ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 30 » მუხრუჭიანი ურემი და ურმის "პრავა" 16 წლიდან - ქართული კანონშემოქმედების მწვერვალი?    

22:38:54
მუხრუჭიანი ურემი და ურმის "პრავა" 16 წლიდან - ქართული კანონშემოქმედების მწვერვალი?
მუხრუჭიანი ურემი და ურმის "პრავა" 16 წლიდან - ქართული კანონშემოქმედების მწვერვალი?
მუხრუჭიანი ურემი და ურმის "პრავა" 16 წლიდან - ქართული კანონშემოქმედების მწვერვალი?
28-12-2013
ერთი ქართული გამოთქმა, ალბათ, ყველას გაგონილი გექნებათ - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო. ცოტა ხანში აღნიშნული გამოთქმა აზრს დაკარგავს, რადგან... ცოტა ხანში ურემს მუხრუჭები ექნება. 
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ბუსუსებიანი პრეზერვატივისთვის, ჩოხა-ახალუხიანი სიარულისთვის და ურემზე მუხრუჭებისთვის კი, ჩვენი ძვირფასი პარლამენტი არსებობს. ხუმრობა იქით იყოს და თურმე, ევროკავშირის მოთხოვნა ყოფილა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამიტომ აღნიშნულ კანონპროექტს ღებულობენ. თანაც, წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, ღამით მოსიარულე მძღოლს უმუხრუჭოდ თავის ნებაზე მიშვებული "ფაფარაყრილი" ურემი რომ გადაეყრება. 

"ნაცების" წევრმა გიორგი კანდელაკმა ერთი ამბავი ატეხა, პროკურორი ყაჩაღია და თქვენ რა კანონპროექტს ღებულობთ, ასი საწარმო ხომ გახსენით, ბენზინიც გააიაფეთ და ურემზე მუხრუჭი გვაკლდა, ხომ სრული ბედნიერებისთვისო! ბატონო გიორგი, ბენზინი გაძვირდა და დროა, ხალხი ეკოლოგიურად სუფთა ურემზე გადავიდეს. ასეთი საცობების მქონე დედაქალაქში უმუხრუჭოდ ჩემმა მტერმა იარა. წარმოიდგინეთ, პატრული, ურემზე შემოსკუპებული რომ გაყვირის რუპორში - ვირი, "ტაჩკა" გადააყენე!!! ცხენი, იმოძრავე, ნუ აფერხებ მოძრაობას!!! გარდა ამისა, ელიავაზე გაიხსნება სპეციალური განყოფილება, სადაც გაიყიდება "ურმის დაშლილები".
ისე, გლეხს რა ცხოვრება დაუდგა, ურემი ვერ დაუყენებია თავის გემოზე! კანონში ისიც წერია, რომ ურმის მართვა 16 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი ანუ ურმის "პრავა" 16 წლის ასაკიდან გაიცემა. ახლა ის წარმოიდგინეთ, მანქანები ნაცვლად ქალაქში ურმები რომ მომრავლდნენ, შემოსკუპებული ტუჩებდაპრუწული " გოგჩოებით", რომელთაც ცალ ხელში "აიფონ 5"-ი ეჭირებათ, მეორეში კი სახრე. ვერაფერშვილ ამბავს გვიკეთებს ეს ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.

მოდი, აქვე ევროკავშირის სხვა ვალდებულებებიც გავიხსენოთ, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული ევროინტეგრაციის სანაცვლოდ - ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, შრომითი ხელშეკრულების გაუმჯობესება, რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფა, შიდა კონფლიქტების მოგვარება და კიდევ არაერთი საკითხია ჩამონათვალში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - როდესაც ასეთი საკითხებია მოსაგვარებელი, რატომ მუშაობენ ურმის მუხრუჭების კანონპროექტზე? თუმცა, ჩვენ რა ვუწყით, უცოდინრებმა. დაე, ამა ქვეყნისა ძლიერთა გადაწყვიტონ. 

ურმის მუხრუჭების რა მოგახსენოთ და ძალიან გამიხარდება ევროკავშირი თუ საქართველოს ხელისუფლებას დაავალდებულებს და აქანდაზი, ცოცხი და ცელოფნის პარკი ყველა ძაღლს ექნება მიბმული, და პატრონის სახელიც ეწეროს. წაბილწულია თბილისის ქუჩები...


წყაროhttp://kvirispalitra
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 5945 | დაამატა: Admin | ტეგები: ქართული, წლიდან, და, კანონშემოქმედების, პრავა, მუხრუჭიანი, ურმის, ურემი, მწვერვალი?, 16 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 civilioni   (26.02.2016 10:05:32) [მასალა]
ტეხასმოტრი არა? 069 მაინც რომელ წლიანი ვირების შებმა შეიზლება ურემში? 069 აშკარად უნიჭიერესი მთავრობა გვყავს 069 და ნალები ზიმა-ლეტა შეიზლება? 069 ვაი ამათ პატრონს უბედურს,ვითომ განათლებულები რო არიან და აათას სიბრძნეს რო გამოაფრქვევენხოლმე უტვინო თავებიდან eb ვინმემ გვიშველოს ქართველებს თორემ ესენი გინესის წიგნში ჩააწერინებენ ქვეყნის როგორც ყველაზე სულელური კანონის მქონე 1000559 1000569 რა გვეშველება ამათ ხელში..... 1000294

+1   Spam
3 tatoxoni   (04.01.2014 23:21:32) [მასალა]
მე თავიდან ხუმრობა მეგონა, თურმე ნაღდი ყოფილა. ერთი შეკითხვა მაქვს კაჭკა ნასვამმა რომ ატაროს დააჯარიმებენ? ან კიდე მართვის მოწმობის გამოცდა სად უნდა ჩააბარო მექანიკაზეა თუ ავტომატიკაზე ჩასაბარებელი? 23 069 069

+1   Spam
2 bashiachuki   (03.01.2014 21:55:56) [მასალა]
აი, ესღა გვაკლდა ქართველებს სრული ბედნიერებისთვის.ამაზე აქტუალური დღეს აღარ დარჩა ჩვენ ქვეყანაში მოსაგვარებელი.აბა ჰე! წინ ამაყად, ევროკავშირისკენ!!!! 10 45016

0   Spam
1 racha123   (03.01.2014 00:16:58) [მასალა]
უ რას იდრიფტავებენ მეურმეები 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика