მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [6]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [1]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ახალი საკანონმდებლო ინ...   
Giaპასუხების რაოდენობა: 2
Armsan A612   
ბაქარიპასუხების რაოდენობა: 55
ტყის ქათამზე ნადირობა   
hunter96პასუხების რაოდენობა: 3718
ძაღლთა კვება და სისუფთ...   
ბაქარიპასუხების რაოდენობა: 393
ინერციული თუ აირგადამტ...   
basheliპასუხების რაოდენობა: 135
იარაღები   
ბაქარიპასუხების რაოდენობა: 5460

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ცხოველები    

მგელი
     მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს.

მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი – ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური” ცხოველია და მის ოჯახში "რანგების” დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები”, რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული” მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

წარმოშობა

მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების მტკიცებით ეს სახეობა პირველად სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში. მიტოქონდრიის უჯრედებიდან აზიურ ქვესახეობებზე დნმ-ს ანალიზი მეცნიერებს უფლებას აძლევს დაადგინონ მგლების გენეოლოგიის საწყისი თარიღი. დროთა განმავლობაში სახეობის დნმ-ში დაფიქსირებული ცვლილებების სიხშირე მიუთითებს აზიური ხაზის დაახ. 800 000 წლის წინ წარმოშობაზე, მაშინ როცა ევროპული და ჩრდილოამერიკული სისხლის ხაზები 150 000 წლით თარიღდება.[2] მგელი ჩრდილოეთ ამერიკაში ძველი მსოფლიოდან ბერინგის სახმელეთო ხიდით შეიჭრა (რომელიც ერთ დროს ალასკასა და ციმბირს აერთებდა) და სამხრეთისკენ მოგზაურობდა ბოლო გამყინავრებამდე დაახ. 18 000 წლის წინ.[3]

ტერიტორია

მექსიკური მგელი (Canis lupus laileyi). ეული მგელი, ხშირ შემთხვევაში მამრი მგელი, ბევრს ხეტიალობს, რათა იპოვოს მყუდრო ტერიტორია. მოგზაურობისას იგი სიჩუმეს ამჯობინებს და თავს არიდებს ყმუილს, რათა გზად მგლების მოწინააღმდეგე ხროვას არ გადააწყდეს.

ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი "რანგი” აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუტარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი "ეული მგლები”, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევთ.

მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავა იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რიონებში ეს ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა, დაახლოებით, 100 კვადრატულ მეტრამდე და კარგადაა დაცული. მგლების ხროვის კუთვნილი ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით უფრო ფართოვდება დაცული გერიტორია. მაგალითად, ჩრდილოეთის ირემზე მონადირე მგლები ირმების ჯოგს თან დაჰყვებიან არქტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის მარშუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის თითოეულ ხოგს დასდევს საკუთარი "შემოჩვეული” მგლის ხროვა. ალასკაზე შემჩნეულმა ერთ-ერთმა ასეთმა ხროვამ ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში – 13000 კვ. კმ-ის ფართობი.

სუნით დანიშვნა

მგლების ერთმანეთთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ხერხია ყმუილი. ამით მგლის ხროვა მოწინააღმდეგე ხროვას ამცნობს თავის ადგილსამყოფელს (Canis lupus lupus).

ზემოთხსენებული ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ყმუილი
ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.

ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო.

გამრავლება

ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ (Canis lupus).

გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის – ეძებს მყუდრო ბუნაგს.

ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში).

მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.

ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.

ნადირობა
დიდ ცხოველზე ნადირობისას მგლები გუნდური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. პირველად მოპოვებულ საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ხროვის დანარჩენ წევრებს ჭამის უფლება.

მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაწერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო "სალათი”. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს.

თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.

ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას – ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას.

ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.

ბუნებრივი გადარჩევა

რუხი მგლის განსაკუთრებული ბეწვის საფარი იცავს მას ზამთრის სუსხისაგან და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მთასა თუ ტყეში (Canis lupus ).

მგელი, ჩვეულებრივ, არ ერჩის დიდი ზომის ზდასრულ და ჯამრთელ ცხოველებს. ხროვა ძირითად ნადავლად ირჩევს ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერ, ძალიან სუსტს, ან ავადმყოფ ცხოველს. მგლების ნადირობაზე დაკვირვებისას ჩრდილოეთის ირმებსა თუ გარეული ხარების ჯოგებზე, შესამჩნევია, რომ ხროვა თავს ესხმის ჯოგისაგან ჩამორჩენილ ცხოველს, რომელიც სხვებისაგან განსხვავებით ძალიან სუსტია. მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს.

გუნდური მოქმედება
კბილების დაღრეჭა ძალიან მრისხანე შესახედაობას აძლევს მგელს. ასეთ პოზას მგელი თავდასხმის ან თავდაცვის მომენტში იღებს (Canis lupus).

მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ.

სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას. თუ ხროვაში ამ პერიოდისთვის არსემობს დედა მგელი და მისი ლეკვები, თითოეული წევრი ზრუნავს მათ გამოკვებაზე და საჭმლით ამარაგებს მათ ბუნაგში.

ჩვეულებრივ, მგელი მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე. ხშირად მგელი საკუთარი ნადავლის ტყავსა და ბეწვსაც მიირთმებს. ზოგჯერ მგელი რამდენიმე დღე მშიერი დაძრწის, რადგან ნადირობის პროცესი საკმაოდ მძიმე და ხშირად უშედეგოა. რთულ გარემო პირობებში გადასარჩენად მგელს დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.



წყარო:
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ცხოველები | დაამატა: mtacebeli (28.12.2009)
ნანახია: 10573 | კომენტარი: 4 | ტეგები: მგელი | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 soso_k3   (04.01.2010 23:18:16)
sagol magariaaa 166

0   Spam
3 vaxo_vaxo   (03.01.2010 18:43:50)
166 10 10 10 10 მაგარია

0   Spam
2 ვულფ   (02.01.2010 20:17:38)
10 166 10

0   Spam
1 gigagiga239   (31.12.2009 14:51:39)
10 10 10 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gia, raptor, lengo88, bubusicha, jentile5

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    leo(36) , guruloo(33) , lashagiorgi1(37) , niksona94(23) , kaxela(41) , NIKUSHA777(29) , lukasiko1971(46) , saba-golijashvili(42) , didebuli(39) , vano20(33) , recon(35) , vanushka001(21) , vimedashvili(33) , grisha(25) , romti(23) , HUNTER_DEVID(34) , biohazardi9(23) , beqa030304(31) , leki123(20) , freshi(36) , levani-levani(42) , bone(33) , levani123(42) , cuci(35) , gioxmala(27) , beso2005(39) , GNakani(28) , partisan777(24) , pokeri321(27) , Gigatevzadze(25) , [სრული სია]

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика