ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [106]
ცხოველები და ფრინველები [254]
ძაღლები [125]
საქართველოს ამბები [410]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [351]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მწყერზე ნადირობა   
nadsanპასუხების რაოდენობა: 3724
Caйга 12   
mtiuloპასუხების რაოდენობა: 28
ირლანდიური სეტერი   
julakidze-1990პასუხების რაოდენობა: 324
დრათჰაარი   
panatiპასუხების რაოდენობა: 3681
თავისუფალი თემა   
panatiპასუხების რაოდენობა: 179
ვინ რამდენად ენდობა ნა...   
panatiპასუხების რაოდენობა: 566

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.    

19:12:48
გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

   
     გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112"-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112"-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს რეაგირებისთვის. აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები. (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ) ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით. უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.
     შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ გარემოს, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკანონო ხე-ტყის მოჭრა, ჭრა, ასევე ნადირობა, თევზაობა, უკანონობა, ეს ძალიან დიდ ზარალს აყენებს და ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, იგივე მდინარეებს , ასევე ფლორას და ფაუნას. ახლა იქნება, როგორც კი სიგნალი შემოვა 112-ში, გადავა გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელი ჯგუფიც ახლოს იქნება, აუცილებლად რეაგირებას მოახდენს, ეს იქნება პოლიციური დანაყოფი თუ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, უფრო მეტად იქნება კონტროლზე და იქნება აღკვეთილი ყველა უკანონო, იგივე ეს იქნება წიაღისეულის მოპოვება თუ მნიშვნელობა არ აქვს, ყველანაირი, ბუნებრივ ზიანს ვინც აყენებს, უკანონოდ რა თქმა უნდა, ლიცენზიის გარეშე“.

წყაროhttp://facebook.com
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1342 | დაამატა: Gia | ტეგები: და, სამინისტროს, სამინისტროსა, საქმეთა, დაცვის, შინაგან, შორის, ფინანსთა, გარემოს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 Hunter77   (19.10.2015 21:27:05)
ისევ მარტო საწყალ ხალხს დაიჭერთ თუ გავლენიანებსაცა ჰააააააა??????? 19 19 19 19 19

0   Spam
8 zaali746   (09.08.2015 02:17:23)
ძალიან კარგი იქნება 23 23 23 23 23 23

0   Spam
7 zurab1   (30.06.2015 06:49:24)
საბუთებით, ხელმოწერებით და ფურცლებით კი არა და საქმე უნდა აკეთონ საქმე თუ უნდათ რომ საქართველოში ბრაკონიერობას ბოლო მოეღოს

0   Spam
6 le-444-os   (27.06.2015 10:50:33)
იმედია მასე იქნებადა, მაგრამ თვითონ არ აიშვებს პოლიცია? ვარესი დრაკონიერები არიან, რამდენიც გინდა, ზოგიკიდე ისეთიკაციმყავსო იტყვის, ეგ უნდამოისპოს ძმებო 25 25

0   Spam
5 gugalo   (27.06.2015 00:44:11)
10 10 10 166 166 166 23 23 23 ვითომ ეშველება რამე ამსაქმეს 23

0  
4 akson777   (26.06.2015 20:05:15)
166 კარგია სამმაგი კონტროლით იმედია მოახერხებენ ბრაკონიერებთან წარმატებით ბრძოლას

0   Spam
3 SHAKO1981   (26.06.2015 15:42:12)
10 10

0   Spam
2 firali81   (25.06.2015 21:43:35)
10 10 10

0   Spam
1 uchaomiadze   (25.06.2015 21:29:06)
დზალიანაც კარგია ასე ტუ იკნება მე მივესალმები და დავეხმარები მატ ისე ვარ ამ უკანონო ტევზაობაზე და ნადირობის ცინამდეგი. სამტრედიას და კერდზოტ ბასჰის ტერიტორიას მიკციონ კურადგება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    chale88, george-sakha, giorgi86giorgi

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    7saocreba(29) , faskunji(29) , papuna43(28) , liako(39) , mercxali(41) , tsiklauri1971(46) , saba(37) , datomonadiremetevze(19) , puma(28) , surmi(31) , sipata(28) , kaxa89(28) , kaxa74(43) , shotia38(45) , datolukabubu(42) , kaxaberilela(43) , kaxaberi555(43) , karli84(33) , gio-ganqstera(25) , pirati(25) , culukidzeirina(38)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика