ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » აგვისტო » 12 » ​ამონაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან    

19:05:59
​ამონაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან

ამონაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან
 
მუხლი 180.   მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვ­ლუ­ლიანი სანადირო იარაღის შეძენის, შე­ნახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარ­ღვევა
მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის გარეშე, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
 
მუხლი 181.   ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა
იარაღის შენახვაზე შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის მქონე მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო და კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა, _
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, ან იარაღის და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევას.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ნახევრიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა მათი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულებების და ორგანიზაციის მუშაკების მიერ, აგრეთვე მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენება არადანიშნულებისამებრ, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ორიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.
 
     მუხლი 1811. ცივი იარაღის ტარება (11.12.2013. N1700 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1. ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.
შენიშვნა:
1. ეს მუხლი არ ვრცელდება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლებ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შესაბამისად.
2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:
ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;
ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;
გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;
ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
4. პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება.
 
მუხლი 182.   ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ვადების ან მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს, _
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
 
მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური
                         იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების
                         შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას
                         სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური
                         იარაღიდან სროლა  (24.04.2012. N6058)
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
 
მუხლი 1822. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის
შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება (24.04.2012. N6058)
1. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
 
მუხლი 183. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძოლო მასალების რეალი­ზა­ცი­ისაგან თავის არიდება
ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძო­ლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება იმ მოქალაქეთა მიერ, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოებმა გაუუქმეს მათი შე­ნახ­ვის ნებართვა მონადირეთა საზოგადოებიდან გამოსვლის გამო, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე იარაღისა და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევით.
 
მუხლი 1831. წყალქვეშა სანადირო თოფების შეძენის, გა­ყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გა­მოყენების წესების დარღვევა
წყალქვეშა სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, _
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თამამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის გან­მავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირ­ველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თამამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.
 

წყაროhttp://ბაზიერი.გე
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3508 | დაამატა: Admin | ტეგები: კოდექსიდან, სამართალდარღვევათა, ​ამონაწერი, ადმინისტრაციულ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 gochamik   (15.08.2014 13:24:42) [მასალა]
კი აუცილებლად 39 39 39 39

0   Spam
2 gujaguja12   (15.08.2014 00:20:36) [მასალა]
უკვე გაიხსნა სეზონი ტუ სჰაბატს იხსნება?

0   Spam
1 nika1975   (13.08.2014 10:36:23) [მასალა]
პნევმატურ თოფსაც გაფორმება უნდაა??? CITI CITI

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика