ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

ულტრალაითი, ზემსუბუქი სპინინგი
ულტრალაითიზემსუბუქი სპინინგი
 
ულტრალაითი ანუ ზემსუბუქი სპინინგი სულ რაღაც 10 წელიარაც გამოჩდა მეთევზეთა არსენალში და საფუძვლიანადდაიმკვიდრა თავი. საქართველოში სპინინგის ეს ნაირსახეობაპირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თევზაობისამ სტილსაც საწრაფად მოვირგებთ
რატომ გახდა ზემსუბუქი კლასისი სპინინგი ასეთი მიმზიდველიმეთევზეებისთვის? ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს -პირველ რიგშიაღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროფესიონალ მეთევზეთასერიოზულმა პრესინგმა წყალსატევებზე, შეამცირა ზრდილითევზის რესურსი. რა თქმა უნდა ჭეშმარიტი სპინინგისტისთვისთევზს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ სახლში"ცარიელი" დაბრუნებაც არაა სასიამოვნო. ულტრალაითი, ამთვალსაზრისით, რიგ უპირატესობებს გვანიჭებს. მიკროსატყუარებზე როგორც წესი თევზი უკეთ რეგირებს, თანაც არამართო მტაცებელი, ასე რომ ულტრალაითით მოთევზავეიშვიათად თუ რჩება ხელცარიელი. სათევზაო მაღაზიებში მიკროსატყუარების დიდი ასორტიმენტის გამოჩენამ, ამის შემდეგ კიშესაბამისი ჯოხების, კოჭების და აქსესუარების სიმრავლემაც -დმატებითი ბიძგი მისცა ულტრალაითის პოპულარობას.
ულტრალაითზე საუბრისას არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის, რომეს მეთოდი სპინინგისტს სრულიად განსაკუთრებულ სიამოვნებასგვრის, როგორც სატყუარას თამაშის ყველა დეტალის გრძნობითასევე უმსუბუქესი აღკაზმვით დაჭერილ თევზთან ბრძოლის ენითაუღწერელი ემოციით.
ზემსუბუქი სპინინგით თევზაობა საკმაოდ შედეგიანია. ამმეთოდით შესაძლებელია მოტივტივეებსაც აჯობოთ, ფიდერისმოტრფიალეებსაც და კლასიკურ სპინინგისტებსაც და რაცგასაკვირად არ უნდა ჟღერდეს არა მარტო დაჭერილი თევზისრაოდენობით, არამეთ მისი ზომითაც.

ჯოხი

სიპინინგისტთა წრეში დღემდე არ წყდება კამათი იმ თემაზე თუ რა ტესტის მქონე ჯოხები შეიძლება ჩაითვალოს ულტრალაითად. ერთნი თვლიან, რომ ეს არის ჯოხები, რომელთა ტესტის ზედა ზღვარი 5-6 გრამს არ აღემატება, მეორენი კი 10-12 გრამიან ჯოხებსაც ამ კლასის ანკესებს განაკუთვნებენ.
ჩემი აზრით ამ კამათებს არ აქვთ პრინციპიალური მნიშვნელობა და განსაკუთრებით საქართველოსთვის. მაგალითად ერთი და იგივე სატყუარისთვის ჩვენ ტბაში გვეყოფა 5-6 გრამიანი ტესტის მქონე ჯოხი, ხოლო მთის სწრაფი მდინარისთვის კი უკვე დაგვჭირდება 10-12 გრამი ტესტის მქონე, ვინაიდან აქ წყლის ჭავლის ზეწოლა საგრძნობლად დიდია სატყუარაზე და შესაბამისად ჯოხზეც.
ულტრალაითის ჯოხის მიმართ მოთხოვნები საკმაოდ სერიოზულია. იგი უნდა იყოს ძალიან მგრძნობიარე, დრეკადი ტყორცნისას, აუცილებლად იყოს დამზადებული მაღალხარისხოვანი მასალებისგან. ასეთი მაღალი მოთხოვნები ხარისხის მიმართ განპირობებულია იმით, რომ საკმაოდ ხშირია 1-2 კილოიანი თევზის ჩარტყმები, ხოლო ნებისმიერი მცირედი ხარვეზი ჯოხის დამზადებაში, თევზთან ბრძოლაში, გარდაუვლად იწვევს მის გატეხვას. ასე რომ მიუხედავათ საკმაო ელეგანტურობისა ულტრალაითის ჯოხი საკმაოდ დიდი გამძლეობის კოეფიციენტით უნდა გამოირჩეოდეს.
ჯოხის იდეალური სიგრძის შესახებაც არ არის ერთიანი აზრი. წამყვანი მწარმოებლების კატალოგებში თქვენ ნახავთ 1,5 მეტრის სიგრძის ჯოხებსაც და 2,7 მეტრისაც. ჯოხის სიგრძის არჩევა ჭერის კონკრეტულ პირობებზეა დამიკიდებული. თუ ჭერას აწარმოებთ პატარა მდინარეზე აქ მოკლე ჯოხების გამოყენება უფრო მოხერხებულია. ხოლო დიდ წყალსატევებზე კი შესაბამისად გრძელი ჯოხები უფრო გამოსადეგია.
ბოლო დროს გამოჩდა 3 მეტრიანი ულტრალაითის ჯოხები. ამ სიგრძის ზემსუბუქი სპინინგით თევზაობენ დიდ წყალსატევებზე და დიდ მდინარეებზე, იქ სადაც შორ დისტანციაზე ტყორცნაა საჭირო. საქართველოში ესეთი ჯოხით მშვენივრად ითევზავებთ შავ ზღვაზე.
უნივერსალურ ზომად მაინც ითვლება 1,8-2,4 მეტრის სიგრძის ჯოხები.


ზემსუბუქი კლასის ჯოხის წყობა ოპტიმალურია საშუალოდ-სწრაფი -ეს როდესაც მუშაობს ჯოხის ზედა მესამედი. ასეთი წყობის ჯოხები საკმაოდ კარგად ტყორცნიან, უნივერსალურნი არიან ვობლერით, ტრიალათი და ფრიალათი, მიკროჯიგით თევზაობისთვის. გარდა ამისა მათ კარგათ "უკავიათ" თევზი და ეფექტურად ახშობენ მის ბიძგებს ამოყვანისას.

კოჭა

ზემსუბუქი სპინინგით თევზაობისას კოჭას შესაბამისი უნდა იყოს. აქ ჩვენ გამოგვადგება მსუბუქი და კომპაქტური კოჭები არა უმეტეს 1000 სერიისა, კარგათ დაბალასებული ფრიქციონული მუხრუჭით და ძუის უხარვეზო დახვევით. ყველაზე პოპულარულ კოჭებს ულტრალაითისთვის ამზადებენ Shimano და Daiwa.
აგრეთვე კარგია (და უფრო იაფიც) Abu Garcia- მსუბუქი მოდელები.

ძუა

ულტრალაითით თევზაობისას გამოყენება 5 გრამზე მსუბუქი სატყუარები. ამ შემთხვევაში წნული ძუა არაა რეკომენდირებული და აი რატომ -ჯერ ესერთი საკმაოდ ძნელი საშოვნია ძალიან წვრილი წნულები, მათ გასაწყვეტად საჭირო დატვირთვა კი ხშირად აჭარბებს თვით ზემსუბუქი ჯოხის გასატეხ დატვირთვას. ასე რომ რისკი გატეხოდ ძვირად ღირებული ჯოხი წნულის გამოყენებისას საკმაოდ დიდია. გარდა ამისა სუფთა მდინარეში თევზაობისას ნებისმიერი წნული თევზისთვის საკმაოდ შესამჩნევია და ეს ამცირებს ჩარტყმების რაოდენობას.
გაცილებით უკეთესია გამოვიყენოთ მაღალხარისხოვანი მონოფილური ძუები 0,14-0,18 მმ დიამეტრის. ძალიან აქებენ Owner და Gamakatsu წარმოების ძუას.



სატყუარები
ტრიალა


ვობლერი

ვობლერებზე თევზაობისას რა თქმა უნდა გამოიყენება მინი მოდელები, ძირითადად მცურავი ან სუსპენდერები, უფრო იშვიათად მყვინთავი მოდელები. ჩაღრმავების მაჩვენებელი 1 მეტრი, მაქსიმუმ 1,5 მეტრი.
მინი ვობლერებსაც აწარმოებენ თითქმის ყველა წამყვანი კომპანიები.


სილიკონის სატყუარები

მიკრო სილიკონის სატყუარები ჩემი აზრით ყველაზე რეალისტურად იმიტირებენ ლიფსიტებს, ჭიებს და პატარა ბაყაყებს. ასე რომ სხვა სატყუარებთან ერთად აუცილებლად იქონიეთ მიკრო ტვისტრები და მიკრო ვიბროები. სხვა თუ არაფერი არსებობს ცალკე მიმდინარეობა სპინინგში რომელსაც მიკროჯიგი ჰქვია.
სილიკონის სატყუარების საუკეთესო მწარმოებლები არიან -Yum, Berkley, Storm, Mans, Relax.


ფრიალა

ულტრალაითით თევზაობისთვის გამოსადეგ ფრიალა სატყუარას პრაქტიკულად არც ერთი კომპანია არ უშვებს. ამიტომაც იგი ნაკლებად პოპულარულია და გამოიყენებენ მხოლოდ ხელნაკეთ მოდელებს.


ნადავლი

დასავლეთ საქართველოში : კალმახი, ქორჭილა, ფარგა, ბერში, ქარიყლაპია, ქაშაპი, ხმალთევზა, შამაია, ჭერეხი, წვერა, ფარფლწითელა, ღორჯო, ნაფოტა, კობრი, საზანი.

ზღვაში თქვენ დაიჭერთ : სტავრიდს, ლიფორს, ჩიქვს, მერლანგს, სქუბრიას, პელენგასს, ზღვის დრაკონს, სარგანს.

ულტრალაითი შეუცვლელია ე.წ რთულ წყალსატევებზე. იქ სადაც მეთევზეთა სერიოზული პრესინგია და თევზი საკმაოდ დამფრთხალია. სწორედ აქ უკეთ რეაგირებს იგი მიკრო სატყუარებზე, რომელთაც ნაკლები სიფრთხილით ეკიდება.

გასაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ კერძო ტბებში, სადაც კობრის დიდი რაოდენობაა და სერიოზული კვებითი კონკურენციაა, ეს თევზი თავს ესხმის მიკრო სატყუარებს. ასე რომ თუ მოხვდით ესეთ წყალსატევზე არ გაუშვათ ხელიდან შანსი შეებრძოლოთ ზემსუბუქი სპინინგით გიგანტს.

სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge


წყარო: http://inovacia.ucoz.com
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: შოთა კვარაცხელია W
ნანახია: 2508 | ტეგები: სპინინგი, ზემსუბუქი, ულტრალაითი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика