ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
სასტენდო სროლა ...   
demurkპასუხების რაოდენობა: 198
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში, შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს
ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში, შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდეს
20:13 03-04-2013
ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში, შესაძლოა, დახურული ტიპის ორი ქართული მონასტერი დაარსდესსაქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ დადებული ხელშეკრულების დეტალები განხილვის საგანი ამ დღეებში კიდევ ერთხელ გახდა. პრეზიდენტის პრესმდივნის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ხელშეკრულების მიხედვით, აჰმადის მეჩეთიდან შუა საუკუნეების ჯვრის გამოსახულებიანი ქვის რელიეფები უნდა გამოიტანონ და ოქროსფერი გუმბათი ტყვიისფერით შეცვალონ. რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს აღდგენილ რაბათში? რატომ უნდა მოხდეს მეჩეთიდან ჯვრის გამოსახულებიანი ქვების გამოტანა? დაიწყო თუ არა სამუშაოები იშხანსა და ოშკზე? - "ინტერპრესნიუსმა" ამ კითხვებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, თეოდორე ჭუაძეს მიმართა.


_ მეუფეო, ბოლო დღეებში საუბარია რაბათში არსებული მეჩეთიდან ჯვრის გამოსახულებიანი ქვის სტელების გამოტანის შესახებ. როგორია თქვენი და საპატრიარქოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით? 

_ ჯვრიანი ქვები სამუზეუმო ექსპონატია, რომელიც შიგნით იყო დაწყობილი. არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. ეს არის სხვადასხვა ადგილებიდან მოტანილი ექსპონატები, რომელიც იქ ბევრი იყო. შემდეგ გაიტანეს. თავის დროზე იქ სამუზეუმო დარბაზი იყო, როდესაც მუზეუმი ფუნქციონირებდა. ძალიან დიდები იყო და ვერ მოერივნენ. არ ვიცი ახლა თუ გაიტანენ, ასე ადვილი არ არის მათი გატანა. 

_ რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, რაბათში არსებული მეჩეთის აღდგენა ნატაძრალზე მოხდა. რას იტყვით ამის შესახებ? 

_ სამწუხაროა, რომ რესტავრაციამდე იქ არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა. 
არსებობს გადმოცემა, რომ იქ იყო ტაძარი, რომელიც შემდეგ დაშალეს. XVII_XVIII საუკუნეებში კი იქ აშენდა მეჩეთი. შემდგომში, როდესაც რუსები შემოვიდნენ და თურქებისგან გაათავისუფლეს ეს ტერიტორია, იქ იყო რუსული გარნიზონი და ეს სამხედრო ტაძარი იყო, რომელიც თითქმის 100 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, როგორც ტაძარი. 

_ ჯვრის გამოსახულების მეჩეთიდან გამოტანით ხომ არ სურთ, რომ იგი მეჩეთს დაემგვანოს?

_ ახლა იქ მეჩეთი არ არის. ვინ გითხრათ, რომ მეჩეთია? იმ საკურთხეველს ისევე ვერ მოშლიან, როგორც ტრაპეზს, რომელიც იქ დგას. მთელი ახალციხე ფეხზე დადგება. მე როგორც ვიცი, აქ საუბარია სახურავის შეცვლაზეც. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ აქვს, ოქროსფერი სახურავი ექნება თუ ტყვიისფერი. მე ამას მეჩეთს არ ვეძახი. იქ მას მიშენებული აქვს სამრეკლო. თურქულ მხარეს ჰქონდა სურვილი, რომ მინარეთი გაკეთებულიყო. ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს სამრეკლო ასევე არის ისტორიული ძეგლი, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინ გაკეთდა. მას მინარეთს ეძახიან, მაგრამ ეს არის სამრეკლო.

_ კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ იშხანსა და ოშკზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაწყებად ქართველი სპეციალისტები სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, იშხანზე ხარაჩოებია. თქვენთვის რა იცით ამის შესახებ?

_ იშხანსა და ოშკში თურქებს რესტავრაცია გარკვეულწილად დაწყებული აქვთ. როგორც მე ვიცი, აქ საუბარია იმაზე, რომ ქართველი სპეციალისტები ჩაერთონ რესტავრაციის პროცესში. ქართველი სპეციალისტები რესტავრაციის პროცესში ჩართულები არ არიან. 
დაახლოებით ერთი კვირის წინ, იქ სპეციალურად ვიყავი ჩასული და დავათვალიერე. იშხანში, ჩრდილოეთის კედელზე, რომელიც ყველაზე უფრო ძველია, თავად საბა იშხნელის მიერ არის გრიგოლ ხანძთელის პერიოდში აშენებული, დგას ხარაჩოები. მიტანილია დიდი რაოდენობით ხის მასალა. მომზადებულია სამუშაოების დასაწყებად. დადგმულია ასე ვთქვათ ქოხი, სამუშაოდ. ოშკში კი მხოლოდ ერთ-ერთ სვეტს, რომელსაც ძირი აქვს გამოცლილი, რკინის მილი შეუდგიათ. იქ მეტი არაფერი არ არის გაკეთებული, მაგრამ გარკვეულწილად იქაც ნაფიქრალი აქვთ. იშხანი ყოველ შემთხვევაში მომზადებულია. 
ძალიან კარგია, თუ ქართველი სპეციალისტები სარესტავრაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან, რადგან ამით ტაძრების აღდგენა ისე მოხდება, რომ ისტორიული იერსახე დაცული იქნება და არ დამახინჯდება. თუმცა, ამისთვის ჩვენ ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ იყოს და ჩვენ ძალიან ბევრი დავთმოთ. 
საპატრიარქოს სურვილი აქვს და მოთხოვნაც არის, რომ როდესაც ტაო-კლარჯეთში ტაძრებზე სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება და იქ იქნებიან ქართველი სპეციალისტები, აუცილებლად იყოს წარმოდგენილი საპატრიარქოც. ამაზე საპატრიარქოს კულტურის სამინისტროდან თანხმობა აქვს. 
როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ იმყოფებოდა ჩვენთან, ვისაუბრეთ და ამ საკითხში უკვე არის გარკვეული წინსვლა - ჯერ ტაძარი მოქმედი შეიძლება ვერ გახდეს, მაგრამ გარკვეულ დღეებში ოფიციალურად გვექნება ნებართვა, რომ წირვა ჩავატაროთ.

_ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ტაძრებთან დაკავშირებით თურქეთის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ასეთ შემთხვევაში?

_ მინისტრი საუბრობს, რომ თურქეთი ასეთ შემთხვევაში საკუთარი მოქალაქის ყველა რელიგიურ სურვილს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, თურქეთში არც ერთი ქართული სათვისტომო, როგორც ქრისტიანული სათვისტომო, დარეგისტრირებული არ არის. უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ქრისტიანული სათვისტომო და შემდეგ მიმართონ თურქეთის ხელისუფლებას, რომ მიეცეს ლოცვის საშუალება. იქ სამწუხაროდ მართლმადიდებელი ქართველები არ ცხოვრობენ და ვერავინ მიმართავს. მაგრამ არის შესაძლებელი, გაკეთდეს მონასტერი. ჩვენ ამის შესახებ დავუთოღლუსთან გვქონდა საუბარი. გაკეთდეს ორი მონასტერი - ერთი ტაო-კლარჯეთის მხარეში, მეორე - ლაზეთის მხარეში. ორივე იქნება ჩაკეტილი მონასტერი; შიგნით ილოცებენ და არ იქნება საფრთხის შემქმნელი, მოსახლეობაში მართლმადიდებლობას არ იქადაგებენ. მონასტრები მოემსახურებიან ჩამსვლელ მომლოცველებს საქართველოდან ან სხვა ქვეყნებიდან.

_ თუ შეირჩა ტაძრები სამონასტრო კომპლექსებისთვის?

_ სამონასტრო კომპლექსებისთვის ტაძრები ჯერ შერჩეული არ არის. მხარეები შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით საუბარს გავაგრძელებთ. ჯერ ასე კონკრეტულად არაფერი შერჩეულა. 

"ინტერპრესნიუსი"
ეკატერინე ბახუტაშვილი


წყარო: http://www.interpressnews.ge
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: IRAKLIG (10.04.2013)
ნანახია: 2530 | კომენტარი: 1 | ტეგები: დახურული, და, მონასტერი, დაარსდეს, ქართული, ორი, შესაძლოა, ლაზეთში, ტაო-კლარჯეთსა, ტიპის | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 babuka   (10.06.2013 19:50:38) [მასალა]
ტაოში და ლაზეთში მონასთრების გახსნა უფლის ნებაა და ასეც მოხდება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    vaxo65, qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика