ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

პირველი ნადირობა ტყის ქათამზე
   ოქტომბრის ერთ მშვენიერ დილას,ერთმა მოხუცმა მონადირემ წამიყვანა ქათამზე სანადიროდ.
ავიღე დიდი შრომით და წვალებით ძლივს შეძენილი ,,ტულა" და გავუდექით გზას.გზას რომელსაც მივყავდით ჩვენი სოფლის ტყისკენ,
რომელიც ჩუმად გარინდულა, აქა-იქ სიბერე აქვს შეპარული,ჩაფიქრებულია,სევდას მოუცავს.სადაცაა დასცვივდება სამოსი და
მიუშვერს ტოტებს წვიმას და ქარბუქს.აი მოწყდა ფოთოლი ხეს, გამოეყო შტოს და დაეშვა ძირს,მაგრამ პირდაპირ კი არ დაეშვა,
არა,დაფარფატებს ჰაერში.ხან მაღლა ავარდება,ხან დაბლა დაეშვება,უკანასკნელი ძალა მოიკრიფა,მზისკენ ავარდა ასე რომ ათბობდა მას,
მაგრამ უკვე დაუძლურდა მიწას დაეცა და დადუმდა.გაზაფხულზე ახალი მწვანე ფოთოლი გამოვა,ხარბად შთანთქავს მზის
სხივებს და წვიმაში იბანავებს.
  7 საათი იქნებოდა როცა ტყეში შევედით. ბაბუმ მითითებები მომცა,მეც როგორც ახალბედა ნადირობის ასპარეზზე გამოსული
მონადირე გულდასმით ვასრულებდი ყველაფერს.უეცრად გაყვითლებულ და აგვისტოს მზისგან დაღლილ ფოთლებიდან რომლებიც თავისი მშობლის
ძირში მოკალათებულნან გამოვარდა თაგვი და თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა ქორს(ტყის მეფეს).ეს ყველაფერი აღვიქვი ქათმის წამოფრენად.
ბუჩქებიდან, რომ იცის ფართხალით ამოსვლა და დიდ სილამაზეში გაუჩინარება.ამ დროს ტანში გამიარა რაღაც
ელვისებურად და ფეხის ფრჩხილებიდან გამოვიდა.
  8 საათი იქნებოდა როცა მზემ თავისი სხივები ჩამოიტანა ტყეში,ხეებ შუა გააძვრინა და გააღვიძა ტყე რომელიც
ზამთრის ძილისათვის ემზადებოდა.უეცრად ”ბიმი” რომელსაც ენა ქონდა გადმოგდებული სირბილით და თავისი
სამუშაოს სიხარულით შესრულებისას ბუჩქნარში შეხტა და ფრთების ფართხუნუით წამოაგდო ბუჩქის ძირას მჯდარი
თავისი საქმით გართული ქათამი.ბაბუ რომელიც თავისი ასაკის გამო ცოტა შენელებული იყო 2 პირი მიაყოლა,მე კი გაქვავებული
ვიდექი,გული ხელში მეკავა დიდი სიამოვნებისაგან,განცდისაგან და ვუყურებდი როგორ უჩინარდებოდა ეს არცთუ ისე
ადვილად მოსაპოვებელი ულამაზესი ფრინველი ტყის სიღრმეში,სადაც მზე თავისი სხივებით ალაგ-ალაგ
გზას უნათებდა.დიდი ხანი არ იყო გასული და ბიმიმ მეორეც მიაყოლა,აქ უკვე დიდი მონდომებით დავაბრძანე როგორც იქნა სამიზნეზე და
თოფის ხმამ გაარღვია ტყის სიღრმე და გაიჭრა მდელოებზე,რომლებიც ამ ტყეს ესაზღვრება.იმწუთებში თავი ტყის განუყოფელ ნაწილად ვიგრძენი.
ისე სწრაფად მივედი ქათმამდე,რომელიც კუნელის ბუჩქზე იყო გაყენებული,რომ ბიმი აზრზეც ვერ მოვიდა.
ნათქვამია ბებერი ხარის რქაც ხნავსო და ბაბუმ ორი ქათამი ჩამოიკიდა ქამართან განთავსებულ ტყავის თოკებზე,
რომელიც ძველი ტყავის ქურთუკიდან იყო გაკეთებული.
  პირველი საათი იქნებოდა,რომ სახლის გზას გამოვუდექით.გზაში ორჯერ დავისვენეთ.ჩამოვჯექით ხავსიან ქვაზე,რომელსაც ქუდივით გადმოფარებოდა
კუნელის ბუჩქი.ბაბუმ თავისი გავლილი წლების მოყოლა დაიწყო.დღეს კი ორჯერ ვისვენებო,ამდროს შევატყვე
ყელში რაღაც გაეჩხირა,ჩაახველა უნდოდა ამოეგდო ის სიბერე და სისუსტე რომელიც 
აშორებდა ამ სილამაზის ნახვასთან,ამოიღი თავისი ხელით გამოჩორყნილი
ყალიონი და თამბაქოს ჩაუკიდა...


წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: gio90 (12.06.2013) W
ნანახია: 2559 | კომენტარი: 6 | ტეგები: ქათამზე, ნადირობა, ტყის, პირველი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 racha123   (06.11.2013 01:16:33) [მასალა]
მაგარია ცჰემი მეზობელი გამახსენდა 10 10 10

+1   Spam
5 bichi2009   (17.06.2013 13:37:00) [მასალა]
ტყის ქათამზე ნადირობა ჩემი სისუსტეა ჯერჯერობით არაფერზე ნადირობა არ მირჩევნია ამაზე ნადირობას. ხოხობი და კაკაბი არ გამომიცდია და ვერ ვიტყვი. შემიძლია მთელი დღეები ვიხეტიალო ამ ლამაზი ფრინველის ძიებაში და ყოველდღე გასვლებს ვაკეთებ იმიტომ რო ეგ არის რო მასულდგმულებს ნადირობისას.

0   Spam
4 ბუთუთი   (13.06.2013 10:17:05) [მასალა]
საღოოლ 10

+2   Spam
2 krimanjuli   (12.06.2013 23:58:21) [მასალა]
ვაიმე შენ შემოგევლე, რამდენი ხანია აქ ესეთი არაფერი წამიკითხავს, გაიხარე იმ ჟრუანტელისთვის ეხლა რომ გამიარა კეფასთან და მხრებზე რომ გადავიდა, ციგანკას შეშურდებოდა ისე ავათამაშე ბეჭები. 10 10 :10:""ტყის სიღრმეში,სადაც მზე თავისი სხივებით ალაგ-ალაგ
გზას უნათებდა."" ეგ თუ არ დაინახე , არ იგრძენი, ისე ვერ დაწერ... გვიმრავლოს საიტს შენითანები, და არამარტო საიტს, მთელ საქართველოს 23_30_126

0   Spam
3 gio90   (13.06.2013 01:04:35) [მასალა]
მადლობა მეგობრებო გაიხარეთ 39

0   Spam
1 giohunt1982   (12.06.2013 22:16:06) [მასალა]
166 10 10 ბრავო!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика