ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივლისი » 23 » "მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"    

02:21:36
"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"
"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"
"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"
22-07-2014
"მტკვრის "დასაბლოკი" წყალსაცავების მშენებლობაზე უკვე ტენდერიც გამოცხადებულია"

"ახალციხის რაიონში დაახლოებით 60%-ით შემცირდება მტკვარში წყლის რაოდენობა, ბორჯომში 40%-ით, თბილისში 16%-დან 20%-მდე"

"არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა, შესაძლოა გავრცელდეს ინფექციური დაავადებებიც"


ცოტა ხნის წინ "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემსკანდალური განცახდება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი მდინარე მტკვრის სათავეზე "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადების მშენებლობას გეგმავს. გაჩეჩილაძის განცხადებით, თუ ეს პროექტი განხორციელდა, შესაძლოა, საქართველოში მტკვრის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ჩვენ დავუკავშირდით მას და უფრო დეტალურად ვთხოვეთ ამ თემის განხილვა.

გია გაჩეჩილაძე:

- ეს აბსოლუტურად რეალურია. სხვათაშორის, ეს ახალი პრობლემა არაა, ჯერ კიდევ 2012 წელს გვქონდა ამაზე კონფერენცია, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა და ამაში დიდი როლი ითამაშა არდაგანის ოლქის დეპუტატმა, რომელმაც დიდი ამბავი ატეხა თურქეთის პარლამენტში და მშენებლობა შეაჩერებინა. ახლა ეს პროცესი თავიდან დაიწყო, მშენებლობაზე უკვე ტენდერიც გამოცხადებულია.

- კონკრეტულად რისი აშენება მოხდება?
- მტკვრის სათავეებში, თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება ჰიდროსადგურების კასკადი. ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და გადაგდებული იქნება მდ. ჭოროხის კალაპოტში, იქ მშენებარე მდ. ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - "კილიჩისა" და "ისპირის" შესავსებად, საიდანაც მდინარე მტკვრის წყალი, მდინარე ჭოროხის საშუალებით არა კასპიის ზღვაში, არამედ შავ ზღვაში მოხვდება ასე რომ, თუ ეს პროექტი განხორციელდა, ბუნებრივია, რომ მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!

- დაახლოებით რა რაოდენობით მოიკლებს წყლის მასა საქართველოს ტერიტორიაზე?
- ეს არ ნიშნავს, რომ მტკვარი სრულად დაშრება, თუმცა წყლის უდიდესი დეფიციტი შეიქმნება. მაგ. ახალციხის რაიონში დაახლოებით 60%-ით შემცირდება მტკვარში წყლის რაოდენობა, ბორჯომში 40%-ით, თბილისში 16%-დან 20%-მდე. წარმოიდგინეთ, ზაფხულის პერიოდში რა მოხდება თბილისში, რადგან ეს წყალი არ იქნება საკმარისი იმისათვის რომ იმ საკანალიზაციო წყლების, რომელიც მტკვარში ჩადის, გაუნებელყოფა მოახდინოს.მტკვართან ახლაც საშინელი სუნია, ანუ არსებული წყლის რაოდენობაც ვერ ერევა და თუ 20%-ით მოიკლო, ქალაქში გაჩერება შეუძლებელი იქნება.

- ანუ შესაძლოა, სერიოზული ეკოკატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ?
არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა, შესაძლოა გავრცელდეს ინფექციური დაავადებებიც. ეს უდიდესი ზარალი იქნება ეკონომიური თვალსაზრისითაც. აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მტკვრის წყლით ირწყვება.

- თუ არსებობს საერთაშორისო აკრძალვა სასაზღვრო მდინარეებთან მიმართებაში?
- საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ არ ვართYშეერთებული გაეროს ტრანსსასაზღვრო მდინარეების კონვენციას, ასევე არაა ამ კონვენციას მიერთებული თურქეთი. სხვათაშორის თურქეთს მსგავსი პრობლემები ჰქონდა სხვა მეზობლებთანაც და ამის გამო დიდი დაძაბულობა იყო, თითქმის საომარ კონფლიქტამდე მივიდა საქმე.თურქეთმა, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და არ დაგვღუპოს. მტკვარი არის ამიერკავკასიის წყლის რესურსის 30%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს 85% და წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბებზეა ლაპარაკი. დამერწმუნეთ, თუ ეს განხორციელდა, შესაძლოა ქვეყანაში დიდი უბედურება მოხდეს.

- თურქი ეკოლოგები თუ ეწინააღმდეგებიან ამ მშნებელობას?
- ისინი თავის სათქმელს ამბობენ, უნდა ნახოთ, რამხელა აქციებს ატარებენ, ჩამოვიდნენ და გვთხოვეს ჩვენც ამოვდგომოდით გვერდში, თუმცა რეალურად ისინი უფრო გვიდგანან გვერდში, რადგან ეს უფრო მეტად ჩვენი პრობლემაა. ამ მშენებლობის გამო აუცილებლად გაფუჭდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაც. წყლის კონფლიქტები საშინელი რამაა და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო დროულად მიხედავს ამ პრობლემას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2332 | დაამატა: Admin | ტეგები: აღარ, შემოვა!, მტკვარი, საქართველოში, mtkvari agar shemova, saqartveloshi | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 doreuli2000   (03.10.2014 16:38:12) [მასალა]
სუ გაგიჟდნენ ესენი 25

0   Spam
5 maxo777   (25.07.2014 20:25:28) [მასალა]
მართლა დაგიჟდნენ რააა

0   Spam
4 young_hunter_15years_old   (24.07.2014 17:18:38) [მასალა]
25

0   Spam
3 young_hunter_15years_old   (24.07.2014 17:18:34) [მასალა]
069 069 069 სუ დაგიჟდნენ ესენი?

0   Spam
2 mamalixarazuli   (24.07.2014 14:06:39) [მასალა]
ერთი მტკვარი გვაქვს ხაშურლებს იხვზე სანადიროდ და ამასაც "გვახევენ" 25 ღმერთმა ნუქნას...

0   Spam
1 landia   (24.07.2014 12:20:20) [მასალა]
კაროჩე რა მაგარი დარზეული გვაქ ჩათველეთ ისედაც გაუბედურებულია ბუნება და ესთუმოხტა რადონის ზარალი და ზიანი მიადგება აღმოსავლეთ საქარველოს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика