ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » ერთი დღე ბრაკონიერებთან    

01:08:56
ერთი დღე ბრაკონიერებთან

ერთი დღე ბრაკონიერებთან

ლევან სეფისკვერაძე

განთიადის 5 საათია. ჯერ თბილისის გარეუბნებშიც კი სძინავთ.Aარ სძინავთ მხოლოდ ავჭალელ "მეთევზე" ბრაკონიერებს. რომლებიც საგულდაგულოდ ამზადებენ "დენის აპარატსა" და ნათხოვარ უზარმაზარ ბადეს, რომელიც გარემოს დამცველებისათვის თვალის ასახვევად მიაქვთ. ეს ძველი და კარგად ნაცადი ხერხია, რომლითაც არც ერთი "გედი" (გარემოს დამცველი ინსპექტორი) არ ტყუვდება, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას. მით უმეტეს, რომ განთიადისას, მტკვრისპირ ავჭალაში გარემოსდამცველები იშვიათად დადიან.

სამი ბრაკონიერი და მე

სამი ბრაკონიერი, რომლებიც ჩვენ გავიცანით, ავჭალელები არიან და უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ამ საქმით არიან დაკავებულები. ახლა ძირითადად ელექტროაპარატით გადიან ფონს, თუმცა ადრე არც ქიმიური ფხვნილებით მტკვრის მოწამვლასა და ამ გზით თევზის დაჭერას ერიდებოდნენ. მათგან ყველაზე გამოცდილი ბრაკონიერი 43 წლის შოთაა, რომელიც ძირითადად თევზის მთავარი გამსაღებელიცაა. შოთას ტელეფონი თბილისის ყველა კიდეში იციან თევზის მოყვარულებმა და შეკვეთებიც არ აკლია. რისკს რა თქმა უნდა საკმაოდ სწევს, მაგრამ როგორც თავად სიამაყით ამბობს, გარემოსდამცველთა ხელში ერთხელაც კი არ ჩავარდნილა. 25 წლის ზაზა და მისი თანატოლი ლევანი ფაქტობრივად შოთას შეგირდები არიან. შოთა გაყიდული თევზიდან აღებული თანხიდან გარკვეულ წილს ხანდახან ორივეს აძლევს. თუმცა, ამ ბიჭებს (განსაკუთრებით კი ზაზას) თევზი უფრო მეტად პირადი მოხმარებისთვის და მეგობრებისთვის სჭირდებათ, ვიდრე ფულის საშოვნელად.

16 ივნისი. დილის 05.40 საათი. ბრაკონიერები ზაჰესის ზემოთ, თავთხელ წყალს მიუყვებიან. მათთან ერთად როგორც "თევზაობით" დაინტერესებული კაცი – ისე ვარ. შოთა მავალმნიშვნელოვანად მიხსნის თავისი საქმიანობის არცთუ დიდ საიდუმლოებას და თან ავტომანქანის აკუმულატორის თრევას საზეიმოდ მავალებს, თუმცა აკუმულატორი მხოლოდ უკან წამოსვლის დროს წამოვიღე და მხოლოდ მაყურებლის როლით შემოვიფარგლე. აკუმულატორი მოგეხსენებათ, ელექტრონის წყაროა. იქიდან დენი კუსტარულად შექმნილ, სპეციალურ მოწყობილობას გადაეცემა. ეს მოწყობილობა წყალში ჩაყოფილი ელექტროსადენების მეშვეობით მდინარის ერთ ნაწილს ელექტრულად მუხტავს და ამ გზით დახოცილი, ანდა გაბრუებული გულაღმა ამოტრიალებული თევზები, წყლის ზედაპირს ეფინებიან. ჩვენს ქვემოთ მდგომ ზაზა და ლევანს კი, ამ გზით დახოცილი თევზების ბადით მარტივად მოგროვების გარდა არაფერი დარჩენიათ.

ელექტროსადენის პირველივე ჩაგდებისთანავე, დაახლოებით კილონახევარი თევზი დაიჭირეს. თევზი ძირითადად კარასის და მურწას ჯიშისა იყო. სანამ ზაზა აკუმულატორს დაათრევდა, დაბლა მდგომი ლევანი კი თევზებს აგროვებდა, შოთა ამ დროს გარემოს გამოცდილი ბრაკონიერული თვალით ზვერავდა. ერთ მომენტში საფრთხის შესახებ ხელითაც გვანიშნა და სანამ ჩვენ ბუჩქებში ვდურთეთ თავი, მანამდე უკვე გაირკვა, რომ საშიში არაფერი იყო და მხოლოდ გარიჟრაჟზე გაღვიძებული მოხუცი ბებო იყო მდინარეზე ჩამოსული.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ბრაკონიერების დიდი ნაწილი ერთმანეთშიც კი ერიდება იმ თემაზე საუბარს, თუ რატომ არის ცუდი და არასწორი დენით თევზაობა. ვერ გეტყვით ამის მიზეზი მათი შინაგანი სინდისის ქენჯნაა თუ რა, მაგრამ როდესაც მათთან ამ საკითხზე ვითომ "სხვათაშორისი" საუბარი წამოვიწყე, საუბარში არავინ ამყვა. ამ საკითხზე ხელმეორედ საუბრის წამოწყების მცდელობის დროს კი, შოთა აშკარად განაწყენდა და ბოღმიანად ჩაილაპარაკა: "რა დროს ბუნება და გარემოა, ვერა ხედავ ხალხი რა დღეში ვართო...". ამიტომ, ამ თემაზე შემდეგ მათთან გამოლაპარაკება აღარ მიცდია. სამაგიეროდ, სამივე ძალიან გახალისდა, როდესაც საუბარი მეთევზეებსა და მათ ისტორიებზე ჩამოვარდა.

"ფოთში ერთ მეთევზეს ვიცნობ. აი ის არის ნაღდი "რიბაკი" თუ არის... აბა ეს რა თევზაობაა. სულ შიშ-კანკალში ვართ, ვინმე არ დაგვადგეს თავზე. კეფალი პირველად იმან მაჭამა. ეგეთი მაგარი თევზი სხვა რომელია აბა?! ძირითადად ანკესებით თევზაობს და დღეში 20-30 კილოს მაინც იჭერს ხოლმე. გასაყიდად იქვე აბარებს ვაჭრებს და არის ხოშიანად. ზოგი ამბობს, რომ მტკვრის თევზი ყველაზე მაგარიაო, მაგრამ მე იმ კეფალის ჭამის მერე მივხვდი, რომ პალიასტომში არის ყველაზე მაგარი თევზი” – ზაზას ეს სიტყვები ბოლომდე მხოლოდ ლევანმა გაიზიარა. შოთამ კი თქვა, რომ ტბის და ზღვის თევზს ისეთი კარგი გემო მაინც ვერასოდეს ექნება, როგორც მდინარისას, რადგან მლაშე წყალი თევზს გემოს ძალიან უკარგავს.

ბრაკონიერული სადღეგრძელო

უკევ სამ კილოგრამზე მეტი თევზი ჰქონდათ დაჭერილი, როდესაც შოთამ სათითაო ჭიქა არაყის დალევა და ცოტა წახემსება შემოგვთავაზა. იქვე, მდინარესთან ახლოს, ტირიფის ძირში დავსხედით. ორიოდე პომიდვრით, პურითა და მოხარშული კვერცხით სახელდახელოდ ვისაუზმეთ და სწორედ მაშინ მოვისმინე პირველი ბრაკონიერული სადღეგრძელოც, რომელიც სწორედ ამ სამეულის უპირობო მეთაურმა – შოთამ წარმოსთქვა: ”ყველა იმ კაცს გაუმარჯოს, ვისაც თევზაობაც უყვარს, თევზიც და ამ ყველაფრის ფასი იცის. ზოგიერთს რომ კითხო, არ ვაკეთებთ ახლა სწორ საქმეს და ვინც ამას ამბობს, მაშინ თვითონ მირჩინოს ჩემი ოჯახი, და წყალში ფეხს არ ჩავადგამ ცხოვრებაში. ერთი მეზობელი მყავს, ვითომ ჭკუას მასწავლის ხოლმე და სულ ”მიხურებს”, აკუმულატორით ნუ თევზაობო, მაგრამ როცა თევზი უბანში მიმაქვს, სუფრის თავში პირველი ეგა ჯდება ხოლმე. თევზი ყველას უნდა, საქმის გაკეთება კი ყველას ეზარება და ეშინია”.

ორიოდე ჭიქა ხილის არაყის დალევის შემდეგ, კიდევ დაახლოებით ერთი საათი წაიბრაკონიერეს და უკვე 11 საათი სრულდებოდა, როდესაც ექვს კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ. მთელი ეს ნადავლი საიმედოდ ჩააწყვეს შოთას მიერ მოგონილ უცნაურ ჩანთაში, რომელიც გარედან ჩვეულებრივი ტყავის ჩანთის ფორმისა იყო, შიგნით კი პლასტმასი ჰქონდა ამოკრული, სადაც ცოტა წყალიც ესხა და თევზიც საკმაო რაოდენობით ეტეოდა. ამ ჩანთის შექნა შოთას უპირველეს ყოვლისა სიფრთხილემ უკარნახა, რადგან ამ ნივთზე შეიძლება ნებისმიერი რამ გეფიქრა, მაგრამ ნაკლებად იფიქრებდი იმას, ასეთ ჩანთაში თევზის ასე მოხერხებულად ჩაწყობა თუ იქნებოდა შესაძლებელი.

ნადავლის გაყოფა

მდინარედან ზაზას ბაღამდე (ამ ბაღში ჩადგმულ პატარა ქოხში ბრაკონიერული ნადავლი უნდა გაყოფილიყო), სულ სირბილით მივედით. განსაკუთრებუით მე ვიყავი ცუდ დღეში, რადგან ხელში შემოჩეჩებული მძიმე აკუმულატორი გზაში თანდათან კიდე უფრო მიმძიმდებოდა. როდესაც ბაღში ჩადგმულ ქოხში შევედით, ძალიან გამიკვირდა, როდესაც იქ ორი საწოლიც აღმოვაჩინე. როგორც გაირკვა, შოთა ღამღამობითაც თევზაობდა იმ იმედით, რომ ღამე მისი ეს საქმიანობა უფრო უსაფრთხო იყო. თევზი შემდეგნაირად გაიყო: დაახლოებით სამი კილოგრამი, სულ ნარჩევი ხრამული და წვერა, შოთას შეხვდა. შოთას წინასწარ უკვე ჰყავდა გლდანელი კლიენტი შეგულებული, რომლისთვისაც კილო თევზი 17 ლარად უნდა მიეყიდა. დაახლოებით ორი კილოგრამი ლევანმა წაიღო. დანარჩენი არცთუ ხარისხიანი თევზი კი მე და ზაზას, როგორც მომხმარებლებს და არა გამყიდველებს დაგვრჩა. G

გასაგები მოსაზრებებით, თევზის წაღებაზე უარი განვაცხადე და ვთქვი, რომ მე მხოლოდ თევზაობის პროცესის ცქერა მაინტერესებდა და თევზი მაინცა და მაინც არ მიყვარდა. ამან ზაზა ნამეტანი შეაფიქრიანა, რადგან თან აშკარად  გაუხარდა, უფრო მეტი თევზი რომ შეხვდა და თან კიდეც ეუხერხულებოდა ჩემი ასე, მთლად ხელცარიელი გაშვება. ბოლოს შემომთავაზა: ”წამოდი, ჩემთან ერთად მოვხარშოთ ეს თევზიო”, მაგრამ ესეც ვიუარე და წამოვედი.

აღმოჩნდა, რომ იმ დილით მაინცა და მაინც ხელხვავიანი ”თევზაობა” არ გამოსვლიათ, რადგან როგორც ჩემი ნაცნობი ბრაკონიერები ამბობდნენ, არის დღეები, როდესაც ათ კილოგრამამდე მეტ თევზსაც კი იჭერენ. ბრაკონიერობა რომ არაა მოსაწონი საქციელი - ეს ცხადია, მაგრამ განსაკუთრებით ცუდი ის აღმოჩნდა, რომ ეს სამეული (უმეტესად კი შოთა) პრაქტიკულად ყოველდღე აკრძალული მეთოდით თევზაობს და დღემდე ”გედებს” პირისპირ არ შეხვედრიან. მხოლოდ შარშან ზაფხულში დაინახეს ”ნივით” მისული გარემოს დაცვის ინსპექციის სამი თანამშრომელი და მათაც ძალიან ადვილად დაუსხლტნენ ხელიდან.

ალბათ შენიშნეთ, რომ ბრაკონიერების მხოლოდ სახელები ვთქვი და მათი გვარები არ მიხსენებია. გვარების ხსენებისაგან თუნდაც იმ მიზეზით შევიკავეთ თავი, რომ ნამდვილად არ იქნებოდა სწორი და ეთიკური ჩვენი ადამიანური ურთიერთობების სხვაგვარი დაბოლოვება. ამ რეპორტაჟის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის გახლავთ, რომ გვახსოვდეს ბრაკონიერობის პრობლემა თუ რაოდენ მძაფრად დგას ჩენი საზოგადოების წინაშე და როგორი აუცილებელია ამ სენის აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების მიღება. თუკი პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა, დაგვეთანხმებით, რომ სამი ავჭალელი ბრაკონიერის დაჯარიმება ანდა პასუხისგებაში მიცემა, ამ დიდ პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს და ვერც სიტუაციას გამოასწორებს.

”სოციალური გაჭირვება ბრაკონიერობას არ ამართლებს”

ბოლოს კი, ბრაკონიერობაზე, ამ პრობლემის მოგვარების მეთოდებსა და უკანონო თევზჭერის აღკვეთის გზებზე გვესაუბრება მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი, შოთა კვარაცხელია.

შოთა კვარაცხელია, მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი: ”ბრაკონიერობა ბუნებას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ბრაკონიერი დენისგან მოკლული თევზის მხოლოდ 10% თუ მოიპოვებს. დახოცილი თევზის დანარჩენი ნაწილი კვდება და ილექება ფსკერზე, სადაც მომავალში დიდი ხნის განმავლობაში თევზი აღარ გაჩერდება. დენს აქვს ერთი თვისება – დენი კლავს თევზების ერთ ნაწილს, მაგრამ მეორე ნაწილს კი ასტერილირებს და ამისDშემდეგ ეს თევზები პრაქტიკულად ვეღარ მრავლდებიან. ანდა თევზი იღებს მძიმე ტრავმას და ხდება ქვირითის ნაადრევი მოშორება, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ფეხმძიმე თევზს მუცელი ეშლება და იგი ცოცხალი რომც გადარჩეს, ვეღარასოდეს გამრავლდება. თუკი ველურ პირობებში თევზის სიკვდიალოანობა არის დაახლოებით 60%, ბრაკონიერობის ”დამსახურებით”, ამ ციფრმა მდინარის ერთ მონაკვეთზე შესაძლებელია 98% უწიოს. ამას გარდა, დენი ანადგურებს მიკროფლორას და იქაურ ორგანიზმებს. ანუ, ანადგურებს ფაქტობრივად ყველაფერს, რაც მდინარეშია. ელექტროშოკერის (დენის აპარატის) თუნდაც ერთი გამოყენება თევზს დაახლოებით 7-8 მეტრის მანძილზე კლავს, თუმცა არიან ბრაკონიერები, რომლებიც ტანკის აკუმულატორით მოქმედებენ და ამ შემთხვევაში დენმა თევზი შესაძლებელი 12 მეტრის რადიუსშიც კი გაანადგუროს”.

შოთა კვარაცხელიას თქმით, ბრაკონიერები წარმოადგენენ ადამიანების იმ კატეგორიას, რომელთაც არ გააჩნიათ ელემენტარული შეგნება და მათთვის მორალური ღირებულებები ხშირად სრულიად უცხოა. ბრაკონიერები, როგორც უკვე წაიკითხეთ, მათ მიერ დახოცილი თევზის მხოლოდ 10 პროცენტს თუ მოიპოვებენ. მდინარის დინებისა და სხვა ფაქტორების გამო, თევზის დანარჩენი ნაწილი უბრალოდ ნადგურდება. ქართველებს საუკუნეების მანძილზე თევზი არასოდეს დაკლებიათ. ქართულ სუფრაზე ხრამულიც იყო, კალმახიც, ლოქოც, თართიც და ამის მიუხედავად, მათ არ დასჭირვებიათ თევზის მოსაპოვებლად არამართებული მეთოდების გამოყენება.

”ადრე საქართველოში მეთევზეობა იყო ჩვეულებრივი ღირსეული პროფესია. ეს ადამიანები თევზს ბადითა და ანკესით იჭერდნენ, არ კლავდნენ პატარა თევზებს და იცოდნენ, რომ თუკი თევზს ერთიანად გაანადგურებდნენ, შემდეგ უბრალოდ ვეღარაფერს შეჭამდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები და გაჭირვება არ ამართლებს ბრაკონიერობას. თუკი კაცს შია, მან უნდა იმუშავოს და არ უნდა დააზარალოს გარემო, რომელიც ყველას თანაბრად გვეკუთვნის. რაციონალურად რომ მივუდგეთ, ადამიანს, რომელსაც თევზაობა პროფესიად აქვს არჩეული, ნამდვილად დააკმაყოფილებს როგორც სასროლი, ასევე ჩასაყენებელი ბადეების შესაძლებლობები. დამერწმუნეთ, რომ პროფესიონალი, ნამუსიანი მეთევზეები უფრო მეტ თევზს იჭერენ, ვიდრე ბრაკონიერები. N

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხელში ანკესი ერთხელ მაინც დაუჭერია, ყველა იტყვის, რომ სად, რომელ მდინარესა თუ ტბასთანაც არ უნდა მიხვიდე, ორი-სამი ჯიშის თევზის მეტი არსად აღარ არის დარჩენილი. ეს ძალიან ცუდი რეალობაა. ამის გამო, ჩვენს მდინარეებსა და ტბებში განუზომელი რაოდენობით გავრცელდა კარასი. ეს თევზი არის ჩვენი ჩინელი მეგობარი, რომელიც ძალიან გამძლეა და იმის გამო, რომ შედარებით უგემურია, ბრაკონიერებს ნაკლებად აინტერესებთ. სწორედ ამიტომ, კარასი იკავებს იმ ადგილებს, სადაც ადრე ცხოვრობდა: ხრამული, კობრი, კეფალი და სხვა... სადაც კალმახი ცხოვრობს, (მთის ჩქარ და ცივ მდინარეებში) იმ ადგილებში სხვა თევზი უბრალოდ არ ცხოვრობს და თუკი კალმახს გაწყვიტავ, იქ სხვა თევზი, (რომლებიც შედარებით თბილ წყალში ცხოვრებას არიან მიჩვეულნი) აღარ გაჩერდება”.

ელექტროშრეკერი, რითაც თანამედროვე ბრაკონიერები თევზს ხოცავენ, თავდაპირველად გამოგონებული იყო მეცნიერული მიზნებით, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს სამეცნიერო გამოგონებაც ბოროტად გამოიყენეს. როგორც მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტთან საუბარიდან გაირკვა, ბრაკონიერობის გამოისობით, საქართველოში უკვე არის მდინარეები, სადაც თევზი საერთოდ გაწყდა. მაგალითად, რაჭაში (რიონის შესართავებთან), სამეგრელოში (მთიან სამაგრელოში) და სხვა... ბრაკონიერობა ის სენია, რომლის გამოისობითაც, შესაძლებელია საქართველოში დადგეს დრო, როდესაც ჩვენი ტრადიციული სუფრიდან ქართული მდინარისა და ტბის თევზი სამუდამოდ გაქრეს და მისი ადგილი მთლიანად შემოტანილმა პროდუქციამ დაიკავოს.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია (რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია) სათანადოდ ნამდვილად ვერ ახერხებს ბრაკონიერობასთან ბრძოლას და ბრაკონიერები ხშირად რიგით პატიოსან მეთევზეებს უფრო უფრთხიან, შოთა კვარაცხელიას მაინც აქვს იმედი, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, დადგება დრო, როდესაც ბრაკონიერობა არცთუ სასიამოვნო წარსულის ცუდ მოგონებებში დაგვრჩება. მანამდე კი, ამ კუთხით გასაკეთებელი მართლაც რომ ძალიან ბევრია!        



წყაროhttp://24saati.ge/index.php/category/style/wine/2011-06-26/18055.html
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 3340 | დაამატა: Admin | ტეგები: აპარატი, უკანონო, ბრაკონიერებ, თან, დღე, ერთი, კეფალი, მურწა, დენი, თევზჭერა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 mimino33345   (15.07.2015 13:32:30) [მასალა]
მასეტი ხალხი მეტის გირსები არიან. დაიცავი კანონი და დაცული ხარ. Fishing Fishing Fishing

0   Spam
11 Stein   (13.07.2015 12:56:12) [მასალა]
არ ვიცი რამდენად სწორად მოიქეცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ იყო სწორი საქციელი. მეც ეგრე შევშნიშნავ შემდეგში და ჯიბეში ხელებს ჩავიწყობ - ჩემი რა საქმეა ვისიც არის იმან მიხედოს, მე ხო არ გავიფუჭებ საქმეს-მეთქი - ვიტყვი. სხვაც ეგრე იზავს და ვაბშე არაფერი გვეშველება არასდროს! ხელების დაბანა არ შველის საქმეს. ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე მესმის, რომ ცოდოები არიან, მაგრამ მე და ჩემი შვილები არ ვართ ცოდო რომ თევზი არ დარჩა მდინარეში და ფრინველი არ დარჩა ცაში???? ან ვინმე თუ "მესამე" პირად მოყვება ბრაკონიერობის თავგადასავალს და მე ნახვის თანავე "ჩავუშვებ" ცუდი როჟა ვიქნები და ის კარგი? ყველა მენტალიტეტის შეცვლაზე ლაპარაკობთ და პირველ რიგში ეს მენტალიტეტია შესაცვლელი, - ვინც ვიცით, რომ ძალიან ცუდს აკეთებენ არაფერს ვაკეთებთ შესაჩერებლად, იმიტომ რომ "არაა კაცური საქციელი". პირველ რიგში შეგნებულმა ხალხმა უნდა დავიცვათ ბუნება, რომ შეუგნებლებს ეშინოდეთ და ისინი თუ არ შეიცვლებიან, მეტს ვეღარ გაბედავენ და მათი შვილები მაინც ვეღარ ნახავენ მაგალითს და აღარ გაიზრდებიან ბრაკონიერებად!!!!

0   Spam
10 giorgiarsenidze1990   (29.09.2014 13:37:23) [მასალა]
მე რასაც შემიზლია ვაკეტებ და გავაკეტებ ჩემიტ ბევრი ტევზი მაქ უკან გაშვებული დაჩერილი მატ შორის ლოქოც და მესიამოვნა კიდეც ამის გაკეტება დაჩერა უპრო სასიამოვნოა მგონი

0   Spam
9 giorgiarsenidze1990   (29.09.2014 13:33:48) [მასალა]
სახელმციპომ და ხალხმა პატიოსანმა და ალალმა მეტევზეებმა და მონადირეებმა ეს ერტობლივად უნდა გაკეტდეს ტანადგომიტ და კველაპერი გამოვა არ უნდა დაინდო არც შენიანი და არავი აი ეს არი სიმარტლე ტუ გინდატ კველამ კარგად იცის ვინ აკეტებს ამას მაგრამ რაქნას ნაცნობია აი ეს პრობლემაა მგონი პირველ რიგში ჩემი აზრიტ და არ ვცდები

0   Spam
8 giorgiarsenidze1990   (29.09.2014 13:30:27) [მასალა]
კი მაგრამ ტვიტოტ სამარტალდამცავებზე რა უნდა ტქვა ეგენი ტვიტონ ცვავენდა მდინარეებს ეე სხვისტვის აქვტ კანონები

0   Spam
7 gio10010   (04.03.2013 10:56:30) [მასალა]
ჩემი აზრით ჯარიმები უშველის,10-15 კაცი რომ მოყვება ამ ჯარიმებში და მაგრად აეწვებათ,მერე აღარ გააკეთებს,ქართული მენტალიტეტი ასეთია,ან შიში უნდა ქონდეს რაღაცის ან მორიდება და პატივისცემა.

0   Spam
6 giohunt1982   (21.09.2012 11:05:03) [მასალა]
სტატია კარგია, მაგრამ ხალხის მენტალიტეტის შეცვლას რაც შეეხება აქ ძალიან რთულად არის საქმე მე მგონია, რომ ამას ანუ მენტალიტეტის შეცვლას იმდენი დრო დასჭირდება რასაც ჩვენი ფლორა და ფაუნა ნამდვილად ვერ გაუძლებს. იმდენად ღრმად ზის ეს სენი ბრაკონიერებში, რომ ამის ამოძირკვა ალბათ წარმოუდგენელია. რას ასწავლის ნებისმიერი ბრაკი მომავალ თაობას? შვილი იქნება თუ უბრალოდ შემდეგი თობა იმას რომ გაცილებით ადვილი და ბარაქიანია აპარატით თევზაობა და ფულის შოვნაც შეიძლება და რომ მანოკით და ფარით ნადირობა უფრო ხვავრიელია. მასეთი კაცი ვერასდროს ჩაუნერგავს და ასწავლის შვილს ანუ მის შემცვლელ თაობას ბუნების სიყვარულს და ვერასდრო აზიარებს მას ნადირობისა და თევზაობის ეთიკას, სილამაზეს. ისევ და ისევ ჩემი აზრით ჯობია გაზრდილი ჯარიმები და უმკაცრესი კონტროლი ესაა ალბათ გამოსავალი ჩვენი ბუნების გადასარჩენად. კალმახის ანკესით დაჭერა დღეს ხომ რთულია ძალიან და თუ ესე გაგრძელდა ალბათ მალე შეუძლებელი იქნება. ვერც სოციალური მდგომარეობის გამო გავამართლებ ამას. დღეს საქართველოში ძალიან ბევრს უჭირს და რა ვქნათ? ავდგეთ დენით ვანადგუროთ თევზი? ვჩეხოთ ტყეები გასაყიდათ? ნადირ-ფრინველი გავჟლიტოთ ხორცისთვის? სადამდე გაგვწვდება და გვეყოფა ეს აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ.

0   Spam
4 გიორგი   (23.08.2012 14:56:58) [მასალა]
საღოლ გია, ნამდვილად კარგი სტაატიაა 10 ჯიგარი ხარ 39

0   Spam
3 zoro   (23.08.2012 12:21:54) [მასალა]
კარგი სტატიაა მალადეც რომ ეს ხალხი ამხილე 10 10 10

-3   Spam
2 rekvaa   (23.08.2012 09:03:08) [მასალა]
განკითხვის ღირსია ბნაკონიერი მაგრამ,რა ჯარიმაზე ამბობ 1 BAGMAN, კიდე აქ რაგაც ჩაშვებაზე იყო საუბარი,რა ჩაშვება ცმებო კაი ბიჩები არახართთთთთთთთთ???????????? 23_30_126 23_30_126

0   Spam
5 BAGMAN   (27.08.2012 19:54:19) [მასალა]
რა ჯარიმაც არის დაწესებული იმ ჯარიმაზეა საუბარი. ბევრად მეტი უნდა იყოს თავის კონფისკაციით და თუ საჭიროა მეტითაც. თორე ხვალ ან ზეგ თევზის მაგივრად თურქული კვერცხი გვექნება 25

0   Spam
1 BAGMAN   (23.08.2012 02:10:21) [მასალა]
საშინელი ფსიქიკის ხალხია მეაპარატეები. ყველას პირზე აკერია აბა ანკესს გავაწვრილებინებ გულსო? 25 ძალიან დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო, მხოლოდ ჯარიმებით ამ სენს არ ეშველება, მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს ხალხის, და ეს სახელმწიფომ უნდა ითავოს, 1-2 კაცი ამას ვერ შეძლებს ვერც ძალით და ვერც ნებით.
Gia საკმაოდ საინტერესოთ წერთ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ თქვენს ჩანაწერს 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика