მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
თავისუფალი თემა   
zaza123პასუხების რაოდენობა: 83
ქველმოქმედება   
akson777პასუხების რაოდენობა: 45
იწერთ თუ არა უცხოური ს...   
revers1პასუხების რაოდენობა: 110
მწყერზე ნადირობა   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 3899
მონადირე ძაღლების გამო...   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 90
bazieri. ge _ ს კეპი დ...   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 1138

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

გლუვლულიანი სანადირო თოფი ТОЗ-34
1965 წელს ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე ტულის საიარაღო ქარხანაში შექმნილმა სანადირო თოფმა-ტოზ-34-მა ოქროს მედალი დაიმსახურა.

ამ მოედლის შექმნის იდეა და დამუშავება ნ. კირიაკოვს ეკუთვნის. თავიდან მხოლოდ ცალობით ეგზემპლარები მზადდებოდა, ხოლო 1969 წლიდან ის უკვე მსხვილი პარტიებით გამოდიოდა.

მოდელმა დიდი როლი შეასრულა საბჭოთა იარაღის განვითარების საქმეში. ტოზ-34 სერიული წარმოების ვერტიკალურ ლულებიანი პირველი მსუბუქი თოფი იყო. ამასთან ტოზ-34 საბაზო მოდელად იქცა და საფუძველი დაუდო სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის თოფების მთელ ოჯახს: სასტენდო ტოზ-57К-ს და ტოზ-57Т-ს: შტუცერ ტოზ-55 „ზუბრს", კომბინირებულ ტოზ-34-5.6/20-ს.

თოფების ძირითადი ნაწილი 12, ხოლო შედარებით ნაკლები კი 28 ყალიბი გამოდიოდა, როგორც რიგითი, ისე ცალობითი და სუვენირული შესრულებით.შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა 20 ყალიბის, ძალზე იშვიათად კი - 32 ყალიბსაც.

თოფი ორ ნაწილად იშლება. ცევიო არ ეხსნება და ის ლულაზე ჭანჭიკებითაა და მაგრებული. აღჭურვილია ფეხზე შემდგარი ჩახმახების მაჩვენებლით. თოფების ნაწილზე ჩვეულებრივი სამიზნე თამასაა დაყენებული, ნაწილზე კი გამაგრილებელი. კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი ძირითადად პისტოლეტურია, იშვიათად ინგლისური: სალოყით ან მის გარეშე.

ეს მოდელი სხვადასხვა დროს სხვადასვხა მოდიფიკაციით გამოდიოდა ტოზ-34-ექსტრაქტორით, ტოზ-34ე-ეჟექტორით, ტოზ-34რ-რეზინის ამორტიზატორით, ტოზ-34ერ კი-ეჟექტორთა და რეზინის ამორტიზატორით.

მცირე ყალიბიან თოფებზე იგივე კალაპოტია დაყენებული, რაც 12 ყალიბსაზე, ამიტომ ნებისმიერი ყალიბის თოფი ერთიწონისაა. ეს ცხადია მათი დიდი ნაკლია, თუმცა ერთიცაა 28 და 20 ყალიბის თოფების გაზრდილი მუხტითა და მასით დატენილი ვაზნების გამოყენებაა შესაძლებელი.

12 ყალიბიანის ლულების სიგრძე 700-720 მმ- ია, 20, 28 და 32 - ის კი 600-675 მმ-ია. სავაზნე ყველას 70 მმ-იანი აქვს. ლულების შევიწროება ასეთია: 12 ყალიბიანში ქვედა ლულა 0.8-1 მმ-ით, ზედა 1.1-1.3 მმ-ით; შესაბამისად 20-ის 0.5-1.0 მმ-ით, 28-ის 0.4 და 0.6 მმ-ით; ლულების არხის დიამეტრი კი 12 ყალიბიანს 18.5 (+0.2) მმ აქვს. 20-15.7 (0.2) მმ, 28 კი-14.0 (+0.2) მმ.

თავის კონსტრუქციით ეს მოდელი სრულიად ორიგინალურია და სხვა თოფებისგან შესამჩნევად განსხვავდება. ლულები კალაპოტთან წრიული შარნირებითა და მუფტითაა შეერთებული.

ლულების ჩაკეტვის სისტემა მხოლოდ ჩახმახების რბილი დაშვების საშუალებას იძლევა. შიგა ჩახმახიანი და ორ სასხლეტიანი დამცემ-დამშვები მექანიზმი კალაპოტში განცალკევებულ საფუძველზეა დამონტაჟებული. თოფის ფეხზე შეყენება და საბრძოლო ზამბარების მო მართვა ლულის გადახსნისას ხდება. ჩახმახები და ნემსები ცალ-ცალკე დეტალია. არაავტომატური დამცველი კეტავს შეპტალას: აქვს ჩახმახების დამჭერი ინტერსეფტორებიც.

ტოზ-34 სხვა თოფებისგან სპეციფიკური, შედარებით რთული დაშლა-აწყობის სისემითაც განსხვავდება. ამიტომ ქარხანას უამრავი მწყობრიდან გამოყვანილი თოფი უბრუნდება, რისი ძირითადი მიზეზიც ლულების კალაპოტიდან განცალკევებისას დაშვებული შეცდომები იყო.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს თოფი კომბინირებულ ვარიანტადაც მზადდებოდა. მისი ქვედა ღარიანი ლულა 9X53 ვაზნისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო ზედა 12 ყალიბის 0.5 მმ-იანი ნახევარჩოკია; ოღონდ ასეთ ზუბრს ლულა უკვე 675 მმ-იანი აქვს. ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი ორივე ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ცალბით ეგზემპლარად მზადდებოდა.

მცირე სერიებით გამოდიოდა სარეწაო დანიშნულების კომბინერებული მცირე ყალიბიანი თოფები - ტოზ-34-5.6/20, ამ შემთხვევაში ღარიანი სედა ლულაა და ის 5.6 ყალიბის ცენტრალური აფეთქების ტიპის ვაზნებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ქვედა - 28 ან 20 ყალიბისაა. ლულების სიგრძე 500 მმ-ია, ქონა 2.5-2.6 კგ.

12 ყალიბის ტოზ-34 ტიპიური სამოყვარულო-სანადირო თოფია, რომელიც ნებისმიერი ნადირობის დროს გამოდგება საფანტის სასროლად, ხოლო რაც შეეხება ფინდიხს, მისი გამოყენება მხოლოდ პოლიეთილენის კონტეინერების ხმარებისას და ლულასთან მისი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება. მსხვილ ნადირზე სანადიროდ კი ტყვია ერთი ზომით ნაკლები ყალიბის უნდა იყოს.

20 ყალიბის თოფები განსაკუთრებით მოხერხებულია მწყერზე სანადიროდ. უფრო მცირე ყალიბიანები და კომბინირებული ვარიანტები ტაიგაში სარეწაო ნადირობისათვის იყო გათვალისწინებული, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა და ტავისი დანიშნულებით იშვიათად გამოიყენებოდა.



წყარო:
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: skilter (19.05.2010) | ავტორი: skilter E
ნანახია: 7234 | კომენტარი: 7 | ტეგები: სანადირო თოფი, სანადირო, ტოზ34, ტოზ, tofi, 34, თოფი, gluvluliani, sanadiro, გლუვლულიანი | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 ИЖ27-ЕМ   (11.02.2018 22:28:56)
Toz-34 სავალე ნადირობაში ერთერთი საუკეთესო თოფია,რო მაგის სუსტი მშვილდები არა,ნომერ პირველი იქნება,18.2 შიდა დიამეტრი სსსრის თოფებს ყველას ეგრე აქ თითქმის მაგრამ,მის სიმსუბუქესთან სილამაზესზთან,რომელუც ბალანსთან ერთად თავს შენ მეგობრად თვლის და შენც ეუბნები: კი, შენ ჩემი მეგობარი ხარ ))) 23_30_126

0   Spam
6 xalia1989   (08.02.2018 21:22:47)
მე მაქვს ტოზ34. 65 წელში გამოშვებულოა დზაან კაი თოფია ლულა მართლაც გამძლეა

0   Spam
5 misho777   (17.12.2010 16:54:13)
მართლა კარგი იარაღია მაგრამ იჟექტორი გამიტყდა იქნებ ვისმეს გეგულებოდეთ გასაყიდი

0   Spam
4 knecho31   (17.06.2010 01:28:54)
მაგარი ტოფია მეც მაქვს და მაგრა მასიამოვნე მაგრამ ერტი პრობლემა აქვს მასჰები სხვა დზაან მაგარია

0   Spam
3 AXOTNIK_999   (02.06.2010 19:34:30)
მაგარი თოფია მე მაქ მარა მც მირძევია ან იჟ 27 166 166

0   Spam
2 Tchipa_AxotniK   (21.05.2010 19:07:37)
აუ როგორ მინდა მქონდეეესს რა ღირს? 25

0   Spam
1 zuramonadire   (21.05.2010 14:59:54)
მე პირადად საექსპორტო ტოზ-34 ოჟექტორიანი მაქვს, მარტლაც მაგარი თოპია ტოზ-34, ჩემი ტოპი წვრილ საპანტზე არვარგა მაგრამ აი 3-4 ნომრი ქვემოთ დალოცვილია.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 4
    მონადირე: 1
    კიკო

    დღეს საიტზე იყვნენ
    dato75, vanoarchi, alika-guria

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    data888(38) , papaskua(30) , giusha1980777(38) , luka1999(19) , 777shono777(39) , dima71(47) , luka(19) , zali(24) , shmagi-76(42) , zura_zura(30) , shamanauri12(21) , 2805zuro(24) , BAXTO(38) , zura2805(30) , samanauri12(21) , kacobijo(37) , okra(23) , gidi(49) , nikagvaladze(15) , fredi(22) , tigrana84(34)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика