ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ცხოველები    

ქურციკი (ჯეირანი), Gazella subgutturosa Güldenstädt, Джейра́н
   

     გარეულ ჩლიქოსნებს შორის ულამაზესია ქურციკი (ჯეირანი).იგი საქართველოს ველების სიამაყედ ითვლებოდა,ახლა კი ჩვენში თითქმის სრული გადაშენების პირზეა მისული.
     ჯერ კიდევ ვახუშტი თავის გეოგრაფიაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" წერდა:"არს ველი ყარაიისა,სავსე ქურციკითა,რომელსა მოინადირებდნენ მეფენი წლითი წლად" (გვ.50).ამჟამად საქართველოში ქურციკის შენარჩუნების და მომრავლების საქმე უიმედოა,ასევეა აზერბაიჯანშიც,სადაც მისი საერთო რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.
      ორმოც (ახლა ოთხმოც)  წელზე მეტია რაც ქურციკზე ნადირობა აკრძალულია.მისი მოკვლისათვის,ჩვენშიც და აზერბაიჯანშიც,მკაცრად სჯიან.მიუხედავათ ამისა,სარგებლობენ რა ნადირობისადმი მეთვალყურეობის სისუსტით,ბრაკონიერი მონადირეები ყველა საშუალებით --მანქანებით,მორეკვითა და ჩასაფრებით--ცდილობენ მოინადირონ ეს მეტად ფრთხილი,სწრაფი ცხოველი.სწორედ ეს არის მიზეზი,რომ ქურციკის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
     ქურციკის საყვარელი ადგილი უმთავრესად ნახევრად უდაბნოები და ველებია.იგი ბორცვიანი მთების კალთებზეც ადის,მაღალ მთებს კი ერიდება.
     ქურციკი მომთაბარე ცხოველია.მისი მომთაბარეობა სხვადასხვა მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული:ბალახეული საფარის გადახმობა,უდაბნოს წყლის დაშრობა ზაფხულში და სხვა.ზამთარს ქურციკი უფრო დაბლობებში ატარებს,ვინაიდან წლის ამ დროს აქ საკმაოდ არის საკვებიც და წყალიც,ზაფხულობით კი ისევ მთის კალთებს უბრუნდება და ზოგჯერ მთებშიც ადის.
     ქურციკის მაკეობა დეკემბერში იწყება.მაისში იბადება ერთი თიკანი,ხან ორიც,რომლებიც მეტად უმწეონი არიან,ხოლო 3-4 დღის შემდეგ უკვე საკმაოდ სწრაფად დარბიან.შუა ზაფხულში თიკნები მოზრდილი ქურციკის ნახევარს იქონიან,ამ დროისათვის ერთ  ფარაში ერთდებიან ფურები,თიკნები და მამლებიც,რომლებიც მანამდე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.შემოდგომაზე ქურციკები მომთაბარეობას იწყებენ.
     ქურციკის,ისევე როგორც უდაბნოს ყველა ჩლიქოსანის,საკვები უდაბნოს დამახასიათებელი მცენარეულობისაგან შედგება.ის წყურვილსაც დიდხანს ითმენს,ზოგჯერ კი მლაშე წყალსაც სვამს.
     ქურციკი დღის ცხოველია,საძოვრად და წყლის დასალევად განთიადისას ან საღამო ხანს გამოდის.როცა ძალიან ცხელა,იგი ხშირ მცენარეულობას აფარებს თავს და იცოხნება.
     ქურციკს საუკეთესო სმენა და მხედველობა აქვს.კარგადა აქვს განვითარებული ყნოსვაც.ოდნავ ხმაურზეც კი გაქცევით შველის თავს.იგი მეტად მარდად დარბის,საათში 60-65 კილომეტრს გადის.
     განაბული ქურციკის შემჩნევა მეტად ძნელია.იგი კარგად არის შეხამებული უდაბნოს ბუნებასთან.
    





წყარო:
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ცხოველები | დაამატა: Admin (14.10.2009)
ნანახია: 11638 | კომენტარი: 4 | ტეგები: Джейра́н, Gazella subgutturosa Güldenstädt, ქურციკი (ჯეირანი) | რეიტინგი: 4.0/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 chikartula   (02.12.2009 18:33:43) [მასალა]
ასწორებს

0   Spam
1 gigagiga239   (16.10.2009 12:20:55) [მასალა]
166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика