ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

აზავერი (Bos grunniens)

აზავერი (Bos grunniens)


ამჟამად ჩვენს ზოოპარკში სხვადასხვა ასაკის რვა აზავერი ბინადრობს. ისინი თავს შესანიშავად გრძნობენ და კარგადაც მრავლდებიან. მათი ნახევარი სწორე, რომ ჩვენს ზოოპარკში დაიბადა.


ზოგადი ინფორაცია აზავერზე:

კლაციფიკაცია, გავრცელება და ჰაბიტატი: აზავერი Bos grunniens, ან Bos mutus ძროხისებრთა ოჯახის და წყვილჩლიქოსნების რიგის გრძელბეწვიანი წარმომადგენელია. ის გავრცელებულია ცენტრალური აზიის ჰიმალაების რეგიონში, ტიბეტის პლატოზე და ჩრდილოეთით მონღოლეთამდე და რუსეთამდე. 
დიდი მოშინეურებული პოპულაციის გარდა, არსებობს მცირე, გადაშენებადი გარეული აზავერის პოპულაციაც, რომლებიც ძირითადად ჩრდილო და აღმოსავლეთ ტიბეტსა და აღმოსავლთ ცინხაიში გვხვდება. ისტორიულ დროში აზავერები გავრცელებულნი იყვნენ ნეპალსა და ბუტანშიც, მაგრამ გადაშენდნენ (გარეული პოპულაციის დამცავი ღონისძიებების ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო). 
გარეული აზავერის ძირითადი ჰაბიტატია უტყეო მაღლობებია, 3000-სა და 5500 მეტრს შორის. ყველაზე ხშირად ისინი ალპურ მდელოებზე ბინადრობენ.

წარმოშობა: აზავერი მხსვილი ჩლიქოსანი საქონელისგან დაახლოებით 1-5 მილიონი წლის წინათ გამოიყო, რასაც მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლა ადასტურებს. არსებობს ვარაუდი, რომ იგი უფრო ახლოს ენათესავება ბიზონს, ვიდრე მისი გვარის სხვა წარმომადგენლებს. როგორც ჩანს ამერიკაში აზავერის ეს ნათესავები აღმოსავლეთ რუსეთიდან მოხვდენენ.

აგებულება: გარეული აზავერი ძროხისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ზრდასრული ცხოველების სხეულის სიგრძე 3,4 მეტრს აღწევს, სიმაღლე მხრებში 2,2 მეტრს, წონა კი, 1000 კგ-ს. მდედრები მამრების წონის დაახლოებით მესამედს იწონიან. მოშინაურებული აზავერი უფრო პატარაა და მისი წონა 580კგ-ს ღწევს.

აზავერის სხეუილი გრძელი ბეწვითაა დაფარული, რომელიც ცხოველს სიცივისგან კარგად იცავს. გარეულ აზავერს აქვს მუქი ფერის ბეწვი, თუმცა არსებობს უფრო ღია ყავისფერი შეფერილობის ინდივიდებიც. აქვე უნდა ითქვას, რომ მოშინაურებული აზავერის შეფერილობა მრავალფეროვანია.

აზავერს აქვს მოკლე კიდურები, პატარა ყურები, ფართო შუბლი და ღრუ რქები, რომლებიც, როგორც წესი მუქია. რქები მოხრილია ზევით. მამრების რქების სიგრძე 99 სმ-ს, მდედრებისა კი 64 სმ-ს აღწევს. ორივე სქესის წარმომადგენლებს ახასიათებს მოკლე კისერი და გამოკვეთილი კუზი. მდედრს ოთხი ძუძუს თავი აქვს.
აზავერის ფიზიოლოგია კარგადაა ადაპტირებული დიდ სიმაღლებთან. მას ფართო ფილტვები და გული აქვს, რომელთაც მის სისხლში მეტი ჟანგბადი გადააქვთ, ამიტომ აზავერს უჭირს დაბლობში ცხოვრება და +15 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის გადატანა.

აზავრი ხასიათდება მკვეთრი სუნით, რომელსაც აღწერენ, როგორც ძროხის ნაკელის და ძაღლის სველი ბალანის კომბინაციას. ამაში დიდ როლს მისი სქელი მატყლი თამაშობს, რომელიც შარდისა და განავლის სუნს ისრუტავს.

ქცევა: აზავერი ჯოგური ცხოველია. ჯოგში შესაძლოა რანმდენიმე ასეული ინდივიდი ერთიანდება, თუმცა ბევრი ჯოგი გაცილებით უფრო მცირე ზომისაა. ჯოგში ძირითადად ერთიანდებიან მდედრები და მათი ნაშიერები, ზრდასრული მამრების რაოდენობა კი მცირეა. დანარჩენი მამრები ან ინდივიდუალურ ცხოვრების ნირს ეწევიან, ან მცირე ჯგუფებს ქმნიან, სადაც საშუალოდ ექვსი ინდივიდი შედის. 
ნაშიერების დაცვისას ან გამრავლების პერიოდში აზავერები აგრესიას ამჟღავნებენ, მაგრამ როგორც წესი ისინი ადამიანს ერიდებიან და მისი მიახლოების შემთხვევაში სწრაფად ცილდებიან ტერიტორაის. 
აზავერების ძირითადად საკვებს ბალახეული მცენარეულობა წარმოადგენს.

გამრავლება და სასიცოცხლო ციკლი: აზავერი წყვილდება ზაფხულში, ივლისსა და სექტემბერს შორის, რაც დამოკიდებულია ლოკალურ გარემოზე. წლის სხვა დროს ახალგაზრდა მამრები ქმნიან მცირე ჯგუფებს. გამრავლების სეზონის მოახლოებასთან ერთად კი მამრები აგრესიულნი ხდებიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რის შედეგადაც დომინანტობა დგინდება. 
საქონლისგან განსხვავებით და ბიზონების მსგავსად, მამრები მშრალ მიწაზე გორაობენ და ხშირად ნიშნავენ ტერიტორიას შარდით.

მდედრის მაკეობა 257-270 დღე გრძელდება. პატარები იბადებიან მაისსა და ივნისს შორის. როგორც წესი, იბადება ერთი ნაშიერი, რომელსაც დაბადებიდან ათ წუთში შეუძლია სიარული და დედა-შვილი მალევე უბრუნდება ჯოგს.

დედა შვილს ერთი წლის განმავბლობაში უვლის, რის შემდეგაც ნაშირი დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებს. პატარა გარეული აზავერის შეფერილობა თავიდან ყავისფერია, ზრდასრულობაში კი ბალნის ფერი უფრო მუქი ხდება.

ტყვეობაში აზავერის სიცოცხლის ხანგრძლივობა ათ წელს აღემატება.



წყარო: http://zoo.ge
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: giorgi (20.01.2012) W
ნანახია: 6296 | კომენტარი: 1 | ტეგები: didyura mela | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 fshavelo   (28.01.2012 19:18:03) [მასალა]
10 10 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика