ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ეროვნული პარკები    

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

პალიასტომი

პალიასტომი


კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქარათველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. 
კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. 2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. კოლხეთის ეროვნულ პარკი არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებისგან - უბნებისგან შედგება. პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების ჭურიისა და ხობისწყლის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების ხობისწყლის და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების რიონის და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ გეოგრაფიულ უბნებად. ეს ის ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი. ამას გარდა, ეროვნულ პარკში შედის მდინარეების რიონსა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. ანაკლია-ჭურიის უბნის ფართობი შეადგენს 13 713 ჰექტარს; ნაბადის უბნის სიდიდე 10 697 ჰექტარია, ხოლო იმნათის უბნის – 19 903 ჰექტარი. სულ ეროვნული პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდე 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიის – 15 742 ჰექტარია. ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. 
კოლხეთის ეროვნული პარკის ნამდვილი მშვენება პალიასტომის ტბაა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ შავი ზღვის ყურე იყო. საუკუნეების მანძილზე ზღვის ტალღების მიერ სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, ხოლო მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და წყლის უხერხემლოებითა და პლანქტონით მდიდარ, სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის მრავალი სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.
კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. კოლხეთის დაბლობს სხვა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს. 
ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები, მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი. დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა. მრავალფეროვანია წყალმწენარებიის სახეობრივი შემადგენლობა. 
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები, უპირველეს ყოვლისა, ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების განსხვავებული მცენარეული დაჯგუფებები: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, იმერული მაწაქი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა
აქ გავრცელებულია გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი ორი სახეობა – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. ტბების და ჭაობის მდინარეების გასწვრივ ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში კი გავრცელებულია ისეთი მცენარეები, როგორიცაა: კოლხური და ყვითელი დუმფარა, წყლის კაკალი და ლემნა, ხოლო ტორფიან ჭაობებში, ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად, სამეფო გვიმრა და იმერული ისლი გვხვდება.
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების სახით, ზოგიერთი მათგანი შესულია საქართველოს "წითელ ნუსხაში”: კოლხური მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა, ხოლო დანარჩენი სახეობებისაგან დაზიანებულია: იფანი, ქართული მუხა და თხმელა. 
ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში და ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში დაახლოებით 9-10 მეტრის სიმაღლე კოლხურ-ჰირკანული მურყანი დომინირებს, იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი, წიფელი, ნეკერჩხალი, იფანი და რცხილა. დღემდე შემორჩა ბზა, იელით, შქერით, თაგვისსარათი, ბაძგი, ძმერხლი.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფრინველების სულ 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. აქ უამრავი ფრინველის ყოველწლიული მიგრაციის მარშრუტი გადის. შემოდგომობით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ დაძრული მილიონობით ფრინველისთვის დაუსახლებელი ჭაობები დასვენების და შორეულ გადაფრენებს შორის სულის მოთქმის იდეალური ადგილია, ხოლო მრავალი სახეობის ფრთოსანისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს. 
ფრინველებიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წყლის პატარა ქათამურები, ყანჩები, ლურჯი ალკუნი გვხვდება. ოქტომბრის თვეში სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებელებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.
სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები სამხრეთისკენ მიუყვებიან ზღვის ნაპირს. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, ჩვამების გუნდები მოფრინავენ. გარდა ამისა, აქ გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა, მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი, დიდი მყივანი არწივი და სხვა. უკვე ძნელად თუ შეხვდებით საქართველოს ფაუნის სიამაყესა და მშვენებას, ულამაზეს ფრთოსანს – ხოხობს, რომლის არსებობაც ძველმა მსოფლიომ ოდესღაც კოლხეთში ჩამოსული ბერძენი ზღავაოსნებისგან შეიტყო. 
მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია: ტურა და გარეული ღორი, შველი, წავი. აღსანიშნავია, რომ აქ საქართველოს „წითელი ნუსხის" 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული.
ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი.
კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან აქ ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი , წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.
ეროვნული პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახოებითაა წარმოდგენილი, მათგან გამსვლელი თევზები 23 სახეობა, მტკნარი წყლის თევზი 21 სახეობა, შავი ზღვის თევზი 44 სახეობა. ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია: ატლანტური ზუთხი და სვია, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან – შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვა. 
კოლხეთის ეროვნული პარკის წყლის ეკოსისტემებში გავრცელებულია საქართველოს "წითელ ნუსხის" თევზის 6 სახეობა: სვია, ფორეჯი, ატლანტური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული, ღორჯო - მექვიშია, მორევის ნაფოტა.
კოლხეთის ეროვნული პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლების მონახულება ხდის. ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი და კოლხეთის ქრისტიანული ძეგლები – შუა საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით მდიდარი მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის, კორცხელის და გულევლის ეკლესიები ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარეობს. ასევე, საინტერესოა ზუგდიდში დადიანების ევროპული სახლ-მუზეუმი და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები.
კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. საქართველოს და, მით უმეტეს, ორნითოლოგიურად მდიდარ კოლხეთს ფრინველთა თვალთვალის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო შეხვედრის შეთავაზება შეუძლია. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, ხოლო ტურისტთა განთავსება, როგორც ეროვნულ პარკში არსებულ ვიზიტორთა სახლში, ასევე ფოთის, გრიგოლეთის და ზუგდიდის სასტუმროებში შეიძლება. 
ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს რამდენიმე დაუვიწყარ სანაოსნო მარშრუტს სთავაზობს. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებად მაინც მოტორიანი კატარღები რჩება. თუკი ანაკლიის მახლობლად ჭურიის შავ ზღვასთან შესართავში ნავში მოთავსდებით და მდინარეს აღმა აუყვებით, ან იმნათ-პალისტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, მრავალ ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ – აქაური რელიქტურ ტყეებში მიმავალი მდინარის ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სურპრიზებს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით.


რას გთავაზობთ პარკი:

1. იმნათის უბანი ¬– სანაოსნო მარშრუტი – პალიასტომი-ფიჩორი: 
მარშრუტის ხანგრძლივობა 4-5 სთ. 

საკონფერენციო დარბაზში მცირე მიმოხილვა მარშრუტის შესახებ, სპორტული თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვება. /გასვლა კატერით/. 
2. პალიასტომის ტბაზე გასეირნება 14 კაციანი პანტომით. 
ტურის ხანგრძლივობა – 1 სთ. 

3. ზღვაზე გასეირნება 5 ადგილიანი კატამარანის ტიპის ნავით.
ტურის ხანგრძლივობა – 1–2 სთ. 

4. ჭურიის უბანი – საფეხმავლო-სანაოსნო მარშრუტი „ფრინველთა დარგოლვის ცენტრი ჭურია”
ტურის ხანგრძლივობა – 1-2 დღე; 

საკონფერენციო დარბაზში მცირე მიმოხილვა მარშრუტის შესახებ. (სპორტული თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვება სათვალთვალო კოშკებიდან, პიკნიკის მოწყობა, ზღვის სანაპიროზე შესვენება, ტყეში შესვლა, მდინარე ჭურიაზე კატერით გასეირნება), გასვლა ადმინისტრაციის ტერიტორიიდან ავტომანქანით ჭურიამდე. 

5. ისტორიულ-კულტურული ტურისტული მარშრუტი – „დადიანების სახლ-მუზეომი”:
ტურის ხანგრძლივობა – 6-7 სთ.  

6. ისტორიულ-კულტურული ტურისტული მარშრუტი – „არქეოპოლისი”:
ტურის ხანგრძლივობა – 6-7 სთ. 


ვიზიტორთა კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს პარკის ადმინისტრაციასთან არსებული კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, რომელსაც გააჩნია 4 ორადგილიანი ნომერი, აგრეთვე 60 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზი და კაფეტერია. 


წყარო: http://dpa.gov.ge
კატეგორია: ეროვნული პარკები | დაამატა: dudu-duda (30.08.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 9710 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика