ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [106]
ცხოველები და ფრინველები [254]
ძაღლები [125]
საქართველოს ამბები [409]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [350]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ვინ რამდენად ენდობა ნა...   
daviti911პასუხების რაოდენობა: 565
ვინ რომელ ცხოველს თვლი...   
monadire-21პასუხების რაოდენობა: 58
დრათჰაარი   
giorgi86პასუხების რაოდენობა: 3679
მწყერზე ნადირობა   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 3696
Caйга 12   
julakidze-1990პასუხების რაოდენობა: 27
თავისუფალი თემა   
monadire_999პასუხების რაოდენობა: 177

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 15 » ბოლო გალობა    

15:56:28
ბოლო გალობა


ბოლო გალობა

 

კვიპროსში წებოთი დაფარულ ტოტზე სიცოცხლე კიდია. სიცოცხლესთან ერთად კი კითხვა - როგორ შევაჩეროთ ხმელთაშუა ზღვაზე გადამფრენი მგალობელი ფრინველების ჟლეტა?

„ამერიკელებს ფრინველების გამო გული გტკივათ. რატომ მაშინ არ გტკივათ ეგ გული, როცა სხვის სამშობლოში ბომბები ცვივა?“ ეს ეგვიპტელი ფრინველით მოვაჭრის სიტყვებია.

„გულისტკივილი ფრინველების გამოც შეიძლება და სხვისი დაბომბილი სამშობლოს გამოც, მაგრამ ბოროტება ბოროტების წილ, ვერაფერი გამოსავალია“. ეს კი სტატიის ავრტორ ჯონათან ფრენზენის უხმო პასუხი.

აშშ-დან ჩასული ადამიანისთვის (ქვეყნიდან, სადაც ნადირობა კანონით რეგულირდება) ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა შემაძრწუნებელია: ყოველწლიურად, ასობით მილიონ მგალობელ და უფრო დიდი ზომის გადამფრენ ფრინველს ხოცავენ საკვებად, გასაყიდად, სპორტული ინტერესისთვის თუ უბრალოდ გასართობად.

ეს მძიმე გავლენას ახდენს იმ სახეობებზე, რომელთა პოპულაციების რიცხოვნობა ისედაც შემცირებულია მათი გამრავლების საარსებო გარემოს განადგურების ან ფრაგმენტაციის გამო.

ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობა წეროებზე, ყარყატებსა და იმ დიდი ზომის მტაცებლებზე ნადირობს, რომელთა კონსერვაციისთვის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მრავალმილიონიანი პროექტები ხორციელდება.

მთელ ევროპაში, ფრინველთა პოპულაციების რიცხოვნობა მკვეთრად მცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტაა.

ევროკავშირის ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების ხოცვა შეზღუდულია. საზოგადოებრივი აზრი კონსერვაციის სასარგებლოდ იხრება. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კანონის ამოქმედებაში ეხმარებიან. მაგრამ ევროკავშირის არაწევრ, ხმელთაშუა ზღვის ზოგ ქვეყანაში მდგომარეობა არ უმჯობესდება. მაგალითად ალბანეთსა და ეგვიპტეში სიტუაცია უარესდება.


2012 წლის თებერვალში აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერი ყინვებისგან თავის დასაღწევად ბატები, დუნაის ხეობიდან სამხრეთისკენ გაფრინდნენ. დაახლოებით 50 000 დაუძლურებული ფრინველი ალბანეთის ველებზე დაეშვა. ყველა ამოწყვიტეს.

მაგრამ მაინც, სიტუაცია ალბანეთში უიმედო არ არის. ბევრი ახალგამომცხვარი მონადირე თითქოს აცნობიერებს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს; უკეთესმა გარემოსდაცვითმა განათლებამ და უცხოური ტურიზმის ზრდამ, შეიძლება, გაზარდოს მოთხოვნა ხელუხლებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე; თუ მთავრობა დაცულ ტერიტორიებზე კანონს აამოქმედებს, ფრინველების პოპულაციები სწრაფად აღდგება.

კირკიტები და სხვა მტაცებელი ფრინველები უფრო მცირე ზომის ფრინველებზე ნადირობენ. შედეგად, ისინი ხშირად ებმებიან მგალობელი ფრინველებისათვის დაგებულ მახეებში.

უფრო სამხრეთით, მდგომარეობა ნაკლებად საიმედოა. ისევე როგორც ალბანეთში, ეგვიპტის ისტორია და პოლიტიკა კონსერვაციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის კულტურაში, ბალკანეთისგან განსხვავებით, ყველა ზომის გადამფრენი ფრინველის საკვებად გამოყენება უძველესი, დაფასებული და უკვდავი ტრადიციაა. სანამ ამ საქმიანობას ტრადიციული მეთოდებით მისდევდნენ (ხელნაკეთი ბადეები და ცაცხვის ჯოხები, ლერწმისგან დამზადებული პატარა კაკანათები, აქლემები სატრანსპორტო საშუალებად), გამრავლების პერიოდში მყოფი ევრაზიული ფრინველის პოპულაციებზე ადამიანის ზემოქმედება დამღუპველი არ იყო. პრობლემა ისაა, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად გაზარდა ფრინველების „მოსავალი“, ტრადიცია კი - ისევ ძალაშია. დღეს ეგვიპტის უდაბნოებში აქლემი საბარგო მანქანამ შეცვალა, შემოდგომით, სეზონის პიკზე ყველა საშუალო ზომის ხის ან ბუჩქის (სადაც სანადირო ფრინველები ეშვებიან) მონახულება შეგიძლია.

ელ-მაღრას ოაზისში თითოეული მონადირე დღეში ორმოცდაათზე მეტ მოლაღურს კლავს.


როგორ შევაჩეროთ ხმელთაშუა ზღვაზე გადამფრენი მგალობელი ფრინველების ჟლეტა?

ავტორი საინტერესოდ გაანალიზებს ამ პრობლემას და ივლისის ნომერში მისი გადაჭრის მცდელობასაც გვთავაზობს. სტატიის ვიზუალური გაფორმების ავტორი ფოტოგრაფი დევიდ გუტენფელდერია.



წყაროhttp://nationalgeographic.ge
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 2149 | დაამატა: Gia | ტეგები: ბოლო, გალობა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 ბაზიერი   (17.03.2015 23:16:42)
წელს თუ კიდე ბრაკონიერები და მანოკები გაიჩითა მწყერზე აგარ წავალ.ამ ჩიტებს რაჯანდაბას ერჩიან???დაჭამს მაგენს მწერები და მატლები,მოვენ მერე ჭკუაზე. 48 48 48 48 ეხ რაუნდა ვქნათ??ჩვენ ჩვენთან ვერე მოგვიგვარებია პრობლემა

0   Spam
2 mere   (16.03.2015 18:21:16)
25 25 25

0   Spam
1 antibrakonier   (16.03.2015 00:10:05)
ჩვენ სხვაზე რა უნდა ვთქვათ როცა ამდენი ბრაკონიერი გვყავს საქართველოში, ესენიც არანაკლებად ანადგურებენ ბუნებას

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 21
    მონადირე: 4
    sabjek , gogagagi , mshvildosani7 , VAXO-HUNTER

    დღეს საიტზე იყვნენ
    brakonieri, Maverick, gigagiga239, zaza1970, ვულფ, dimi, bucunagio, luka-b, VAXO-HUNTER, abogachechiladze, gadarchenili, akson777, XXX, gogagagi, axotnik007, kiklich, ვახოდათა, TURA, bg21101992, gugaa1987, giohunt1982, lasha1334, beso-1, sabjek, ALQAIDA_777, gabelashvili852, benito, hunter78, besiki, daviti911, paaas, [სრული სია]

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    mito777(30) , tornike1997(43) , 77gela77(40) , avtoaxalkaci(43) , DRIVER(33) , zukako20(47) , vladimerdidi(34) , mamuka_yipiani(45) , medanadiroba(20) , kaxakaxakaxa(41) , vaxo1997(20) , giojami(24) , goga_123(24) , chugo(33) , giomavne(12) , oxotnik555(49) , K201(18) , dirbi777(43) , besiki-luka(46) , dato1819(27) , garshaula(27) , თორნიკეე(18) , sandalakk(32) , zodelava(25) , vladimerdidi1(34) , im(19) , Stein(24) , ენერი(41) , eneri(41) , rr(30) , [სრული სია]

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика