ჩიკაგოს მახლობლად მდებარე პარკში ორნითოლოგი რიკ რემინგტონი უჩვეულო სანახაობას შეესწრო: თეთრი ბუ, რომელსაც ბუდე ერთ-ერთ ქანდაკებაზე ჰქონდა მოწყობილი, დილით დაბლა დაეშვა და რამდენიმე მეტისმეტად ცნობისმოყვარე ყვავი დაიფრინა.უეცრად ბუს თვალები აუელვარდა და საომრად გაემზადა - მისკენ შევარდენი მიქროდა. ბუ ელვისებურად გაეკრა მიწას, სალტო გააკეთა და მეტოქეს მოზრდილი ჭანგები დაახვედრა. შევარდენმა უშიშრად შეუტია, ბრძოლა 5 წუთს გაგრძელდა. თეთრი ბუ შევარდენზე ბევრად დიდი კია, მაგრამ, რიკის აზრით, გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა,


