ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა
როგორ აირჩიოს სპინინგი დამწყებმა
 
სპინინგზე უამრავი სტატიაა დაწერილი სხვადასხვა სათევზაოგამოცემებში. რომელ ფირმის სპინინგზეც არ წაიკითხავ, ყველგანერთი და იგივე წერია -ჩვენ საუკეთესო სპინინგის მოდელებსვაწარმოებთ და თქვენ ვერ გეღირსებათ ბედნიერება თუ მათ არშეიძენთ!-
რა თქმა უნდა რეკლამა პროგრესის მამოძრავებელია, მაგრამხშირად გამოდის ისე, რომ წყალზე გასვლისას შეძენილი ჯოხიიმედ გაცრუებულს გვტოვებს.
ამ სტატიაში მე შევეცდები გაგიზიაროთ ის ცოდნა, რომელიცგაგიადვილებთ პირველი სპინინგის შეძენას.
დავიწყოთ იქიდან, რომ სპინინგით თევზაობას ყველა ქვეყანაშითავისი მოთხოვნილებები აქვს და საქართველოში მათ შორის.განვმარტავ -საქართველოში რუსეთისგან, უკრაინისგან დაევროპის სხვა დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით პატარაწყალსატევებია. მაგალითად მდინარე ვოლგას მეორე ნაპირისაერთოდ არ ჩანს. სპინინგი რომლითაც ვთევზაობთ ამუზარმაზარ მდინარეში და მეორე მხვრივ სპინინგი რომლითაცვთევზაობთ ნაბადას ტბებზე, რადიკალურად განსხვავდებიანერთმანეთისგან.
დიდ წყალსატევებზე როგორც წესი იყენებენ 3 მეტრიან 30-40გრამის ტესტიან ჯოხებს, რომლებიც ჩვენი პირობებისთვისელემენტარულად მოუხერხებელი იქნება.
ვინაიდან საქართველოში წყალსატევები (სადაც მტაცებელიბინადრობს) მცირეა, როგორც სიგანეში ასევე სიღრმეში, ესსპინინგის სიგრძისა და ტესტის მიმართ გარკვეულმოთხოვნილებებს აწესებს. გარდა ამისა სანაპირო ზოლი როგორცწესი საკმაოდ გაუვალია, მაღალი ხეები, ხშირი ბუჩქნარი...ცადეთ და 3 მეტრიანი ჯოხით 10 ნაბიჯი მაინც გადადგით ასეთადგილში ისე რომ რამეს არ გამოედოს თქვენი სპინინგი.
ამიტომაც ჩვენი პირობებისთვის ოპტიმალური სიგრძე არის 1,8-2,4 მეტრი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯოხის წონას, ეს უფროიოლად გაკეთდება თუ თქვენ მაღაზიაში რამოდენიმე სხვადასხვაფირმის (ოღონდ ერთი კლასის) ჯოხს აწონ დაწონით ხელზე დააირჩევთ იმას, რომელიც უფრა მჩატე და გამართულია. უფროზუსტ დასკვნებს გააკეთებთ თუ იქვე დაამაგრებთ კოჭასაც(შესაბამისი კლასის, საქართველოსთვის ეს 2000-5000 სერიაა)და შემდეგ მოირგებთ ხელზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ რა მასალისგანაადამზადებული სპინინგი. შუშაპლასტიკი და კომპოზიტიშეგვიძლია ეგრევე გადავდოთ, ვინაიდან ეს მძიმე და მოუქნელიმასალაა. თანამედროვე ჯოხების ქიმიური სტრუქტურებისგანხილვას რომ თავი ავარიდოთ უბრალოდ გეტყვით, ჯოხისარჩევისას დააკვირდით მის მარკირებას: -მარკირება М-6, М-7 დაМ-8 საუკეთესოა.
მაღაზიაში შეეცადეთ არჩეული ჯოხით მცირე მოქნევა ხისტიგაჩერებით გააკეთოდ - რაც უფრო სწრაფად შეწყვეტს სპინინგისმწვერვალი რხევას, მით უფრო შორ დისტანციაზე შეეზლება ასეთჯოხს სატყუარას ტყორცნა.
სპინინგის არჩევისას რა თქმა უნდა მისი ტესტიც უნდა შეირჩეს.ტესტი მიუთითებს სატყუარას წონის ქვედა და ზედა ზღვარს.ქვედა მაჩვენედელი მიუთითებს რა წონიდან ვიწყებთ სატყუარასგრძნობას გატარებისას, ზედა ზღვარი მიუთითებს მაქსიმალურწონას, რომელიც მწვერვალს არ გატეხავს.
ტესტით სპინინგი არის: ულტრა მსუბუქი 1-5გ, მსუბუქი, 5-15გ,საშუალო 7-25გ და მძიმე 20-60გ კლასის. არის შუალედურიმოდელებიც მაგრამ მათ ჩვენ არ განვიხილავთ.
დამწყებისთვის ოპტიმალური ტესტია 5-25გ.
სპინინგისტებს გვაქვს კიდევ ესეთი რამ -ჯოხის წყობა. განარჩევენსწრაფ, საშუალო და ნელ წყობას. ნელი წყობის ჯოხი მუშაობისასმთელ სიგრძეზე თანაბრად იღუნება, საშუალო სადღაც შუანაწილიდან, სწრაფი კი მწვერვალში.
საქართველოს პირობებში მე გირჩევდით საშუალო ან სწრაფიწყობის ჯოხის შეძენას.
ყურადღება უნდა მიექცეს სპინინგის ტარსაც. იგი მხოლოდკორპის (пробка) უნდა იყოს. პოლიურიტანის, პლასმასის ან სხვამასალის ტარიანი სპინიგები არ ვარგა. ხარისხიან კორპსდამცველი პარკის მოხსნის შემდეგ სასიამოვნო მერქნის სუნიუნდა ქონდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სპინინგის ხარისხისა ესარის მისი გამტარი რგოლები. ტექნიკურ გეტალებს აგარიდებთდა გეტყვით რომ ყველაზე კარგ გამტარ რგოლებს აწარმოებსფირმა "Fuji". ყველაზე ხარისხიანი გამტარი რგოლებია - SIC silicon carbide და Gold Cermet.
გაყიდვაში არის აგრეთვე ტელესკოპური მოდელებიც. მათი ყიდვაგამართლებულია იმ შემთხვევაში თუ პირველ რიგში გიდგათკომპაქტურობის და ტრანსპორტირების პრობლემა.
მაშ ასე, შეგვიძლია ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოვიყვანოთსაქართველოს წყალსატევებზე სათევზაოდ გამოსაყენებელისასპინინგე ჯოხის ოპტიმალური პარამეტრები: ეს არის 1,8-2,4 მსიგრძის, 5-25 გ ტესტის და საშუალო წყობის ჯოხი.
მინდა აგრეთვე აგარიდოთ ძალიან ძვივრი მოდელების ყიდვას.ვინაიდან ისინი სათუთ და ფრთხილ მოვლას ითხოვენ, რისისაშუალებაც ხშირად თევზაობისას უბრალოდ არ გვაქვს.
აგრეთვე გირჩევთ ეჭვის თვალით შეხედოთ გამყიდველებისსუპერ გარეკლამირებულ სპინინგებს და ჯოხის არჩევისასიხემძღვანელოდ საკუთარი ცოდნით ან თუნდაც ამ სტატიაშიგაზიარებული გამოცდილებით.
 
სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიულიპირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიისავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).
წყარო: fisher.ge
 


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/rogor_airchios_sp_39_iningi_damts_39_qebma/2011-12-02-451
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: შოთა კვარაცხელია W
ნანახია: 4061 | ტეგები: აირჩიოს, როგორ, სპინინგი, დამწყებმა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика