ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 18 » დიდი მარხვა დაიწყო...    

23:37:23
დიდი მარხვა დაიწყო...

დიდი მარხვა - ზეიმი სულისა

ერთხელ უფალთან ეშმაკეული მიიყვანეს და შესჩივლეს, რა არ ვიღონეთ, სად არ მივიყვანეთ, არაფერი გამოგვდის, შენმა მოწაფეებმაც ვერაფერი მოუხერხეს და იქნებ შენ გვიშველო რამეო.

უფალმა გულისტკივილით ამოიოხრა და განკურნა ეშმაკეული. როცა მოწაფეები შეეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება, უპასუხა:

- ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო - გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

- ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება - დაამატა მან და ამით მოგვცა ადამიანებს ბოროტ ძალებთან საბრძოლველი იარაღი.

ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.

წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს:

- კაცი პატივსა შინა იყო და არა გულის-ხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

რა პატივი ხვდა წილად ადამიანს და რა არ გულის-ხმა-ჰყო?

პასუხი აქვეა, დავითის სიტყვების მეორე ნაწილში.

- ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მას.

დიახ! უგუნურებით მიჰბაძა პირუტყვს და დაემსგავსა მას.

ესე იგი გონიერება ყოფილა დიდი პატივი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს და ამით განასხვავა იგი ყოველი სხვა ქმნილებისაგან, სწორედ გონებით აამაღლა იგი, შექმნა რა თავის ხატად და მსგავსად.

პირუტყვის ქცევები რითაა განპირობებული?

მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი სურვილებით. სწყურია - უნდა დალიოს, შია - უნდა ჭამოს, ეძინება - უნდა დაიძინოს, სირბილი უნდა - დარბის. მას არც სირცხვილი გააჩნია - ყველაფერს ბუნებრივად აღასრულებს, არაფერია მისთვის მოსარიდებელი.

ადამიანიც ასევე იქცევა, როცა იგი მხოლოდ თავისი სურვილებით მოქმედებს. ამით იგი უგუნურ პირუტყვს ბაძავს და ემსგავსება კიდეც მას.

გონიერება ადამიანისთვის წყალობაა ღვთისა. წმიდა პავლე მოციქული ამბობს:

- ყველაფერი შესაძლებელია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.

უფალმა გონება იმისთვის გვიბოძა, რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და კეთილი ავირჩიოთ. ვინც ბოროტებას ირჩევს, იგი ქურდია  და ავაზაკი, რადგან მიითვისა ღვთისაგან ბოძებული ნიჭი და უკეთური მიზნებისთვის გამოიყენა.

კვლავ წმიდა პავლე მოციქულს მოვუხმოთ:

მოციქულის სწავლება

რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომელნიც სულიერად არიან - სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი - სიცოცხლე და მშვიდობა.

ხორციელი ფიქრები - ღვთის მტრობაა, რამეთუ არ ემორჩილება ღვთის სჯულს, ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს (რომ. 8, 5-8).

დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი.

ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა, ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი.

მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით, არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით (რომ. 13, 11-14).

მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს, რამეთუ ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა არ აკეთოთ ის რაც გსურთ.

ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის სჯული.

მათ ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ, ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი.

ძმანო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ სულიერებმა გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილებით, თქვენც რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. ერთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი.

რამეთუ, თუ ვინმეს ეგონოს, რომ რაიმე არს და არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს, არამედ საქმენი თვისნი გამოსცადოს ყოველმა.

ხოლო ეზიარებოდნენ უმეცარნი სიტყვასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.

ნუ სცდებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების, რამეთუ რაცა სთესოს კაცმან - იგიცა მოიმკოს. რამეთუ, რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკოს ხრწნილება, ხოლო, რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო.

სიკეთის კეთება ნუ მოგვწყინდება, რამეთუ თავის დროზე მოვიმკით ნაყოფს, თუ არ მოვდუნდებით.

მაშ ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთი მოვიმოქმედოთ ყველამ და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით (გალ. 5; 16-6; 10).

ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა. ისწრაფეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.

ერთია ხორცი, ერთია სული, ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთია ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის.

აღარ ვიყოთ ყრმები, რომელთა არყევს და იტაცებს ყოველგვარ მოძღვრებათა ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა.

ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან თავისი გონების ამაოებით. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხოვრებისაგან ღმრთისა. უმეცრებითა მით, რომელიც არს მათ თანა, სიბრმავითა გულისა მათისათა, რომელთაც გასწირეს თავი თვისი და მისცეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლითა ანგარებითა, ხოლო თქვენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე. რადგან გისმენიათ მისი და გისწავიათ მისგან, რომ ჭეშმარიტება არს იესოს თანა.

განიშორეთ თქვენგან ძველი იგი კაცი, გახრწნილი გულისთქმითა მისებრ საცთურისა, რომელიც თქვენი პირვანდელი ცხოვრების შედეგი იყო, განახლდით თქვენი გონების სულით და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისათა. ამიტომ განიშორეთ ტყუილი და ყველა ჭეშმარიტებას იტყოდეს.

განრისხებულნი ნუ სცოდავთ, მზე ნუ ჩავა განრიხსებასა თქვენსა. ნუ მისცემ ადგილს ეშმაკსა. ვინც იპარავდა, ნუღარ იპარავს. უკეთესია იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, დასარიგებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს.

და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა. ყოველი სიმწარე, რისხვა, გულისწყრომა, ყვირილი და გმობა მოსპეთ თქვენ შორის, ყოველ უკეთურებასთან ერთად. იყავით ერთმანეთის მიმართ ტკბილი, მოწყალე, მომმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგვმალდა ჩვენ.

ნუცა ვინ გაცდუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. ნუ იქნებით მათი მსგავსი. რამეთუ ოდესღაც ბნელი იყავით, ხოლო აწ ნათელი ხართ უფლისა მიერ, ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ. რამეთუ ნაყოფი სულისა ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.

გამოსცადეთ, რა არის სათნო უფლისა და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ ამხილეთ, რამეთუ, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სათქმელადაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან განცხადდება, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს.

ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ გულის-ხმა-ჰყავთ რაი-იგი არს ნება უფლისა და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივენით სულითა. ესაუბრეთ ერთმანეთს ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა და აქებდით თქვენს გულებში უფალსა. ჰმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.

დაემორჩილენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა (ეფ. 4; 2-5; 21).

ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი - მუცელი, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ (ფლპ. 3, 18).

ამიერიდან ძმანო, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.

რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და ღმერთი იქნება თქვენთან (ფლპ. 4, 18).

 

როგორ დავიცვათ დიდი მარხვა

ჩვეულებრივ დიდ მარხვაში უნდა შევიკავოთ თავი ხორცისა და ხორცის პროდუქტებისაგან, ყველისა და რძის პროდუქტებისაგან, კვერცხისა და თევზეულისაგან. არ არის დაშვებული ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების დალევაც. კარგი იქნება თუ ვისარგებლებთ დიდი მარხვის საერთო შემართებით და დავთმობთ სიგარეტს და სხვა მავნე ჩვევებს.

დამწყებთათვის სასურველია, რომ მთელი მარხვის განმავლობაში არ მიიღონ ხორცი და ხორცის პროდუქტები, თავი შეიკავონ ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელებისაგან. რძის პროდუქტები და კვერცხი შეუძლიათ მიიღონ გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, რომელთა სრული მარხვით დაცვა კარგი იქნება.

ვინც პირველად აპირებს მარხვის შენახვას და ვისაც სურს მარხვის გამკაცრება, უნდა მიმართონ მოძღვარს რჩევა-დარიგებისა და ლოცვა-კურთხევისათვის.

თუ ავადმყოფობისა და სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლია სრული მარხვის შენახვა, მიმართოს მოძღვარს და ის შეურჩევს მარხვის უვნებელ ზომას.

დიდი მარხვის პირველი შვიდეული განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.

ჩვეულებრივ საკვები უზეთოდ მზადდება და მცირდება მისი მიღების რაოდენობა.

დამწყებთათვის საკმარისია სრულად დაიცვან მარხვა, ყოველგვარი გამკაცრების გარეშე.

დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დიდი მწუხრის შემდეგ იკითხება წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. სხვა სადაგ დღეებში წირვა არ ტარდება.

დიდმარხვის I შაბათს აღინიშნება ხსენება წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონისა. ამ დღეს ტაძრებში იკურთხება კოლიო. წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის აღსრულებიდან 50 წლის შემდეგ იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, რომელსაც სურდა დიდმარხვის ჩაშლა, პირველ შვიდეულში გასცა ბრძანება, რომ ყოველდღე, მთელი კვირის განმავლობაში, ესხურებინათ ნაკერპავი სისხლი ყველანაირ სურსათ-სანოვაგეზე, რომელსაც ბაზარში გამოიტანდნენ.

ამ დროს წმ. თეოდორე გამოეცხადა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს და მოუწოდა მას ეცნობებინა ყოველი ქრისტიანისათვის, რათა მათ არ ეყიდათ ბაზარზე გამოტანილი შებილწული საკვები და ეჭამათ მხოლოდ კოლიო, ანუ თაფლით შეზავებული მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს აღასრულებს წმიდა თეოდორე ტირონისადმი სავედრებელ კანონს და აკურთხებს კოლიოს (წანდილს). ამ დღეს სრულდება იოანე ოქროპირის წირვა.

დიდი მარხვის I კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი, დღე როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და დაიგმო ხატმებრძოლობა. სრულდება ბასილი დიდის წირვა.

შაბათსა და კვირას მკაცრი მარხვა არ შეიძლება. დასაშვებია ცოტაოდენი ღვინის შესმა.

დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.

დიდი მარხვის II კვირას ვიხსენიებთ წმიდა გრიგოლ პალამას, თესალონიკელ ეპისკოპოსს. სრულდება ბასილი დიდის წირვა.

III კვირას ჯვარის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ამ დღეს შუა ტაძარში დაესვენება ცხოველსმყოფელი ჯვარი და მისი საპატივცემო წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება წმ. ბასილი დიდის წირვა.

25 მარტს (ახალი სტილით 7 აპრილს) აღინიშნება ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ხსნილია თევზითა და ღვინით.

დიდი მარხვის IV კვირას არის ხსენება ღირსისა მამისა იოანე კიბისაღმწერელისა, რომელმაც აღწერა სათნოებათა კიბე აღმავალი ზეცად. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.

დიდი მარხვის V შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი გალობა, რომელიც დაწესებულია მოსახსენებლად კონსტანტინეპოლში აღვლენილი საყოველთაო და გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც შეისმინა დედამ ღვთისა და მისი შუამდგომლობით შეწყდა ღვთის რისხვა. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.

დიდი მარხვის V კვირას ვიხსენებთ ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელიც თავდაპირველად უწმინდური და თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის შემწეობით ირწმუნა ღმერთი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმიდანი გახდა. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.

VI შაბათს ლაზარეს შაბათი ჰქვია. ამ დღეს ვდღესასწაულობთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას (წაიკითხეთ იოანეს სახარების მე-11 თავი). ტარდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილია თევზითა და ღვინით.

VI კვირა - ბზობაა, ანუ იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრებში იკურთხება ბზა. ხსნილია თევზითა და ღვინით. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.

დიდ მარხვას მოსდევს ვნების შვიდეული. მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს - იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს.

დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათამდე ტაძარში იკითხება ოთხივე სახარება მთლიანად. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, დიდ ხუთშაბათს წმიდა ბასილი დიდის წირვა. ხუთშაბათის შემდეგ აღარ ითქმის ეფრემ ასურის ლოცვა.

 

ზეთის კურთხევა ანუ შვიდ-გზის ზეთის ცხება

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება", როგორც მას დღეს უწოდებენ.

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებანი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქდაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს" (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს:

„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას" (იაკობი 5, 14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2, 1-12).

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე, ადამიანისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადასხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

 

დიდ პარასკევს დღის 2 საათზე იესო ქრისტეს გარდამოხსნის მოსახსენიებლად ტაძრებში ხდება გარდამოხსნის გადმოსვენება. ამ დღეს განსაკუთრებით მძიმეა მარხვა.

წირვა არ ტარდება, იკითხება 12 ვნების სახარება.

დიდ შაბათს დილაადრიან ხდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო. ამით გამოიხატება უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენება ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება ბასილი დიდის წირვა. დიდი შაბათი - ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია მკაცრი მარხვა. ვინც საზიარებლად ემზადება, აღარ უნდა ჭამოს და არც დალიოს არაფერი საღამოს 8 საათის შემდეგ.

ყველიერის შვიდეულით დაწყებული ბრწყინვალე შვიდეულის ბოლომდე არ შეიძლება ჯვრისწერა, თავისთავად გასაგებია, რომ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ შეიძლება შეუღლება, რადგან ღმერთი არ აკურთხებს მარხვაში დამყარებულ ცოლ-ქმრულ კავშირს.

თუ ვინმე შემთხვევით დაარღვევს მარხვას, ნუ მიატოვებს მას, არამედ მოინანიოს ცოდვა და კვლავ განაგრძოს შემართებითა და წინდახედულობით.



წყაროhttp://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/zeimi_sulisa.htm
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1783 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: დიდი, მარხვა, დაიწყო... | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 chibati   (19.03.2013 00:43:18) [მასალა]
10 კაი კაცი ხარ ძმაო შენ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика