ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 15 » როგორ მოვაწყოთ ტბორი    

16:37:46
როგორ მოვაწყოთ ტბორი
როგორ მოვაწყოთ ტბორი
როგორ მოვაწყოთ ტბორი
28-04-2014
თევზაობა ყოველთვის მომწონდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მამას სათევზაოდ რომ დავყავდი. მეგობრები დამცინოდნენ, - ნეტა შენ, არ გეზარება მთელი დღე ანკესით ხელში  ერთ ადგილას დგომაო. მე კი მეღიმებოდა, რა იცოდნენ, თევზაობა როგორი აზარტულია.

ახლა ჩემს შვილთან ერთად დავდივარ სათევზაოდ. მიხარია, რომ მოსწონს, ის კი არა, ზოგჯერ უარი თუ ვუთხარი, საოცრად გამინაწყენდება ხოლმე. ბოლო ხანს ოჯახში ავიკვიატეთ, მოდი, ჩვენი ტბორი მოვაწყოთო. ეს აზრი ჩემს მეუღლესაც მოეწონა, მით უმეტეს, რომ ქართლში მდინარის პირას ნაკვეთი გვაქვს. ახლა, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავიგო ტბორის მოწყობის შესახებ და კიდევ, რომელი თევზი შეიძლება რომ მოვაშენო. თქვენც ამიტომ გეკითხებით, როგორ მოვაწყო ტბორი. მერე კი ვნახოთ, რა გამომივა.  
ნუგზარ ბარნაბიშვილი, თბილისი

ტბორის საშუალო სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 3-4 მ-ს. თავდაპირველად ფსკერი უნდა გაიწმინდოს ბუჩქებისაგან და მოსწორდეს. ტბორების ორგანული და მინერალური სასუქით განოყიერება თევზის ზრდა-განვითარებას ხელს შეუწყობს.

ორგანული სასუქებიდან საუკეთესოა ნაკელი, რომელიც ტბორის ფსკერზე წყლით ავსებამდე პატარა გროვებად შეაქვთ, ოღონდ შავმიწა ნიადაგზე მოწყობილ ტბორებში ნაკელს არ ამატებენ. ფოსფოროვანი სასუქები ეფექტიანია მჟავე რეაქციის მქონე წყალში. ერთი ვედრო ფოსფორიტის ფქვილი, რომელიც შეიცავს 16-22% ფოსფორმჟავას, იხსნება 20 ვედრო წყალში და შეაქვთ ხსნარის სახით 1 ჰა ფართობზე.

კალციუმის სასუქები: კირის შეტანა 1 ჰა-ზე მოუხდება ყველანაირ ტბორს, გარდა კირიან და ცარციან ნიადაგებზე მოწყობილებისა. 1 ვედრო კირს ხსნიან 20-30 ვედრო წყალში და თანაბრად ასხურებენ ტბორის ზედაპირს.
ტბორში, როგორც კი წყლის ტემპერატურა 9-10 გრადუსს მიაღწევს, ერთწლიანი ლიფსიტები უნდა გავუშვათ, რომელთა წონა 20-25 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. გაშვებამდე კი 5 წუთით 5%-იან მარილხსნარში უნდა ჩავსვათ. 

- ძალიან ხელსაყრელია კობრის მოშენება. იგი სწრაფადაც იზრდება, გემრიელია და დიდ მოგებასაც იძლევა. ამიტომაც უწოდებენ მას "წყლის ღორს", როგორც ღორმუცელასა და მსუქანს. 2 წლის კობრი აღწევს 4 კგ-ს, 3 წლისა - 7 კგ-მდე. კობრი იკვებება სხვადასხვა სახის მწერით, წვრილი თევზითა და მცენარეული საკვებით.

- თრისა, ელავი, ანუ შამაია საქართველოს წყლებში მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ შემოვიდა. სატბორე მეურნეობისთვის საინტერესო ჯიშია, თევზის სიგრძე 40 სმ-მდე აღწევს, წონა 600 გ-მდეა, გვხვდება უფრო პატარებიც. ოღონდ შამაიას სხვა თევზების ლიფსიტების განადგურება შეუძლია, ამიტომ ტბორში მარტო უნდა გამრავლდეს.

- თეთრი და შავი ამური კობრისებრთა ოჯახის სახეობებია. ამური მხოლოდ მცენარეული საკვებითა და პლანქტონით იკვებება, ამიტომაც სხვა სახეობის თევზთან ერთად მისი მოშენება თავისუფლად შეიძლება. ის არც ერთ თევზს საკვებში არ შეეცილება, სქელშუბლას გარდა, რომელიც კვებისა და ცხოვრების ნირით მას ძალიან ჰგავს. სიგრძით ერთ მეტრს აჭარბებს, ხოლო წონით 50 კგ-ს აღწევს. ტბებსა და წყალსატევებში მას, როგორც სარეველების გამანადგურებელს, ბადალი არ ჰყავს. ჩინეთში 1-3-წლიან ამურს იყენებენ ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად.

- ქორჭილა ერთ-ერთი ყველაზე გაუმაძღარი თევზია. იგი ჩასაფრებული უცდის საკბილოს, ან პირდაპირ თავს ესხმის თავისოდენა მსხვერპლს. იკვებება ყველა სახის თევზით. იმდენად მსუნაგია, რომ მსხვერპლს მაძღარიც კი ეტანება. ქორჭილას გაშვება ისეთ წყლებში, სადაც ცხოვრობს ფარგა, სიგა, კობრი და კაპარჭინა, ნიშნავს მათი ქვირითისა და მოზარდის გაწირვას გასანადგურებლად. 

- ჩვეულებრივ კარჩხანას შეუძლია იცოცხლოს იქ, სადაც სხვა სახეობის თევზები უჟანგბადობის გამო ვერ ძლებენ: ლამიან და სარეველიან, ან მცირე ზომისა და უმნიშვნელო სიღრმის, ხანდახან შრობად გუბეებშიც. უძლებს ტბის ფსკერამდე გაყინვასაც კი. ყოფილა შემთხვევები, როცა ლამში 0,5 მ-მდე ჩაფლული კარჩხანა წყალში გადაყვანისთანავე გაცოცხლებულა.

უპრიანია ამგვარი თევზის მოშენება თქვენს კარ-მიდამოში, მით უმეტეს, ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. მისი საკვებია წყალმცენარეები, მწერები და მატლები. კარჩხანა 0,5 კგ-მდე იწონის.
არსებობს ვერცხლისფერი კარჩხანაც, რომლის ქვირითს სხვა სახეობის თევზებიც ანაყოფიერებენ: კობრი, გუწუ, ანუ ლოქორია. ოღონდ ჰიბრიდები კი არა,  მდედრობითი სქესის კარჩხანები იბადებიან.

ხდება ისეც, რომ წყალსატევები, რომლებშიც მანამდე თევზი არ ყოფილა, უეცრად თევზით ივსება. საქმე ისაა, რომ კარჩხანის მიერ უხვად დაყრილი ქვირითი წყალში მცურავი ფრინველების ფეხებსა და ფრთებს ეწებება და ამ გზით სხვადასხვა წყალსატევში ვრცელდება.


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2672 | დაამატა: Admin | ტეგები: მოვაწყოთ, როგორ, ტბორი | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 Falconry   (21.03.2015 16:35:27) [მასალა]
10 10 10 166 166 კაი სტატიაა

0   Spam
2 l)omidze   (16.03.2015 15:24:23) [მასალა]
10 10

0   Spam
1 ბაზიერი   (16.03.2015 00:01:29) [მასალა]
10 10 10 10 საინტერესოა ბიჭებო,გულდასმით წაიკითხეთ 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика