ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

სანადირო თოფის ღირსებები
სანადირო თოფის ფასს მისი ღირსებები განსზღვრავენ . 

ეს ღირსებებია : 

1.მხატვრული
2.ტექნიკური
3. ბალისტიკური

ამ ღირსებათა ერთობლიობაში ყველაზე მეტად თოფის ფასზე ზეგავლენას მხატვრული ღირსებები ახდენენ . ტექნიკური პროგრესის საუკუნეში , როგორადაც მეოცე საუკუნე აღიქმება , ბევრი საგანი , რომელიც ტექნიკურ პროგრესის შედევრებს შეიცავს , ძალზე იაფ საგნად იქცა იმის გამო , რომ მის დამზადებაში ადამიანის შრომის მინიმალური რაოდენობაა ჩადებული . მაგალითად საათს , რომლის გამოც ერთი საუკუნის წინ კაცს კლავდნენ , ეხლა ერთი კილო ხორცის ღირებულებაც არ აქვს . 
სანადირო თოფის ღირსებათა განხორციელებაში - მხატვრული , ყველაზე მეტ ხელით შრომას მოითხოვს . სოციალურ აფეთქებათა მთელმა ჯაჭვმა , რომელსაც მე-19 და მე-20 საუკუნეები მოიცვა , ის მოიტანა , რომ ყველაზე ძვირათღირებული ,ესაა შემოქმედებით შრომასთან შერწყმული ხელით შრომა . 
ამჟამად სანადირო იარაღის ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა : ყველაზე მაღალი მხატვრული , ტექნიკური და ბალისტიკური მონაცემების თოფის ფასი 100 000 დოლარს აღწევს , ხოლო დაბლისა 150 დოლარია . 
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მაღალი კლასის თოფი , დაბალი კლასის თოფისგან ??? დავიწყოთ იმ ღირსებებით , რომელთა შეფასება ვიზუალურად შეიძლება . 

მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენა :

მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენამდე უნდა გავიხსენოთ , რომ სანადირო თოფების კლასიფიკაციის სხვადასხვა პრინციპები არსებობს . სანადირო თოფებს ერთმანეთისგან განასხვავებენ : 

1 . ლულების კალაპოტთან შეერთების ხასიათით : არის თოფები , რომელთა კალაპოტი და ლულები ერთმანეთს შორდება , არის თოფები რომლებიც არ იშლება .
2. ლულების შიდა ზედაპირით : გლუვლულიანი და კუთხვლულიანი. 
3. ლულების რაოდენობით : ცალლულიანი , ორლულიანი , სამლულიანი და ოთხლულიანი .
4. დამცემი მექანიზმის განლაგებით : ჩახმახიანი და უჩახმახო . 
5. ლულაში ვაზნის მოთავსების მექანიზმით : ხელით დასატენი , ავტომატური , ნახევრადავტომატური და ე.წ. პომპიანი - მოძრავი ტიბჯირის საშუალებით . 

თოფის შეძენისას მონადირემ უნდა გაარკვიოს თუ რა მოთხოვნილებებს უყენებს თოფს , რა მიზნებისათვის უნდა იგი . აქ რამდენიმე ვარიანტია მოსალოდნელი . მონადირეს თოფი უნდა : რიგითი ნადირობებისათვის , ნებისმიერი ამინდში სატარებლად ; აქვს უბრალო იაფფასიანი და უნდა ქონდეს მეორე . უფრო უკეთესი , რომლითაც ხანდახან წავა სანადიროთ ; ძვირფასი , მაღალი კლასისა , რათა დაიკმაყოფილოს ესთეტიკური მოთხოვნილებები , ახლობლის , მეგობრის ანდა საპატივცემულო პირის დასასაჩუქრებლად , უნდა როგორც ნივთი მატერიალური ქონების დასაგროვებლად , თუ შესანახად .
ამ მიზნების უკეთ დასაკმაყოფილებლად გასათვალისწინებელია ის , რომ სანადირო თოფები მხატვრული და ტექნიკური ღირსებათა დონის მიხედვით არიან:
1.სტანდარტული
2. ცალობითი
3.ლუქსი
4.ექსტრა ლუქსი, ფაქტობრივად ანტიკვარული.


სტანდარტულ თოფებს განეკუთვნება ის თოფები , რომელთა ყველა ნაწილი მანქანური წესითაა დამზადებული და ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი . ხელით , მხოლოდ აწყობა - მორგება ხდება . მექანიზმი ენსონ - დილეის სისტემისაა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებს არ გააჩნიათ , თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კლაკნილ ხაზს , წრეხაზს ან წნევის ქვეშ ამოტვიფრულ ცხოველების გამოსახულებას. ნაწილები უხეშადაა მორგებული . ტყვისსა და საფანტის მიტანა მათ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან კარგი , კარგი , საშუალო და ცუდი . ეს შემთხვევაზეა დამოკიდებული , თუ როგორი ეგზემპლიარი მოგხვდებათ ხელში . ასეთი თოფების ექსპლუატაციის ხანგძლივობა მცირეა . ისი 5-10 წლის ხმარების შემდეგ მოირყევიან ხოლმე . აქედან გამომდინარე , ეს თოფები ყველაზე იაფი ღირს. 

ცალობითი თოფი შედარებით მეტი ხელით შრომითაა შექმნილი . აქვს კაკლის კონდახი და უკეთესი მხატვრული გაფორმება . ისინი ენსონ - დილეის სისტემისაა , არასრული საკეტებით , ან სრული საკეტების იმიტაციით. ცალობითი თოფების ფასები მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა სტანდარტულებისას. 

ლუქსი კლასის მქონე თოფები შეიაძლება იყოს ენსონ - დილეის ანუ არასრული საკეტებით , სრული საკეტების იმიტაციის , ან სრული საკეტებით , ჰოლანდ - ჰოლანდის სისტემის ან სხვა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებისა მაღალ დონეზეა . გრავირება შეიძლება იყოს ინგლისური ტიპისა და ნადირობის სცენებით . 
ინგლისური ტიპის გრავირება წარმოადგენს არაბესკების ჯგუფს , კლაკნილ ხაზებს ან ყვავილების თაიგულის გამოსახულებას .



გრავირება ნადირობის სცენებით შეიძლება იყოს განხორციელებული მეტალზე გაკაწვრით ან მასზე რელიეფური გამოსახულებების მოთავსებით . ეს უკანასკნელი უფრო შრომატევადია და მეტად ფასდება . 



კაკლის ხის კონდახი შეიძლება იყოს მოჩუქურთმებული . სოლიდური ფირმები , ისეთები , როგორებიცაა ჰოლანდ-ჰოლანდი , ჯეიმს პერდე , ლებო , ხის მხატვრულ გაფორმებას გაურბიან . ამ თოფებს ხშირად აქვთ ყუთი , რომლებშიც თოფის ლულების და კონდახის გარდა მოთავსებულია დასაზეთი და გასაწმენდი საგნები , შომპოლი , ვაზნა კაპსულის გარეშე - ჩახმახის დასაცემინებლად . 



ლუქსი კლასის თოფის ლულები საგულდაგულოდ აირჩევა და მოწმდება . მათი მიტანა საუკეთესოა და ხშირად დასტურდება სათანადო დოკუმენტით . 
საბჭოთა თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებოდნენ : TC – 1 , TC -2 , МЦ – 9 , МЦ – 11, МЦ – 109 , МЦ – 111 . 
უცხოური თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებიან რევოლუციამდე შემოტანილი ინგლისური , ბელგიური და ფრანგული თოფების დიდი ნაწილი , გერმანული თოფების მცირე ნაწილი მაგალითად : მერკელის 303 E მოდელი , ზიმსონის მოდელი "მონტეკარლო” , ზაურის 29 C მოდელი. 

ექსტრალუქსი თოფები ფაქტიურად საკოლექციო ნივთებია . მათი მხატვრული გაფორმება ვირტუოზულია . მათში შეიძლება გამოყენებული იქნეს ოქრო , ვერცხლი, სადაფი , სპილოს ძვალი და ძვირფასი ქვები . დამცემ - სასხლეტი მექანიზმი კოროზიისაგან დაცვის მიზნით მოოქროვილია . თოფი დევს უნიკალურ სქელი , ნატურალური ტყავისაგან დამზადებულ ყუთში . მათ წინა კლასების თოფებისაგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი ნიშანიც განასხვავებს : ისინი საყოველთაო აღიარებული ფირმების ნახელავებია . ეს თოფები უმეტეს შემთხვევაში მატერიალური დოვლათის დაგროვების , მიღებისა თუ გადაცემის , ანგარიშსწორების საშუალებებია . ბევრმა მათგამნმა შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ისე გამოიცვალოს რამდენიმე პატრონი , რომ არცერთმა მათგანმა იგი ერთხელაც არ გაისროლოს . 






წყარო:
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: maxo777 (15.02.2014) E
ნანახია: 6082 | კომენტარი: 5 | ტეგები: ღირსებები, თოფის, სანადირო | რეიტინგი: 4.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 zaza123   (17.04.2014 13:22:24) [მასალა]
დედა რა თოფებია ბიჯო?
39

0   Spam
4 tura11   (06.03.2014 12:08:44) [მასალა]
166 166 166 166 10 39

0   Spam
3 nika121   (23.02.2014 21:40:50) [მასალა]
10 10 10 10 10 166 166 166

0   Spam
2 saiga   (20.02.2014 04:20:11) [მასალა]
პერდე და ჰოლანდ&ჰოლანდ-ი მართლაც რომ ჩემპიონი თოფებია მსოფლიოში

+1   Spam
1 gugalo   (16.02.2014 23:27:29) [მასალა]
მადლობთ ზოგადი ინპორმაციისთვის,ბოლო ეგზემპლარები მართლაც ხელოვნების საუკეთესო ნამუშევრებია 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика