ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » ნაწყვეტები წიგნებიდან    

გაბრიელ ტროეპოლსკი. ”შავყურა თეთრი ბიმი” (ნაწყვეტი)
გულსაკლავად და თითქოს უიმედოდ იწყებდა წკმუტუნს,  თან აქეთ-
იქით დაბაჯბაჯებდა _ დედას ეძებდა. მაშინ პატრონი კალთაში ჩაისვამდა
და პირში რძით სავსე საწოვარას ჩასჩრიდა. 
აბა, სხვა რა უნდა გაეკეთებინა ერთი თვის ლეკვს, თუ ცხოვრებისა ჯერ
არაფერი გაეგებოდა,  დედა კი,  მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა,  არსად ჩან-
და.  ჰოდა,  პირველ ორ დღეს ცდილობდა,  დროდადრო გულსაკლავი კონ-
ცერტები გაემართა,  თუმცა პატრონის ხელზე იძინებდა რძით სავსე ბოთ-
ლთან ჩახუტებული. 
მაგრამ მეოთხე დღეს პაწაწინა ლეკვი უკვე მიეჩვია პატრონის ხელების
სითბოს. ლეკვები ძალიან მალე ეჩვევიან ალერსს. 
თავისი სახელი ჯერ არ იცოდა,  მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ზუსტად
დაადგინა, რომ ბიმი ერქვა. 
ორი თვის რომ გახდა, გაოცებით შეხედა საგნებს: ლეკვისთვის მეტისმე-
ტად მაღალ საწერ მაგიდას,  კედელზე კი _  თოფს,  სანადირო ჩანთას და
გრძელთმიანი ადამიანის სახეს. ყოველივე ამას ძალიან მალე მიეჩვია. უკვე
აღარც ის აოცებდა, რომ კედელზე დაკიდებული ქალის სახე არ ინძრეოდა: 
რაკი არ ინძრეოდა, მაშ, საინტერესოც არ არისო. თუმცა ცოტა მოგვიანებით
ზოგჯერ შეხედავდა და იფიქრებდა: ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს, ადამიანის
სახე თითქოს ფანჯრიდან რომ იცქირებაო. 
მეორე კედელი უფრო საინტერესო იყო: მთლიანად რაღაც ძელაკებისა-
გან შედგებოდა, პატრონს შეეძლო თითოეული ძელაკი ამოეღო და ისევ თა-
ვის ადგილას დაედო. ოთხი თვისა რომ შეიქნა, უკვე თათებზე დადგა, და-
მოუკიდებლად მისწვდა კედელს, კბილებით ძელაკი გამოიღო და შეეცადა
გამოეკვლია, რა იყო, მაგრამ ძელაკი რატომღაც აშრიალდა და ბიმს კბილებ-
ში ერთი ფურცელი ქაღალდი ჩაუტოვა.  ამ ქაღალდის დაფლეთა მეტისმე-
ტად სასეირო იყო. 
_ ეს რა ამბავია? _ დაუცაცხანა პატრონმა. _  არ შეიძლება! _ და ცხვირი
რამდენჯერმე წიგნზე წააკვრევინა, _ ბიმ, არ შეიძლება, არ შეიძლება! 
ასეთი შეგონების შემდეგ ადამიანსაც კი არ მოუნდება წიგნის კითხვა, 
მაგრამ ბიმს,  ნურას უკაცრავად;  ის დიდხანს ყურადღებით მისჩერებოდა
წიგნებს, თავს ხან ერთსა და ხან მეორე მხარეს ხრიდა. ბოლოს, ეტყობა, გა-
დაწყვიტა: რაკი ეს არ შეიძლება, მოდი, მეორეს ავიღებო. მივიდა, ჩუმად ჩა-
აფრინდა ერთი წიგნის ყდას და დივანქვეშ შეათრია,  იქ ჯერ ერთი კუთხე
1მოაღეჭა ყდას,  შემდეგ მეორე.  მერე ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა,  საბრალო
წიგნი შუა ოთახში გამოათრია და თამაშითა და ხტუნვა-ხტუნვით დაუწყო
ფლეთა. 
აი, მაშინ კი გაიგო, რა იყო «მტკივა» და რა იყო «არ შეიძლება». პატრონი
წამოდგა და მკაცრი ხმით დაუყვირა: 
_ არ შეიძლება! _ თან ყურით მოსწია, _ შე სულელო, შენ ხომ დამიხიე. _ 
მერე ისევ გაიმეორა: _ არ შეიძლება! წიგნების დახევა არ შეიძლება! _ და კი-
დევ ერთხელ მოსწია ყურით: 
ბიმი აწკმუტუნდა, ოთხივე თათი მაღლა ასწია. იწვა გულაღმა, პატრონს
მისჩერებოდა და ვერ გაეგო, რა ხდებოდა. 
_ არ შეიძლება! არ შეიძლება! _ განზრახ იმეორებდა პატრონი, თან ისევ
და ისევ დრუნჩში ჰკრავდა წიგნს, მაგრამ დასჯით კი აღარ სჯიდა. შემდეგ
ხელში აიყვანა, ეფერებოდა და სულ ერთსა და იმავეს ეუბნებოდა: _ არ შე-
იძლება, ბიჭო, არა, სულელო! _ მერე დაჯდა და კალთაში ჩაისვა. 
აი,  ასე,  მეოხებით,  ყრმობაშივე მიიღო ბიმმა შეგონება პატრონისაგან. 
ბიმმა ხელი აულოკა, თან ყურადღებით მიაჩერდა სახეში. ლეკვს უკვე უყ-
ვარდა,  როცა პატრონი ელაპარაკებოდა.  მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ
ორი სიტყვა ესმოდა: «ბიმი» და «არ შეიძლება». მიუხედავად ამისა, მაინც რა
საინტერესო სანახავი იყო, როგორ ეფინებოდა შუბლს ჭაღარა თმა, როგორ
მოძრაობდნენ კეთილი ტუჩები და როგორ ეხებოდა ბალანს თბილი,  მოა-
ლერსე თითები.  სამაგიეროდ,  ბიმს ზუსტად შეეძლო გაერკვია,  პატრონი
მხიარულ გუნებაზე იყო თუ მოწყენილი, უჯავრდებოდა თუ აქებდა, ეძახო-
და თუ აგდებდა. 
პატრონი კი ზოგჯერ მოწყენილი იყო. მაშინ ხან თავის თავს ელაპარაკე-
ბოდა, ხან ბიმს მიმართავდა: 
_ აი, ასე ვცხოვრობთ, სულელო. იმას რატომ მისჩერებიხარ? _ ამ დროს
პატრონი ქალის პორტრეტზე უთითებდა, _  ის,  ჩემო ძმაო,  მოკვდა,  აღარ
არის, არა... _ ხელს უსვამდა ბიმს და მტკიცე ხმით ეუბნებოდა: _ ეჰ, შე სუ-
ლელო, შენა, ჯერ არაფერი გაგეგება. 
მაგრამ პატრონი მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი, რადგან ბიმს ეს-
მოდა, რომ ახლა თამაშს არ დაუწყებდნენ და სიტყვები _ «სულელო» და «ბი-
ჭო» _ მას ეხებოდა.  ასე რომ, როცა მისი დიდი მეგობარი სულელს ან ბიჭს
ეძახდა, მაშინვე მისკენ გარბოდა. და რაკი ხმის კილოს ითვისებდა, ეს იმას
ნიშნავდა, რომ უჭკვიანესი ძაღლი დადგებოდა. 
მაგრამ განა მარტო ჭკუა განსაზღვრავს ძაღლის მდგომარეობას მის თა-
ნამოძმეთა შორის? სამწუხაროდ, არა. გარდა გონებრივი მონაცემებისა, ბიმს
ყველაფერი რიგზე როდი ჰქონდა. 
ნამდვილად ჯიშიანი მშობლების შვილი იყო,  სეტერებისა,  რომელთაც
მთელი საგვარეულო ჰქონდათ. ყოველ მის წინაპარს პირადი ბარათი, მოწ-
მობა ჰქონდა. პატრონს შეეძლო, ამ ანკეტების მიხედვით, ბიმის არა მარტო
პაპისა და ბებიის მამებისა და დედების, არამედ, თუკი მოისურვებდა, მათი
პაპის პაპებისა და ბებიის ბებიების ამბავი გაეგო.  ეს ყველაფერი,  რა თქმა
უნდა, კარგია. მაგრამ ბიმს, ყველა მის ღირსებასთან ერთად, ჰქონდა ერთი
ნაკლი, რომელმაც შემდგომში დიდი გავლენა იქონია მის მომავალზე: თუმ-
2ცა იგი შოტლანდიური სეტერების ჯიშისა იყო  (სეტერ-გორდონი),  მაგრამ
ფერი კი სრულიად არატიპიური ჰქონდა, _  აი,  ამაში იყო საქმე. მონადირე
ძაღლების სტანდარტის მიხედვით, სეტერ-გორდონი უნდა იყოს აუცილებ-
ლად შავი,  რომელსაც ბზინვარე ლურჯი ყორნის ფრთისფერი დაჰკრავს. 
ამასთან, მას უნდა ჰქონდეს მკაფიო მოჟღალო-მოწითალო ფორეჯები, თეთ-
რი ტალები კი, თუ ასეთ ძაღლებს სტანდარტით გაუთვალისწინებელ ალა-
გას აქვთ, დიდ მანკად ეთვლებათ. ბიმი კი სწორედ ასეთი დაიბადა: ჟღალ-
ფორეჯებიანი თეთრი სხეული ჰქონდა, მხოლოდ ცალი ყური და ცალი ფე-
ხი ჰქონდა შავი, ყორნის ფრთისფერი; მეორე ყური კი _  ბაცი მოყვითალო-
მოჟღალო.  ასეთი რამ გასაკვირიც კია:  ყველაფრით სეტერ-გორდონი იყო, 
ფერით კი _  სულ სხვა.  ალბათ,  რომელიღაც მეტად შორეულმა წინაპარმა
იჩინა ბიმში თავი. და, აი, მშობლები გორდონები იყვნენ, ის კი _ ჯიშით ალ-
ბინოსი. 



წყარო:
კატეგორია: ნაწყვეტები წიგნებიდან | დაამატა: giohunt1982 (29.11.2012)
ნანახია: 2506 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 ბაქარი   (30.11.2012 11:40:43) [მასალა]
ბავშვობაში წავიკითხე ეგ წიგნი და მაშინ მომინდა ლეკვის აყვანა, მართალია სეტერი არ ამიყვნია მაგრამ ჩემ დრათჰარის ლეკვს ბიმი დავარქვი. ახლა 13 წლისაა მე კი 25 ის. თუ გინდათ ბავშვს ნადირობა და ძაღლები შეაყვაროთ ამ წიგნის ყიდვით დაიწყეთ 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика