ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

ბომბარდა ანუ სბირულინა
ბომბარდა ანუ სბირულინა
რა არის ბომბარდა? (მას სბირულინასაც ეძახიან)ფუნქციონალურად ეს ტივტივაა, რომელიც სიმძიმის როლსასრულებს, მაგრამ ეს მისი არასრული დახასიათება იქნება.ბომბარდა გამოიგონეს იტალიელმა მეთევზეებმა მსუბუქისატყუარების შორ დისტანციაზე სატყორცნელად. მისისაშუალებით შეგვიძლია როგორც მსუბუქი ხელოვნურისატყუარების (ტვისტერი, ტრიალა, Fly Fishing-ის იმიტაციები),აგრეთვე ბუნებრივი სატყუარების (ჭიები, მწერები, ლიფსიტა),მსუბუქი კლასის ანკესით და ტყვიის სიმძიმის გამოყენების გარეშესაკმაოდ შორ (30-50 და მეტიც კი) დისტაციაზე ტყორცნა.

ბომბარდა მზადდება სხვადასხვა სიმკვრივის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკისგან. იმის და მიხედვით თუ რა სიმკვრივისაა მასალა, განარჩევენ სამ ტიპს: მცურავი (მზადდება წყლის სიმკვრივეზე ნაკლები სიმკვრივის მქონე პლასტიკისგან და ამიტომ ტივტივებს), სუსპენდერი (მზადდება წყლის სიმკვრივეზე ოდნავ მეტი სიმკვრივის მქონე პლასტიკისგან და ამიტომ ძალიან ნელა იძირება) და მყვინთავი(მზადდება წყლის სიმკვრივეზე მეტი სიმკვრივის მქონე მასალისგან და ამიტომ იძირება).
მისი კორპუსი მაღალი ჰიდროდინამიკული მაჩვენებლით არის დამზადებული და ერთი მხრიდან მას ძუის შემსვლელი მილი აქვს.


ბომბარდას მონტაჟი პრინციპში სტანდარტულია სამივე მოდელისთვის. მას ძირითად ძუაზე ათავსებენ, შემდეგ აუცილებლად მძივი, რომელიც კვანძს იცავს, შემდეგ დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი (შეიძლება რამოდენიმეც) და შემდეგ ლიდერი. 
ლიდერის სიგრძეში კი განსხვავება არის: ცოცხალი სატყუარების (ჭიები, მწერები, ლიფსიტა და სხვა) გამოყენებისას ამონტაჟებენ შედარებით მოკლე ლიდერს 1-1.5 მეტრი.
ხელოვნური სატყუარების (ტვისტერი, ტრიალა, ვობლერი, Fly Fishing-ის იმიტაციები) გამოყენებისას კი ლიდერი გრძელია 2-3 მეტრი.
რა თქმა უნდა ლიდერის სიგრძე ჯოხის სიგრძეზეც არის დამოკიდებული. როგორც წესი იყენებენ სასპინინგე შტეკერულ ჯოხს 2.7-3 მეტრის სიგრძის და 5-25 გ ტესტით.




ბომბარდას წარმატება ზუსტად იმაშია რომ 5-25 გრამის ტესტიანი ჯოხით ჩვენ შეგვიძლია ერთი თეთრი ჭიათი აღჭურვილი ნემსკავი 30-50 მეტრზე ვტყორცნოთ.. მაგალითად შამაი ზოგჯერ საკმაოდ შორს იღებს ნაპირიდან, თანაც ნელა ძირვად სატყუარას უფრო თამამად ეტანება. იგივე სიტუაცია შეიძლება ქორჭილასთან მიმართებაშიც მოხდეს, აქ უკვე შორ დისტანციაზე მინი ვობლერი ან მიკრო ტვისტერი გამოგვადგება. Fly Fishing-ის იმიტაციების სასპინიგე ჯოხით ტყორცნაც ბომბარდის გარეშე წარმოუდგენელია.

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).

წყარო: fisher.ge


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/bombarda_anu_sbirulina/2011-12-02-453
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: შოთა კვარაცხელია W
ნანახია: 2332 | ტეგები: ბომბარდა, ანუ, სბირულინა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика