ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » მაისი » 7 » ამბავი ნათურაზე - ლეგენდარული კურიოზი    

03:21:35
ამბავი ნათურაზე - ლეგენდარული კურიოზი
ამბავი ნათურაზე - ლეგენდარული კურიოზი
ამბავი ნათურაზე - ლეგენდარული კურიოზი
06-05-2014
     საბჭოთა პერიოდში თბილისში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადაწყვიტეს. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გაიშლა და ქეიფიც გახურდა. შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და მასწავლებლებმა სართულის მორიგეს მისი გამოცვლა სთხოვეს. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა.
     კომპანიას დალევა თითქმის აღარ შეუძლია, სხედან და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ამ დროს ერთმა ნათურას მოჰკრა თვალი და დანარჩენებს აუწყა, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის მასწავლებელი, ამბობს: "ასე არ შეიძლება. მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტეს. ექთანს დაუძახეს და პაციენტი აჩვენეს. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა. ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა მასწავლებლებმა ექიმს მადლობა გადაუხადეს, ტაქსიში ჩასხდნენ სასტუმროსკენ დაიძრნენ.
     "მაინც ვერაფერი გავიგე, - ეუბნება ერთი მასწავლებელი მეორეს, - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" მეორემ ისევ გააპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსიმ ისევ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. დაიჭირეს ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო.
     უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?" "რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს". ტაქსის მძღოლმა არ დაუჯერა. დარწმუნება დაუწყეს, ვერ დაარწმუნეს და ნათურა მისცეს. მოკლედ, ამჯერადაც მოუწიათ საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა!
     ტაქსის მძღოლმა ისინი სასტუმროსკენ წაიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაეღობათ, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოეჩვენა. ერთადერთმა მოლაპარაკემ, მაგრამ ნასვამმა, მოახერხა ყველაფრის ახსნა. ინსპექტორმა ზურგი აქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით ანიშნა, ჩაწეულიყვნენ. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა.
     ტაქსი კიდევ ერთხელ მიბრუნდა საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით...

"კვირის პალიტრის" არქივიდან


წყაროhttp://kvirispalitra
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 3292 | დაამატა: Admin | ტეგები: ნათურაზე, კურიოზი, ლეგენდარული, ამბავი | რეიტინგი: 3.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 Hunter77   (12.05.2014 00:23:13) [მასალა]
069 069 069 069 069 069 069 069 069

0   Spam
8 dimi   (10.05.2014 11:23:06) [მასალა]
ხომ არ გაგიჩდათ სურვილი ვინმემ ცადოთ gimili

0   Spam
7 shontiamo   (08.05.2014 19:36:32) [მასალა]
ძველი და ნამდვილი ისტორიაა მაგრამ მაინც სასაცილოა 10 10 10 069 069 069 069 069

0   Spam
6 mere   (08.05.2014 01:19:40) [მასალა]
10 10 ა ძამა ნათურა ყლაპიები 10

0   Spam
5 gugalo   (08.05.2014 00:56:22) [მასალა]
069 069 069 166 10 23 23_30_126 მაგარია

0   Spam
4 temotemo73   (07.05.2014 23:48:55) [მასალა]
10 069 166

0   Spam
3 vepxo   (07.05.2014 22:32:44) [მასალა]
არ ვიცი ნაღდია თუ არა,მაგრამ მაგრად ვიცინე
069 069

0   Spam
2 zaali746   (07.05.2014 19:45:23) [მასალა]
ეს კაცი ნათურას რას უშვრება ჭიქას რას იზამს
39 39 39

+1   Spam
1 bichi2009   (07.05.2014 17:36:46) [მასალა]
აი მესმის სიშტერეეეე...... 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика