ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა ფოტოდოკუმენტალისტი დააზიანა    

02:21:28
დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა ფოტოდოკუმენტალისტი დააზიანა
2012.10.20

დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა ფოტოდოკუმენტალისტი დააზიანა

ფოტოდოკუმენტალისტი ნიკა წიკლაური, რომელიც ფოტოებს ტურიზმის დეპარტამენტის დავალებით იღებს, რაჭაში, შაორის წყალსაცავთან ახლოს, დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა დააზიანა.

როგორც ნიკა წიკლაური ამბობს, ხაფანგი ბილიკზე იყო დაგებული:


"მე ფოტოგრაფი ვარ და ტურიზმის დეპარტამენტის დავალებით მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული ობიექტების გადასაღებად დავდივარ. შაორის წყალსაცავის თავზე პატარა გორაკია და იქ ავედი, მანქანის გზაა ცუდი, იქიდან ალბათ ნახევარი კილომეტრით გადავედი და ბილიკს გავუყევი. ხაფანგი ბილიკზე იყო და ფეხი ჩამივარდა, ზევიდან ფოთლებით იყო დაფარული, ეს იყო პარასკევი საღამო, ნახევარი საათი დავხარჯე იმისთვის, რომ თავი გამეთავისუფლებინა. საერთოდ ხაფანგი ძნელი გასახსნელია, თითქმის შეუძლებელიც კი, მე გამიმართლა, რომ რაღაც ინსტრუმენტები მქონდა თან”, – აცხადებს ნიკა წიკლაური.

 

მომხდარის შემდეგ, როგორც იგი ამბობს, პოლიციას მიმართა:


"თავი როგორც კი გავითავისუფლე, წავედი, ხაფანგი წავიღე და ამბროლაურის პოლიციას ჩავაბარე, გავხსენი საქმე სხეულის დაზიანებაზე და ბრაკონიერობაზე. გარდა იმისა, რომ ხაფანგით ნადირობა საერთოდ აკრძალულია, ეს ადამიანისთვისაა სახიფათო, იმ ბილიკზე ნებისმიერს შეუძლია გაიაროს, ხაფანგი კი პირდაპირ ბილიკზე იყო დაგებული. რახან ტყეა იქ, ხალხი ხშირად არ დადის, მაგრამ თუ ვინმემ გაიარა, აუცილებლად დაზიანდება”.

 

წიკლაური არ არის დარწმუნებული, რომ პოლიცია დამნაშავის დაკავებას შეძლებს:


"მე არ ვიცი, პოლიცია რამდენად გახსნის საქმეს, რადგან იქ, როგორც ვიცი, ბევრი ბრაკონიერია და ბრაკონიერობის ფაქტები ხშირია, გამოძიება დაწყებულია ოფიციალურად, მაგრამ ფაქტობრივად მუშაობენ თუ არა, არ ვიცი, ორშაბათს მე გამომძიებლებს კონკრეტული ადგილი უნდა ვაჩვენო, სადაც ხაფანგში ჩავვარდი”, – აცხადებს ის.


საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხაფანგით ნადირობა აკრძალულია. 

 

ნიკა წიკლაური

ნიკა წიკლაური



წყაროhttp://netgazeti.ge/GE/105/opinion/14028/
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 2709 | დაამატა: Admin | ტეგები: ფოტო, დოკუმენტალისტი, მა, დაგებულ, ხაფანგ, დააზიანა, ბრაკონიერ, სთ, დათვი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 civilioni   (27.06.2015 20:30:48) [მასალა]
ამხელა ხაფანგმა დაარტყა და ესე მცირე დაზიანება მიიგღო? გასაკვირია 25

0   Spam
4 ზურა333   (04.03.2013 13:30:30) [მასალა]
მაგ სიტუაციაში სოფელმა უნდა გამოიჩინოს ყურადღება. ბევრ სოფელში ბრაკონიერ ელექტრიკოსებს თავზე დააღუნეს აპარატები, მუჭი ცხვირში მიიღეს ბევრგან, ზოგან თოფიც ესროლეს, იმ სოფლების მდინარეებში დღეს კალმახი და წვერა ანკესით კარგად იჭირება და ვერავინ ბედავს ბრაკონიერობას. მთავრობას თუ უცადე თევზი აღარ დაგრჩებათ მალე. სოფლის უფრო ეშინია ბრაკონიერს, როცა იცის, რომ იმ სოფელში ბრაკონიერს არ ახარებენ

0   Spam
3 simoni   (26.12.2012 10:01:19) [მასალა]
დატვის ხაფანგში გაება და ესე იოლატ გამოვიდაააა? საინტერესოააა??//// 23 23 23 23

0   Spam
2 kaxelo-ij27   (22.12.2012 00:29:49) [მასალა]
კიდევ კარგად გადაურჩა ნიკუშა პეხირომ არ დაკარგა 23 25

0   Spam
1 PWNZogy   (03.11.2012 20:45:11) [მასალა]
საწყალი ტოო a5

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика