ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 19 » ბუნების უნიკალური მოვლენები    

22:01:58
ბუნების უნიკალური მოვლენები
ჩვენს პლანეტას განებივრებული ვყავართ ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი მოვლენებით. მეცნიერებამ საკმაო პროგრესი განიცადა და დედამიწაზე მიმდინარე ბევრი პროცესის ახსნა შეძლო. თუმცა არსებობენ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენების ისეთი უჩვეულო სახეცვლილებები, რომლებიც დედამიწის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას ხდება და კლასიკური მეცნიერული ახსნები აქ უძლურია.


„დილის საუცხოო მშვენება" ავსტრალიის ჩრდილოეთით, კარპენტარიის ყურის თავზე შეგიძლიათ იხილოთ. "morning glory clouds” – ეს ხატოვანი სახელი შეარქვეს ღრუბლების გრძელ, მრგვალ მილებს, რომლებიც ძირითადად შემოდგომის თვეებში „გადაიჭიმება" ხოლმე ზღვის ზემოთ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძირითადად ჭექა–ქუხილს მოსდევს.


ექა–ქუხილი აღარავის უკვირს, თუმცა ვენესუელაში, მდინარე კატატუმბოზე ღამით თუ გაისეირნებთ, შეიძლება ვერც მიხვდეთ, დღეა თუ ღამე. თითქმის ყოველ ღამე აქ ელვების არაჩვეულებრივი „ფეირვერკებიანი შოუ" მიმდინარეობს. ქალაქი მარაკაიბო სწორედ მათ უნდა უმადლოდეს გადარჩენას, რადგან რამდენჯერაც ცნობილმა მეკობრემ სერ ფრანცის დრეიკმა ქალაქზე თავდასხმა გადაწყვიტა, იმდენჯერ გაანათა „ჩამშვებმა" ელვამ მისი გემები და ქალაქიც ასწრებდა დროულ თავდაცვას.


მექსიკაში, ჩიხუახუას უდაბნოს ქვეშ მდებარე კრისტალების გამოქვაბული სავსეა უზარმაზარი, 10 მეტრის სიგრძის სელენიტის ( კალციუმის სულფიტის) კრისტალებით. მათ მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ ამხელა ზომების მისაღწევად. საკვირველი კიდევ ის არის, რომ როგორც წესი, სხვა მინერალების მსგავსი ტიპის იდიომორფული კრისტალები იმტვრევიან და დიდ ზომებს ვერ აღწევენ. მიუხედავად ლამაზი სანახაობისა, ამ გამოქვაბულში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან 90% სინოტივისა და მუდმივი 50 გრადუსიანი სიცხის გამო ადამიანი მაქსიმუმ ნახევარ საათში იღუპება.


მოგეხენებათ, რომ დედამიწის ქერქი ტექტონიკური ფილებისგან შედგება. ოკეანის სიღრმეებში მდებარეობს ამ ფილების ნაპირების შეერთება. მანტიაში მიმდინარე პროცესების შედეგად ფილები გადაადგილდება და იწვევს მიწისძვრას, ცუნამს და სხვა სტიქიურ მოვლენებს. როგორც ხვდებით, ეს ფილები საკმაოდ ღრმად მდებარეობს, თუმცა თუ მათი ნახვა საკუთარი თვალით გინდათ, ისლანდიაში უნდა გაემგზავროთ. აქ, ე.წ. რეიკიანის ქედთან, შეგიძლიათ იხილოთ „მიწისზედა" საზღვარი ჩრდილო–ამერიკულ და ევრაზიულ ტექტონურიკურ ფილებს შორის.




ავსტრალიაში, შარკ ბეის სანაპიროზე ასეთ სურათს წააწყდებით. ერთი შეხედვით დიდი არაფერი – ბაქტერიების ცოცხალი კოლონიები – სტრომატოლიტები სხვაგანც შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ რა განცდა დაგეუფლებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ კოლონიის მაცხოვრებლები უძველესი ციანობაქტერიები არიან. ეს ბაქტერია ყველაზე „ხნიერი" ცოცხალი ორგანიზმია ჩვენს პლანეტაზე, ანუ, სხვა სიტყვებით, სწორედ ის იყო პირველი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ოდესღაც წარმოიქმნა დედამიწაზე. 6.


ყინულის ამ ბასრ წარმონაქმნებს პენიტენტებს ეძახიან( პენიტენტები წვეტიანი ქუდებია, რომლებიც გასულ საუკუნეებში ეხურათ ცოდვების მონანიების დროს). მათი ნახვა შესაძლებელია ჩილესა და არგენტინას შორის ანდებში 4000 მეტრის სიმაღლეზე. ზოგიერთი მათგანი 4 მეტრამდე სიმაღლისაა. ვარაუდობენ, რომ ისინი წარმოიქმნებიან თოვლის პირდაპირი აორთქლებით – სუბლიმაციით, გადნობის გარეშე. შემდეგ კი ეს ორთქლი პირდაპირ იყინება, თხევად მდგომარეობაში გადაუსვლელად. ამას იწვევს აქაური უაღრესად მშრალი, ცივი ჰაერი და ჰაერის სწორედ ის ტემპერატურა – dew temperature, dew point, (ამ ტერმინის ქართული შესატყვისი ვერ მოვიძიე), რომელზეც ხდება ყინულის პირდაპირი აორთქლება ან პირიქით, თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით. 7.

ამ მოძრავი ლოდების „შეჯიბრი" შეგიძლიათ ნახოთ კალიფორნიის მკვდარი ხეობის ეროვნულ პარკში, სადაც მდებარეობს ამომშრალი ტბა Racetrack Playa ( რაც დაახლოებით „სარბენ პლიაჟს" ნიშნავს). NASA –ს „კომპეტენტური" განცხადებით, ისინი გადაადგილდებიან ძლერი გრიგალების დროს. მაგრამ ლოდი რომ ადგილიდან დაიძრას, აუცილებელია სულ ცოტათი მაინც „აიწიოს" მიწიდან. სავარაუდოდ, ლოდებში არსებული ყინულის პატარა ნატეხების აორთქლებით მათ ეძლევათ მცირეოდენი ბიძგი და დანარჩენს უკვე ქარი აკეთებს. თუმცა NASA–ს დაავიწყდა აეხსნა, იგივე გრიგალი რატომ არ შლის ქვის ნაკვალევს.


თუ აფრიკაში გაემგზავრებით ამ ტბის სანახავად, ფრთხილად იყავი, წყალში თითის ჩაყოფაც არ დაგჭირდებათ, ისე მოკვდებით. კამერუნის, რუანდასა და კონგოს საზღვრების გადაკვეთაზე მდებარეობს სამი მკვდარი ტბა: ნიოსი, მონოუნი და კივუ. სამივე ყოფილი ვულკანის კრატერშია მოთავსებული და მათ ზემოთ და ირგვლივ ჰაერი სულისშემხუთველი ნახშირორჟანგითაა გაჯერებული. 1984 წელს მონუონი "ამოიფრქვა” და მისი ტოქსიური წყლისა და ნახშირორჯანგიანი ჰაერის ღრუბლისგან 37 ადამიანი დაიღუპა შორიახლოს მდებარე დასახლებაში.



წყაროhttp://verzonti.wordpress.com/2011/12/16/%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 3219 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: უნიკალური, მოვლენები, ბუნების | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика