ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

”მონადირული დოპინგი”
                              ”რა არ ხდება ნადირობისას”2  ”მონადირული დოპინგი”

ტყე-ღრეში და წკვარამში წასული მონადირისთვის ”დოპინგი” რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მონადირემ იცის. ”დოპინგში” იგულისხმება, ისეთი საკვები და სასმელი რომელსაც არც საგანგებო მომზადება სჭირდება და სატარებლადაც მსუბუქია, არც დიდ ადგილს რომ არ იკავებს ზურგჩანთაში და რაც მთავარია მცირე რაოდენობისას შეუძლია ბევრი ენერგია მისცეს ადამიანს. მე პირადად ”დოპინგებში” პირველ ადგილს კოფეინს, კოფეინის შემცველ პროდუქტებს ვაძლევ. მაგ. ნებისმიერი სახის შოკოლადი, ფილა, ბატონი თუ სხვა. ასევე ყავა. მერე შესქელებული რძე ”სგუშონკა” შემდეგ, ცხიმიანი საკვები, რომლის ენერგეტიკული და კალორიული ღირებულება ასევე დიდია. მაგ. ”სალა”, ძეხვი, ლორი და ა.შ. 
შოკოლადის და ყავის ”მაცოცხლებელ ძალაში” არაერთხელ დავრწმუნდი. შოკოლადი გასაგებია, რომ პირდაპირ შეგვიძლია მივირთვათ, მაგრამ არც ყავაა ძნელი ”საჩალიჩო” ტყეში. არ არის აუცილებელი ყავის მოდუღება ტყეში,  ცივ წყალში გახსნილ, ხსნად ყავასაც რომელსაც ბლომად შაქარი აქვს ძალიან მაგარი ეფექტი აქვს. ჰოდა მეც დავატარებ ხოლმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, მაგრამ ყავას აუცილებლად. აუცილებლად, მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა რამოდენიმე დღით მივდივარ ხოლმე, ან მთაში ან სხვაგან. ჰოდა, ერთი ასეთი ”დოპინგის მიღების” კურიოზული შემთხვევა მინდა გავიხსენო. რამოდენიმე წლის წინ, წავედით მთაში სანადიროდ. ჯერ ჩავედით მასპინძლებთან სოფელში, სადაც ქართული წესისამებრ ქეიფი გაიმართა. რომ ვიცოდი მეორე დღეს რამხელა გზა გვქონდა ასასვლელი სანადიროებამდე, სასმელს მოვერიდე და ვეცადე რაც შეიძლება ცოტა დამელია, რათა მეორე დღეს ”პახმელიაზე” არ გამძრომოდა სული გზაში!  მეორე დილას ეზოში გამოვედით და წასასვლელად მოვემზადეთ. ამ დროს მასპინძელმა გამოგვიტანა, მოხარშული მსხალი, რა ჯიშის მსხალი იყო არ ვიცი. კაი მოდღლეშილი ზომის მსხლები კი იყო, მწვანე ფერის. თავიდან კი ცოტე ისე შევხედე ამ მსხალს, მსხლის მოხარშვა აღარ გამიგია მეთქი გავიფიქრე, მაგრამ ზრდილობის გულისთვის გამოვართვი და გავსინჯე. გავსინჯეე და ეეეუუფ! მე ეგრე გემრიელად არც მანამდე და არც მერე მსხალი არ მიმირთმევია. ოღონდ მართლა. მოკლედ, 4 მონადირე, 2 თბილისელი, ”სირისტიანები”( მე და ჩემი მეგობარი) და 2-იც ადგილობრივი ”რკინის მკვნეტელი” ვაჟკაცები შევუდექით გზას. გზა იყო ძრითადად აღმართი, ოდნავ ვაკე ადგილებიც, ოღონდ იშვიათად. მანძილი დაახლოებით 20 კმ. 
ბარგი პირადად ჩემი შეადგენდა, დიდ ზურგჩანთაში ჩალაგებულ, საკვებს(ძირითადად მშრალს) დამატებით ტანსაცმელს, სალაშქრო ჭიქა ”კრუშკა”, კარდალა, ვაზნები, პატარა ხელის ხერხი, ცული, პარალონი, სანადირო დანა და კიდევ რაღაც წვრილმანებს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლიობაში სანადირო თოფთან ერთად კარგა მძიმე იყო. იმდენად მძიმე, რომ 1,5 ლიტირანი პლასტმასის ბოთლით წყალი აღარ ჩავიდე ძაან დამამძიმებს მეთქი და 0,5 იანი ბოთლით მედო წყალი. რომელიც რათქმაუნდა ძალიან მალე გამითავდა. გამითავდა და დაიწყო ჯოჯოხეთი! გზაზე ჩვენი ”ქარავანი” ასე გამოიყურებოდა: წინ, პირველი ”მესტნი” ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მან გზა იცოდა, თორე დიდი არაფერი ”მგლისმუხლა” არ იყო. კვალში ჩემი მეგობარი მიყვებოდა და რასაც ქვია ქუსლებზე აბიჯებდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. რადგან გზაში როცა ყველა ერთად პატარ-პატარა ”პერეკურებს” ვაკეთებდით, რამოდენიმეჯერ გაგვკენწლეს ”მესტნმა ვეფხვებმა” ამ სიტყვებით ”ჩვენ არაყზე გაზრდილი ბალღები ვართ და თქვენ კიდე ყავაზეო და თქვენ ჩვენდენი ატანა აბა საიდანო?”. მესამე ისევ ”მესტნი” მოდიოდა და ბოლოში მოვფორთხავდი მე!  ესენი, ”მოწინავენი” დაახლოებით 10-15 წუთით ან შეიძლება მეტით მისწრებდნენ ხოლმე და თუ გზა სადმე უხვევდა ან შეიძლებოდა რომ გზას ავცდენილიყავი იქ მელოდებოდნენ ხოლმე. ჰოდა ამ ამბავში წყალი ისე მომწყურდა, რომ მაშინ მივხვდი, ბავშობაში ზღაპრებში წაკთხული ფრაზის მნიშვნელობას, ”ნახევარ სამეფოს გავცვლიდი ერთ ლიტრა წყალში” რომ მქონოდა ეს სამეფო  ტყეში ფოთოლი ძირითადად ჩამოსული იყო უკვე და წინა დღის ნაწვიმარზე, ამ ძირს მოფენილ ზოგ ფოთოლზე, რამოდენიმე გრამი წყალი იყო ზედ დამდგარი. ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე პირის გასველება მაინც შეიძლება მეთქი, პირისა რომელიც საჰარის უდაბნოზე უფრო მეტად გამომშრალი მქონდა  მაგრამ ტყეა, მიწა და ზედ ფოთოლი მაინც ბინძური იქნება მეთქი. ერთი საათის შემდეგ მასე აღარ ვფიქრობდი.  მოკლედ მუხის და რცხილის ფოთლებზე დაგროვილ ”წყალს” შედარებით კაი გემო ქონდა  სხვებს ისე რაა.  მოკლედ, უკვე იმის ფიქრი მეპარებოდა, აქ რა ჯანდაბა მინდოდა, რა მომარბენინებდა მეთქი.  ისე რამდენჯერ ქონია ყველა მონადირეს, ექსტრემალურ სიტუაციაში ეს ”მკრეხელური ფიქრი”?? დარწმუნებული ვარ ბევრჯერ.  როგორც იყო ნახევარი გზა რომ ავათავეთ, წყარო შეგვხვდა. ესე გემრიელად წყალი მხოლოდ წყურვილისგან გაგიჟებულმა შეიძლება დალიოს!  თან წყაროსთან ბიჭებს საჭმელიც ამოეღოთ და რომ მივედი, ჯერ წყურვილი მოვიკალი, შემდეგ კი პური და შოკოლადი ვჭამე, ცოტა დავისვენე და ისეთი ძალა ვიგრძენი, ვიფიქრე უკან ჩავალ და თავიდან ამოვალ მეთქი.  ბოლო აღმართი ისეთი იყო,რომ პირდაპირ ვერ ავიდოდა კაცი, ნელ-ნელა ზიგზაგებით უნდა გაგეჭრა. ესეც როგორც იყო ავიარეთ და ნელ-ნელა უკვე მთავარ სანადირო ადგილებში შევედით. ერთ ადგილას რამოდენიმე დაღუპული მონადირის ნიშაა გაკეთებული სურათებით და ლექსებით. 
სანადირო ადგილში სადაც უნდა ავსულიყავით და დავბანაკებულიყავით იქ, ერთი ქოხია სადაც მონადირეები აფარებენ თავს. ხოდა ამ ქოხს რომ გადავხედეთ ყველაზე ყველაზე საზარელი სურათი დავინახეთ  ორი თათარი ჩობანი, 6-7 ძაღლი და 200 სული ცხვარი დაღრიალებდა ჩვენს ნანატრ სანადიროში. ამ საშინელების დანახვისთანავე ჩაიფუშა ჩვენი დიდი იმედი გრანდიოზული ნადირობისა!  რაღას ვიზავდით? ღამე მაინც იმ ქოხში უნდა გაგვეთია და იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც გვქონდა რომ ნადირობას მოვახერხებდით. არადა მანამდე ბინოკლით ნანახმა სურათმა ნაპერწკალი კი არა კოცონი გაგვიჩინა.(ბინოკლით, ღორების კოლტს ვუყურებდით, გაღმა ფერდებზე.)  ჩავედით ყონაღებთან ქოხში და დავბარგ-დავბანაკდით შეძლებისდაგვარად. ცოტა რომ დავისვენე, ყავისთვის წყლის ადუღება მოვინდომე და იქვე ქოხში, ცეცხლთან მდგარი ჩაიდანი ავიღე, ხელით შევანჯღრიე და ”წყალი” იდგა, ცეცხლზე შემოვდგი და ამასობაში ”კრუშკაში” რამოდენიმე პაკეტი ხსნადი ყავა და ბლომად ნატეხი შაქარი გავუშვი(ყონაღებს ”პრიკუსკით” უყვართ ჩაი და იმათ ქონდათ ნატეხი შაქარი) ჩაიდანიც ადუღდა და უფროსი მწყემსიც შემოვიდა ქოხში, მე იქვე ვიჯექი ცეცხლთან, ამ ჯიგარმა ეს ჩაიდანი გადმოიღო ცეცხლიდან, მე  გამზადებული ”კრუშკა” მივაწოდე და ვანიშნე დამისხი მეთქი. ამანაც ბოლომდე გამივსო, მე თან ცოტა კონიაკიც ჩავასხი ამ ჩემს ”ყავაში” შეციებული ვიყავი და ვიფიქრე კარგი იქნება მეთქი. მოკლედ ვგლიჯე ეს ჩემი ”ყავა” და მთავარი კურიოზიც აქ მოხდა. ამ ჩვენს ჯიგარ ყონაღებს თურმე ჩაიდანში თავიანთი წესით დაყენებული ძალინ ”კრეპკი” ჩაი არ ქონიათ და გამოვიდა რომ ვგლიჯე: ორმაგი ჩაი, სამმაგი ყავა, უამრავი შაქარი და ცოტა კონიაკი ერთად. აი ეს იყო დპოინგი! იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს!!  
დასაძინებლად რო გაემზადნენ მწყემსები თავიანთ ”ლოგინებში” დაწვნენ, ჩვენ კი დაბლა, მიწაზე დაგვიგეს ნაბდები. ხოდა მე და ჩემი მეგობარი ”ქალაქელი ჭირიანები” მთელი ღამე კოცონთან ვისხედით, ვლაპარაკობდით და კომშის მურაბის ”ჩაის” ვხუხავდით (მწყემსების ნობათს) ეს ჩვენი ”რკინის მკვნეტელი ვოჟები” კი ჩვენსავე საძილეებში გახვეულები კანკალებდენ და ისე ეძინათ ნაბდებზე. დაიწყო ღამით თოვა, მაგრამ სანამ ცოტა მაინც იმედი იყო მე და ჩემი მეგობარი გავდიოდით შემოვლაზე ღამე.(იქნებ ნადირი ჩამოვიდესო, მაგრამ...) ”მესტნი მონადირეები” კი თბილად გახვეულები ხვრინავდენ. ერთი სიტყვით მესტნებს კი მოვაკაკვიეთ თითი ქალქელებმა. შემრჩა ლამაზი მოგონება, ბევრი სიარულისა და მონადირულ კოცონთან, მონადირულ საუბარში გათენებული ლამაზი, თოვლიანი ღამისა. ხო ”კომშის მურაბის ჩაიც” მაგარი იყო  ”მესტნებს” კი შერჩათ მოგონება ბინძურ ნაბდებზე ხვრინვის. ნადირობა კი უშედეგო იყო, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი სხვაა!!!
               (ქვემოთ იმ ადგილას გადაღებულ რამოდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ)


 დაღუპული  მონადირის ნიშა.






წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (08.12.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2432 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 kaxi432111   (30.08.2014 10:48:54) [მასალა]
10 10 10 166 166 166

0   Spam
7 mere   (27.12.2013 21:40:22) [მასალა]
166

+1   Spam
6 tiniko1978   (16.12.2013 13:20:16) [მასალა]
წარმომიდგენია რა სილამზეს და რა სიმოვნებას ნახავდით. ღამის კოცონი , მწყემსების ქოხში თან არ გძინავს გარეთ თოვს .. ძალიან ლამაზი და სასაიმოვნო არის.. ბედნიერია ის ადამინი ვისაც ეს სილამზე განუცდია. 166

0   Spam
5 shako-775   (12.12.2013 18:14:23) [მასალა]
166

+1   Spam
4 shontiamo   (10.12.2013 23:44:13) [მასალა]
მაგარი გადარჩენილი ხარ გიო ამდენს როგორ გაუძერლი შენ მაგარი გული გქონია 100წლიანი ხარ სულ მცირე კარგად იყავი და დიდხანს ინადირე 39 39 39

0   Spam
3 dudu   (09.12.2013 23:51:09) [მასალა]
166

+1   Spam
2 sos112   (08.12.2013 21:28:43) [მასალა]
ამინ დზმაო ამინ 10 10 10 10 166

+1   Spam
1 tacha-swd   (08.12.2013 20:14:13) [მასალა]
მაგარია მაგარი მთავარია ადამიანმა იგრძნო ნამდვილი მონადირული სულისკვეთება ღმერთმა ბევრი საინტერესო და შედეგიანი ნადირობა მოგვცა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика