ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

დიდყურა მელა (Otocyon megalotis)

დიდყურა მელა (Otocyon megalotis)

 

ჩვენს ზოოპარკში დღეს 2 დიდყურა მელა ბინადრობს. ორივე მდედრია და ორივე 2007 წელს, აფრიკაში, ბუნებაში დაიბადა.  ისინი ჩვენი ზოოპარკის ერთ-ერთ გამორჩეულ ცხოველებთან - მილკბილებთან ერთად ცხოვრობენ.

ზოგადი ინფორმაცია დიდყურა მელაზე:

სისტემატიკა: დიდყურა მელა (Otocyon megalotis)  ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარია. იგი გვარი Otocyon-ის ერთადერთი წარმომადგენელია. ბერძნულიდან მისი სახელი ითარგნმება, როგორც ”ყურებიანი დიდყურა ძაღლი”.

გავრცელება: დიდყურა მელა გვხდება აფრიკის ორ რაიონში: ეთიოპიიდან და სამრეთი სუდანიდან ტანზანიამდე და სამხრეთი ზამბიიდან და ანგოლიდან სამხრეთ აფრიკამდე. ასეთი გავრცელება დაკავშირებულია მისი ძირითადი საკვების, Hodotermes mossambicusსახეობის ტერმიტების გავრცელებასთან.

აგებულება: გარეგნულად დიდყურა მელა ჩვეულებრივ მელას წააგავს, მაგრამ ის უფრო მცირე ზომისაა და არაპროპორციულად დიდი ყურები აქვს (რაც უდაბნოს სხვა ცხოველებსაც ახასიათებთ) რომელთა სიგრძეც 13 სმ-ს აღწევს. დრუნჩი მოკლეა და წაწვეტებული აქვს,  წინა კიდურებზე 5, უკანაზე კი 4 თითია. სხეულის სიგრძე 46-66 სმ-ს აღწევს, სიმაღლე მხრებში 40 სმ-ს, კუდის სიგრძე 24-34 სმ-ს. წონით 3-5,3კგ-ს იწონის. დიდყურა მელას შეფერილობა მორუხო-მოყვითალოა, ყელი და მუცელი უფრო ღიაა ფერისაა, თათების და ყურების დაბოლოებები კი შავი. ამ სახეობის განმასხვავებებლი ნიშანია მისი კბილების სისტემაც. დიდყურა მელას 48 კბილი აქვს, რაც ხმელეთის პლაცენტარულ ძუძუმწოვრებში ყველაზე დიდი რაოდენობაა. კბილები მომცრო ზომისაა, ნაკბენი კი სუსტია, რაც მისი რაციონის თავისებურებით აიხსნება.

ცხოვრების ნირი და კვება: დიდყურა მელა ბინადრობს მშრალ სავანებსა და ნახევრადუდაბნოებში. ხანდახან ადამიანთა ნასახლარებთანაც. აქტიურია ძირითადად ღამის განმავლობაში. დღისით მელა იმალება სოროებში, ბუჩქნარში, ან მილკბილას მიერ გამოთხრილ ტერმიტების ბუდეებში. დიდყურა მელა მონოგამური ცხოველია. იგი წყვილებს ან ტრიადებს ქმნის (მამრი და ორი მდედრი). დიდყურა მელა ინდივიდუალურად ნადირობს და რამდენიმე დიდყურა მელას მხოლოდ უხვი საკვების ადგილებში შეიძლება შევხვდეთ, სადაც ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ნადირობენ. ოჯახური მონაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია საკვების სიუხვეზე და 0, 25-1,5 კვადრატულ კილომეტრის ფარგლებში ვარირებს. როგორც წესი ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ერთდროულად რამდენიმე თავშესაფარი.  მონაკვეთის საზღვრები ხშირად არ ინიშნება. სამხრეთი აფრიკის ზოგ რეგიონში დიდყურა მელიების სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 28 ინდივიდს აღწევს. დიდყურა მელიების რაციონს ძირითადად მწერები და მათი ლარვები შეადგენს. ასევე ხვლიკები, მცირე ზომის მღრღნელები და ფრინველების კვერცხი. ხანდახან მელა მცენარეულ საკვებსაც ჭამს. სითხეს კი საკვებიდან იღებს. ძალიან ხშირად დიდყურა მელიები ან დიდი ზომის ჩლიქოსნების ახლოს დადიან, ვინაიდან მათ ნაკელში კვერცხებს ფუნაგორიები დებენ, ან კალიების გუნდს მიჰყვებიან. ნადირობისას ძირითადად შესანიშნავ სმენას ეყრდნობიან.

გამრავლება: დიდყურა მელა წელიწადში ერთხელ მრავლდება. მაკეობა 60-70 დღეს გრძელდება. როგორც წესი, დეკემბრიდან აპრილამდე (სწორედ ამ დროს არის მწერების რაოდენობის პიკი)  2-6 ლეკვი იბადება. ლეკვები ან ძველ ბუნაგში იბადებიან, ან მდედრი ახალ სოროს თხრის. ოჯახურ ჯგუფებში ლეკვებს ყველა რძის მქონე მდედრი აჭმევს. ნაშიერების გაზრდაში მდედრს მამრიც ეხმარება და სანამ მდედრი სანადიროდ დადის, სოროს ყარაულობს. ლეკვები თვალებს მეცხრე დღეს აღებენ, ბუნაგიდან მეჩვიდმეტე დღეს გამოდიან. რძით იკვებებიან 15 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ზრდასრულებთან ერთად სანადიროდ მიდიან. 5-6 თვის ასაკში ლეკვები დამოუკიდებლები ხდებიან და მშობლებს, როგორც წესი, გამრავლების სეზონისას ტოვებენ. ზოგი ახალგაზრდა მდედრი ოჯახურ ჯგუფში რჩება. დიდყურა მელა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. დღეს მისი არეალის გაფართოებაც კი შეინიშნება. ძირითადი საფრთხე მას ეპიდემიებისგან (ძირითადად ცოფი) და ნადირობისგან ემუქრება (მის ხორცს და ტყავს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს).



წყარო: http://zoo.ge
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: giorgi (20.01.2012) W
ნანახია: 8512 | კომენტარი: 1 | ტეგები: didyura mela | რეიტინგი: 3.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 fshavelo   (22.01.2012 00:24:27) [მასალა]
10 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    chuuuu

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика