ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 18 » "ვის მკლავზე ზის ტიალი" ანუ ჩოხატაურში მიმინოების სეზონია!    

10:46:15
"ვის მკლავზე ზის ტიალი" ანუ ჩოხატაურში მიმინოების სეზონია!
"ვის მკლავზე ზის ტიალი" ანუ ჩოხატაურში მიმინოების სეზონია!
"ვის მკლავზე ზის ტიალი" ანუ ჩოხატაურში მიმინოების სეზონია!
16-09-2013
"შევარდენი ისეთი უკადრისია, მოსაფერებლად თავზე არ გადაგასმევინებს ხელს, იმ მინუტში დაგძიძგნის!"

ცაში მოლივლივე მიმინოზე ლამაზი არაფერია, - მიდის, მიცურავს და მიაქვს მთელი ცის კამარა. არასოდეს გინახავთ? რას ამბობთ! არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ მიდიან თავიანთი ცისკენ გაჭრილი მიმინოების საცქერლად, - მათში თავისუფალი ნავარდისა და მსხვერპლზე თავდასხმის ჟინი ხიბლავთ! მიმინოს, არწივის და ქორ-შევარდენზე ელვისებურად არც ერთ მტაცებელს არ შეუძლია მსხვერპლის კლანჭებში მოგდება. ჩვენი მეფეებიც ისე იყვნენ მოხიბლულები ამ ფრინველებით, არ დაიჯერებთ და, შევარდნის ბუდეების მცველის თანამდებობაც კი შემოიღეს! აი, ასე იყო!

მიმინო, ქორ-შევარდნის სიყვარულში გურულებს ვინ გაეჯიბრება - მთელი სარჩო-საბადებელიც არ უღირთ თავიანთი მიმინოების ერთ ბუმბულად. არ გჯერათ? არც მე დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, როგორ შესციცინებენ  მკლავზე შემომჯდარ მიმინოებს თვალებში!  

- ცაში როგორ იჭერთ ამათ, თუ ჯერ დაჭრით და მერე დაჭრილს ათვინიერებთ? 
ვკითხე ჭიშკართან თავშეყრილ კაცებს. მათ კი, - მიმინოს და შევარდენს რომ ტყვიას ესვრი და დააშინებ, რაღაის მონადირე დადგება! კაცი წახდება შეშინებული  და ფრინველი რას ივარგებს! მაგათ იმფერი მზერა აქვთ, კენჭი ვერ ემალება ციდან და თუ არ მოატყუე, რას დეიჭერ! ამიზა მწვანე ტოტებსგან ქოხებს ვაშენებთ. შევალთ შიგ და დევიმალებით.  მშიერი  მიმინო ზემოდან უყურებს მსხვერპლს. ამიზა, წინასწარ ჩიტები გვყავს დაჭერილი. დავაბამთ ჯოხის წვერზე და დავიწყებთ ქოხიდან ამ ჯოხის აქეთ-იქით ქნევას. დაინახავს ზემოდან მიმინო და დააცხრება. აი, მაშინ უნდა გქონდეს ბადე მომზადებული და დააფარო თავზე! 

მერე ვათვინიერებთ. აგი საქმე ჩვენში იმფერი პოპულარულია, სეზონი რომ დადგება, ხალხს ღამითაც არ სძინავს. როცა ბაზიერების ჩემპიონატი იწყება, მაშინ მთლად ბაგაბუგი გოუდის გულს, ჩოხატაურელები 26-ჯერ გავხდით  ქვეყნის ჩემპიონები! ასეა საქმე და აი, საქმე ხუმრობა არაა, - როცა მიმინოს ვათვინიერებთ, ოჯახში ხორცის ჭამა გვაქვს აკრძალული - ხორცით თუ ჩვენ "გამოვისკვინჩეთ", ქორ-მიმინოს რაღა დარჩება! მიმინო ფეხზე მობმული თოკით  მოშორებით უნდა დააჯინო, მერე ხორცის ნაჭერი უნდა დაანახო და დოუძახო. წამოვა ხორცის სუნზე, ხელზე დაგაჯდება და Eშეძიძგნის. მერე ეს მანძილი უფრო და უფრო უნდა გოუზარდო. ბოლოს  დაძახილს  რომ დაეჩვევა, სანადიროდ რომ გოუშვებ და დოუძახებ,  ნანადირევსაც მოგიტანს. მიმინოს მოთვინიერებიზა ღამეების გათენებაა საჭირო. თუ დააშავებს,  მშიერი უნდა დატოვო. როცა გამოსწორდება, ხორცი მერე უნდა მისცე. უხორცოდ არ გამოვა მაგი საქმე!

- თუ მასეა, მიმინოს მოთვინიერება-შენახვა კაი ძვირი დაგჯდომიათ!

- კი, ბატონო,  დიდი ფული ჯდება. 

- გაგიტყავებიათ ოჯახები. თქვენი ცოლები რას ამბობენ ამ ამბავზე.
- თუ გგონიათ, რომ მიმინო ჩვენს ქალებს კაცებზე ნაკლებად უყვართ, ტყუილია, - ჩოხატაურში იმფერი მიმინოს მომთვინიერებელი ქალები გვყავს,  მაგენთან კაცი რას მივა. ჩვენი გოგია ჩავლეიშვილის დედა ოჯახში მეექვსე თაობაა, ქორ-შევარდენს რომ ათვინიერებს. ქალიშვილი კიდევ, მეხუთე კლასში გახდა საქართველოს ჩემპიონი ბაზიერობაში.

- შევარდენსაც ათვინიერებთ?

- მიმინო მწყერზე ნადირობს, შევარდენი კიდევ - კურდღელზე. მაგის მოთვინიერება ნამეტანი ძნელია, იმფერი უკადრისია, მოსაფერებლად თავზე არ გადაგასმევინებს ხელს, იმ მინუტში დაგძიძგნის!

- ამაყი ყოფილა!
- ყველა მაგენი ამაყი ფრინველებია, იმიზა გვიყვარს. შეიხები მაგენში ფულს არ ინანებენ, - ამბობენ, გაწვრთნილ თეთრ მიმინოში 100. 000 ევროს იხდიანო.

- ქვეყნის უცვლელი ჩემპიონები ყოფილხართ ბაზიერობაში და გამარჯვებისთვის ფულით არავინ გასაჩუქრებთ?
- რაის ფული. ჩვენ მიგვაქვს ჩემპიონობაზე პურმარილი! მარა ჩვენს გულს რო უხარია, ეგეც  ხომ ძვირფასი საჩუქარია! ისე, უფულობა იმაში გვიშლის ნამეტანი ხელს, რომ ბაზიერობის ჩემპიონატზე არსად გვაჭაჭანებენ. შარშან  ჩვენი გივი კუკულავა მიიწვიენ ყაზახეთში და არ გოუშვა გამგეობამ, - მარტო არჩევნების ფული  გვაქვსო. არადა, 1.700 ლარი უნდოდა რომ წასულიყო.

-  თქვენ ეს მითხარით, ამ ნაფერებ ქორ-მიმინოს რას უშვრებით, როცა დრო გაუვა?
- როცა სანადიროდ აღარ ვარგა, დავარტყამთ ბეჭდებს და ვემშვიდობებით, - წავიდნენ, იფრინონ. რომ შეგვეძლოს, საგზალსაც გავატანდით, მარა არ გამოდის, - ადამიანი არ გოუწევს ადამიანს იმისთანა ერთგულებას, მაგენი რომ გვიწევენ 6 წლის განმავლობაში, - აგია მაგენის ნადირობის ასაკი. Aასაკში შესული კიდო, კაციც ღირსია დეისვენოს და ფრინველიც! - თქვეს ჩოხატაურელმა ბაზიერებმა და თავიანთ  მკლავზე ჩაბღაუჭებულ მიმინოებთან ერთად დამემშვიდობნენ. 

მეც ავკრიფე ბარგი-ბარხანა და წამოვედი. გზაში კი რატომღაც "ვაი, რა შორს გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო" გამახსენდა. გახსოვთ ეს სიმღერა? მგონი, ყველა თაობის ქართველებს გვიყვარს. რატომ? იქნებ "შიგ ჩამწყვდეული" მიმინოსთვისაც. ისე კი, ღმერთმა ნურც ერთ ჩოხატაურელ ბაზიერს ნუ გაუფრინოს თავისი მიმინო. ნურც მათ და ნურც ჩვენ, - ჩვენც ხომ ყველას ჩვენ-ჩვენი ლაღი მიმინო გვყავს სულში! 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
ნანახია: 1957 | დაამატა: Admin | ტეგები: სეზონია!, ტიალი, მკლავზე, მიმინოების, ანუ, ზის, ჩოხატაურში, ვის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 cxadaze   (20.09.2013 21:44:12) [მასალა]
10

0   Spam
13 cxadaze   (20.09.2013 21:44:06) [მასალა]
მე ვიცი რო მტაცებელი დანახვაზე მოდის და არა ხორცის სუნზე

0   Spam
12 oto-xachidze   (20.09.2013 00:58:02) [მასალა]
10 10

0   Spam
11 piro55   (19.09.2013 22:14:21) [მასალა]
სილამაზეა ორივე ერთათ 39 39 39 39

0   Spam
10 გიორგი   (19.09.2013 11:29:16) [მასალა]
10 10 10 10 10 166 166 166

0   Spam
9 kobuleti   (19.09.2013 09:01:54) [მასალა]
10 10 10 10 10 166

0   Spam
8 cq   (19.09.2013 00:03:11) [მასალა]
ჩავლეიშვილი არა ვაჩეიშვილი

0   Spam
7 cq   (18.09.2013 23:56:31) [მასალა]
ქალი ბაზიერი ციური ბებია , ჩოხატაურელია

0   Spam
6 Grigala   (18.09.2013 23:46:41) [მასალა]
166 166 10

0   Spam
5 mere   (18.09.2013 23:23:41) [მასალა]
მაგრებია არიან ძამა და რას იზამ 166 166 166

0   Spam
4 ვულფ   (18.09.2013 22:02:45) [მასალა]
მასტეა მაი და აფერის დამატება არაა საჭირო იციენ გურულებმა ბაზიერობა
39

0   Spam
3 otomari   (18.09.2013 21:51:50) [მასალა]
10 10 10 10

0   Spam
2 otomari   (18.09.2013 20:12:23) [მასალა]
166 23

0   Spam
1 dudu-duda   (18.09.2013 18:44:30) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика