ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბაზიერობაზე და მტაცებელ ფრინველებზე [28]
სტატიები ფრინველების დაგეშვაზე [9]
მტაცებელი ფრინველების კვება და მოვლა [9]
მტაცებელი ფრინველების დაჭერა [3]
მტაცებელი ფრინველების მკურნალობა [2]
მტაცებელი ფრინველები [17]
სტატიები შავარდნებზე და შავარდნისებრზე [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ბაზიერობაზე » სტატიები ფრინველების დაგეშვაზე    

მიმინოს დაგეშვა

    დაგეშვით საერთოდ ყველა მტაცებელი იგეშება,ოღონდ სრულყოფილი ნადირობა ყველას არ შეუძლია.საქართველოში მტაცებელი ფრინველებით ნადირობას უხსოვარი დროიდან მისდევდენ.სამეფო კარისა და თავადაზნაურობისთვის ეს გართობის ერთერთი ფორმა იყო,ხოლო გლეხებისთვის საკვების მოპოვების  ერთერთი დამატებითი წყარო,ხოლო საუკეთესო მტაცებლის დაჭერისას ან დაგეშვისას,შემდგომში თავადაზნაურებზე საჩუქრად მირთმევის შემთხვევაში,  ჯილდოს მიღების საშულებაც.საქართველოს პირობებში,ჩვენი წინაპრები  მტაცებელთა გადარჩევის მეთოდით,ეტყობა მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ყველაზე ნაყოფიერად მტცებელი ფრინველით მწყერზე ნადირობა შეიძლებოდა,ხოლო ამ საქმეში მიმინო შეუდარებელია (დასაჭერად არც ისე ძნელი,შესანახად იოლი,იგეშება  მცირე დროში 5-20 დღემდე,სასტარტო სისწრაფე საუკეთესო,ერთერთი საუკეთესო მონადირე მტაცებლებში...).კარგი მიმინოთი დღეში 30-60 მწყერამდე იჭერდნენ.ჩვენამდე მიმინოს დაჭერამ და დაგეშვამ როგორც ქართული ტრადიციის ნაწილმა ისე მოაღწია,ეს ქართული კულტურის ნაწილია(არსად მსოფლიოში არ იგეშება მიმინო ისე მასიურად როგორც საქართველოში,ის იგეშება აგრეთვე თურქეთის ლაზურ ნაწილში,ხოლო თურქებს მიმინოს ხელით ტარება მოსწონთ,თუმცა ნადირობით იშვიათი გამონაკლისის ნაცვლად არ ნადირობენ).

   იგეშება  მიმინო, თუ იგი დედალია და თან ნარდი(ანუ იმ წელს დაბადებული), მამალი მიმინო დედალზე გაცილებით უფრო პატარაა, სუსტია და სანადიროდ არასასურველია (თუმცა მწყერს ნორმალურად იჭერს,ხშირ მომენტში ღალღასაც აკავებს), კაპოეტი კი ძალზე ჯიუტია(სხვა მინუსებიც აქვს) და მის გამართვას ბაზიერები ერიდებიან.
საირაოდან დაბრუნებულ ბაზიერს იმ ღამე არ სძინავს. იგი 
მიმინოს ორივე ფეხზე წვრილ ტყავის ზონარს შეაბამს,სამკერდეს გაუკეთებს , მარცხენა ხელზე ჩაიცვამს ტყავის ხელთათმანს, რომ მიმინომ ბრჭყალებით ხელი არ გაუკაწროს, და მას ხელზე დაისვამს, დროგამოშვებით წყნარად უსტვენს, მიმინოს მკერდსა და ფრთებზე ფრთხილად ხელის გადასმით ეალერსება, აწყნარებს და დილამდე ხელზე უზის.უჩვეულო პირობებში მოხვედრილი მიმინო ბაზიერს ხშირად ხელიდან გაუფრინდება და ჩამოეკიდება. ამ შემთხვევაში ფრინველი მარჯვენა ხელით წყნარად უნდა დავსვათ მარცხენაზე.
მთელი ღამის განმავლობაში მიმინო თანდათან ეჩვევა ხელზე ყოფნას და აღარ ცდილობს ხელიდან გადაფრინდეს, გათენებისას ბაზიერს მიმინო გარეთ, ეზოში გაჰყავს და მყუდრო ადგილას ასეირნებს. ტარების დროს მარცხენა ხელი ბაზიერს წყნარად და მაგრად უჭირავს, მხოლოდ ისე, რომ ნიდაყვი არ ეხებოდეს.


    მიმინოს გამართვა (დაგეშვა).

 მიმონოს გამართვის პირველი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ დილით ადრე მიმინოს მარჯვენა ხელით ბრჭყალებში მისცემენ ხორცის ნაჭერს,ნელა უმოძრავებენ და უწრუპუნებენ, და შეეცდებიან, რომ მიმინომ ხორცი შეჭამოს. მშიერმა მიმინომ თუ ხორცს ნისკარტი დაჰკრა და ჭამას შეუდგა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მიმინო კარგი ხასიათისაა და მისი გამართვაც ადვილია.
ხშირია შემთხვევა, როცა მიმინო ბრჭყალებში მიცემულ ხორცს არც შეხედავს და შეეცდება ხელიდან გადაფრინდეს. ამ შემთხვევაში მიმინოს ნელი სტვენით ამშვიდებენ და განაგრძობენ მის ხელზე ტარებას, შემდეგ დასვამენ ქანდარაზე და საღამომდე აშიმშილებენ.
თუ მიმინო საღამოსაც გაჯიუტდა და იგივე გაიმეორა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ იგი ცუდი ზნისაა და ხორცს კვლავ დილით აწვდიან მას. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიძულებს მიმინოს ბრჭყალებში მიცემულ ხორცს ნისკარტი დაჰკრას და ჭამას შეუდგეს. მაგრამ თუ სამ-ოთხ დღეში მიმინომ ხორცი არ შეჭამა, ასეთი მიმინოს გაჩერება არ ღირს და მას თავიდან იშორებენ,უშვებენ.
გამართვამდე მიმინოს დღეში ორჯერ უნდა კვება - დილით და საღამოთი, ხოლო გამართვის შემდეგ დღეში ერთხელ - საღამოთი. თითოეულ ჭამაზე მას მიეცემა ქონგაცლილი, უმარილო და უძარღვო ხორცი არანაკლებ 100 გრამისა ან 3-4 პატარა ჩიტი.
კვების რეჟიმი მტკიცედ უნდა დაიცვათ. საკვებად თუ რითი უნდა ვკვებოთ და წყალი როგორ მივაღებიოთ გასაგებათ(დააჭირეთ აქ).
როცა მიმინოს ჩიჩახვი გაევსება, იგი ჭამას თავს ანებებს და იწყებს ხორცის მონელებას,დროდადრო  თავს ხრის დაბლა, წინ და უკან სწევს კისერს, ავიწროებს ჩიჩახვს და შიგ დაგროვილ ხორცს კუჭში გზავნის.
დილით გამაძღარი მიმინო მიზანშეწონილია დავსვათ ქანდარაზე 2-3 საათით მაინც, ხოლო საღამოთი - გათენებამდე.

ბაზიერმა ყოველივე ღონე უნდა იხმაროს, რომ ფრინველი მიიჩვიოს, დაიახლოოს. მიმინოს არ უნდა ეშინოდეს შინაური ცხოველის, განსაკუთრებით ძაღლის. ეს ყველაფერი ადვილი მისაღწევია მიმინოს ხშირად ხელზე ტარებით.
როცა მიმინო ბაზიერს უკვე შეეჩვევა, თავისუფლად ზის ხელზე, ყოველგვარი მოფერებისა და სტვენის გარეშე ჭამს ხორცს(ეს პროცესი იწყება,მიმინოს პირველად ხელზე დასმიდან 2-3 დღის შემდეგ), საღამოთი მშიერი უნდა დასვათ ქანდარაზე,
მაგრად დაიჭიროთ ხელში  თასმებზე წაბმული ზონარი - "ხიზა", დაშორდეთ ქანდარას 1-2 ნაბიჯით და მარცხენა ხელით (ტყავის ხელთათმანზე) უჩვენოთ ხორცის ნაჭერი. ხელზე ჯდომის დროს ხორცის ჭამას მიჩვეული დამშეული მიმინო ხშირ შემთხვევაში ქანდარიდან ხელზე გადმოჯდება და იწყებს ხორცის ჭამას.
ნისკარტის რამდენჯერმე დაკვრის შემდეგ მიმინოს ხორცი ბრჭყალებიდან  უნდა გამოაცალოთ
(ოღონდ ფრთხილად და ნელ-ნელა.ხორცი მეორე ხელით უნდა დავფაროთ,ისე რომ მტაცებელს ეგონოს რომ ხორცი თვითონ გაათავა,დაიმახსოვრეთ მტაცებელს ხორცი არ უნდა წავართვად,თორემ შემდგომში განცდა ექნება რომ საკვებს წავართმევთ და ეცდება,ხელზე მოსვლის დროს ხორცი წაგართვად და სხვაგან შესაჭმელად წაიღოს,ხოლო ნანადირევის დაჭერის დროს შეიძლება არც მიგიშვათ და მსხვერპლიანად გაიქცეს), დასვათ ქანდარაზე და ეს გაკვეთილი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავაძღოთ.მეორე დღეს იგივეს გავიმეორებთ,ცოტა მანძილს გავზრდით,ქანდარისაგან 2-3 ნაბიჯის დაშორებით დავდგებით და კვლავ 2-ჯერ დავუძახებთ ხელზე. შემდეგ დღეებში  მანძილი თანდათან გაადიდეთ.მანძილი თუ ძალიან დიდი მოგვივიდა და მიმინო არ მოვიდა,ახლოს მივიწევით,არაა პრობლემა,ოღონდ უნდა ვეცადოთ ისეთ მანძილზე დავდგეთ,საიდანაც იმედი გვაქვს ,რომ მტაცებელი ხელზე მოვა.  დიდი მანძილისათვის ხიზაზე უნდა წააბათ 20-25 მეტრი ზონარი. 
ასე უნდა გავიმეოროთ ყოველ საღამოს და მიაღწევთ, იმას რომ მიმინო თქვენთან მოფრინდეს არა მარტო ხორცის ჩვენების დროს, არამედ ცარიელ ხელზედაც.
როცა მიმინო საქნიერს სრულყოფილად აითვისებს, შეიძლება იგი გამართულად ჩაითვალოს. გამართული მიმინო ხშირად უნდა გყავდეთ დამჯდარი არა ქანდარაზე, არამედ თურზე, იქვე უნდა იყოს წყლით სავსე ჭურჭელი.


      ბავლის გაგდება.

ჩაპურების წინა დღით გამართულ მიმინოს საღამოთი უნდა მოაკვლევინოთ მწყერი ან მწყრისფერი წიწილა. ეს ხდება შემდეგნაირად: 10 მეტრიანი წვრილი ზონარის ერთი ბოლო უნდა წაებას ხიზას, ხოლო მეორე - ცალ ფეხზე მწყერს ან წიწილას, რომელიც ბაზიერს დამალული ჰყავს მიმინოსაგან, მიმინო კი უზის მარცხენა ხელზე. მოულოდნელად მწყერი ან წიწილა ბაზიერმა უნდა აისროლოს ცოტა (ააგდოს) მაღლა და პირდაპირ, თვალს მოჰკრავს თუ არა აფრენილს, მიმინო სწრაფად ხელიდან გადავარდება, ჰაერშივე იჭერს მსხვერპლს, ეშვება მიწაზე, შეჩერდება და რამდენიმე წუთის შემდეგ დაუწყებს კორტნას.
მაშინაც კი ნელი ნაბიჯით,დახრილი, სტვენით ფრთხილად უნდა მიუახლოვდეთ მიმინოს, დაიჩოქოთ, მწყერი (წიწილა) დაათვალტვინოთ, ე.ი მწყერს თავი გაუჩეხოთ და გადმოსული სისხლი მიმინოს დაანახოთ.
მიმინო მწყერს ან წიწილას თავში ნისკარტს ჩაჰკრავს და ტვინს ამოაცლის. როდესაც თავს თითქმის სრულად შეჭამს,
მისი ულუფა ხორცი, რომელიც მომზადებული უნდა გქონდეთ, ბრჭყალებში უნდა შეაპაროთ და მწყერი ბრჭყალებიდან ფრთხილად უნდა გამოაცალოთ, ასე გააძღოთ. ამას ეწოდება ბავლის გაგდება. ეს არის პირველი გაკვეთილი (პრაქტიკული მეცადინეობა) დაჭრილ ფრინველზე.
თუ გამართვის ეს მთავარი ეტაპი სრულყოფილად დამთავრდა, მიმინო მომზადებულად ჩაითვლება და მეორე დღეს შეიძლება მისი სანადიროთ გაყვანა.


  მიმინოს ჩაპურება და ნადირობა.

მიმინოს არ ჭირდება და არც შეიძლება ვასწავლოთ ფრინველზე გამოდევნება და მისი დაჭერა. ეს თვისებები მასში მემკვიდრეობითაა. მტაცებელი ფრინველი ნადირობს თავისთვის და არა მონადირისათვის.
არ შეძლება მიმინოთი ნადირობა მზიან, ცხელ ამინდში, ქარსა და წვიმაში, უნდა იანდიროთ საღამოთი, დაახლოებით 4 საათის შემდეგ, და წყნარ, ღრუბლიან დღეს.
მიმინოთი მონადირეს უნდა ჰყავდეს კარგად დაგეშილი, მორჩილი და მტკიცე ნაბულის მქონე ძაღლი. თუ ძაღლი აფრენილ მწყერს მისდევს, ასეთი ძაღლით არა თუ შეუძლებელია ნადირობა, არამედ შეიძლება მიმინოც დაკარგოთ. ორი მონადირის ერთად ნადირობა ერთი ძაღლით შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი რიგრიგობით აწარმოებენ მიმინოს მოტევებას.
ნადირობის პროცესი ასეთია: ძაღლი მწყერს ეძებს ჩვეულებრივ, როგორც თოფით ნადირობისას. აი იგი უცებ დგება ნაბულზე, მონადირე ძაღლს სწრაფად მიუახლოვდება, მარცხენა ხელს, რაზედაც ხიზამოხსნილი მიმინო უზის, რაც შეიძლება მაღლა ასწევს და ელოდება, სანამ ძაღლი "ეცის" ბრძანებით მწყერს ააფრენს.
აფრინდება თუ არა მწყერი, მიმინო მაშინვე ხელიდან გავარდება, მწყერს დაედევნება, დაიჭერს და ბალახში ჩაჯდება. მონადირე სწრაფად მიდის იმ ადგილას, სადაც მიმინო ჩაჯდა. ეჟვნის ხმაზე მიმინოს პოულობს, მიუახლოვდება, დაიჩოქებს, მწყრის თავს მიმინოს შეაჭმევს, ისე როგორც ბავლის გაგდებისას, შემდეგ მწყერს ბრჭყალებიდან გამოაცლის, მის ნაცვლად ხორცს შეაჭმევს, შემდეგ კი მიმინოს ისევ ხელზე დაისვამს და შინ დაბრუნდება.
ამას ეწოდება მიმინოს ჩაპურება.
მარტო ერთი მწყერის დაჭერა და ნადირობის შეწყვეტა მხოლოდ პირველ დღეს ხდება. შემდეგ დღეებში კი მონადირე ნადირობს საღამომდე და იჭერს იმდენ მწყერს რამდენიც აუფრინდება.
თითოეული დაჭერილი მწყერის თავი ტვინი და თვალები მიმინოს უნდა აჭამოთ(ზოგჯერ მხოლოდ ხორცის მცირე ნაჭერს აწიწკნიებენ), მწყერი ბრჭყალებიდან გამოაცალოთ და განაგრძოთ ნადირობა. ნადირობის დამთავრების შემდეგ მიმინო მინდორშივე უნდა გააძღოთ თან წაღებული ხორცით.
დასავლეთ საქართველოში მწყერზე მიმინოს მოტევებას აწარმოებენ სხვადასხვა წესით.  აფხაზეთში ნადირობის დროს მიმინო ხიზაზე გრძელ ზონარმიბმული აწურული უჭირავთ მარჯვენა ხელში და აფრენილ მწყერს ესვრიან მას ისე, როგორც აფრენილ ფრინველს ესვრაინ ქვას ან ჯოხს.აჭარაში, გურიასა და სამეგრელოშიკი აწურული მიმინო სანადიროთ არ მიჰყავთ. აწურული ანუ ხელში დაჭერილი მიმინო მალე იღლება, მას უზიანდება ფრთები და მალე გამოდის მწყობრიდან.
როგორც უკვე ითქვა, მიმინო ნადირობის დღეს უნდა იყოს მშიერი, რადგან გამძღარი მიმინო მწყერს დასაჭერად არ გაეკიდება, ხოლო თუ შემთხვევით გაეკიდა და დაიჭირა, მას შორს წაიღებს, სადაც ბალახში ჩაჯდება ან ხეზე შეჯდება და ადვილი შესაძლებელია რომ იგი მწყერიანად დაიკარგოს.
ნადირობის დროს მიმინო უნდა იყოს სპორტულ ფორმაში, ე.ი. არ უნდა იყოს დასუსტებული, გამხდარი, მაგრამ არც ძალზე მსუქანი. ამ ნიშან-თვისების შეტყობა შეიძლება მკერდზე ცერისა და საჩვენებელი თითის შეხებით.
თუ მიმინოს მკერდზე ზედმეტი ხორცი აქვს და მკერდის ძვალი, რომელიც ჩიჩახვიდან იწყება, თითების შეხებით არ ემჩნევა, იგი ზედმეტად მსუქანია, ხოლო თუ მიმინო გამხდარია, მაშინ მას მკერდზე ხორცი ოდნავ ემჩნევა და მკერდის ძვალი შესამჩნევად ამოზნექილი აქვს.
არც პირველი და არც მეორე სანადიროთ არ გამოდგება.მსუქანი მიმინოს გაქცევის შანსი ძალიან დიდია,ხოლო სუსტი მწყერს ვერ დაეწევა.
გამხდარ მიმინოს ესაჭიროება საღი, ახალი ხორცით ან ცოცხალი ჩიტებით ნორმალური კვება, ხოლო მსუქანს კი კვების დროს უნდა მიეცეს წყლიანი ხორცი(წყალში 1 საათით ჩამბალი ხორცი) , სანამ მიმინო საჭირო ფორმაში არ ჩადგება. უნდა ითქვას, რომ მიმინოს ხშირად უტარდება, კვების რეჟიმის დაცვა,ხდება ხოლმე მიმინო რომელიც ხელზე მოდიოდა,უცებ მიატოვებს ხელზე მოსვლას და ხორცი შორ მანძილზე არ აინტერესებს,ახლოს თუ მივუტანთ დააცხრება,.ასეთ დროს იტყვიან  კუჭში ქონი აქვსო,ანუ მტაცებელს ქონიანი საკვები აქვს მიღებული და ეს ქონი დაგროვილია კუჭში და მტაცებელი შიმშილს სრულყოფილად ვერ გრძნობს
.ასეთ დროს უნდა მიეცეს წყლიანი ხორცი ზედმოყრილი შალის ნაჭრის ნაფხეკით.  ბაზიერის მოთმინება და სიდინჯე თავდებია იმისა, რომ მიმინო ადვილად და მოკლე დროში გაიმართება.
ნერვული ფიცხი და მოუთმენელი მონადირე მიმინოს ვერ გამართავს.


 ქორი.

ქორი განსხვავდება მიმინოსაგან ტანის სიდიდით, ფერით  (ერთწლიან ქორს სხვანაირი ფერის მკერდი აქვს,ხოლო შემდგომში მიმინო და ქორი ერთნაირი ბუმბულით არიან შეფერილი), მოკაუჭებული დიდი ნისკარტით,  და გრძელი ბრჭყალებით, დედალი  ქორი მინიმუმ 1/3  დიდია, ვიდრე მამალი.
ქორის დაჭერა, ბადიდან გამოხსნა, თვალის ახვევა და ახსნა, ღამის თევა, ხელზე ტარება, საქნიერი, ბავლის გაგება, ჩაპურება და ნადირობა ზუტად იგივეა, რაც მიმინოსი, იმ განსხვავებით, რომ ბავლის დროს იყენებენ არა მწყერს ან წიწილას, არამედ ქათამს.

თუ ვინმეს რამე აინტერესებს მტაცებლის დაგეშვასთან დაკავშირებით,ფორუმში დამისვას კითხვები.

ადმინისტრატორი

სტატია მომზადებულია ,,საქართველოს მონადირეთა კლუბი monadire.ge" ს მიერ www.monadire.ge/forum ავტორი ჯანსუღ ბოჭორიშვილი (monadire)

სტატია დამუშავებულია ადმინისტრატორის მიერ



წყარო:
კატეგორია: სტატიები ფრინველების დაგეშვაზე | დაამატა: Admin (07.04.2008) | ავტორი: ადმინისტრატორი.
ნანახია: 9929 | კომენტარი: 34 | ტეგები: მიმინოს, დაგეშვა | რეიტინგი: 5.0/7

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 341 2 »
0   Spam
34 zurabkapa   (10.10.2018 00:04:32) [მასალა]
გამარჯობა, მაქვს კითხვა, მაინტერესებს რა მიზნით უხვრეტენ მიმინოს კეფაზე კანს და უყრიან თასმას ? მადლობა.

0   Spam
33 luka2001luka   (27.12.2017 00:20:53) [მასალა]
კაი ინფორმაცია მივიღე 10

0   Spam
32 pirati   (28.08.2015 23:15:13) [მასალა]
მოგესალმებით, მყავს ერთი წლის მიმინო ბოლო პერიოდში ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, ბოლო ერთი კვირაა ძალიან დაუძლურდა თვალები სულ დახუჭული აქვს საჭმელსაც ძალიან ნელა და ცოტას ჭამს, არ ვიცი რა ჭირს ვეტერინარებთან ვიყავი და მითხეს მიმინოზე ინფორმაცია არ გვაქვსო, თუ რამით შეგიძლიათ დამეხმაროთ გთხოვთ მიტხარით...

0   Spam
30 giorgikoptonashvili   (10.09.2014 00:58:46) [მასალა]
...

0  
31 dudu-duda   (10.09.2014 02:40:45) [მასალა]
მაგას შენ ვერაფერს უშველი.... ეგ მაშინ უნდა გეფიქრათ როცა მიზანში ამოიღეთ და სასხლეტს ხელი გამოკარით ! არც კანონით და არც მონადირული თვალსაზრისით მტაცებელი ფრინველის მოკვლა ან დაზიანება არ არის მიზანშეწონილი და ისჯება კანონით!

0   Spam
29 rm   (09.09.2013 02:05:06) [მასალა]
ძალიან კარგი სტატიააა, მიმინო არ მყავს მაგრამ,მიყვარს მტაცებელი ფრინველები და ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულბოდი,ახალი ვარ და თხოვნა იქნებოდა რომ ბაზიერების ლექსიკას რაც შეეხება გვერდძე მიაწეროთ განმარტებები

0   Spam
28 chaxata   (10.08.2013 14:31:59) [მასალა]
ქორიც ეგრე იწვტნება?

-1   Spam
27 cq   (01.07.2013 15:36:48) [მასალა]
ძუის ბადით დაჩერა არ შეიდზლება ფრინველს დააზიანებს

0   Spam
26 gio-_axala   (01.07.2013 15:08:10) [მასალა]
ძუის ბადით ხო დავიჩერ მიმინოს? 23

0   Spam
25 agarskiii   (03.02.2013 14:16:17) [მასალა]
166 166 166 10 10

0   Spam
24 rezo_killer   (03.12.2012 17:38:56) [მასალა]
საიტის ადმინისტრაცია ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენთვის უბრალო ადამიანებისთვის რომელთაც არანაირი ხელი არ მიუწვდება არც მტაცებლებისთვის და არც ბაზიერებისთვის მსგავსი საიტები ერთადერთი ცოდნინ წყაროა პირადად ჩემთვის და ამიტომ ძალიან ქთხოვთ მსგავს გრამატიკულ შეცდომებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას

0   Spam
22 bacho1987   (03.07.2012 22:35:01) [მასალა]
გაიხარეეეეეეეეეეთ ამომწურავად გავიგე რაც დიდიხანია მაინტერესებდა ხვალიდან ვცილობ დაჭერას და აუცილებლად დავგეშავ მაგარი სტატიაააა 166 166 166 166 10 10 10 10 10 10 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

+1   Spam
21 toz78   (26.07.2011 00:38:32) [მასალა]
23_30_126

+1   Spam
20 berishvili   (22.08.2010 15:53:20) [მასალა]
10 10 10 მომეცონა

+1   Spam
19 qotanichi   (23.03.2010 10:43:14) [მასალა]
რამდენხანს შეიცლება მიმინოტი ნადირობა? 166

+1   Spam
18 nodari_1993   (13.11.2009 21:48:10) [მასალა]
საღოლ მაგარი სტატიაა 10

+1   Spam
16 vaxo_vaxo   (12.11.2009 23:46:02) [მასალა]
069 069 069 069 რა უნდა აფრინაო?? 069 069

+1   Spam
15 niko_niko   (19.10.2009 21:52:34) [მასალა]
ქორის დაჭერაც იგივე ნაირად ხდება როგორც მიმინოსი? 10 თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ

+1   Spam
17 Admin   (13.11.2009 00:45:53) [მასალა]
კი,უმნიშვნელო სხვაობით

0   Spam
23 rezo_killer   (03.12.2012 17:16:29) [მასალა]
qoris dacherac ise xdeba rogorc miminosi xolo dageshvis dros ufro didi frinvelebi unda gamoviyenot

+1   Spam
14 niko_niko   (19.10.2009 21:36:31) [მასალა]
მაგარი სტატიაა 10

+1   Spam
13 vaxo_vaxo   (17.10.2009 23:10:36) [მასალა]
მაგარია გიო აქედან ვისწავლე მიმინოს გამართვა 10 10 10 10

+3   Spam
12 vaxo_vaxo   (12.09.2009 03:05:55) [მასალა]
მართლა მაგარი საიტია..........

1-20 21-31
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика