მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
tereosპასუხების რაოდენობა: 3634
მონადირე ძაღლის დაავად...   
boika555პასუხების რაოდენობა: 378
შეკითხვა ვეტერინარს   
boika555პასუხების რაოდენობა: 96
იარაღის მოვლა   
HPBT338LMპასუხების რაოდენობა: 270
Sarsilmaz   
hunter96პასუხების რაოდენობა: 138
ქედანზე ნადირობა   
monadire-20პასუხების რაოდენობა: 436

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

როგორ თევზაობდნენ ძველ თბილისში
 
გადასახადები თევზის მოპოვებასა და შემოტანაზე - როგორ თევზაობდნენ ძველ თბილისში
გადასახადები თევზის მოპოვებასა და შემოტანაზე - როგორ თევზაობდნენ ძველ თბილისში
29 ოქტომბერი / 2015
“ქართველს უთევზოდ “პურის ჭამა” და დროის ტარება არაფრად მიაჩნდა” - ივანე ჯავახიშვილი.

საქართველოში და განსაკუთრებით, ქალაქის ყოფაში თევზზე ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო. სხვადასხვა დღესასწაულზე, ჭირსა თუ ლხინში თევზს სუფრაზე ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. საქართველოს მდინარეებსა და ტბებში მრავლად მოიპოვებოდა სხვადასხვა ჯიშის თევზი, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მრავალგვარი სათევზაო საშუალების არსებობა და მეურნეობის ამ დარგის ძველთაგანვე განვითარება. ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს მდინარეების დახასიათებისას აღნიშნავდა: “წყალთა შინა არიან სხვადასხვა გვარნი თევზნი მრავლობით და გემრიელნი საჭმელად, რომელნიც არიან სახელდობრ: ორაგული, ზუთხი, ანტაკია, გოჭა, ჭანარი, ლოქო, კაპოეტი, კარჩხანა, მწერი, კალმახი, ფიჩხული და წვრილი თევზნი მრავალნი და სხუანიცა”.

ეთნოგრაფ ჯუანშერ სონღულაშვილს ჩანაწერებში აღნიშნული აქვს, რომ ხალხური დაკვირვებით მტკვრის ხეობაში გემრიელი თევზი ყოფილა. თევზს განსაკუთრებით კარგი გემო ეძლეოდა აგვისტოდან მარტამდე. კარგ გემოს კი თევზს აძლევს წყლის სიწმინდე, სიცივე და ქვის ლოკვა. სხვადასხვა ჯიშის თევზს სხვადასხვა დროს და მრავალგვარი ხერხით იჭერდნენ. სათევზაოდ გამოიყენებოდა: კონი, ფაცერი, ოჩხი, კოკოჩა, გოდორი, ჩანგალი (ანკესი), ბადე, ნავტიკი (მოსახვევი ბადე), ტოტის გადაწყვეტა, მოწამვლა, დალეშქვა, ჩაჩულვა, დაკირვა, ხელაობა, ყინულში თევზის ჭერა და სხვ.

bpn
ქალაქში მეთევზეები ძირითადად ნავტიკით თევზაობდნენ.
 აქტიურად გამოიყენებოდა ნავტიკის ანუ სახვეტი ბადე. მოსახვეტი, ან როგორც მეორენაირად ეძახდნენ, საშრობი ბადე დაახლოებით 20 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრი სიმაღლისა იქსოვებოდა. ასეთი ბადე და ნავტიკი არა მარტო თბილისში, არამედ მტკვრის ხეობაში ყველგან გამოიყენებოდა. ნავტიკის ბადეს სასროლი ბადისგან განსხვავებით ორმაგად ქსოვდნენ მსხვილი ძაფით. ამ ბადეზე ტყვიასაც მსხვილს და დიდი რაოდენობით, დაახლოებით 200-300 ცალს ასხამდნენ. ბადის ზედა ნაწილს, წყალში რომ არ ჩაძირულიყო, მიბმული ჰქონდა ფირფიტებიც. საშრობი ბადე XX საუკუნეშიც არსებობდა და მთხრობელთა გადმოცემით, იგი მხოლოდ ზამთარში გამოიყენებოდა. რაც შეეხება თვითონ ნავტიკს, სულხან-საბა მას ასე განმარტავს: “ნავტიკი მცირე ტივი გუდებკრული” ან “გუდიანი ტივი მცირე”. სწორედ ასეთი სახით არის შემორჩენილი ნავტიკები ძველი თბილისის ეთნოგრაფიულ ყოფაშიც. იგი შეკრული იყო ფიცრებისგან ოთხკუთხად, რომლებზეც ამოკრული იყო ოთხი გაბერილი ტიკი, ორი სამფუთიანი, ორი ოთხფუთიანი. ოთხფუთიანი ტიკებისკენ აბამდნენ ბადის ერთ მხარეს, მეორე მხარე კი ნაპირზე ორ კაცს ეჭირა, ასე გაშლილ ბადეს ნაპირზე მდგომი მეთევზეები წყლის მიმართულებით, თავქვე მისდევდნენ. ბადე ნავტიკის მოძრაობის მიმართულებით ხვეტდა თევზს, რომელიც იმავდროულად ნავზე იყრებოდა.

არსებობდა მეორე სახის ბადეც, ე.წ. “დიდბადე”, რომელიც თბილისში ნაკლებად, მაგრამ მტკვრის ხეობაში, ბორჯომის მიდამოებში, აქტიურად გამოიყენებოდა. მტკვრის ხეობაში, განსაკუთრებით თბილისის მიდამოებში გავრცელებული იყო ასევე ხორხილბადე. იგი გრძელ ხეზე იყო გაწყობილი. ხეზე მობმული ბადე მაგრდებოდა ჯვარედინ ტოტებზე, ნაქსოვი იყო ძაფისებურად და წვრილი თვლები ჰქონდა დატანებული, მეთევზეები მასზე ამაგრებენ პურისა და ხორცის პატარა ნაჭრებს. ასეთი ბადე ძირითადად გაზაფხულზე გამოიყენებოდა.
აღმოსავლეთ საქართველოში თევზის ჭერას ფაცრის ჩადგმით ამჯობინებდნენ. სულხან-საბას განმარტებით, – ფაცერი თევზის მახეა, რომელიც მდინარეში ამოშენებულ კედელს წარმოადგენდა. იგი ყველა მხარეში იყო გავრცელებული. თევზის საჭერი საშუალება იყო ასევე ოჩხი. ესეც ფაცერის მსგავსად მდინარეში ჩადგმული ჩაშენებული ქვის კედელი იყო, რომელიც ზოგიერთ მონაკვეთში 2 მეტრსაც აღემატებოდა.

თბილისელი მეთევზეები ნემსკავით ანუ ანკესითაც თევზაობდნენ. ანკესით თევზაობა ადრე გაზაფხულზე იწყებოდა და შემოდგომამდე გრძელდებოდა. ნემსკავით მოთევზავე არჩევდა ისეთ ადგილს, სადაც თევზი საჭმელად მივიდოდა. სწორედ იქ ჩაყრიდა ჩანგლებსა და ანკესებს. თევზს ჭიაყელებითა და წვრილად დაჭრილი ხორცით იტყუებდნენ.
ანკესით წვრილ თევზს (კალმახი, ჭანარი, მურწა და სხვ.) იჭერდნენ, ხოლო ჩანგლით - ლოქოსა და ორაგულს. ჩანგლებს მარგილებზე ამაგრებდნენ და მდინარეში ისე ყრიდნენ. ასეთ ჩანგლებს საღამო ხანს ჩაყრიდნენ და მეორე დილით სინჯავდნენ.

bpn
თევზით ვაჭრობა. ბაზარი

თევზის მოპოვებამ თბილისში თევზით ვაჭრობა განავითარა. ქალაქში თევზი არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოჰქონდათ. არსებობდა თევზის შემოტანასა და მოპოვებაზე გადასახადები. 1784-1790 წლებში ქალაქის მოურავის სარგოში წერია: “რამდენი საპალნეც შემოვა, საპალნეზედ ნახევარი ორაგული მოურავისა არის”. მდინარე მტკვარზე თევზის ჭერის უფლების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის XVIII საუკუნის გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტიც. იგი აღნიშნავს, რომ “თბილისელი მეთევზეები, მტკვარში თევზის უფლებისთვის მეფეს ყოველწლიურად უხდიან ათას სამას ან ათას ოთხას მანეთს, ხოლო ნატურით დაჭერილი თევზის ერთ მესამედს”. ახალდაჭერილ თევზს თბილისელი მეთევზეები ქუჩებსა და ბაზრებში ხელზე ყიდდნენ. მაგრამ არსებობდა უფრო მოწესრიგებული სისტემა და თევზით სავაჭრო სპეციალური ადგილებიც, სადაც მეთევზეები თევზს აბარებდნენ. მეთევზეები ძირითადად სწორედ ამ სავაჭრო ადგილების მეპატრონეთა დაკვეთით იჭერდნენ სხვადასხვა სახის თევზეულს თბილისში და მის მიდამოებში თუ საქართველოს სხვა კუთხეებში.

ძველი თბილისის თევზით მოვაჭრეები ბაყალთა ამქარში იყვნენ გაერთიანებულნი. იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილ სახელმწიფო მოწყობის რეფორმის პროექტში – სჯულდებაში, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ “ბაყალი ამის ხელქვეშე იყოს და მისი ფასდადებით გაიყიდებოდეს: ერბო, ყველი, ბრინჯი, თევზი ძველი და ახალი, ხიზილალა და სხვანი, რაც მედუქნის რიგია, შესაბამიერის ფასითა”. როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, ბაყლებსაც ქალაქში მოსაქმე სხვა ხელოსნებისა და ვაჭრების მსგავსად საკუთარი ამქარი ანუ გაერთიანება ჰქონდათ, რომელსაც სათავეში მეფის მიერ დამტკიცებული უსტაბაში ედგა. ბაყალი ვაჭრობდა ხილით, ბოსტნეულით, ბრინჯით, ხორბლეულით, თევზეულით. ყველა ამ პროდუქტს ცალ-ცალკე დახლზე აწყობდნენ. ცალკე იყო თევზეული, რომელიც თაფხებსა და აკიდოებზე იყო გაწყობილი. ზოგჯერ თევზით ვაჭრობა ცალკეულ დუქანშიც წარმოებდა, ასეთ დუქანს “თევზის დუქანი” ეწოდებოდა.
გარდა თბილისსა და მის მიდამოებში დაჭერილი თევზისა, თბილისის ბაზრებში წელიწადის სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოჰქონდათ ოჩხის, ფაცრის, კონის თევზი.

თბილისი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქები ზამთარში ოჩხის თევზით მარაგდებოდა, რომელიც ცხენის საპალნით ხრამიდან, იორიდან, არაგვიდან, მტკვრიდან და სხვა მდინარეებიდან შემოჰქონდათ. ჯავახეთში ზამთარში გახსნილი ოჩხიდან ამოყვანილ თევზს იქვე, მდინარის პირას ხარშავდნენ და ისე მოჰქონდათ თბილისში. გაზაფხულზე ფაცრისა და კონის თევზი შემოდიოდა, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომით ბადითა და ჩანგლით დაჭერილი თევზი. ბაყლები თბილისის ბაზარზე შემოტანილ თევზს სხვადასხვანაირად ახარისხებდნენ, მაგალითად, ზუთხს მეთევზეები ახარისხებდნენ: ზურგიელად, დოშად, სათალად, იანად და ჭიპად.

XX საუკუნეში, თბილისური ამქრული ორგანიზაციების, მათ შორის ბაყალთა ამქრის საბოლოოდ მოსპობამ, ძველ ქალაქში მეთევზეთა საქმიანობისა და მათი ნავტიკების, ბადეებისა და ნემსკავების გაქრობაც გამოიწვია.

ჟურნალი ”ისტორიანი”, 2012 წლის ივლისი, #7/19


წყარო: http://bpn.ge
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: dudu-duda (06.11.2015) | ავტორი: dudu-duda
ნანახია: 1733 | ტეგები: თევზაობდნენ, ძველ, როგორ, თბილისში | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 27
    სტუმარი: 24
    მონადირე: 3
    mirzagg , კობა1973 , zaza123

    დღეს საიტზე იყვნენ
    Maverick, datoburchuladze, zaza1970, dratxara, კობა1973, tereos, sukre17, giorgi_niqo, iurinka, raptor, panati, VAXO-HUNTER, gadarchenili, akson777, aleko, kiklich, bacho-bacho707, zaza123, guguna, boika555, gugaa1987, beso-1, sabjek, shakiki77, chxunte1994, zorbega, dh, mirzagg, bashiachuki, SHAKO1981, bparcvania, [სრული სია]

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    vipgio777(36) , baxsara(44) , majajoo(41) , Kulinari(27) , maria(24) , sergo(29) , seter2009(43) , badri-sixarulidze(55) , WVOLGA21W(49) , rugby91(26) , paata123123(22) , giorgi_1994(23) , Kneina(32) , beqa71(27) , gio-gio(24) , Mister(27) , ramaz76(41) , badribadri(55) , shak(29) , mamukadzagania(30) , hunter-1996(21) , ramaz2525(41) , ABG(20) , NEKA(20) , gi(23) , sopo00(21) , tinatin555(52) , hanter-1996(21) , lelachka73(44) , mamuka1987(30) , [სრული სია]

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика