ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 8 » იცით თუ არა, რომ..    

14:33:20
იცით თუ არა, რომ..
დედამიწა

დედამიწა

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

წარმოშობა 

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით
ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:
პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა – „იყოს ნათელი" და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
მესამე დღეს – ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
მეოთხე დღეს – მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

  • ეკვატორული რადიუსი: 6 378,1
  • პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ
  • საშუალო რადიუსი: 6 371 კმ
  • ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ
  • მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ
  • დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2
  • მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 %)
  • ხმელეთის ზედაპირი: 148,94 მლნ კმsup>2 (29 %)
  • დედამიწის მოცულობა: 1,0832073 x 10 12 კმ3
  • დედამიწის მასა: 5,9736 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
  • დედამიწის საშუალო სიმკვრივე: 5.515 გ/სმ3
  • ჰაერის ტემპერატურა მინიმალური: -89 °C ( 184 °K ) პოლუსებზე, მაქსიმალური 57,7 °C ( 331 °K ) ეკვატორზე.
  • ჰაერის შემადგენლობა: 78.08% აზოტი, 20.95% ჟანგბადი, 0.93% არგონი, 0.038% ნახშირორჟანგი.
  • აფელიუმი: 152 097 701 კმ, 1.0167103335 ა.ე.
  • პერიფელიუმი: 147 098 074 კმ, 0.9832898912 ა.ე.
  • ექსცენტრისიტეტი: 0.016710219
  • ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 29783 მ/წმ.

დედამიწის ასაკი და გეოქრონოლოგია

დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ:



წყაროhttp://interesting.ge/2013/02/%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2178 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: იცით, წარმოშობა, დედამიწა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
+1   Spam
2 ormeteli   (08.03.2013 23:18:30) [მასალა]
პლანეტის პარამეტრები [რედაქტირება]

იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი.

იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.

დასახელება. დრო. უახლოესი მანძილი იუპიტერთან.

Pioneer 10, 3 დეკემბერი 1973, 130,000 კმ

Pioneer 11, 4 დეკემბერი 1974, 34,000 კმ

Voyager 1, 5 მარტი 1979, 349,000 კმ

Voyager 2, 9 ივლისი 1979, 570,000 კმ

Ulysses, თებერვალი 1992, 409,000 კმ

Ulysses 2, თებერვალი 2004, 240,000,000 კმ

Cassini, 30 დეკემბერი 2000, 10,000,000 კმ

New Horizons, 28 თებერვალი 2007, 2,304,535 კმ

შინაგანი სტრუქტურა [რედაქტირება]

იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
ატმოსფერო [რედაქტირება]
იუპიტერის წითელი ლაქა

იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75% – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24% – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.

პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ "გალილეოს" მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.

+1   Spam
1 rekvaa   (08.03.2013 18:55:17) [მასალა]
მეცნიერებს არ დაუჯეროთ სამყარო უფალმა ღმერტმა გააჩინა,და ამასთან ერტდად გვაცუქა უკვდავი სული

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика