ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 25 » ტყე­ში მოს­მე­ნი­ლი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კა და მგლის ყმუ­ი­ლი, რო­გორც ამო­მა­ვა­ლი მზის ჰიმ­ნი    

12:23:00
ტყე­ში მოს­მე­ნი­ლი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კა და მგლის ყმუ­ი­ლი, რო­გორც ამო­მა­ვა­ლი მზის ჰიმ­ნი
ტყე­ში მოს­მე­ნი­ლი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კა და მგლის ყმუ­ი­ლი, რო­გორც ამო­მა­ვა­ლი მზის ჰიმ­ნი
 
ტყე­ში მოს­მე­ნი­ლი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კა და მგლის ყმუ­ი­ლი, რო­გორც ამო­მა­ვა­ლი მზის ჰიმ­ნი

“მინ­და, ლე­ო­პარდს ვგავ­დე”

ცხო­ვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარს. ახ­სოვს, მა­მას ზო­ო­პარ­კში სა­სე­ირ­ნოდ ხში­რად დაჰ­ყავ­და. თან ეზო­ი­ან სახ­ლში იზ­რდე­ბო­და; კა­ტა და ძაღ­ლი ყო­ველ­თვის ჰყავ­და. 
პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე დიდ­ხანს არ უფიქ­რია. ბი­ო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა და მი­სი დი­დი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც იმ დღი­დან და­იწ­ყო. პირ­ვე­ლი გას­ვლა ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში და მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 36 ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ ვერ გა­და­ფა­რა; ვარ­სკვლა­ვებ­თან "მი­ახ­ლო­ე­ბა"; დაკ­ვირ­ვე­ბა გო­რი­ლებ­ზე, აფ­თრებ­ზე, მგლებ­ზე და სპი­ლო­ე­ბის­გან ბე­დად გა­დარ­ჩე­ნა - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლე­ვან ბუთ­ხუ­ზი ისე­თი აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი არ გა­გიჩ­ნდეს. მე კი მას­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო "მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" გე­პა­ტი­ჟე­ბით.

- ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი ოჯა­ხის ახ­ლო­ბ­ლის - გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რის, ია­სონ ბად­რი­ძის­გან მი­ვი­ღე შე­თა­ვა­ზე­ბა, მას­თან ერ­თად მე­მუ­შა­ვა, ვე­ლურ ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მე­წარ­მო­ე­ბი­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, დავ­თან­ხმდი. მა­ლე ზუ­რა გუ­რი­ე­ლი­ძეს­თან, გი­გი თევ­ზა­ძეს­თან, გია თო­დუ­ას­თან ერ­თად “ნაკ­რე­სი” ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. ორ­გა­ნი­ზა­ცია ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ დღი­დან 20 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და. გა­ვი­ა­რე გზა რი­გი­თი მო­ხა­ლი­სი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე. ერ­თი პე­რი­ო­დი, ზო­ო­პარ­კში მტა­ცებ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის დამ­ლა­გე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი. ცხო­ვე­ლებს ვუვ­ლი­დი, ვო­ლი­ე­რებს ვა­ლა­გებ­დი - ზიზ­ღი არ მიგ­რძნია...
- რამ­დენ ხანს იმუ­შა­ვეთ?
- 3 წელ­ზე მე­ტი. ეს სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში იყო. დი­ლით ად­რი­ა­ნად ვდგე­ბო­დი, ზო­ო­პარ­კში მივ­დი­ო­დი, ვა­ლა­გებ­დი; მე­რე შინ ვბრუნ­დე­ბო­დი, მოვ­წეს­რიგ­დე­ბო­დი და ლექ­ცი­ებ­ზე მივ­დი­ო­დი. სა­ღა­მოს ისევ ზო­ო­პარ­კში ვბრუნ­დე­ბო­დი. შუ­ად­ღეს სხვა დამ­ლა­გე­ბე­ლი მცვლი­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­ტო­ნი ია­სო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე­ებ­შიც ვი­ყა­ვი ჩაბ­მუ­ლი. ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ “ნაკ­რეს­ში” უმ­ცროს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად და­ვიწ­ყე მუ­შა­ო­ბა. მე­რე დი­რექ­ტო­რი გავ­ხდი და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 2 წლის წინ დავ­ტო­ვე. ამ 20 წლის მან­ძილ­ზე სულ ვმოგ­ზა­უ­რობ. ხან ამე­რი­კა­ში ვარ, ხან - აფ­რი­კა­ში, აზი­ა­ში... 

GzaPress- ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში პირ­ვე­ლი გას­ვლა გა­იხ­სე­ნეთ.
- ია­სონ ბად­რი­ძეს­თან ერ­თად, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში წა­ვე­დი. ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში მგე­ლი, ირე­მი, დათ­ვი პირ­ვე­ლად ვნა­ხე. იმ პე­რი­ოდ­ში ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა ასე­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ იყო. ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში გა­მო­უს­ვლე­ლად 4 თვე გა­ვა­ტა­რეთ, იქა­უ­რო­ბამ ჩემ­ზე და­უ­ვიწ­ყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ვა­წარ­მო­ებ­დით დაკ­ვირ­ვე­ბას, რაც თა­ვის­თა­ვად, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო.
- ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ დღე­ე­ბი­დან რა და­გა­მახ­სოვ­რდათ?
- ვარ­სკვლა­ვე­ბი. მას შემ­დეგ 36 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე და დავ­რწმუნ­დი - არ­სად ისე ახ­ლოს არ არი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გორც ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში. სა­ოც­რე­ბაა!.. ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცის მსგავ­სი სამ­ყა­რო არ არ­სე­ბობს. იმ დღე­ე­ბი­დან კი­დევ ერ­თი “კად­რი” ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ია­სონ­თან სტუმ­რად იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გა იყო ჩა­მო­სუ­ლი. ერთ დღეს გა­რიჟ­რაჟ­ზე ავ­დე­ქით და დაკ­ვირ­ვე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად გა­ვე­დით. ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3000 მეტ­რზე ვი­ყა­ვით. ერთ ად­გილ­ზე შე­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მოვსხე­დით; მზე ამოს­ვლას იწ­ყებ­და. და­ვი­ნა­ხე, მო­პირ­და­პი­რე კლდის ქიმ­ზე მგე­ლი იდ­გა. ას­წია თა­ვი და ყმუ­ი­ლი და­იწ­ყო, მაგ­რამ სა­ზა­რელ ხმას კი არ გა­მოს­ცემ­და, მი­სი ყმუ­ი­ლი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კას ჰგავ­და. გა­ვი­რინ­დეთ... თით­ქოს სი­ცოც­ხლეს “ესალ­მე­ბო­და”. მგლის ყმუ­ი­ლი ამო­მა­ვა­ლი მზის ჰიმ­ნი იყო. ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ცა და ეს “კად­რი” ალ­ბათ არას­დროს და­მა­ვიწ­ყდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რე ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ლა­მა­ზი რამ ვნა­ხე.
- ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და მი­ამ­ბოთ.
- უდაბ­ნო, ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი, სტე­პე­ბი, ტუნ­დრა, ტა­ი­გა - ყველ­გან ვარ ნამ­ყო­ფი. ჯგუფ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი და ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას ვა­წარ­მო­ებ­დით. დამ­ყა­რე­ბუ­ლი გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა უც­ხო­ელ კო­ლე­გებ­თან - მათ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ხან ისი­ნი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხან ჩვენ ჩავ­დი­ო­დით და ერ­თობ­ლივ კვლე­ვებს ვა­ტა­რებ­დით. ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის 90% ასე შედ­გა. 36 ქვეყ­ნი­დან ცხა­დია, უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­დი იყო.

- თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რო­მე­ლი რე­გი­ო­ნია?
- აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა - კე­ნია, ტან­ზა­ნია, ზიმ­ბაბ­ვე... არც ერთ სხვა ად­გი­ლას ცხო­ვე­ლი ისე კარ­გად არ ჩანს, რო­გორც იქ. დაკ­ვირ­ვე­ბა ად­ვი­ლია, დროც გე­ზო­გე­ბა.
- რო­გორც ვი­ცი, ყო­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის დროს რა­ღაც რი­ტუ­ალს ას­რუ­ლებთ.
- დი­ახ (იცი­ნის): მან­ქა­ნი­დან გა­დავ­დი­ვარ თუ არა, მი­წა­ზე გუ­ლაღ­მა ვწვე­ბი. ამას ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს: ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა სულ მე­ნატ­რე­ბა, მუდ­მი­ვად “მე­ძა­ხის”. რომ ჩავ­დი­ვარ, უნ­და ვიგ­რძნო; რო­გორ უნ­და ვიგ­რძნო? მთე­ლი სხე­უ­ლით უნ­და შე­ვე­ხო. “შეხ­ვედ­რის” ასე­თი ფორ­მა მე გა­მო­ვი­გო­ნე; მსი­ა­მოვ­ნებს.
- მე­გობ­რე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?
- დამ­ცი­ნი­ან, მაგ­რამ მა­თაც ჩემ­ნა­ი­რი გან­ცდა აქვთ.
- ერთ-ერ­თი ცხო­ვე­ლის მა­გა­ლით­ზე გვი­ამ­ბეთ, რო­გორ აწარ­მო­ებთ დაკ­ვირ­ვე­ბას?
- უგან­და­ში, ერთ-ერთ ეროვ­ნულ პარ­კში მთის გო­რი­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ; იშ­ვი­ათ სა­ხე­ო­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. მათ ზურ­გზე ვერ­ცხლის­ფე­რი ბეწ­ვი დაჰ­ყვე­ბა, რის გა­მოც “ვერ­ცხლის­ზურ­გას” ეძა­ხი­ან. ძა­ლი­ან დი­დე­ბი არი­ან. ადა­მი­ა­ნის არ ეში­ნი­ათ და არც შენ გე­ში­ნია (თუმ­ცა უნ­და გე­ში­ნო­დეს). გო­რი­ლე­ბის ოჯა­ხი დღის დიდ ნა­წილს ერ­თად ატა­რებს.
- ოჯა­ხი რამ­დე­ნი წევ­რის­გან შედ­გე­ბა?
- მამ­რი წი­ნამ­ძღო­ლია; ძა­ლი­ან დი­დია - ფეხ­ზე მდგა­რი 2 მეტრს აღ­წევს და ძა­ლი­ან ძლი­ე­რია. მას რამ­დე­ნი­მე “ცო­ლი” და შვი­ლი ჰყავს. ეს გო­რი­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს იზი­დავს. იქ მა­ი­მუ­ნე­ბი რომ არ ბი­ნად­რობ­დნენ, უგან­და დიდ ფულს და­კარ­გავ­და... დაკ­ვირ­ვე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად გა­რიჟ­რაჟ­ზე წას­ვლა სა­ჭი­რო არ არის. მა­ი­მუ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით ზარ­მა­ცე­ბი არი­ან და დი­ლით ძი­ლი უყ­ვართ, ხვრი­ნა­ვენ. მზე რომ ამო­ვა, მე­რე აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. ად­გე­ბა, ჭამს, გა­ივ­ლის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო აქტს ჩა­ა­ტა­რებს, “შვილს” მი­ე­ფე­რე­ბა... მათ ნე­ბის­მი­ერ მოქ­მე­დე­ბას ვი­წერთ. თი­თო­ე­ულ დე­ტალს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ეს რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მაა. მა­ი­მუ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას ჰგავს. თან­და­თან ეც­ნო­ბი მა­თი ქცე­ვის წე­სებს და ად­გენ: რო­დის ბრა­ზობს დე­და, რა­ზე ღი­ზი­ან­დე­ბა მა­მა, რო­გორ ზრდის შვი­ლებს, რას უშ­ლის, რის­თვის ახა­ლი­სებს, რო­გორ ას­წავ­ლის მტრე­ბის­გან თავ­დაც­ვას, ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ვის­თან მე­გობ­რობს და ა.შ. ისი­ნი გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ას არ სცდე­ბი­ან. მკვლევ­რის დაკ­ვირ­ვე­ბა მთავ­რო­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ამით ად­გე­ნენ, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. ეს ად­გი­ლი ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის­გან უნ­და და­იც­ვა. მთავ­რო­ბა ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

GzaPress- დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი, შრო­მა­ტე­ვად­თან ერ­თად, სა­ხა­ლი­სოც იქ­ნე­ბა, არა?
- რა თქმა უნ­და. შე­იძ­ლე­ბა, სა­ა­თო­ბით იჯ­დე და არა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­დონ, რომ ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თო. ტრო­პი­კულ წვი­მა­ში მათ­გან 10 მეტ­რის და­შო­რე­ბით, ქოლ­გით, ხელ­ში ფან­ქრით (კა­ლამს ვერ ვი­ყე­ნებთ) და ფურ­ცლით ზი­ხარ, წერ. ისი­ნიც ფოთ­ლებს აფა­რე­ბენ თავს; მოწ­ყე­ნი­ლე­ბი არი­ან.
- ახ­ლოს არ მო­დი­ან, არ გე­ხე­ბი­ან?
- კი, ასე პა­ტა­რე­ბი იქ­ცე­ვი­ან. თა­ვი­დან მათ დე­და არ უშ­ვებს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის განმავლობაში რომ გხე­დავს, ხვდე­ბა, რომ მის შვილს შენ­გან საფ­რთხე არ ემუქ­რე­ბა. მე­რე მო­ახ­ლო­ე­ბას აღარ უშ­ლის... მკვლევ­რებს ცხო­ვე­ლებ­თან შე­ხე­ბა და მო­ფე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი გვაქვს. არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ვი­რუ­სი გა­დავ­დოთ. პა­ტა­რა გო­რი­ლა ხე­ლის­კვრით და უხე­შად არ უნ­და მო­ი­ცი­ლო, ამას დე­და­მი­სი არ გა­პა­ტი­ებს - ეგო­ნე­ბა, რომ ურ­ტყამ და ვერ გა­და­ურ­ჩე­ბი. ამი­ტომ, თა­ვად უნ­და გა­ე­რი­დო, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხიო და მე­რე თა­ვი­სით ჩა­მოგ­შორ­დე­ბა. რაც უნ­და პა­ტა­რა და საყ­ვა­რე­ლი იყოს, ხე­ლით არ უნ­და შე­ე­ხო. დი­დი გო­რი­ლე­ბი არ მო­დი­ან - მათ ბევ­რი დრო სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ შე­გეჩ­ვი­ონ და მო­ახ­ლო­ე­ბა გა­ბე­დონ. მე­რე მა­ი­სურ­ზე “ხელს” გკი­დე­ბენ, გაკ­ვირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ჯო­ბია, არ მო­ვიდ­ნენ. თუ თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დე, ის ამას გა­მოწ­ვე­ვად აღიქ­ვამს.

- გო­რი­ლებს რა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებთ?
- და­ვიწ­ყოთ იმით, რომ ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცხო­ვე­ლია. მა­თი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხურ სის­ტე­მას ჰგავს - ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი, “ბო­ზო­ბით” დამ­თავ­რე­ბუ­ლი.
- ეს მათ­თა­ნაც ცუდ საქ­ცი­ე­ლად ით­ვლე­ბა?
- აბა, რა. ამას ჩუ­მად აკე­თე­ბენ. ახალ­გაზ­რდა მამ­რი, რო­მე­ლიც “გო­გო­ნას” ოჯა­ხის წევ­რი არ არის, თვალს ჩა­უკ­რავს - ისე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში ხდე­ბა, - ან “გო­გო” გა­ეპ­რან­ჭე­ბა. მე­რე ოჯა­ხე­ბი­დან იპა­რე­ბი­ან და ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბი­ან... ამ ამ­ბავს უფ­როს­მა თუ წა­ას­წრო, იქ დი­დი ამ­ბა­ვი ხდე­ბა (იცი­ნის).
- პა­ტა­რა გო­რი­ლე­ბი მშობ­ლებ­თან რა ასა­კამ­დე რჩე­ბი­ან? ოჯახ­ში საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე რო­მე­ლი ზრუ­ნავს?
- რამ­დე­ნი­მე წელს ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი ფოთ­ლე­ბით, ბოლ­ქვე­ბით, ძირ­ხვე­ნე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან, ყვე­ლა თა­ვად მო­ი­პო­ვებს.

GzaPress- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი გიყ­ვართ?
- ლე­ო­პარ­დი. ამ ცხო­ველ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ზო­ო­პარ­კში მქონ­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ხე­ლით ვე­ხე­ბო­დი, მი­ვიჩ­ვიე და თა­ვა­დაც მე­ფე­რე­ბო­და. 10-12 წლის რომ ვი­ყა­ვი, გა­ზეთ­ში გვან­ჯი მა­ნი­ას წე­რი­ლი წა­ვი­კით­ხე, წერ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო ლე­ო­პარ­დი 1980-ია­ნი წლე­ბის და­საწ­ყის­ში მოკ­ლე­სო. ჩე­მი ოკ­რო­ბოკ­რო ხე­ლით გვან­ჯი მა­ნი­ას სა­ხელ­ზე წე­რი­ლი დავ­წე­რე და გა­ვუგ­ზავ­ნე. ვთხოვ­დი, იქ­ნებ მო­ეწ­ყოს ექ­სპე­დი­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თა­ვა­დაც მი­ვი­ღებ და შე­იძ­ლე­ბა, ლე­ო­პარ­დი ვი­პო­ვოთ-მეთ­ქი. რე­დაქ­ცი­ი­დან მაც­ნო­ბეს, - წე­რი­ლი ბა­ტონ გვან­ჯის გა­და­ვე­ცი­თო, მაგ­რამ მას შემ­დეგ აღა­რა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. მე­რე ცხო­ვე­ლებ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის კით­ხვა და­ვიწ­ყე. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ლე­ო­პარდს და მე ბევ­რი სა­ერ­თო თვი­სე­ბა გვაქვს.
- რა მსგავ­სე­ბას ხე­დავთ?
- “ღა­მის ადა­მი­ა­ნი” ვარ - ჩე­მი ტვი­ნი ღა­მით უფ­რო კარ­გად მუ­შა­ობს; ლე­ო­პარ­დიც ღა­მით აქ­ტი­ურ­დე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ლე­ო­პარდს ამი­თაც ვგა­ვარ. ხი­ფა­თი­ა­ნი და მოქ­ნი­ლი ვი­ყა­ვი, სულ ხე­ებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დი. თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შის დროს ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა ცხო­ველს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დნენ, მე ყო­ველ­თვის ლე­ო­პარ­დი ვი­ყა­ვი. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, ბორ­ხე­სი წა­ვი­კით­ხე და მი­სი მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მი, სა­დაც გა­მუდ­მე­ბით ლე­ო­პარ­დე­ბი და ვეფ­ხვე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ლე­ო­პარ­დი ჩე­მი ტო­ტე­მია. არც ერ­თი წა­მით არ და­მი­კარ­გავს იმის იმე­დი, რომ ეს ცხო­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. ასეც მოხ­და. 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­ირ­კვა, რომ ვაშ­ლო­ვა­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რძალ­ში ბი­ნად­რობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თია, მაგ­რამ მი­სი “ოჯა­ხი” სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს - აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჰყავს “გო­გო­ნა”, მას­თან და­დის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით, ნაკ­რძა­ლებ­ში ფო­ტო­ხა­ფან­გე­ბი დავ­დგით, რომ­ლე­ბიც ფო­ტო­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად იღებს და ეს მკვლევ­რებს ბევრ რა­მე­ში გვეხ­მა­რე­ბა. 

- ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის პრობ­ლე­მა არას­დროს შეგ­ქმნი­ათ?
- რო­გორ არა; მე და ჩემს მე­გო­ბარს კე­ნი­ა­ში არ გვიშ­ვებ­დნენ, რად­გან ტე­რო­რის­ტუ­ლი და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვი­ყა­ვით. ეს 1990-იან წლებ­ში იყო. იქ ჩა­სუ­ლე­ბი უკან გა­მოგ­ვაბ­რუ­ნეს. ორ­თვი­ა­ნი წვა­ლე­ბის შემ­დეგ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით შე­ვე­დით. მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ ვი­ყა­ვი კე­ნი­ა­ში.
- კე­ნი­ა­ში დაკ­ვირ­ვე­ბას რო­მელ ცხო­ველ­ზე აწარ­მო­ებ­დით?
- აფ­თრებ­ზე. ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რი - კა­ლი­ფორ­ნი­ის ბერ­კლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო. ზო­ლი­ა­ნი აფ­თა­რი სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზ­ღვარ­თა­ნაც ბი­ნად­რობს. სა­ჭი­რო იყო, გვე­ნა­ხა, რო­გორ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ამ ცხო­ველს, გა­მოც­დი­ლე­ბა მიგ­ვე­ღო და მე­რე ჩვენ­თან შეგ­ვეს­წავ­ლა. აფ­თა­რი ძაღლს ჰგავს და გე­ნე­ტი­კუ­რად კა­ტას­თან უფ­რო ახ­ლოს არის. ფას­და­უ­დე­ბე­ლი “სა­ნი­ტა­რია”. ეს ცხო­ვე­ლი ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არ არის.

- სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ალ­ბათ არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ხართ.
- რა თქმა უნ­და. ერ­თხელ სპი­ლო­ებს ძლივს გა­და­ვურ­ჩით. მათ­გან რამ­დე­ნი­მე მეტ­რში მან­ქა­ნის ძრა­ვა ჩაგ­ვიქ­რა... სპი­ლო­ებს ცო­ტა აკ­ლდათ, რომ იე­რიშ­ზე წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ რო­გორც ფილ­მებ­ში ხდე­ბა, რამ­დე­ნი­მე ცდის შემ­დეგ, მან­ქა­ნა და­ი­ქო­ქა და გა­მო­ვას­წა­რით. 
- ამ დროს ში­შის გან­ცდა არ გაქვთ?
- ეჩ­ვე­ვი. შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბის დროს ში­შის გრძნო­ბა არა მაქვს; ეს გან­ცდა მე­რე მო­დის, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­ლი­ლია. ცი­ვი გო­ნე­ბით ვგრძნობ, რომ ეს ცუ­დია. 

- ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო, და­უნ­დო­ბელ ცხო­ვე­ლად რო­მელს თვლით?
- აფ­რი­კა­ში ყვე­ლა ცხო­ვე­ლი სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ მა­ინც დათვს და­ვა­სა­ხე­ლებ. ბუ­ნე­ბა­ში არც ერ­თი არ გეს­ხმის თავს, ურ­ჩევ­ნია გა­იქ­ცეს. ცხო­ვე­ლებს მი­მი­კა აქვთ; რო­ცა გა­ლი­ა­ში უვ­ლი, მის მი­მი­კას აკ­ვირ­დე­ბი, კუ­დის მოძ­რა­ო­ბა­საც კი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ ყვე­ლაფ­რით მის გან­წყო­ბი­ლე­ბას სწვდე­ბი, შე­გიძ­ლია, პროგ­ნო­ზი გა­ა­კე­თო, გა­გექ­ცე­ვა თუ - თავს და­გეს­ხმე­ბა. დათ­ვი ერ­თა­დერ­თი ცხო­ვე­ლია, რო­მელ­საც მი­მი­კა სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნია; ვე­რა­ფერს გა­ი­გებ, რას მო­ი­მოქ­მე­დებს, ვერ მიხ­ვდე­ბი. ეს გატ­ყუ­ებს, გა­თა­მა­მებს - გგო­ნია, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მაგ­რამ ტო­რი თუ მო­გიქ­ნია, ვე­ღა­რა­ვინ გიშ­ვე­ლის.

- მგელ­თან, აფ­თარ­თან, სხვა ცხო­ვე­ლებ­თან არა­ერ­თი ფო­ტო გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. 
- ზო­გი­ერ­თი ფო­ტო თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კშია გა­და­ღე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, აფ­რი­კა­ში არ­სე­ბობს მი­ტო­ვე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ცენ­ტრი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ლეკ­ვე­ბი მიჰ­ყავთ. იქ ძი­ძე­ბი ზრდი­ან, ამი­ტომ ადა­მი­ანს ეჩ­ვე­ვი­ან და არ გარ­ბი­ან. ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლი არ ჩა­გე­ხუ­ტე­ბა.

- ლე­ვან, ახ­ლა­ხან ქარ­თუ­ლი Na­ti­o­nal Ge­og­rap­hic მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნეთ. მო­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვია.
- დი­ახ, ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა. არც გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს მი­ყოყ­მა­ნია. ამე­რი­კა­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკ­ვე გა­ვა­ფორ­მეთ. ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. მას ამ გა­მო­ცე­მას­თან კავ­ში­რი მა­ნამ­დეც ჰქონ­და. ბა­ტო­ნი და­ვი­თის 3 სტა­ტია უკ­ვე და­ი­ბეჭ­და, მათ შო­რის ერ­თი გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა. ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბაა. ჩვე­ნი ოფი­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­ზე­უმ­ში იქ­ნე­ბა. ახ­ლა რე­დაქ­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბის ეტა­პია. პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ოქ­ტომ­ბერ­ში უნ­და გა­მო­ვი­დეს; პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიწ­ვევთ. ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბით, პირ­ველ ნო­მერ­ში 70% უც­ხო­უ­რი მა­სა­ლე­ბი უნ­და და­ი­ბეჭ­დოს, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მებ­ში ქვეყ­ნდე­ბა; და­ნარ­ჩენ 30%-ს ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ჩვე­ნი წი­ლი ნელ-ნე­ლა გა­იზ­რდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო 44-ე ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ეს ჟურ­ნა­ლი გა­მო­ვა.
- აბა, წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!
- გმად­ლობთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე
"გზა", 2012 წელი


წყაროhttp://gzapress.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3179 | დაამატა: Admin | ტეგები: და, მზის, მგლის, ტყე­ში, ამო­მა­ვა­ლი, მოს­მე­ნი­ლი, ყმუ­ი­ლი, ბეთ­ჰო­ვე­ნის, რო­გორც, მუ­სი­კა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 Hunter77   (26.02.2015 22:47:48) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика