ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 21 » ყველაზე საშიში ვეგეტარიანელი ცხოველები    

12:41:02
ყველაზე საშიში ვეგეტარიანელი ცხოველები

როცა საუბარია საშიშ არსებებზე, პირველ რიგში გვახსენდება მტაცებლები – ვეფხვები, ლომები, დათვები და ა.შ. როგორც წესი, ბალახისმჭამელ ცხოველებს ნაკლებად აღვიქვამთ მკვლელებად. თუმცა ბუნებაში გამონაკლისებიც არსებობს და ვეგეტარიანელი სახეობების ნაწილი მტაცებლებზე არანაკლებ საშიშია. ზოგიერთ მათგანს უვნებლად და თვინიერად ვთვლით, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში ისინი საოცრად აგრესიულები ხდებიან.

● ბაბუინი გელადა

ეს მაიმუნები საკმაოდ შთამბეჭდავები არიან უზარმაზარი ფაფრისა და ბრტყელი სახის გამო. ისინი მხოლოდ ეთიოპიის მთებში ბინადრობენ და ძირითადად ბალახით იკვებებიან. მიუხედავად მშვიდი ხასიათისა, გელადები ბუნებამ ბასრი და გრძელი ეშვებით აღჭურვა. ბუნებაში ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს თავს დაესხან, მაგრამ ზოოპარკში გამოკეტილები საშინლად აგრესიულები ხდებიან.

 

● ამერიკული ბიზონი

თითქმის ერთი ტონა წონის მქონე ცხოველი ჩრდილოეთ ამერიკაში გამყინვარების პერიოდის გადაშენების შემდეგ დარჩენილი ორი გიგანტური ბალახისმჭამელიდან ერთ-ერთია (მეორეა ამერიკული ცხენ-ირემი). თანამედროვე ადამიანების მიერ მათზე სისტემატურმა ნადირობამ ეს სახეობა თითქმის სრულად ამოწყვიტა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული პოლიტიკის წყალობით მათ ჯერ კიდევ შეხვდებით ეროვნულ პარკებში. ბევრმა იქ ჩასულმა ტურისტმა არ იცის, რომ ბიზონების ანგარიშზე უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე მგლებსა და დათვებზე. ისინი მანამ არ გესხმიან თავს, სანამ მათ „პირად ტერიტორიაზე” არ შეაბიჯებთ. განსაკუთრებით საშიშები მაშინ არიან, როცა თან ახლავთ მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პატარა ბიზონები.

 

● გორილა

შიმპანზეების შემდეგ ადამიანს ყველაზე მეტად გორილა ჰგავს, თუმცა სხვაობაც დიდია. ვერცხლისფერზურგიანი მამრი გორილა, რომელიც ჯგუფის ლიდერია, წონაში 200 კგ-მდე იწონის, ზოგჯერ მეტსაც. მისი ძალა 10 ზრდასრული მამაკაცისას აღემატება. გორილები ძირითადად მშვიდობიანი ვეგეტარიანელები არიან, თუმცა მოზრდილი მამრი უყოყმანოდ დაესხმება თავს ნებისმიერს, ვინც შეიძლება მისი ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. აღჭურვილია უზარმაზარი ტორებით და გრძელი ეშვებით. მისგან გაქცევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ოლიმპიურ სპორტსმენებზე სწრაფად დარბის. ხოლო განრისხებული გორილა არცერთ მასიურ მტაცებელს არ ჩამოუვარდება.

 

● კაზუარი

კაზუარი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფრინველია. ის ავსტრალიისა და ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს და ბევრი რამით გამორჩეული არსებაა. მაგალითად, მის თავზე არსებული ბიბილოს მსგავსი გამონაზარდი შიგნიდან ცარიელია. ფრინველი მისი მეშვეობით ძალიან დაბალი სიხშირის ხმებს გამოსცემს და შორ მანძილზე მყოფ სხვა კაზუარებს უკავშირდება. ამ სიაში კი იმიტომ მოხვდა, რომ პლანეტის ყველაზე სახიფათო ფრინველია. როცა საფრთხეს გრძნობს, ის გარბის მტრისკენ და სახეში ეცემა გრძელი, სწორი და სამართებელივით ბასრი ბრჭყალებით. ხშირად გამოუფატრავს მას ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეები, ასევე თავს ესხმის ცხოველებსაც – გარეულ ძაღლებს, ცხენებს, ძროხებს და ა.შ. მამრი კაზუარები განსაკუთრებით საშიშნი არიან.

● მარტორქა

აფრიკასა და აზიაში მარტორქის 5 სახეობაა და ყველა მათგანი უზარმაზარი, უხეში, ადვილად გაღიზიანებადი და სასიკვდილოდ საშიშია. მათი რქა თმისგან შედგება, თუმცა ძვალზე არანაკლებ მყარია და ძლიერ იარაღს წარმოადგენს მტრის წინააღმდეგ ბრძოლისას. ინდურ მარტორქას ბასრი კბილები აქვს და კბენითაცაა ცნობილი. ისინი 3 ტონამდე იწონიან და ადვილად შეუძლიათ, რამდენიმე ადამიანი ერთად გათელონ. მოკლედ რომ ვთქვათ, მარტორქა არის ცოცხალი მოაზროვნე ტანკი, რომელსაც წარმოუდგენელი სიჩქარის (60 კმ/სთ) განვითარება შეუძლია.

 

● გარეული ღორი

გარეული ღორი სრულად ვეგეტარიანელი არაა, ის ზოგჯერ ეტანება პატარა ცხოველებსაც – ხოჭოებს, ხვლიკებს, ბაყაყებს, ხანდახან ლეშზეც არ ამბობს უარს. თუმცა სხვა ღორების მსგავსად, მათი დიეტის უდიდესი ნაწილი მცენარეულობას უკავია. მამლები 100 კგ-მდე იწონიან და უზარმაზარი ეშვები აქვთ, რომელთა დახმარებითაც მტაცებელს თავისუფლად გაუფატრავენ მუცელს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ერთ გარეულ ღორს მოუგერიებია მგლების მთელი ხროვა. დედლებს პატარა ეშვები აქვთ, მაგრამ ისინიც საშიშები არიან, განსაკუთრებით გოჭებთან ყოფნისას.

 

● აფრიკული კამეჩი

ერთი შეხედვით ისინი უბრალოდ გიგანტურ ძროხებს ჰგვანან, მაგრამ აფრიკაში ძალიან საშიშ ცხოველებად ითვლებიან. მოთმინება სწრაფად ელევათ და რადგანაც ისეთ რეგიონებში გაჩნდნენ, სადაც ლომები და ხალებიანი აფთრები ბინადრობდნენ, ბუნებამ თავისთავად აქცია ისინი უხეშ ქმნილებებად. უშველებელი ბასრი რქები და უხეში ჩლიქები მათი სასიკვდილო იარაღია და მათთან გამკლავება იშვიათად შეუძლია რომელიმე ცხოველს. ამასთან, თუ ჯოგის ერთი წევრი გასაჭირშია, ყველა მის დასახმარებლად გარბის. თუკი ერთი კამეჩი ლომის საკბილო აღმოჩნდა ან მონადირის მიერ დაიჭრა, დანარჩენები თავდამსხმელს მწარედ აზღვევინებენ. იგივე ეხება აფრიკული კამეჩის აზიურ ექვივალენტებსაც – ინდურ ბიზონსა და წყლის კამეჩს.


 

● სპილო

სპილო, როგორ წესი, წყნარ და ზოგჯერ მეგობრულ ცხოველთანაც კი ასოცირდება, მაგრამ საკმაოდ საშიშნი არიან. მსოფლიო მასშტაბით სპილოებს ზოოპარკის უფრო მეტი თანამშრომელი ჰყავთ დახოცილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცხოველს. მათი ზომისა და ძალიდან გამომდინარე, შეჩერება შეუძლებელი ხდება ხოლმე. ის გადმოდის შეტევაზე, როცა მის ოჯახს საფრთხე ემუქრება, ტერიტორიაზე უცხო პირია ან როცა უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. მამალ სპილოებს აქვთ პერიოდი, როცა ჰორმონების დონე ძალიან იმატებს, ამ დროს დახეტიალობენ და თავს ესხმიან ნებისმიერ სულიერს: ადამიანს, ლომს, მარტორქას და ა.შ. ამ მიზეზის გამო ყველა ზოოპარკი ერიდება მამალი სპილოს ჩამოყვანას.

● თეთრწვერა პეკარი

ბინადრობს მექსიკაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, აქვს საკმაოდ ბასრი ეშვები. პეკარები საკმაოდ დიდ ჯოგებს ქმნიან – 500-დან 1000-მდე წევრით და აფრიკული კამეჩის მსგავსად, ნებისმიერ მათგანზე თავდასხმისას მთელი ჯოგი მზადყოფნაშია დასახმარებლად. მათგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება მაღალ ხეზე აძრომაა რაც შეიძლება სწრაფად. სამხრეთ ამერიკაში ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მონადირემ გაქცევა ვერ მოახერხა და რომელიმე კიდური ან სხეულის ნაწილი დაკარგა, ან პეკარებმა სასიკვდილოდ დაგლიჯეს. ველური მტაცებლები, როგორიცაა იაგუარი და პუმა, საკმარისად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ პეკართა ჯოგებს მოერიდონ, ისინი თავს ესხმიან მხოლოდ სუსტებსა და პატარებს, რომლებიც ჯოგს გამოეყოფიან ხოლმე.

 

● ბეჰემოთი

აფრიკაში ბეჰემოთი ყველაზე საშიში ბალახისმჭამელია, ის წლიურად უფრო მეტ ხალხს ხოცავს, ვიდრე ლომი, ლეოპარდი და ნიანგი. ველურ ბუნებაში ხშირად სამ ტონას აჭარბებს. შეტევა შეიძლება განახორციელოს წყალშიც (მათ შორის ნავებისა და კაიაკების გადაყირავება) და ხმელეთზეც, სადაც საკმაოდ სწრაფად (50 კმ/სთ-მდე) დარბის, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს ტლანქია. ძუძუმწოვრებში მას ყველაზე ძლიერი და მსხვილი ყბები აქვს, ასევე უგრძესი ეშვები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია, მოზრდილი ნიანგი ორად გახლიჩოს. ამის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არაა, რას უზამს ადამიანს.



წყაროhttp://wordpress.com
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 4599 | დაამატა: დათო_მონადირე | ტეგები: ყველაზე, საშიში, ცხოველები, ვეგეტარიანელი | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0  
2 akson777   (23.02.2015 22:38:35) [მასალა]
stoeger1, ეს პეკარი მართლა რა წრიპაა ეს როგორ ხოცავს ხალხს? წერტილები იცის ეტყობა 069 069 069 069

0   Spam
1 stoeger1   (23.02.2015 22:13:00) [მასალა]
ეს პეკარი რა ჯანდაბა ამ რა უნდა გიქნას , ამას დანით დავჩეხავ ერთი ერთზე 069 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика