მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [146]
საიტის ამბები [78]
ბაზიერი [28]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [470]
უცხოეთის ამბები [319]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [52]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [357]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
პნევმატური იარაღები   
gunslingerპასუხების რაოდენობა: 1648
ნადირობა იხვზე   
chogiaპასუხების რაოდენობა: 6321
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4097
კურდღელზე ნადირობა   
პედიატრიპასუხების რაოდენობა: 1374
იარაღები   
gio90პასუხების რაოდენობა: 5563
Huglu 104a   
zarnaპასუხების რაოდენობა: 144

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 6 » ინფორმაცია მოსახლეობაზე დათვების თავდასხმებთან და განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით.    

22:18:45
ინფორმაცია მოსახლეობაზე დათვების თავდასხმებთან და განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით.
     ინფორმაცია მოსახლეობაზე დათვების თავდასხმებთან და განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით ბოლო დროს გახშირდა მოსახლეობასა და მათ შინაურ ცხოველებზე დათვის თავდასხმის ფაქტები.
      მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი: ყვარლის მუნიციპალიტეტში (დათვი თავს ესხმოდა მოსახლეობის შინაურ ცხოველებს და არბევდა ფუტკრის სკებს); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის (ცხიმორის თემი) და ხელვაჩაურის (სოფ. მირვეთ-მაჭახლისპირი) მუნიციპალიტეტებში (სადაც დათვი ასევე თავს ესხმოდა მოსახლეობის შინაურ ცხოველებს); აღნიშნული ფაქტების გარდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დათვის თავდასხმებს ადგილი ჰქონდა ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც და სხვა. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი დიდი იყო. დათვის მიერ განადგურებულ იქნა ათეულობით შინაური პირუტყვი (დაგლეჯილი და შემდგომ ლეშის ნაწილი დამარხულ იქნა). აგრეთვე მოხდა თავდამსხმელი ცხოველის მიერ სიმინდის ყანების, სხვა სავარგულების და ფუტკრის სკების განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ სკების უმეტესი ნაწილი მეპატრონის სახლის უშუალო სიახლოვეს იყო (ზოგი მხოლოდ 10 მეტრით იყო დაშორებული). დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დათვმა საზაფხულო სადგომებში, მცირე ქოხი დააზიანა (ფიცრები ამოამტვრია) და იქ განლაგებული სკები გაანადგურა.
      აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გასაგებია მოსახლეობის შიში და მოთხოვნა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების თაობაზე.შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ ქმედებებს, რათა მოსახლეობას აარიდოს მომეტებული საფრთხე, ისე რომ არ დაზიანოს ის გარეული ცხოველები და მათი საბინადრო გარემო, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანებისა და მათი ქონებისათვის.
      გარეულ ცხოველთა თავდასხმებისას, მოსახლეობისა და მათი ქონებისათვის ზიანის აცილების მიზნით, კანომდებლობით დადგენილია თავდამსხმელი გარეული ცხოველის (მათ შორის საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების, როგორიცაა დათვი) რაოდენობის რეგულირების მექანიზმები, კერძოდ: გარეულ ცხოველთა თავდასხმებისას, მათი გარემოდან ამოღების (რაოდენობის რეგულირების) ღონისძიებები ხორციელდება ”გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
      აღნიშნული დებულების თანახმად, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას. ამ შემთხვევაში პირი, ვინც მოახდინა თავდამსხმელი გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღება (მოკვლა) ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ხოლო თუ ამას ვერ ახერხებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელმაც უნდა აცნობოს მითითებულ დეპარტამენტს. თუ თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. ხოლო სამინისტროს მიერ, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე (მუნიციპალიტეტის გამგეობაზე) დელეგირების მიზნით, მათ შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, საქართველოს ორგანული კანონის «ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი» შესაბამისად. ამავე კოდექსის თანახმად, სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსუფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. შესაბამისად, საჭიროა საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვა. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტრო იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტს, რომლის დასკვნაზე დაყრდნობით ხდება, როგორც თავდამსხმელი გარეული ცხოველის სახეობის დადგენა და ბუნებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ინდივიდის რაოდენობის განსაზღვრა, ასევე ცხოველის ბუნებიდან ამოღების ადგილის და ხერხების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება. სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ამ დასკვნას და რეკომენდაციებს ასახავს შესაბამისი მუნციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.საქართველოს მთავრობა, საკითხის განხილვის შემდეგ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, მითითებული ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
      აღსანიშნავია, რომ დათვის თავდასხმების შესახებ ზემოთ მითითებულ შემთხვევებში (ხელვაჩაურის, ქედას და ყვარელის მუნიციპალიტეტებში) ბუნებიდან ამოღებას ექვემდებარება მხოლოდ დათვის ერთი ინდივიდი, თითოეულ მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უფლებამოსილია შექმნას მონადირეთა ჯგუფი/ჯგუფები, რომლებიც მოახდენენ თავდამსხმელი გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ: ჩასაფრება უნდა მოახდინონ ხელშეკრულებაში მითითებულ ადგილას, დაიცვან წესები, რომლებიც უზრუველყოფენ სხვა ცხოველებზე ზიანის თავიდან აცილებას, აგრეთვე გარემოდან ამოიღონ ცხოველის იმდენი ინდივიდი, რაც მითითებულია ხელშეკრულებაში. აღნიშნულისთვის გამგეობა ვალდებულია აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების ვადის თაობაზე. ეს უკანასკნელი ესწრება და აკონტროლებს ამ ღონისძიების ჩატარების მიმდინარეობას, რაც უზრუნველყოფს კანონდარღვევების თავიდან აცილებას და რეგულირების ღონისძიების დადგენილი წესით ჩატარებას.
      სამინისტრო აცნობიერებს საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების საკითხის მნიშვნელობას და ამ ქმედებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართვას, მაშინ, როდესაც სხვა, რეალური გამოსავალი არ არსებობს. ამ პროცესში, ყოველი კონკრეტული თავდასხმისას, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტის მოწვევა და მისი დასკვნა გამორიცხავს გარეული ცხოველის მოკვლაზე გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ან შესაძლოა სხვა ხერხებით იქნას მოხსნილი თავდასხმის პრობლემა. ექსპერტის დასკვნა დგება თავდასხმის კონკრეტული ფაქტების ადგილზე შესწავლა-გადამოწმების შედეგად; ხდება თავდამსხმელი გარეული ცხოველის იდენტიფიცირება და რეკომენდაციებიც ამ კონკრეტული შემთხვევისათვის მზადდება.
      თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების ნაცვლად, თეორიულად, შესაძლოა ტრანსლოკაცია (ცხოველის დაჭერა და მისი სხვა ადგილზე გადაყვანა) იქნას გამოყენებული. თუმცა, მეცნიერთა და ექსპერტთა აზრით, საქართველოსთვის აღნიშნული მეთოდი არ გამოდგება, რადგან, გარდა იმისა რომ ძვირადღირებულია, მცირე ტერიტორიანი ქვყნისთვის არაეფექტურია და შესაძლოა მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველიც იყოს, რადგან ძნელია ისეთი ადგილის მოძიება, სადაც დათვი ვერ მიაღწევს მოსახლეობამდე. ექსპერტების აზრით, თითქმის ყველა შემთხვევაში, დათვი, რომელიც ერთხელ თავს დაესხა მოსახლეობას და მის მეურნეობას, აუცილებლად შეეცდება ამ ქმედების გამეორებას. გარდა ამისა, შესაძლებელია, თავდამსხმელი გარეული ცხოველის სამუდამოდ დატყვევება, მისი თავშესაფარში გადაყვანით. სამწუხაროდ საქართველოში ჯერ-ჯერობით დათვების თავშესაფარი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა მისი შექმნისთვის.
     გარემოდან ამოღების ქმედითი ალტერნატივების დამატებითი შესწავლის მიზნით 9ოქტომბერს, 18:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.


წყაროhttps://www.facebook.com/MOEgeorgia?fref=nf
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1407 | დაამატა: 24 | ტეგები: დაკავშირებით., და, განსახორციელებელ, ქმედებებთან, თავდასხმებთან, მოსახლეობაზე, დათვების, ინფორმაცია | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gigaurigio   (25.11.2014 22:19:40) [მასალა]
19 167 39 39 1cc 1cc 1cc 1cc

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика