სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [143]
საიტის ამბები [78]
ბაზიერი [28]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [467]
უცხოეთის ამბები [319]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [52]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4058
ნადირობა იხვზე   
jelo888პასუხების რაოდენობა: 6260
ბრაკონიერობის აფიშირებ...   
m@mukaპასუხების რაოდენობა: 152
BROWNING MAXUS   
minchaninპასუხების რაოდენობა: 77
პოინტერი   
irakligvenetadzeპასუხების რაოდენობა: 4156
დავდოთ რა სურათებიც გი...   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 334

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » იანვარი » 20 » საინტერესო ფაქტები ცხენებზე. 10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში    

01:47:10
საინტერესო ფაქტები ცხენებზე. 10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში
საინტერესო ფაქტები ცხენებზე
საინტერესო ფაქტები ცხენებზე
მრავალი ათასი წელია ცხენი ადამიანს ერთგულად ემსახურება. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მისი დახმარებით, არა ერთი ბრძოლა წარმართულა. 

ძველი ჩანაწერების მიხედვით, პირველი ცხენი 60 ათასი წლის წინ გაჩნდა. მას ეოგიპუსი დაარქვეს (განთიადის ცხენი), ის ძალიან პატარა იყო: წონა 5 კგ და სიმაღლე 35 სმ. ეოგიპუსს წინა ფეხებზე ოთხი თითი ჰქონდა, ხოლო უკანა ფეხებზე სამი.

1. მუსტანგი ცხენის წინაპარია, რომელიც ესპანელებმა ამერიკაში მე-16 საუკუნეში შეიყვანეს და მოიშინაურეს. ერთადერთი ცხენის სახეობა, რომელსაც ვერასოდეს ათვინიერებენ, არის აზიური გარეული ცხენი. 

2. ცხენის ასაკის გასარკვევად, ერთადერთი საშუალებაა შემოწმდეს მისი კბილები.

3. ცხენი ცოცხლობს 25-30 წელი, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ცხენმა იცოცხლა 62 წლამდე. ის ცხოვრობდა ინგლისში და მას ეძახდნენ "ბებერ ბილის".
ცხენის ასაკს ადამიანთან მიმართებაში სპეციალისტები შემდეგნაირად თვლიან: ადამიანის 12 წელი უთანაბრდება ცხენის პირველ ერთ წელს, მეორე წელი - შვიდს, შემდეგი სამი წელი შეესაბამება ადამიანის კიდევ 12 წელს, ხოლო ამის შემდეგ, თითოეული ცხენის წელს უმატებენ ადამიანს 2,5 წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ბებერმა ბილმა" ადამიანის ასაკთან მიმართებაში, იცოცხლა 173,5 წელი.

4. ცხენის თვალები სხვა ცხოველების იდენტურია. მას შეუძლია, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრაოს ორივე თვალი.

5. ცხენს ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვს. გაგიკვირდებათ, თუმცა, ის ძალიან განიცდის, როდესაც გრძნობს სისხლის სუნს.

6. მსოფლიოში არსებობს, დაახლობით, 160 ცხენის სახეობა, მაგრამ არაბული ჯიშის ცხენი ყველაზე სუფთა სისხლის არის და ის თავისი თვისებებით, თუ ვიზუალით უნიკალურია.

Zooclub

7. ძველ საბერძნეთში, ზოგჯერ თეთრ ცხენებს ძირავდნენ ზღვის ფსკერზე, რათა ზღვის ღმერთ პოსეიდონისთვის შეეწირათ ეს ცხოველი.

8. ინდუსების აზრით, ცხენი ასოცირდებოდა კოსმოსთან, ხოლო თეთრი ცხენი ითვლებოდა დიდი ღმერთის განსახიერებად.

9. ზოგიერთი ცხენი დამოუკიდებლად სწავლობს კარის გახსნას, რათა თავლიდან სხვა ცხენები გამოუშვას.

10. ცხენებს შეუძლიათ ემოციის განსხვავება, ადამიანის ხმის ტემბრის მიხედვით.

11. ცხენებს მოსწონთ მუსიკა, თუმცა, მათი გემოვნება შერჩევითია. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, ჰარმონიულ ბგერებს, მაგრამ ღიზიანდებიან ხმაურიან როკზე.
10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში
10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში
1. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი შერიფ დენსერია (Shareef Dancer), მისმა მფლობელმა ის 40.000.000 დოლარად შეაფასა, 

მაგრამ ორგზის ჩემპიონის შვილმა ვერ გაამართლა ახალი პატრონის იმედები. შერიფ დენსერმა ვერ მოიგო ვერცერთი შეჯიბრი.

Zooclub


2. წმინდა სისხლის ულაყი გრინ მანქი (Green Monkey) 21 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცხენია. 2006 წელს აუქციონზე 2 წლის გრინ მანქი 19.200.000 დოლარად გაიყიდა, იმ მომენტისთვის ცხენს არ ჰქონდა არაცერთი გამაჯვება, მაგრამ შეეძლო ეამაყა მშობლების წარმატებებით, რომლებმაც არაერთ ჯირითში გაიმარჯვეს. გრინ მანქის მშობელი სამგზის ჩემპიონია სხვადასხვა შეჯიბრში.
Zooclub


3. ულაყი მეტსახელად ანიჰილატორი (Annihilator) 1989 წელს 19.000.000 დოლარად გაიყიდა. ცხენს შოკოლადსიფერი შეფერილობა და ულამაზესი ფაფარი განსაკუთრებულს ხდიდა. ამასთან ანიჰილატორი ძალიან სწრაფი ცხენი იყო.
Zooclub


4. სატელ დენსერი (Seattle Dancer) - წმინდა ჯიშის ინგლისური ულაყი, 1985 წელს ცხენი წარმოდგენილი იყო აუქციონზე და მისი საწყისი ფასი 13 მილიონ დოლარს შეადგენდა. რა თქმა უნდა, მისი მშობლებიც არაერთგზის ჩემპიონები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში.
Zooclub


5. ლეგენდარულმა წმინდა სისხლის ულაყმა სახელად სეკრეტარიატი (Secretariat), პატრონს სიკვდილის შემდეგაც დიდი შემოსავალი მოუტანა. 1972 წელს პატრონმა ეს ცხენი 6.08 მილიონ დოლარად შეაფასა. 70-იან წლებში სეკრეტარიატი მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა. ის ფასობდა უფრო ძვირად, ვიდრე მისი წმინდა ოქროსგან გაკეთებული ძეგლი.
Zooclub


6. მისტიკ პარკი (Mystic Park) ამერიკული ცხენი , რომელიც სირბილის გასაოცარ ტექნიკას ფლობდა, 5.5 მილიონ დოლარად გაიყიდა (სხვა ცნობებით 5.8 მილილიონ დოლარად).
Zooclub


7. ცხენი სახელად პაინ ჩიპი (Pine Chip) 4.000.000 დოლარად გაიყიდა, რაც არ არის გასაკვირი, ის 21-ე საუკუნეში (2000წლიდან) 1 მლ. დისტანციაზე სირბილში რეკორდსმენად ითვლება. პენ ჩიპმა ეს დიტანცია 1.51 წამში დაფარა (აქამდე ეს რეკორდი დაფიქსიერებული იყო აშშ-ში 1994 წელს).
Zooclub


8. წმინდა სისხლის ულაყი სახელად სარდარი (Sardar), მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცხენია მსოფლიოში. ის 3.5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სარდარის წარმატებები მინიმუმ რვა რეკორდს ითვლის, მათ შორის არის საუკეთესო დრო დისტანციის დაფარვაში. 1500 მეტრი 1.30.0 წამში - ეს რეკორდი ცხენმა 2 წლის ასაკში დაამყარა. შეჯიბრი რუსეთში, 1965 წელს გაიმართა.
Zooclub


9. ბრაბანსონის (ბელგიური ჯიშის ტვირთის მზიდი) ჯიშის ცხენი სახელად ჰერკულესი (Hercules) 1917 წელს ავსტრალიელმა მშენებელმა 47 500 დოლარად შეიძინა. ჰერკულესი დღესაც ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება ამ ჯიშის ცხენებში.
Zooclub


10. არაბული ულაყი სახელად სმეტანკა (Сметанка) მფლობელმა 60 000 რუსულ მანეთად იყიდა. ეს თანხა 18 საუკუნის რუსეთში კოლოსალური იყო, ამ ფასად, იმ დროს, სასახლესაც შეიძენდით. სმეტანკას ულამაზესი შეფერილობის გამო შეარქვეს ეს სახელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ცხენი გრაფმა ორლოვმა შეიძინა.
Zooclub


მსოფლიოში ძვირად ღირებული ცხენები არც ისე ბევრია. ცხენების საშუალო ფასი მათი გამოყენების მიხედვით განისაზღვრება. უინივერსალური ცხენი მოყვარულთათვის 2-3 ათას დოლარამდე ღირს. ცხენები, რომლებიც სხვადასხვა საეთაშორისო შეჯიბრებაში იღებენ მონაწილეობას, შესაძლოა მილოონობით დოლარიც ღირდეს, ხოლო მუშა ცხენები, 500 დოლარის ფარგლებშიც შეიძლება შეიძინოთ.


წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 8361 | დაამატა: Admin | ტეგები: მსოფლიოში, ძვირად, ყველაზე, ფაქტები, ცხენი, საინტერესო, ცხენებზე., 10, ღირებული | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 ტორა   (10.04.2015 09:27:55)
საინტერესოა 166 166

0   Spam
1 giusha95   (20.01.2015 15:51:17)
166 166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 12
    მონადირე: 1
    sabjek

    დღეს საიტზე იყვნენ
    minchanin, mirzagg

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика