ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აგვისტო » 22 » ბუნების დაცვა    

00:49:45
ბუნების დაცვა

ბუნების დაცვა

ბევრჯერ თქმულა და გავიმეორებთ, რომ საქართველოს ერთადერთი  სიმდიდრე მისი ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც. ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში და განცხრომას ეძლევიან, მაგრამ ტყესა და მთაში ყოფნისას არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ მთა-ბარში 7000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს, არც უნიკალურ ცხოველებსა და ხეებზე ფიქრობენ. ხეზე ფიქრი მაშინ დაიწყეს, როცა მათ ბინებში აცივდა და გათბობის სხვა საშუალება აღარ ჰქონდათ, როცა ხე გასათბობად დასჭირდათ. ასე განადგურდა ტყე. იგივე დაემართა თევზსა და პირუტყვს. კეთილშობილ ირემს, მაგალითად, ლამის ბოლო მოუღეს. რვა წლის წინ 700 ერთეული ბინადრობდა ამ იშვიათი ცხოველისა საქართველოს ტყეებში, ახლა კი 37-ღა დარჩა. საკუთარი ბუნების მოყვარული ქართველები ავტომატებით ნადირობდნენ ტყის ამ მშვენებაზე. ბრაკონიერებს შედარებით იოლად გადაურჩა მურა დათვი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში 39 მათგანი ცხოვრობს. ქართველებს თავიანი მთა-ბარი უყვართ, მაგრამ არ უვლიან. ეს ასე იყო ყოველთვის, ოღონდ უწინდელ პოლიციურ სახელმწიფოში მხოლოდ განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილ პარტიულ მუშაკებს და მათთან დაახლოებულ ბრაკონიერებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხოცათ ეს იშვიათი ცხოველები, საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ კი, განუკითხაობის ჟამს, ბუნებაზე შეტევა გაძლიერდა. 1990 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრეზიდენტის სურვილით, საქართველოს ბუნების დაცვის საქმეში აქტიურად ჩაერია საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელწოდებით "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი”, რომელსაც მთავრობამ სთხოვა აღეწერა და მიეხედა საქართველოს მთა-ბარისთვის. არ შეიძლება არ ვახსენოთ უდო ჰირში – კაცი, რომელმაც, "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” დავალებით, ბუნების დამცველთა პირველსავე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. "ფონდმა” მიზნად დაისახა განესაზღვრა საქართველოს 7 დიდი ნაკრძალი. 1991 წელს, როცა საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მოხდა, იმ დროისთვის უკვე შედგენილი რუკები განადგურდა. ახალმა ხელისუფლებამ "ფონდს” სთხოვა გაეგრძელებინა დაწყებული საქმე. ამჟამად ნაკრძალთა უმეტესობის საზღვრები დადგენილია. სულ მცირე, ქაღალზე მაინც დაცულია მაღალი და საშუალო მთიანეთის, ასევე, შავი ზღვისპირა ტენიანი, სუბტროპიკული რეგიონები. ქაღალდზეა დაცული, ვინაიდან რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ამგვარი მიზნებისთვის სახსრები არ გააჩნია. "ფონდი” ფულს არ იშურებს საქართველოს ბუნების დასაცავად. მაგალითად, მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალისთვის ორნახევარი მილიონი ევროა დახარჯული. "ფონდმა” კავკასია და მისი სამხრეთი რეგიონები მსოფლიოს იმ 25 კრიტიკულ არეალს მიაკუთვნა, რომლებიც სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ამიტომ მათი მოვლა და შენარჩუნებაა საჭირო. "ფონდის” მიერვე კავკასია შეტანილია მსოფლიოს ორასამდე რეგიონის სიაში, რომელშიც მას საკმაოდ მაღალი ადგილი უჭირავს და რომელიც მომავალში საზრუნავ რეგიონებს მოიცავს. კავკასიის ამ განსაკუთრებულ ბუნებას, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჰავას უნდა ვუმადლოდეთ.კავკასიონის მაღალი ქედი ჩრდილოეთიდან მომავალ ჰაერის ცივ მასებს აკავებს. ამის დასტურია ისიც, რომ გამყინვარების დროს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე გადარჩა ზომიერი სარტყლისთვის დამახასიათებელი ის მცენარეები, რომლებიც სხვაგან ყველგან დაიღუპა და ევროპაში მხოლოდ შემდგომ გავრცელდა კავკასიიდან. ასე რომ, კავკასია ევროპის მცენარეთა აკვნად შეიძლება მივიჩნიოთ. აქვე მოკლედ გიამბობთ ზემოხსენებული უდო ჰირშისა და აწ განსვენებული ენათმეცნიერის, პროფესორ გურამ რამიშვილის ერთ ინიციატივაზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ბუნების – და არამხოლოდ ბუნების – დაცვასთან. 1992 წელს შეიქმნა ამ ორი პიროვნების მიერ "CUNA Georgica” – საზოგადოება, რომლის მიზანი საქართველოს კულტურისა და ბუნების დაცვაა. ეს არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, თავისი წარმომადგენლობებით ზუგდიდსა და მესტიაში. ბუნებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვის გარდა, ეს პროექტი ემსახურება სოფლებში სოციალური და ეკონომიკური პირობების იმგვარად განვითარებას, რომ ბუნებრივი რესურსები ტრადიციული ფორმებით იქნეს გამოყენებული, ინფრასტრუქტურის სამომავლო გარანტიით. პროექტის ავტორებს ეს იდეა იმანაც გაუჩინა, რომ ხალხი სოფლებში, უსახსრობის გამო, იძულებულია ან ბრაკონიერი გახდეს, ან თვალი დახუჭოს ბრაკონიერობაზე. ეკოლოგიურ პოლიციას ბევრად მეტს უხდის ის, ვინც კანონს არღვევს, უკანონოდ ნადირობს ან თევზაობს. სახელმწიფოს მიერ დანიშნული ხელფასის სიმწირის გამო, ეკოპოლიცია, როგორც ცნობილია, ოჯახს ვერ არჩენს, ამიტომ სხვა გზას ეძებს და ადვილად აჰყვება ცდუნებას, აიღოს ქრთამი და თვალი დახუჭოს დანაშაულზე. "ბუნების დაცვის ფონდის” ინიციატივით, ნაკრძალების მიმდებარე არეალებში საგანგებო პროექტები ხორციელდება იმისათვის, რომ ხალხმა საკუთარი შრომით ოჯახის მიხედვა შეძლოს და ნაკრძალის ხარჯზე არ მოუხდეს ცხოვრება. ამის მაგალითია ბორჯომში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რაც უცხოეთის – პირველ რიგში, გერმანიის – ორგანიზაციებთან "ფონდის” შუამავლობით განხორციელდა. ამავე რიგს მიეკუთვნება ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე სოფლების საქმიანობა: ხალხი იქ დაკავებულია სამკურნალო მცენარეების – ბარამბოსა და კრაზანას – მოშენებით. ლაგოდეხიდან მარაგდება ბუნებრივ სამკურნალო საშუალებათა ბაზარი. უფრო მეტიც, საქართველოში მოშენებული მცენარეები ევროპაშიც შეიძლება იქნეს გატანილი, რაც სოფლის მცხოვრებთ საკმარის შემოსავალს მოუტანს საიმისოდ, რომ ნაკრძალის სიმდიდრის ხელყოფაზე აღარ იფიქრონ.



წყაროhttp://backofworld.wordpress.com/2012/01/29/41/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3733 | დაამატა: Admin | ტეგები: უნიკალური, მცენარე, იშვიათი, დაცვა, ყვავილი, ის, ნაკრძალი, ბუნებ, სახეობა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика