სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [141]
საიტის ამბები [78]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [166]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [463]
უცხოეთის ამბები [319]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [52]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სანადირო სეზონის გახსნ...   
giorgi_niqoპასუხების რაოდენობა: 102
bazieri. ge _ ს კეპი დ...   
dudu-dudaპასუხების რაოდენობა: 1149
საფანტი   
gantoo7პასუხების რაოდენობა: 249
ვაზნები   
panatiპასუხების რაოდენობა: 2258
გავარდნილები 2019   
akson777პასუხების რაოდენობა: 1
HILUX   
Gochahahaპასუხების რაოდენობა: 21

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 2 » "ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის"    

15:30:06
"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის"
 
"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის" - წამლების შესახებ კანონში ცვლილებების ვეტერინარული საფრთხე
"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის" - წამლების შესახებ კანონში ცვლილებების ვეტერინარული საფრთხე
როგორც ცნობილია, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა. კანონში განხორციელებული ცვლილებები უშუალოდ შეეხო ვეტერინარულ მედიკამენტებსაც, რამაც ვეტერინართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით zooclub.ge ვეტერინარ დავით ნანობაშვილს ესაუბრა:

– "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" განხორცილებული ცვლილებები უარყოფითად აისახა ვეტერინარებზე. ცვლილებების თანახმად, ვეტერინარები შეძლებენ კლინიკაში იქონიონ პრეპარატები, მაგრამ რეცეპტს ვერ გასცემენ. მაგალითად, თუ ძაღლს მედიკამენტოზური მკურნალობა შინ სჭირდება (აქვს ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია ან ჰეპატიტი), ამ შემთხვევაში მედიკამენტების გამოწერა არ შეიძლება და შესაბამისად, ცხოველის პატრონი წამალს ვერ შეიძენს. რეცეპტის ვეტერინარული ანალოგი არ გვაქვს – ადამიანის წამალს ვერ გამოვწერთ, ანუ ადამიანის მედიკამენტების გამოწერის უფლება ვეტერინარს არ ექნება. ეს ყველაზე მეტად ანტიბიოტიკებს შეეხება.

ვეტერინარი, როგორც იურიდიული პირი შეძლებს მედიკამენტების ყიდვას, კლინიკის მომარაგებას, ცხოველისთვის საკუთარი ხელით გაკეთებას (მეორე ჯგუფს ეხება ეს, პირველ ჯგუფს – არა), მაგრამ ის, რომ პატრონმა შინ თვითონ უმკურნალოს თავის ცხოველს (მედიკამენტების – სითხეების, სიროფის ან აბის სახით), ამას ვერ გააკეთებს, რაც მათი სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს.

უცხოეთში აბსოლუტურად სხვა სისტემაა, იმავე ევროპაში, იქ ადამიანის წამალს კლინიკა გასცემს, აქვთ დაფასოებული მედიკამენტებიც, რომლებზეც კლინიკის სახელწოდებაა მითითებული. მაგალითად, კლინიკა გასცემს ალერგიის წამალს და მასზე მითითებულია თუ რა დოზა უნდა მიიღოს პაციენტმა. საზღვარგარეთ კლინიკები უპრობლემოდ გასცემენ მედიკამენტებს პაციენტებზე და ხოლო ჩვენთან ეს შეუძლებელი იქნება.

– წინასწარ თუ გაცნობეს კანონში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ?
– ლაპარაკი იყო, რომ რაღაც გამონაკლისი დაიშვებოდა და კონსენსუსს მივაღწევდით. ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკების სტადიაში ვართ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრა გაიმართება მინისტრთან. შეხვედრას ჩვენგან ორი პრაქტიკოსი ვეტერინარი დაესწრება. თუმცა მივაღწევთ თუ არა კონსენსუსს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უცნობია ჩვენთვის.
სურათი ძალიან მძიმეა და არ ვიცით სიტუაციიდან გამოსავალი რა იქნება.

ფაქტია, რომ 8 დღეში მედიკამენტებზე აკრძალვა დაწესდება. მათ ნახევარს ვეღარ გავუკეთებთ ცხოველებს და თუ მოლაპარაკების პროცესი დროში გაიწელება, კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ.

– რაში ხედავთ გამოსავალს?
– ვფიქრობ, ლიცენზირებულ ვეტერინარებს რეცეპტის გამოწერის უფლება უნდა მისცენ, გარკვეული შეზღუდვებით, მაგალითად, რაოდენობასთან დაკავშირებით. რომ არ იფიქრონ, ადამიანებზე გავცემთ მედიკამენტებს, შეზღუდვა უნდა დაწესდეს რაოდენობაზე.

თუმცა შეზღუდვა არ უნდა შეეხოს იმ მედიკამენტებს, რომლებიც ინტენსიური გამოყენებისთვის არის დანიშნული. აბების სახით ანტიბიოტიკების სახლში გამოწერა მაინც უნდა შეგვეძლოს. თბილისის ბაზარზე არსებული ვეტერინარული ალტერნატივა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, მთლიანად ვერ შეგვიცვლის მედიკამენტებს.

წარმოიდგინეთ, ძაღლს ან კატას უკბინა ფუტკარმა და მისცა შეშუპება ან ალერგიული რეაქცია – შოკი. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენო ჰორმონი, პრედნიზოლონი. თქვენ აფთიაქში ვერ იყიდით ამ მედიკამენტს, იმიტომ, რომ აკრძალვაშია. სანამ კლინიკას ღამის 3 საათზე გავხსნი, სანამ მოვალ, სანამ ცხოველს წამალს გავუკეთებ, შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს. ასეთ შემთხვევაში ალბათ, სასწრაფოს ექიმი უნდა გამოიძახოთ და მან გაუკეთოს ცხოველს წამალი, სხვა გამოსავალი არ არის.

თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.


წყაროhttp://www.zooclub.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1516 | დაამატა: IKAHUNTER | ტეგები: სიკვდილიანობას, ცხოველების, ეს, შინაური, გაზრდის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 ბაქარი   (07.09.2014 13:55:30)
23 მოკლედ ისე გამომივიდა ვიღაცას ამ კანონის თანნავტორი ვეგონები 069 უბრალოდ ფარმაცია ის თემაა რომელშიც ძალიან კარგად ვერკვევი სამსახურის გამო და ძალიან არ მომწონს ეგ კანონი ასე დამახინჯებული იმედია მალე მიიღებს სრულყოფილ სახეს და მედიკამენტების ჩამონათვალი გადანაწილდება ორივე მხარეს მაშინ კი მართლა მიხვდებით თუ როგორი საჭიროა 23

0   Spam
6 ბაქარი   (07.09.2014 13:48:29)
1 firali81 არა მარტო მაგისთვის. მაგ: ნიმესილი ან ნიმესულიდის შემცველი პრეპარატები ძალიან მავნეა ჯანმრთ ლობისთვის ღვიძლი ღირკმელი და კიდე სხვა + ას შ იძლება 12 წლამდე მოზარდებისთვის მაგრამ ძალიან განათლებული დედიკოები გამალებით ასმევენ ბავშვებს თუნდაც თავის ტკივილის დროს. კიდე ანტიბიოტიკების ტაბლეტირებული ფორმა რომელსაც ასევე ინტენსიურად ღებულობენ ყოველი გაციების დროს რიცა ვირუსზე ვერანაირად მოქმედებს და ძალიან ასუსტებს იმუნურ სისტემას. საბოოლოოდ კი სოკოს ჩამოყალიბებას იწვევს და საჭიროების შემთხევავაში ვეღარ მოქმედებს.
არსებოს გადაუდებელი დახმარების მედეიკამაენები მარ ასთმა ნაკბენი სა ასე შემდეგ რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ აფთიაქში მოგყიდიან ასე რომ არავინ მოკვდება

0   Spam
5 ბაქარი   (07.09.2014 12:26:14)
ეგ კანონი აუცილებელია მაგრამ დახვეწას საჭიროებს gimili

0   Spam
4 bashiachuki   (04.09.2014 22:33:43)
ნუ ნერვიულობთ მეგობრებო,ისე არ წვიმს როგორც ქუხს.ნანობაშვილის კომენტარი მომეწონა, ეპილეფსია, დიაბეტი და ჰეპატიტი,მაინტერესებს რომელს მკურნალობენ ამ ჩამოვლილი დაავადებებიდან ჩვენი "სახელგანთქმული" ბეითალები. ან ,რომელი მონადირე დადის ეპილეპტიკი და ჰეპატიტიანი ძაღლით სანადიროთ? უბრალოდ გვიყვარს ჩვენი ძაღლები და ეგენი ამით სარგებლობენ.ისეთ პრეპარატებს ნიშნავენ, ადამიანისთვის უჭირთ მათი ყიდვა.გაუაზრებლად ანტიბიოიკის მიცემა, ადამიანს ვნებს და მითუმეტეს ძაღლს(მისი სუსტი ღვიძლიდან გამომდინარე).მე ძაღლი რაც არ უნდა მიყვარდეს, ის სანადიროდ მინდა, "ეპილეპტიკი" და ნერვული აშლილობით ძაღლი ჩემი აზრით 'დასძინებელია".მაპატიეთ თუ ვინმე გავანაწყენე.

0   Spam
3 akson777   (04.09.2014 18:25:24)
ამ ახალი კანონის მომგონს ეტყობა თვიოთონ სახლში ყველა მისთვის საჭირო მედიკამენტი უწყვია და ხალხის ბედი სულ არ ადარდებს! ერთი უნდა დააყენო ამ კანონის მომგონი 5 საათიან წამლის რიგში და ჭკუას ისწავლის! რაღაც წვეტიანი იდეა მოზდით თავში და იმის გახორციელებაში ხალხს როგორ აწვალებენ ტვინს არ აყოლებენ ... ... მაინცდამაინც რაღაც უბედურება უნდა მოხდეს რო თვალი გაახილონ?! არ ესმით ტვინში, რომ ექიმის რეცეპტის არქონის გამო ავადმყოფი ადამიანი (შინაურ ცხოველს რო თავი დავანებოთ) წამლის ყიდვას ვერ მოასწრებს და მათ ნამუსზე იქნება თუ ავადმყოფი ამის გამო დაიღუპება!

ეს კანონი ან უცოდინარმა ან ფულის სუნით გაღორებულმა მოიფიქრა!!!! ორში ერთი!!!!!!!!

0   Spam
2 kalia5555   (04.09.2014 13:22:56)
ჩემის აზრიტ ასეტი კანონის შემოგება მიუგებელია. შეზგუდვები ნამდვილათ საჩიროა მაგრამ გარკვეული მიმართულებიტ.ადამიანს რამდენი ტავი ატკივდება ყველაფერზე უბნის ექიმტან უნდა ირბინოოს იმისტვის რომ ანალგინს ვერ ყიდულობს ურეცეფტოდ. ეს ნამდვილად უსამარტობაა

0   Spam
1 firali81   (03.09.2014 20:31:25)
ეს ახალი კანონი რას ემსახურება? ამ დაქცეულ ქვეყანაში წამალსაც ვეღარ შეიძენს ადამიანი. დადგება უზარმაზარი რიგები კლინიკებში. და გაჩნდება შავი ბაზარი. ეს უნდათ? უამრავი ადამიანი ვერ მიიღებს წამალს თავის დროზე. და რისი გულისათვის, ვიაცეები რომ ფსიქოტროპულ წამლებს მოიხმარენ დიდი დოზებით? ისინი სავარაუდოდ მაინც შეძლებენ ამას. დრო გვიჩვენებს რა
"სარგებელს" მოგვიტანს ეს ახალი რეგულაცია.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    nikala1992

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика