
"ის შუაღამისას შევნიშნეთ. ახლოს ჩავუარეთ, მაგრამ თავდაპირველად ვერ შევნიშნეთ. რამდენჯერმე ჩვენგან გათავისუფლებაც სცადა, თუმცა წარუმატებლად. გემთან ახლოს მოვიდა და ფიცრებს კბენა დაუწყო. გემს იმდენად ძლიერად ექაჩებოდა, რომ კბილები ჩამოტყდა. მის დამორჩილებას 1 საათი ვდილობდით. იმდენად ძლიერი იყო, რომ დამატებითი ჯგუფის მოსვლა გახდა საჭირო", - ამბობს ერთ-ერთი მონადირე.
ცნობილია ალიგატორების ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინტენსიური რეწვის შედეგად განადგურდა და ამჟამად უმთავრესად ფლორიდის ჭაობებში ბინადრობს; ჩინური ალიგატორი კი 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში. იკვებება ბაყაყებით, გველებითა და თევზებით. თავს ესხმის სხვა ცხოველებსაც.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.