მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბაზიერობაზე და მტაცებელ ფრინველებზე [28]
სტატიები ფრინველების დაგეშვაზე [9]
მტაცებელი ფრინველების კვება და მოვლა [9]
მტაცებელი ფრინველების დაჭერა [3]
მტაცებელი ფრინველების მკურნალობა [2]
მტაცებელი ფრინველები [17]
სტატიები შავარდნებზე და შავარდნისებრზე [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12
საცვლელი ჩოკები   
gio90პასუხების რაოდენობა: 325
პნევმატური იარაღები   
Askanireპასუხების რაოდენობა: 1652
Huglu 104a   
DATOYAპასუხების რაოდენობა: 161
შეკითხვები მტაცებელ ფრ...   
dudu-dudaპასუხების რაოდენობა: 575

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ბაზიერობაზე » მტაცებელი ფრინველების დაჭერა    

მიმინოს დაჭერა

დამჭერი ფრინველებით მონადირენი ორ ჯგუფად იყოფიან: პირველნი იჭერენ მიმინოსა და ქორს, მართავენ მათ და კიდეც ნადირობენ ამ ფრინველებით, ხოლო მეორენი გატაცებულნი არიან მხოლოდ დაჭერით და ეს გატაცება იმდენად ძლიერია, რომ სპორტსმენ მონადირესაც კი ავიწყებს ნადირობას.


მტაცებელი ფრინველის დაჭერა.

მტაცებელი ფრინველის დასაჭერად ბაზიერი აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ემზადება. ის ქსოვს სამკუთხედ ბადეს სიგრძით არა უმეტეს სამი მეტრისა, რომელიც გაკრულია თხილის ან ბამბუკის ორ ჯოხზე. სპეციალური სხაპით იჭერს ნარდ ღაჟოს და შეუდგება მის მართვას.

ჩიტის(ამ შემთხვევაში ღაჟოს) გამართვა მდგომარეობს შემდეგში: ღაჟოს დაჭერისთანავე წააბამენ ფეხებზე მოკლედ დაგრეხილ კოჭის ძაფს და მიაბამენ თხილის ან სხვა შესაფერისი ხის 2 მეტრიან სწორ ჯოხზე. ჯოხი კედელზე ან ხეზე უნდა მიმაგრდეს.
პირველ ხანებში ღაჟო ჯოხზე ჩამოეკიდება და იწყებს ფართხალს, ცდილობს აფრინდს და თავი დააღწიოს ტყვეობას, შემდეგ კი ჯდება ჯოხზე. თანდათან ისე შეეჩვევა ჯოხზე ჯდომას, რომ ორი დღის შემდეგ ფეხით აღარ ჩამოეკიდება. ბაზიერი ღაჟოს დღეში ორჯერ მაინც ავარჯიშებს. ჯოხს მეორე თავში მოკიდებს ხელს და ზევით შექნევით ღაჟოს ჰაერში შეისვრის-აფეთქებს. ეს პროცედურა ერთ კვირას გრძელდება, რის შემდეგ ღაჟო გაწვრთნილია და იგი მზად არის საირაოზე წასაყვანად.
საირაოზე ბაზიერი დილით ადრე მიდის ჩიტ-ბადით, არჩევს მაღლობზე ისეთ ადგილს, საიდანაც მოჩანს ვრცელი დაბლობი, კარგად გაწმენდს ბალახისაგან, ახლო მდებარე ხეებს ტოტებს შეაჭრის, თუ ეს ხელს უშლის ირაოს ცქერას, და აკეთებს პატარა კარავს, რომელსაც ხის ფოთლებით შენიღბავს. კარავში თავისუფლად უნდა მოთავსდეს მუხლებზე დაჩოქილი ბაზიერი. კარავს უკეთებს პატარა სარკმელს, საიდანაც თვალყურს ადევნებს ირაოს გამოჩენას, კარვის თავში შლის ბადეს, რომლის ერთი ჯოხი მიწაშია ოდნავ ჩასობილი, ხოლო მეორე -- დაგდებულია მიწაზე. ბაზიერი დგას ბადის უკან, მარჯვენა ხელში ჯოხზე დამჯდარი ღაჟო უჭირავს და უთვალთვალებს, როდის გამოჩნდება ცაში მტაცებეთა ირაო ან ცალკეული ფრინველი, რომელიც ჩიტს ეტანება.
როდესაც გამოჩნდება ირაო ან ერთეული ფრინველი (ქორი, მიმინო, თვალშავა და სხვა), რომელიც შორს, ბადის პირდაპირ წრეს აკეთებს ან მოფრინავს ბადისაკენ, ბაზიერი სწრაფად შედის კარავში, მუხლეზე დგება, იცქირება სარკმელში და თან ბადესთან მარჯვენა ხელით ღაჟოს აფეთქებს, მარცხენათი კი მიწაში ჩასობილი ჯოხი უჭირავს.
როგორც მტაცებელი ფრინველი აფეთქებულ, მოფრთხიალე ჩიტს თვალს მოჰკრავს, ის შეთამაშდება ჰაერში და დაიწყებს წრის გაკეთებას ბადის პირდაპირ. ბაზიერი ღაჟოს ფეთქებას განაგრძობს.ღაჟოს ფრთხიალით მოხიბლული და ცდუნებული ფრინველი უცებ აიწურება, ფრთებს შემოკრავს, ღაჟოს დასაჭერად ტყვიასავით დაეშვება და ღაჟოს წინ გაშლილ ბადეში მოხვდება. ბაზიერი მაშინვე ღაჟოს ჯოხიანად მარჯვნივ გადააგდებს, მიწაში დასობილ ბადის ჯოხს სწრაფად წააქცევს და ფრინველი უკვე ბადეშია გახვეული.
ღაჟოს ეტანება და ბადეში ხვდება არა მარტო ქორი ან მიმინო, არამედ სხვა მტაცებელიც: მარჯანი,ალალი,შაკი,ძელქორი,  თვალშავი, მცირე ზომის არწივები,ძერა და სხვა.

"შპიონი" ღაჟო:
ამ ხმას გამოსცემს "შპიონი" (დამძახებელი) ღაჟო მიმინოს დანახვისას, ეს ხმა გამოცდილ ბაზიერს მტაცებლის ახლოს ყოფნის შესახებ ეუბნება. ამ ხმას ღაჟო მონადირე მიმინოს ნახვისას გამოსცემს..ამ ხმის გაგონებისას, მთაში მიმინოს დაჭერისას, ბაზიერი ზედმეტ ყურებას არ იწყებს, სასწრაფოდ შედის ქოხში და იწყებს ღაჟოს ფეთქებას. 


აუდიო ფაილში მოცემულია ღაჟოს მიერ სხვადასხვა დროს (მეტი თვალსაჩინოებისათვის) გამოცემული ხმების ნაკრები. არაა აუცილებელი ღაჟომ ბევრჯერ დაიძახოს. მისი ერთი დაძახებაც საკმარისია ბაზიერის მიერ მტაცებლის დაჭერისათვის საჭირო ქმედებების დაწყებისათვის. 

მიმინოს გამოხსნა ბადიდან.

ბადეში მოხვედრილ ფრინველს ბაზიერი სწრაფად თავზე დააცხრება, ხელში დაიჭერს, გაუსწორებს ფრთებსა და ბოლოს და ბადიდან გაანთავისუფლებს.

ბადიდან ფრინველი დიდი სიფრთხილით უნდა გამოიხსნას, რომ მას არ დაუზიანდეს ფრთები ან ბოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სანადიროდ არ გამოდგება.

თუ ვინმეს რამე აინტერესებს მტაცებლის დაჭერასთან დაკავშირებით,ფორუმში დამისვას კითხვები.

ადმინისტრატორი











წყარო:
კატეგორია: მტაცებელი ფრინველების დაჭერა | დაამატა: Admin (07.04.2008)
ნანახია: 4556 | ტეგები: მიმინოს, დაჭერა | რეიტინგი: 4.5/11

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    akson777, gio90, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика