ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » აპრილი » 14 » ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე    

11:35:31
ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე
მადაგასკარის კუნძულზე არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც არა თუ აფრიკაში, არამედ მსგავსი სახეობა დედამიწის არც ერთ კუთხეში არ მოიპოვება. მათ შორის ყველაზე იშვიათი სახეობის ცხოველია მტაცებელი ძუძუმწოვარი ფოსა. 

მას ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს. მისი ვიზუალი დაახლოებით ცივეტასა და საშუალო ზომის პუმას წააგავს. ზოგჯერ ამ ცხოველს მადაგასკარის ლომსაც უწოდებენ, რადგან მისი წინაპრები დღევანდელ ფოსაზე ბევრად მოზრდილები იყვნენ.  

Zooclub

ამ ცხოველს უკანა კიდურები წინა თათებზე გრძელი აქვს, ხოლო თათები საკმაოდ დიდი და ძლიერი. ზრდასრული ფოსას ტანის სიგრძე 80 სმ-მდე აღწევს (საშუალო 65-70 სმ), ხოლო კუდის სიგრძე დაახლოებით 65 სმ-ია.

Zooclub

მისი სხეული დაფარულია ხშირი, მოკლე ბეწვით, ამასთანავე ბეწვი თავზე შედარებით ჟღალი ფერის აქვს, ხოლო ხერხემალი მუქი ფერის ბეწვით აქვს დაფარული (მუქი ყავისფერი).

ეს მტაცებელი ძირითადად ცხოვრობს მიწაზე, თუმცა, ხშირად დაძვრება ხეებზე, სადაც ნადირობს ლამურზე, რომელიც მისი საყვარელი საკვებია. ფოსა თავის მსხვერპლს კისერზე კბენითა და წინა თათების დახმარებით კლავს. ეს ცხოველი მცირე ზომის ძუძუმწოვრების გარდა, იკვებება ფრინველებით, რეპტილიებითა და მწერებით. ფოსა ნადირობს მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღე ბუნაგში იმალება. ხეზე ასვლისას იყენებს არა მარტო თათებს, არამედ კუდსაც. ცხოველს საკმაოდ თავისუფლად შეუძლია ერთი ხის ტოტიდან მეორეზე ხტომა.

Zooclub

ფოსას ხმა შეიძლება მივამსგავსოთ გაღიზიანებული კატის კნავილს, ხოლო ახალშობილი ცხოველის ხმა კატის კრუტუნს მოგაგონებთ.

Zooclub

ისინი მარტოხელა ცხოვრების წესით გამოირჩევიან. გამრავლების პერიოდი უწევს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, ამ დროს ძუ ფოსა 3-4 ხვადის ყურადღებას იპყრობს. შეჯვარების პერიოდში ეს მტაცებელი კარგავს სიფრთხილის განცდას და ხდება მეტად აგრესიული. ფოსას ფეხმძიმობა გრძელდება 3 თვე, ის შობს 2-4 ნაშიერს. ძუ ფოსა მარტო უვლის თავის ახალშობილებს, ის 4 თვემდე კვებავს მათ რძით, იმისდა მიუხედავად, რომ პატარები ამ ასაკში უკვე ხორცითაც იკვებებიან. 20 თვის შემდეგ ფოსა ტოვებს თავისი მშობლის სამყოფელს და განაგრძობს მარტო ცხოვრებას, თუმცა,  ეს ცხოველი 4 წლიდან ითვლება ზრდასრულად.

Zooclub

ფოსას სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელია. ამ ცხოველს მადაგასკარის კუნძულზე ადამიანის გარდა, სხვა მტერი არ ჰყავს. ადამიანები ნადირობენ მასზე, ამიტომ ფოსას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. 

ფოსა წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი. ბოლო მონაცემებით, შემორჩენილია ფოსას 2500 ინდივიდი, ამიტომ მასზე ნადირობა და მისი მოკვლა სასტიკად აკრძალულია.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 3518 | დაამატა: Falconry | ტეგები: ცხოველი, ფოსა-ყველაზე, დედამიწაზე, იშვიათი | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 stoeger1   (15.04.2015 22:29:46) [მასალა]
საქართველოში ხალხი ბაკლანს დათოლიას კლავს და ამას გააჩერებდნენ ისე მაგარი ჯიგარია ეს ფოსა იმენა საყავრელია

0  
3 akson777   (15.04.2015 15:24:22) [მასალა]
gugalo ჩვენთან რომ იყოს ორ დღეში გააქრობდნენ მგლები

0   Spam
2 gugalo   (15.04.2015 02:10:31) [მასალა]
10 10 10 166 166 166 ერთო ორი პოსა არ აწყენდა ჩვენს ბუნებას

0  
1 akson777   (14.04.2015 15:49:11) [მასალა]
საინტერესო ტიპია... 23 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика