაზანაჭამია არწივი.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. უკომენტაროდ.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. დაჭრილი კაკაჩა.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული მარჯანი.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. დაჭრილი მიმინო.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული მიმინო.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. დაჭრილი მიმინო.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული კაკაჩა.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. დაჭრილი წითელფეხა შავარდენი (თვალშავი). შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში (წიგნში).


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული რუხი ყანჩა.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული დიდი ჩვამა.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. უკომენტაროდ.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული კაკაჩა. 


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. დაჭრილი მიმინო.


მდ. კაპარჭინას მარცხენა სანაპირო. მოკლული კაკაჩა.


GIORGI GABUNIA 


წყაროhttp://www.bazieri.ge
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 10619 | დაამატა: Admin | ტეგები: ფრინველები, ჟლეტა, ფოთი, ბრაკონიერობა, ხოცვა, მტაცებელი, სადიზმი, მალთაყვა, მოპოვება, მალთაყვაში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 431 2 3 »
0   Spam
43 ttg   (16.06.2017 10:50:38) [მასალა]
რაა, ჭამენ ამ ფრინველებს? მომადირე მონადირეს ჭამდეს ძალიან დედამო,,,,,,, ბაა. თქვენისთანა მონადირეების დედას შე.....

0   Spam
42 kukusha   (10.12.2014 17:17:51) [მასალა]
ფუუუუ თქვენიიი
ec

0   Spam
41 l)omidze   (08.11.2013 19:27:03) [მასალა]
ეს საქმე მართლაც რომ მისახედიააა. აუცილებლად უნდა გადაეცეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და იქნებ მიხედონ. თორე ამ საშინელ საქმეს არ მოიშლიან თუ არავინ არ დაუშლის. მერე ეს არაკაცები თავიანთ შთამომავლობას ასწავლიან ამ საზიზღრობას და მალე გადაშენდება მტაცებელი ფრინველი. 25 cat062

0   Spam
40 beqarichi   (08.11.2013 17:52:46) [მასალა]
ეს იმის ბრალია ყველამ თოფი იყიდა და სროლასაც არავინ უშლის ამ ქვეყანაში

+1   Spam
39 babuka   (19.10.2013 17:52:05) [მასალა]
ესენი მერე საქართველოს ,კაცობის და ადამიანობის სადღეგრძელოს შესვავენ და შეიძლება ამ არაკაცებს შევხვედრივართ კიდეც , . ეს თუ რეგულარუ;ლად ხდება, იქნებ კონკრეტულად გვეთხოვა გდი ს მესვეურებისთვის რომ ყურადღება მიაქციონ? სამინისტროს გვერდზე ამისმა ატვირთვას შეიძლება არავითარი შედეგი არ მოყვეს. მითუმეტეს 9 დღის წინ გადაღებულია და კიდე რამდენს დახოცავენ. მაინც არ მესმის ესენი უბრალოდ იმ ადგილას მიდიან მტაცებელი ფრინველების სახოცად????

0   Spam
38 gogita12   (18.10.2013 15:55:24) [მასალა]
როდის იყო რომ მონადირე მონადირეს თოფს ესროულებოდა? ალბათ ახალი წესია........... 23 23 25 25

0   Spam
37 nika-basiladze   (17.10.2013 00:02:26) [მასალა]
ამ სეზონზე ფოთში ქედანზე ვნადირობდით და პალიასტომთან მდებარე მცირე ტყეებში ბევრი ქორი,მიმინო და სხვა მტაცებელი ფრინველი ეყარა მკვდარი.იმედია რომ ბრაკონიერობა შეწყდება 48 48 48

0   Spam
36 jaxi   (16.10.2013 12:14:16) [მასალა]
სირცხვილი და თავის მოჭრა

0   Spam
35 bachana   (15.10.2013 15:15:07) [მასალა]
ამის გამკეთებელს უნდა მ.... პატრონი

0   Spam
34 paitona17   (13.10.2013 11:29:01) [მასალა]
48 სადიზმია ეს

0   Spam
33 giorgigagoshvili   (13.10.2013 00:16:03) [მასალა]
ამ მტაცებლებს რაღას ერჩიან გული შემიწუხდა ამათ შემხედვარე რა დონის მანიაკი უნდა იყო ასეთი რამე რომ გააკეთო,რამე თუ არ იღონა გარემოს დაცვამ სულ განადგურდება ისედაც გაუბედურებული საქართველოს ბუნება...

0   Spam
32 don_33   (12.10.2013 19:08:52) [მასალა]
სერიოზულად მისახედია ეს საქმე და არა მარტო მანდ მთელს საქართველოს ტერიტორიაზე.სად აღარ დავდე რუკა მონიშნული ადგილი რომ მიხედეთ თქო ამ ადგილებს,მაგრამ სულ ტყუილად,ამოვიდა ყელში ბოლო-ბოლო ყველაფერს ააქვს საზღვარი, გაანადგურეს ვაი მონადირეებმა მეხორცეებმა ყველაფერი.მე დაფიცებული მაქვს უკვე სადაც გადავაწყდები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ გადავამტვრევ იმ თოფს და მანოკს ზედ!სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.

0   Spam
31 BAQARI@123   (12.10.2013 14:11:38) [მასალა]
ვითომ მონადირეები უნდა გადააყლაპო ის თოფი 12 cq მეც მაინტერესებს კი მაგრამ იქნებ ზოგი სასიკვდილოდ არ იყო დაჩრილი
25 25 25 25 25 25 25 :4 57

0   Spam
30 omarinnn   (12.10.2013 10:56:12) [მასალა]
კისერზე უდა დაახვიო თოფი მაგის გამკეთებელს

0   Spam
29 cq   (12.10.2013 08:16:12) [მასალა]
ბატონო Gia მემგონი ჯობია ჩვენი დიალოგი პირადში გავაგძელოტ

1-15 16-30 31-38
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика